16:22:56
განახლება
მონადირეების საიტი - ძაღლის ინფექციური დაავადებები - მონადირეების ფორუმი




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან12»
ფორუმის მოდერატორი: -BERG-, bichi2009, giohunt1982, ლაშა86 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების მოვლა და მკურნალობა » ძაღლის ინფექციური დაავადებები (ძაღლის დაავადებები)
ძაღლის ინფექციური დაავადებები
toka_monadireდრო: პარასკევი, 01.07.2011, 14:15:10 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭირი

(pestis canum,ferbis catarrhalis infectiosa canum) მეტად კონტაგიოზური ინფექციური აცადმყოფობაა,რომელიც ხასიათდება ციებ ცხელებით,ლორწოვანიგარსების კატარური ანთებით,პნევმონიით,კანის ეგზანთემით,ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით.
ძაღლის ჭირის ვირუსული ბუნება პირველად დაამტკიცა ფრანგმა მკვლევარმა ჯარემ 1905 წელს.შემდეგ ძაღლის ჭირის ვირუსული ეტიოლოგია დაადასტურა ეიგენმა 1912 წელს.ამჟამად ჭირი გავრცელებულია მსოვლიოს ყველა ქვეყანაში.
ამ ავადმყოფობის დროს მეტად მაღალია. ლეტალობა(სიკვდილიანობა)შეადგ
ენს დაახლოებით 50%,ხოლო ნერვული ფორმის დროს 85%-მფე და მეტს!ავადმყოფობის აღმძვრელი.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები.
ხორცის მჭამელთა ჭირის ვირუსისადმი ამთვისებელია ძაღლი, მელა, ყარსაღი, წაულა, ენოტი, თეთრი აფრიკული და წაბლისფერი ქრცვინი, სიასამური, კვერნა, დათვი, სინდიოფალა, ყარყუმი, მაჩვი, ტურა, აფთარი, მგელი, ბოცვერი, კატა.ძაღლის ამთვისებლობა ჭირისადმი დამოკიდებულია ჯიშზეც:უფრო მდგრადია ეზოს ძაღლები ანუ მეტისები,ასევე ფოქსტერიერი და იაგტერიერი ნაკლებ მდგრადია კუტურული ჯიშის ძაღლები - გერმანული ნაგაზი, მეძებარი, დეკორატიული ძაღლი და სხვა.

ჭირით ყველა ასაკის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-6 თვის ასაკში.კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა,დედიდან მოცილების შემდეგ!ანუ ლეკვი დედიდან მოცილების შემდეგ 2 კვირა არ დაავადდება იმიტომ რომ მუცლიდან აქვს იმუნიტეტი დაყოლილი.თუ ამ ვადის გასვლამდე არ ავცრით ის შეიძლება დაავადდეს!ჭირის ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე!ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად!

კლინიკურად ჭირი
ვლინდება ძალიან მრავალ ფეროვნად, არჩევენ:ფილტვის, ნაწლავის, კანის, ნერვულ და შერეულ ფორმებს! ჭილი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებირად, მწვავედ, ქვემყვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიუტად და ატიპიურად.
ელვისებურად მიმდინარეიბის დროს ძაღლი უეცრად კვდება კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე.დასაწყისში ტემპერატურა მკვეთრად მაღლდება ,მადა ცხოველი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში, ეცემა და კვდება!

მწვავე მიმდინარეობის დროს ავადმყოფობა გრძელდება 2-4 კვირა, ციებ ცხელებით,
ავადმყოფობის დასაწყისში ცხოველი უჩვეულოდ იქცევა, ნაკლებად აქტიურია, კანკალებს, დროდადრო ხტუნაობს,. ხშირია სასუნთქი გზების კატარი!ძაღლი იქავებს ცხვირის სარკეს. ნესტოებიდან დასაწყისში გამოდის სეროზული ან ლორწოვანი ,ხოლო მერე კი ჩირქოვანინ ექსუდატი!აღენიშნება ხველება რომელიც დასაწყისში მშრალია ხოლო მოგვიანებით გაგრძელებული და სველი, რაც განაპირობებს კრუნჩხით შეტევებს!შემდგომში ვიტარდება პნევმონია, პლევრიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი რქოვანას წყლულოვანი დაშლით, ადგილი აქვს ფერადი გარსის ანთებას თვალის წინა კამერაში ჩირქის დაგროვებით.საჭმლის მომნელებელი აპარატის დაზიანებისას მადა გაუარესებულია,არინიშნება ფარინგიტი, კუჭ-ნაწლავის მწვავე კარატი.ხშირია პირღებინება რა დროსაც გამოიყოფა ყვითელი ფერის ლორწოვანი მასა. ადლილი აქვს ფაღარათს, ფეკალი თხელია შეიცავს ლორწოს და იშვიათად სისხლს!
კანის ფორმის დროს ხშირია გამონაყარი,ვითარდება ჭვრილი წითელი ლაქები ბარძაყის შიდა ზედაპირზე, ყურის ნიჟარის, მუცლის კედლის, პირის ახლოს და ნესტოების გარშემო!ლაქების ადგილზე წარმოიქმნება პატარა ბუშტუკები ჩირქოვანი შიგთავსით!
ნერვული ფორმის დროს აღინიშნება ხანმოკლე აღგზნებადობა, საღეჭი ან თავის და კუდურების კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, ზოგჯერ უკანა კიდურების პარეზი და დამბლა, ეპილეფსიური მოვლენები და უხვი ნერწყვდენა!ეპილეფსიური ნიშნების გამოვლენისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა!ავადმყოფობა როგორც წესი სიკვდილით მთავრდება!

იმუნიტეტი.
ცხოველი ჭირის მოხდის შემდეგ იძენს მყარ იმუნიტეტს!ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ
იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ

ჩირქოვანი გამოანდენი ცხვირიდან, ასეთივე აქვს თვალებიდან.


ჭირის კანის ფორმა!გამოხატულია თათების ბალიშებზე.

ჭირის დროს ძაღლის საერთო მდგომარეობის სურათი


ჭირის ნერვული ფორმის დროს კრუნჩხვის შემდგომი მდგომარეობა!

დამატებულია (01.07.2011, 14:08:58)
---------------------------------------------
პაროვირუსული ენტერიტი
პაროვირუსული ენტერიტი(PAROVIRUS ENTERITIS CANUM) მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური ავადმყოფობაა, რომელიც ვლინდება პირღებინებით და ფაღარათით.ძაღლის პაროვირუსული ინფექცია პირველად რეგისტრირებული იყო 1976 წელს ბერგიაში, ხოლო შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.ყოფილ საბჭოთა კავშირში დადგენილია 1980წელს!
ეკონომიკური ზარალი პაროვირუსული ენტერიტით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. სიკვდილიანობა 5-დან 70%-მდეა
22სმ დიამეტრის მქონე ვირუსია, მიეკუთვნება parvoviridae -ს ოჯახს.
პაროვირუსული ენტერიტის მიმართ ამთვისებელია ყველა ასაკის ძაღლი, განსაკუთრებით კი 2 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ლეკვი. 2-5 წლამდე ასაკის ძაღლი შედარებით იშვიათად ავადდება.უფრო მეტად ამთვისებელია კულტურული და დეკორატიული ჯიშის ცხოველი.იფექციის აღმძვრელი წყაროა დაავადებული ძაღლი, რომელიც ვირუსს გამოყოფს გარემოში!ამ ინფექციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს ბუზი, თაგვი, ვირთაგვა და სხვა.ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად!
ავადმყოფობის მიმდინარეობა და სიმპტომები
ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნებისას გრძელდება 4-დაბ 10 დღემდე, ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ.ავადმყოფ ძაღლში აღინიშნება უმადობა, პირღებინება ლორწოთი და ფაღარათით. პირღებინება და ფაღარათი შეიძლება იყოს ერთდროულად!ფეკალური მასა დასაწყისში რუხია ან ყვითელი, ხშირად სისხლს შეიცავს, ზოგჯერ ჰემორაგიულია(ლორწოთი) ან წყლისებურია, მყრალი სუნით. სხეულის ტემპერატურა მატულობს უმნიშვნელოდ (39.5-41) ძაღლს წყურვილი არ აქვს. პირღებინების და ფაღარათის შედეგად ხდება ორგანიზმის დეჰიდრალტაცია ანუ წყალგართმევა, რაც განაპირობებს შოკურ მდგომარეობას და ლეკვი კვდება 24-96 საათის შემდეგ.მწვავე მიმდინარეობის დროს ცხოველი კვდება 5-6 დღის განმავლობაში
ახალგაზრდა ცხოველებში შეიძლება აღინიშნოს ზემწვავე მიმდინარეობა, რა დროსაც შეიმჩნებვა კომატოზური მდგომარეობა და ლეკვი კვდება 1-3 დღეში
3 კვირიდან 7 თვემდე ასაკის ლეკვებში აღინიშნება არა მარტო გასტრო ენტერიტი, (კუჭ-ნაწლავის ანთება) არამედ გულის კუნთის დაზიანებაც. ცხოველთა უმეტესობაში უეცრად ვითარდება სისუსტე და ისინი კვდებიან 0.5-24 საათის განმავლობაში.ზოგჯერ გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ცხოველი უეცრად კვდება
უმუნიტეტი
დაავადება მოხდილი ცხოველი იძენს მყარ იმუნიტეტს!განმეორებით არ ავადდება, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ სტერილურ იმუნიტეტის წარმოქმნასთან.ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ
იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ

ასეთია ენტერიტის დროს ძაღლი საერთო მდგომარეობა

დამატებულია (01.07.2011, 14:15:10)
---------------------------------------------
ლეპტოსპიროზი
ლეპტოსპიროზი(შტუდგარდის დაავადება, ინფექციური სიყვითლე, ძაღლის ტიფი,ვაილის დაავადება)-განსაკუთრებით მწვავე დავადებაა,კლინიკურად ვლინდება ხანმოკლე ცხელებით, წყლულოვანი სტომატიტით, ზოგჯერ სიყვითლე ნერვული აშლილობით მიმდინარეობს.ლეპროსპიროზის აღმძვრელი აღმოაჩინეს 1925 წელს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად გამიყვეს მოხინმა და აჟიმოვმა(1926-1927)ლეპროსპიროზით ავადდება ადამიანიც
ლეპტოსპირები წარმოადგენენ თხელ, გრძელ სპირაუ მიკროორგანიზმებს 10-15 მკმ. სიგრძით და 0.1-0.2 მკმ დიამეტრით.

კლინიკუტი ნიშნები.ძაღლში არჩევენ ჰემორაგიულ და სიყვითლის ფორმას.მოზრდილი ძაღლები ავადდებიან ჰემორაგიული ფორმით. უცბათ ეწყებათუკანა კიდურების სისუსტე, უმადობა, დეპრესია. მოკლე დროში ტემპერატურა იწევს 40.5-45 გრადუსამდე.მეორე დღეს ტემპერატურა დაბლა იწევს 37-38.2 გრადუსამდე. უმადობა გრზელდება, მომატებული წყურვილი აქვს. ზოგჯერ აღენისნება სისხლიანი საკვების ღებინება, მესამე დGეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე აღებიშნება უსწორმასწორო ჰემორაგიული ნაწილები, პირიდან ცუდი სუნი, მოგვიანებით კანკალი, მუცლის ღრუს ტკივილი, სისხლიანი ამონახეთქი ღრძილებიდან, ცხვირიდან სისხლდენა, ზოგჯერ ენის ნეკროზი, ძაღლის სწრაფი გახდომა, კანის სიმშრალე, თვალის ქუთუთოები უნებლიეთ ეხუჭება, სხეულის ტემპერატურა ეცემა მორმაზე დაბლა 36-36.5 გრადუსამდე. სუნთქვა უძნელდება. აღენიშნება ფეკალის უნებლიე გამოყოფა, ზოგჯერ ეწენა შეკრულობა.
ცალკეულ შემთხვევებში ცხოველი შეიძლება დაიღუპოს რამოდენიმე საათში , სიმპტომების გამოვლენისთანავე.ზოგჯრე ძაღლები ავადმყოფობენ 2-3 დღე, იშვიათად 5-10 დღე.სიკვდიალობა 65-80% ია.
სიყთვითლის ფორმა


ლეკვებში ლეპტოსპიროზი სიყვითლის ფორმით მიმდინარეობს. დაავადება იწყება უეცრად და თანმიმდევრულად, სიყვითლის გამოვლინებამდე ორგანიზმის ტემპერატურა 39.5-40 გრადუსია.სიყვითლის შემდეგ ტემპერატურა ნორმაზე დაბლა(36-36.5) ეცემა,პირი ღრუს ლორწოვანი გარსი გაყვითლებულია, ასევე გაყვითლებულია თვალის ლორწოვანი გარსი, სიყვითლე გრძელდება დაავადების ხანგგძლივობისა და სიმზიმის მიხედვით, ლიმონის ფერიდან მოყვითალო ვერამდე, იწყება რებინება (სისხლნარევი), შარდი მუქი ყვითელი ფერისაა, დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას.
ამ დაავადების გადამტანები არიან მღრნელები.ასე რომ მაქიმალურად დაიცავით მღნელებისგან ძაღლის სადგომები


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - პარასკევი, 01.07.2011, 14:16:32
 
bizonaდრო: პარასკევი, 01.07.2011, 15:43:40 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 460
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 საღოლ საინტერესოა კარგად გიმუშავია 166

ინადირე კულტურულად, ნუ იქნები ბრაკონიერი!
www.bazieri.ge
 
nugomonadireდრო: შაბათი, 02.07.2011, 02:28:42 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 441
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე შენს ადგილზე გავაგრძელებდი ამ მიმართულებით შრომებს და საბოლოო ჯამში ქუთაისს და ზოგადად იმერეთის რეგიონს 3-5 წელიწადში ეყოლებოდა შენი სახით შვილო თორნიკე გადასარევი ვეტერინარი. ჯერ როგორც ვხედავ ძველი საბჭოური გამოშვების ლიტერატურით ხელმძღვანელობ, მაგრამ იმედი მაქვს კომპიუტერის საშვალებით და 21 საუკუნის სამედიცინო კვლევების მიღწევების ამსახველი ლიტერატურით გაეცნობი მსოფლიო ნოვაციის შედეგებს აღნიშნულ სამედიცინო დარგში, რაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბებს შენში დიდ სურვილს(გავმეორდები)გახდე ერთადერთი მონადირე ვეტექიმი, ოთხფეხა მონადირე(და არამარტო)არსებების საგამოფენო წარმოდგენების კარგი სპეციალისტი და პროფესიონალი კინოლოგი. დაფიქრთი ჩემს სიტყვებზე მე ვხედავ შენში პოტენციალს. დაგლოცოს ღმერთმა... 39 39 39

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
toka_monadireდრო: შაბათი, 02.07.2011, 12:42:12 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, გაიხარეთ მადლობა

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
giomodzravaდრო: შაბათი, 02.07.2011, 20:17:14 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრაატჰარი მყავს და ცხვირი დაუსკდა რის ბრალი უნდა იყოს

monaselidze
 
toka_monadireდრო: შაბათი, 02.07.2011, 22:09:39 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giomodzrava, სურათი დადე და ვნახოთ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
OchOpinTreდრო: კვირა, 07.08.2011, 14:56:06 | შეტყობინება # 7
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 102
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 თვის კეკვს რამდენი უნდა ქონდეს ტემპერატურა და რით უნდა დაუწიო თუ მაგალი აქვს?
 
levani-sდრო: კვირა, 07.08.2011, 17:12:51 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: დრ. უმოქმედო (დაგვიკავშირდით)
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეიშმანიოზია მაგრა მოდებული, ძაღლებში ჩემს ოთხფეხა მეგობარს დაუდგინდა სუსტი ფორმით სერიოზულად ვუმკურნალე და ახლა კარგადაა. ისე დზაან ვერაგი დავადებააა

ui ui ui
 
marsiდრო: კვირა, 07.08.2011, 20:26:17 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1356
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო რა მაინტერესებს, ასე მითხრეს რომ ძაღლს ცოფზე როცა აცრიო 2 კვირა არ აკბენიოო იმუნიტეტს იმუშავებს და საშიშიაო, მერე ვეტექიმს ვკითხე და მითხრა მართალიაო, შემდეგ მეორე ვეტექიმს ვკიტხე და იმას სასაცილოდაც არ ეყო. რა ვქნა ვერ გავიგე, არადა ჩემი კურცჰაარი უკვე 6 თვის არის და ასაცრელი მყავს, ხშირად მიწევს ხელზე კბენა როცა ბურთით მოტანაზე ვავარჯისებ, თუ ვინმემ იცით ამის შესახებ რაიმე დაწერეთ 23 23 23 23 23
 
alekoდრო: კვირა, 07.08.2011, 20:48:29 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1210
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi,რას იძახი რომ ბურთის მოტანის დროს ხელზე გკბენს?? 23

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
SNAIPERდრო: კვირა, 07.08.2011, 20:51:09 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 345
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, კარგი მასალაა და გააგრძელე და მამაოს თქმიოს არ იყოს შეილება შენგან კარგი ვეტერინარიც დადგეს,ლეიშმანიოზზე დაწერე და თმის ცვენაზე თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვება ჻უთაიში ინგლისურ სეტერებში განსაკუთრებულად მოდებულია თმის ცვენა და ლეიშმანიოზე სოკო ათასაგვარი ფორმით და რავიცი კიდე რა უბედური დავაადებები მე შარშან მომილა ლეიშმანიოზმა ინგლისური და ეხლა მასიურად მოედო ძაღლების 70%. მკუერნალობას არ ექვმდებარება მგონი ეს ლეიშმქანიოპზი ცოცხლად ალპობს ძაღლს და ვერ შველი რა არ გაუკეთე პოლივაკები კრეოლინის და იამის მალამოს ვანებს უკეთებდი მარა არ უშველაარაფერმა ბოლოს აცდ2 იც გაუკეთე მარა ვერაფრით ვერ გადავარჩინე თუ ვინმემ იცით რამე ამ დაავადებებზე დაწერეთ ბიჭებო ჻უთაიში მაღალბეწვიან ძაღლებს მაგარი მოდებული აქვს და ვერ შველიან 23
 
marsiდრო: კვირა, 07.08.2011, 20:54:43 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1356
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ხო როცა ვეთამაშები ხანდახან კბილი მხვდება

დამატებულია (07.08.2011, 20:54:43)
---------------------------------------------
ხოდა ამას ვამბობ როცა ახალი ანაცრელი მეყოლება ცოფზე თუ იქნება იმ დროს საშიში ძაღლის კბილი

 
toka_monadireდრო: კვირა, 07.08.2011, 21:29:04 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, მადლობა გაიხარე მოვძებნი 39 აუცილებლად მაგ ინფორმაციას ჩემ ლავერაკსაც სულ ცვივა თმა

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
alekoდრო: კვირა, 07.08.2011, 21:31:35 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1210
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
aleko, ხო როცა ვეთამაშები ხანდახან კბილი მხვდება

ეგ გადააჩვიე აუცილებლად,არ გეწყინოს მარა ეგ პატრონის ბრალია,არ უნდა მისცე მაგის უფლება,6 ტვის არც ისე პატარაა ეგ რომ არ ესმოდეს , თორე დიდი რომ გაიზრდება უბრალო მიზეზით გიკბენს, სულ თავის ნებაზე ნუ გეყოლება, ჩემი რჩევა იქნება
Quote (marsi)
ხოდა ამას ვამბობ როცა ახალი ანაცრელი მეყოლება ცოფზე თუ იქნება იმ დროს საშიში ძაღლის კბილი

მე ზუსტათ(ჩემი აზრით საშიშია) არ ვიცი კვალიფიციურ ვეტექიმს კითხე შენით ვერ მიხვდები ტყვილა დროის დაკარგვაა, ზემოთ გიწერია ერთმა სხვა მიტხრა მეორემ სხვაო გაიკითხე და პროფესიონალს შეეკითხე 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
toka_monadireდრო: კვირა, 07.08.2011, 21:37:23 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, აი თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლებები
ბეწვის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გვხვდება შინაურ ცხოველებში, კერძოდ, ძაღლებსა და კატებში. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს უამრავმა მიზეზმა, ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ და, როგორც კი მსგავს პრობლემას შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. ამ პრობლემურ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს მივმართეთ, რომელმაც მკითხველისთვის ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა. ასე რომ, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ და საჭირო დროს გამოიყენოთ პროფესიონალი ვეტერინარის რჩევა-დარიგება.

– რამ შეიძლება ძაღლებში ბეწვის ცვენა გამოიწვიოს?

– ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: არასწორი კვება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, რასაც მივყავართი იქამდე, რომ ზიანდება თმის ბოლქვი და ბეწვი ვარდება ბოლქვიდან ანუ ძირიდან. ბეწვის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს კანის პარაზიტებმა – ბეწვიჭამია და ბუმბულიჭამია ტკიპებმა, რომლებიც ძალიან ხშირად გვხვდება შინაურ ცხოველებში. სწორედ აღნიშნული პარაზიტით დასნებოვნება იწვევს ბეწვის ცვენას. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს თმის ცვენას, არის სოკოვანი დაავადებებიც: მიკოსპოროზი, ტრიქოფიტოზი და მკრეჭავი მუნი. ამ დროს ბეწვი ცვივა სოკოვანი დაავადებით დაზიანებული ადგილებიდან. ასევე, ბეწვის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულმა დაავადებებმა და რეაქციებმა არასწორი კვების დროს, ანუ, როცა ცხოველი იღებს მისთვის არაშესაფერის საკვებს, რაც აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანების შედეგად სისხლში ხვდება ალერგენები, რაც დაქვეითებული იმუნიტეტის დროს იწვევს ბეწვის საფარველის ცვენას.

– ბეწვის ცვენისთვის აქტიური პერიოდი არსებობს თუ ეს ინდივიდუალურად ხდება?

– ბეწვის ცვენა შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ანუ, ემთხვეოდეს ეგრეთ წოდებულ „ლინკის“ პერიოდს, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ხდება – ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით. არასწორი მოვლა-შენახვის პირობებში, არასწორი კვების ან ძაღლისთვის მიუღებელი გარემო ტემპერატურის შემთხვევაში „ლინკის“ პერიოდი შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. „ლინკის“ პერიოდი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობს ცხოველი, ანუ, ძაღლზე, რომელიც ქუჩაშია, მოქმედებს მზის სხივები და გარემო ტემპერატურის ცვალებადობა და აღნიშნული პერიოდი უფრო მალე უმთავრდება, ვიდრე იმ ძაღლებს, რომლებიც ოთახის პირობებში ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელობა აქვს ჯიშს. მაგალითად, პუდელებს ნაკლებად აღენიშნებათ ბეწვის ცვენის პრობლემა, ლაბრადორსა და დალმატინელს კი ბეწვის ცვენა მთელი წლის განმავლობაში ახასიათებთ.

– ბეწვის ცვენასთან თუ აქვს რაიმე საერთო ცხოველის ბანაობის სიხშირეს?

– რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლის და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ისეთები, რომლებიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის შამპუნის გამოყენება. ბეწვის ცვენა ხშირად გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსის დროსაც. ჰორმონალური პრეპარატების ხშირმა გამოყენებამ, შეჯვარების პერიოდის გამოტოვებამ, არასწორმა კვებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, რაც თავის მხრივ, აისახება ბეწვის საფარზე და იწვევს ბეწვის ცვენას.

– უფრო ხშირად, როგორ ძაღლებს ახასიათებს თმის ცვენა?

– ბეწვის ცვენა ახასიათებს ცხოველებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასეთებს განეკუთვნებიან ის ოთხფეხები, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ინფექციური დაავადებები, მათ შორის – ვირუსული; ასევე, ის ცხოველები, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ოპერაციები და ის ჯიშები, რომლებიც გამოყვანილია ახლო ნათესაური მოშენებით.

– როგორც ვეტერინარი, რას ურჩევთ ძაღლის პატრონებს, რას მიაქციონ ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ შემთხვევაში?

– პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ ბეწვის ცვენის შემთხვევაში, თუ ის არ ემთხვევა „ლინკის“ პერიოდს და ხასიათდება ბუდობრიობით, ცხოველი აუცილებლად უნდა მიიყვანოს ვეტერინართან. გახსოვდეთ, მკურნალობისთვის აუცილებელია იმ მიზეზის დადგენა, რაც იწვევს თმის ცვენას. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული უბნიდან აღებული კანის ანაფხეკის ლაბორატორიული გამოკვლევა, რის საშუალებითაც დაისმევა სწორი დიაგნოზი. აღნიშნული პროცედურისთვის კი აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი.

– ბოლოს, რა არის თქვენი რჩევა, როგორ ავაცილოთ ჩვენს ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ბეწვის ცვენის პრობლემა?

– იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბეწვის ცვენის გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ გამოვკვებოთ ცხოველი სწორად, რა ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება მის ორგანიზმს. მისი ბეწვი აუცილებლად უნდა დავამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით; ასევე, გადატანილი მძიმე დაავადებისა და ოპერაციის შემდეგ, ოთხფეხს აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ იმუნოსტიმულაციის კურსი.


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
marsiდრო: კვირა, 07.08.2011, 23:27:46 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1356
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, საქმეც ესაა კვალიპიციური ვეტექიმი რომ ვერ ვნახე, ზოგი ისე ამბობს ზოგიც ასე
 
მახო44დრო: ორშაბათი, 08.08.2011, 00:06:20 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 113
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, ყოჩაღ ძმაო,კარგია. ასე ბევრს დაეხმარები......... 10 10

მ.მელაძე
 
marsiდრო: ორშაბათი, 08.08.2011, 00:18:26 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1356
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, მეგობარო შენ გეცოდინება ცოფზე როცა ავცრი ძაღლს მართალია თუ არა რომ ძაღლის ნერწყვი ორი კვირის მანძილზე საშიშია. ზოგი მეუბნება რომ უნდა დავამწყვრიო 2 კვირა და არ უნდა შევეხო, ზოგი ამბობს სისულელეაო და რა უნდა ვქნა ამ დროს როცა ავცრი ძაღლს ცოფზე? თუ შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს
 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 08.08.2011, 10:47:31 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, დიდი გამოცდილება არ მაქ ამ საქმეში ეხლა დავიცყე რაგაც რაგაცეების შესწავლა და როგორც მონადირე გირჩევ სიფრთხილის გამო 2 კვირით დაამწვდიო მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა

დამატებულია (08.08.2011, 10:47:31)
---------------------------------------------

ლეიშმანია (Leishmania), უმარტივესთა გვარი შოლტოსნების კლასისა. მათი მსხლისებური სხეულის სიგრძე 2-4 მკმ აღწევს. იბუდებენ რეტიკულურ-ენდოთელიუმური სისტემის უჯრედებში, ლიმფურ კვანძებში. გადამტანი ცხოველის (მოსკიტის) სხეულში ისინი შოლტიან (ლეპტომონადურ) ფორმად გარდაიქმნებიან და აქვე მრავლდებიან. ლეიშმანია იწვევს ლეიშმანიოზის. ცნობილია ლეიშმანიის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან 3 (Leishmania donovani, Leishmania tropica და Leishmania brasiliensis) ადამიანისა და ზოგი ცხოველის (მაგ., ძაღლის) პარაზიტია.


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
OchOpinTreდრო: ორშაბათი, 08.08.2011, 12:14:09 | შეტყობინება # 20
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 102
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰეტერო ვირუსზე გვითხარი რამე toka_monadire,
 
toka_monadireდრო: შაბათი, 13.08.2011, 23:40:04 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
OchOpinTre, ჰეტეროზე მხოლოდ ინტიმური პრობლემები ვნახე და სხვა არაფელი წერია

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
grafi87დრო: კვირა, 14.08.2011, 20:15:43 | შეტყობინება # 22
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს...ჩჰემს ძაგლს სულ აფხანიებს ლამის ტყვაი გადაიდზროს რა ჯირს ხო ვერ მეტყვიტ და რა წამლიტ ვუმკურნალო? წინა ტატების საკეცსჰი იფხანს უფრო დზაან...კანქვესჰა ტკიპა ხო არაა ან სხვა რამე..ტუ გამაგებინებტ რამეს და მირცჰევტ დიდიად დამავალებტ.გაიხარეტ... 453 453 453 453 453 453
 
kokaqobalavaდრო: კვირა, 14.08.2011, 21:35:45 | შეტყობინება # 23
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც შესანიშნავი ინფორმაცია მივიღე ,გაიხარე 10 10 10

kokito
 
toka_monadireდრო: კვირა, 14.08.2011, 22:31:30 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grafi87, ჯერ ტყიპების წამალი უყიდე და შედეგი თუ არ გამოიღო მაშინ ვეტერინართან მიიყვანე

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BIBIდრო: კვირა, 14.08.2011, 23:57:30 | შეტყობინება # 25
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (grafi87)
გაუმარჯოს...ჩჰემს ძაგლს სულ აფხანიებს ლამის ტყვაი გადაიდზროს რა ჯირს ხო ვერ მეტყვიტ და რა წამლიტ ვუმკურნალო? წინა ტატების საკეცსჰი იფხანს უფრო დზაან...კანქვესჰა ტკიპა ხო არაა ან სხვა რამე..ტუ გამაგებინებტ რამეს და მირცჰევტ დიდიად დამავალებტ.გაიხარეტ...

კანქვეშა პარაზიტები ეყოლება და სასწრაფოდ ანახე ვეტექიმს 167

დამატებულია (14.08.2011, 23:57:30)
---------------------------------------------

Quote (toka_monadire)
SNAIPER, მადლობა გაიხარე მოვძებნი აუცილებლად მაგ ინფორმაციას ჩემ ლავერაკსაც სულ ცვივა თმა

თმის ცვენა მემგონი ყველა ლავერაკს აწუხებს 23 ჩემსას ეხლა რაგაც ვიტამინები დავალევინე და შეუმცირდა საგრძნობლად.


POINTER the best!!!!
 
toka_monadireდრო: ორშაბათი, 15.08.2011, 00:01:04 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BIBI, ანუ ვიტამინები უნდა მივცე რო არ დაცვივდეს ხო? კარგია თორე ეზოში სულ მისი თმები ყრია 069

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BIBIდრო: ორშაბათი, 15.08.2011, 00:01:17 | შეტყობინება # 27
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (toka_monadire)
toka_monadire

მეგობარო ინფორმაციის წყარო მიუთითე აიცილებლად,თორემ ავტორი გაგვინაწყენდება 19 167


POINTER the best!!!!
 
grafi87დრო: სამშაბათი, 16.08.2011, 02:00:57 | შეტყობინება # 28
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, ტკიპაზე ვწამლობ როგორ არა უბრალოდ დზაან იფხანს და ნაფხანი სჰემდეგ უსჰავდება...
 
BIBIდრო: სამშაბათი, 16.08.2011, 10:11:07 | შეტყობინება # 29
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (toka_monadire)
toka_monadire

ვიტამინებიც და ბეწვის ხშირ მოვლა გასუფთავეწბას მგონი არაფერი არ სჯობია,მე თითქმის ყოველდგე ვარცხნი ,ზედმეტ ტმასაც ვაცილებ და ბეწვიც კარგ მდგომარეობაშჰი აქ,ანუ აქვს ,,რბილი და პრიალა'' 069


POINTER the best!!!!
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 16.08.2011, 22:29:00 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grafi87, მაშინ მიიყვანე სასწრაფოდ ვეტერინართან
BIBI, ჩემსაც ვარცხნი მასე ვუშვები ყოველდღე მარა ეს 2 კვირა ჩამივარდა ვმუშაობ და გვინან მოვდივარ სახლში, ყველგან გავიკითხე მაგრამ ყველა მეუბნება თმებს იცვლისო და ადდენი რაღააა


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BIBIდრო: სამშაბათი, 16.08.2011, 23:59:58 | შეტყობინება # 31
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (toka_monadire)
toka_monadire

ზუსტად არ ვიცი მაგრამ ძაღლი მემგონი ბეწვს გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე იცვლის 23 25


POINTER the best!!!!
 
toka_monadireდრო: ოთხშაბათი, 17.08.2011, 22:08:08 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BIBI, ჩემ ლეკვი ზამთარშიც დამივარცხნია და მაშინაც გაუვსია სავარცხალი თმებით

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BIBIდრო: ოთხშაბათი, 17.08.2011, 22:58:35 | შეტყობინება # 33
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოო ცუდია,სეტერში რაც არ მომწონს არის ბეწვის ცვენა და არ ვიცი მარტო ჩემია ასე თუ ტქვენი ძაღლებიც,ძალიან პრეტენზიული მჭამელი არის 23

POINTER the best!!!!
 
toka_monadireდრო: შაბათი, 20.08.2011, 20:54:11 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 387
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ცოფისგან თავდაცვა
XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე ადამიანს არ გააჩნდა ცოფისაგან თავდაცვის საიმედო საშუალება. ცოფიანი ცხოველის მიერ ყოველ ნაკბენ ადამიანს სიკვდილი ელოდა. ამჟამად, ამ დაავადების საწინააღმდეგო წამალი კვლავ არაა მოძებნილი, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც არსებითად ამცირებს ცოფით დაავადების რისკს. სახლის ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაცია დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, ასევე ნათესავებსა და ახლობლებს.

ცოფი ვირუსული ხასიათის დაავადებაა, რომელიც ჩნდება დაავადებული ცხოველის ნაკბენის შედეგად და ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით და იწვევს ლეტალურ შედეგს. ვირუსი მტკიცეა დაბალი ტემპერატურების მიმართ, მაგრამ არამყარია მაღალისადმი. მგრძნობიარეა ულტრაიისფერი და პირდაპირი მზის სხივების, ასევე მრავალი მადეზინფიცირებელი საშუალებების მიმართ.

ბუნებაში ავადმყოფობენ, უპირველეს ყოვლისა, გარეული ცხოველები (მელიები, მგელები და ა.შ.). სახლის ცხოველები (ძაღლები, კატები, ქრცვინები) ავადდებიან გარეული ცხოველის ნაკბენისაგან ან კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას.

რამდენიმე ხნის მანძილზე ვირუსი იმყოფება დანერგვის ადგილში, შემდეგ აღწევს ზურგისა და თავის ტვინში. სიმპტომები ჩნდება მხოლოდ მის მერე, რაც ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება. კლინიკური სურათის გამოვლენას თან სდევს დაფარული (საინკუბაციო) პერიოდი. ამ დროს ცხოველი ასევე საშიშია. უფრო ხშირად საინკუბაციო პერიოდი 10-14 დღე გრძელდება, ადამიანს შეიძლება გაუგრძელდეს 1 წელიც.

ადამიანთან ცოფის გამოვლენა ასევე 3 სტადიად იყოფა.
პირველ სტადიაზე ადამიანი შეუძლოდ იმყოფება, ჩნდება თავის ტკივილები, ტემპერატურის ამაღლება, ყელის ტკივილი, მადის შემცირება. ნაკბენის ადგილას ჩნდება უსიამოვნო შეგრძენებები. ავადმყოფს უჩნდება აუხსნელი შიში, ღელვა, დეპრესია, უძილობა.
მეორე სტადიაზე (1-3 დღეში) ჩნდება აღგზნებადობა, წყლის შიშის შეტევები. სითხის მიღების მცდელობისას ჩნდება ყელის კუნთების სპაზმები. სუნთქვას თან სდევს ტკივილი, კრუნჩხვები.
მესამე სტადიაზე (4-5 დღეს) დამახასიათებელია დამშვიდება, ქრება წყლის შიში, ჩნდება გამოჯანმრთელების ცრუ იმედი. ვითარდება კიდურების პარალიჩი, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები.
სიკვდილი დგება სუნთქვის პარალიჩისა და გულის შეჩერების გამო.
თუ თქვენ გიკბინათ ცხოველმა, რომელიც შესაძლოა ცოფითაა დაავადებული, აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ტრავმპუნქტში. მანამდე შეიძლება ნაკბენის ადგილის ამოვლება საპნიანი ხსნარით 10 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ ექიმის დანიშნულების მიხედვით ატარებენ ვაქცინაციას, ჯამში 6 ინექციას 1, 3, 7, 14, 25 და 90 დღისათვის. აცრების დროს აუცილებელია კარგად ადევნოთ თვალი საკუთარ ჯანმრთელობას. აცრების შემდეგ ანტისხეულები მხოლოდ 12-14 დღეში ჩნდება, საშიში ლოკალიზაციის (თავი, კისერი, ხელები) ნაკბენებისას პროფილაქტიკას იწყებენ ანტირაბიული გლობულინის გამოყვანით. ადამიანის საინკუბაციო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 წლამდე, რაც უფრო შორია თავისაგან ნაკბენი, მით მეტია საინკუბაციო პერიოდი.
დაავადების ხანგრძლივობა იშვიათად აჭარბებს ერთ კვირას. ადამიანი იმყოფება იზოლირებულ მდგომარეობაში გარე გამღიზიანებელებისაგან. მკურნალობა სიმპტომატიკურია, პირველ რიგში, მიმართული მკრუნჩხველი სინდრომის მოხსნაზე.
გურამ მელიქიძე (მედიცინის დოქტორი): “მოსახლეობაში მკვეთრად გაიაზარდა ძაღლების და კატების რაოდენობა. ყოველ მესამე-მეოთხე ოჯახში არის შინაური ცხოველი. ბავშვებისთვის ზაზუნებს ყიდულობენ. მათი დაკბენილი ბავშვი კი, რაბიოლოგთან მიდის.

მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლებიც, მაგრამ პარადოქსია ის, რომ პატრონიანი ძაღლების მიერ დაკბენილთა რიცხვი 65% შეადგენს. მოსახლეობამ მათი მოვლა არ იცის. თუნდაც, ძაღლთან ერთად სეირნობა სკვერებში, ნიღბის გარეშე არ შეიძლება.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, დაკბენილთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. ქალაქში მუშაობს ბავშვთა და მოზრდილთა რაბიოლოგიური კაბინეტები. პარადოქსია, მაგრამ საკუთარი ძაღლებით ერთხელ დაკბენილები რამდენჯერმე მოდიან. ცოფით ნებისმიერი ცხოველი შეიძლება რომ დაავადდეს. უმთავრესად თბილსისხლიანი. ღამურიდან დაწყებული, ნებისმიერი შინაური ცხოველით, თუ ფრინველით დამთავრებული. ცოფი გადადის, კონტაქტით და დაკბენის საშუალებით, ბრძოლა საკმაოდ რთულია.

თუ პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, ცოფით არ დაავადდება. ის, რომ დაკბენიდან ათი დღე უნდა გავიდეს და თუ ცხოველი ან ფრინველი მოკვდება, მერე აიცრას, არასწორი მიდგომაა. გარდა ამისა, დაკბენილი და დაკაწრული ჭრილობა, დაინფიცირებულად ითვლება და ცოფის საწინააღმდეგო წამლის გარდა, ანტიტეტანუსის შრატი უკეთდება”.

მათთვის, ვინც დაზღვეულია ან პოლისი აქვს, ცოფზე მკურნალობა და პრეპარატები უფასოა. მხოლოდ მომსახურეობაში იხდიან თანხას. დანარჩენებს პრეპარატები სახელმწიფოსგან უფასოდ ეძლევათ.
ცოფი მარტო საქართველოსთვის არ არის პრობლემა. რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ცხოველთა ცოფით დაავადების შემთხვევები, რაც იწვევს მოსახლეობის ავადმყოფობას და სიკვდილს.

გურამ მელიქიძე: “თუ დაგკბინათ შინაურმა ცხოველმა ან ფრინველმა, მიმართეთ ექიმს. საქართველოს ყველა რაიონში არსებობს ცოფის კაბინეტები, სადაც 24სთ-ის განმავლობაში მუშაობენ.

საქართველოს ვაქცინების და შრატის ინსტიტუტი, თავის დროზე, უშვებდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას და ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგი პრეპარატი იყო. ახლა აკეთებენ: მოსკოვში, კიევში და ა.შ. დროა ჩვენ თავად ვაწარმოოთ ეს ვაქცინა. საამისოდ საჭირო ხარჯები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სახელმწიფო ხარჯავს ვაქცინის შესაძენად”.

მარიკა ნიჟარაძე (ვეტერინარი): “როცა ძაღლს შეიძენ, უნდა იცოდე, რომ მას ყველანაირი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარო, მათ შორის ცოფის. ძაღლი, კატა უნდა აიცრან 3 თვის შემდეგ წელიწადში ერთხელ.
წყარო http://icode.ge/2011/01/23/ცოფისგან-თავდაცვა/


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - შაბათი, 20.08.2011, 20:56:09
 
axotnik007დრო: შაბათი, 26.11.2011, 00:35:17 | შეტყობინება # 35
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლს დავალევინე ჭიის წამალი მთელი დგეა არ ჩამს და აგებინებს. როგოერ მოვიქცე?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 29.12.2011, 00:24:22 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 891
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტორსის ანუ ჩონჩხის დანაწილება


თავი: თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად:ტვინისა სა სახის. ძაღლის თავის ქალა მკვეთრად განსხვავდება სხვა ცხოველების თავის ქალისაგან. მას სულ აქვს 42 კბილი, 20 ზედა ყბაზე 22 ქვედაზე, ორივე ყბაზე 6-6 საჭრელი კბილი, 2-2 ეშვი, 8-8 მოკლე ფესვიანი კბილები და დიდი ფესვიანი კბილები: ზედა ყბაზე 4-4, ქვედაზე კი 6-6.

კისერი: კისრის მიდამო წარმოადგეს მძლავრ, მოქნილ ბერკეტს, რომლის წინა ნაწილს უერთდება თავი. კისრის სიგრძე ძაღლებში ცვალებადია, მაგრამ ყველა ჯიშის ძაღლს კისრის მალების რაოდენობა თანაბარი აქვს და არის 7. კისრის მალების სხეული მოკლეა, თავი და ფოსო გაბრტყელებულია. კისრის პირველ მალას ქვია "ატლასი", ხოლო მეორეს "აქსი". მეორე მალის ქედი მკვეთრადაა განვითარებული, რომელიც წინ ნისკარტისებური წანაზარდით ბოლოვდება.

გულმკერდის- მიდამოში ძაღლს აქვს 13 მალა. ნეკნები ეკუთვნის გრძელრ კალისებურ ტიპის ძვლებს, რომლებიც ერთი ბოლოთი უერთება ხერხემალს,ხოლო მეორეთი მკერდის ძვალს. ძაღლს აქვს 13 წყვილი ნეკნი:აქედან 9 წყვილი ნამდვილი ნეკნია, დანარჩენი ცრუ. ნეკნების სიგრძე მატულობს მე-6 ნეკნამდე შემდეგ კი კლებულობს.ძაღლის მკერდის ძვალი გრძელია. სხეულის გვერდებზე მდებარეობს ფასეტები ნამდვილი ნეკნების ხრტილებთან შესაერთებლად.

წელის მიდამოში-7, იშვიათად 6 მალა აქვს.მალის სხეულები საკმაოდ სქელია. წელის მიდამო ქმნის მუცლის დორსალურ ძვლოვან კედელს.

გავის მიდამი-ქმნის მენკის ღრუს დორსალურ ძვლოვან კედელს, ძაღლის გავის ძვალი შედგება 3 მალისაგან.მალების შეზრდა 1 წლის ასაკში მთავრდება.

კუდის მიდამო-ძაღლს კუდის მიდამოში აქვს 20-23 მალა. აქედან პირველი 5 არის ნამდვილი,დანარჩენი ცრუ მალებია.მალების ხვრელი წინიდან უკანა მიმართულებით, თანდათან მცირდება და ბოლოს მთლიანად იხურება


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------

ჭიები

ასკარიდისებრნი (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა.



დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა -15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა – სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება.



მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქვაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის რღუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 – 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ცხოველისდა ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 – 1,5 წლამდე. ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა დასნებოვნებული ცხოველი ან ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ცხოველის ან ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ლეკვებში და ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.



კლინიკური სურათი.დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ლეკვენში და ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.
მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი, ტკივილი მუცლისა არეში, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია,მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება.
ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა , გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.




დიაგნოსტიკა.მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის , კლინიკური სურათის (ქავილი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა.საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: მაგალითად:დრონტალ პლიუსი,მელტრა, ფენდოქსი,ზიპირანი, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები.

პროფილაქტიკა.ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.ჩემი რჩევაა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დროულად დავამუშაოთ ჰელმინთებზე,პროფილაქტიკის მიზნით 3- თვეში ერთჯერ

წყარო: monadire.ge


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ხუთშაბათი, 29.12.2011, 00:32:04
 
masra80დრო: პარასკევი, 30.12.2011, 20:55:42 | შეტყობინება # 37
სერჟანტი
ჯგუფი: დრ. უმოქმედო (დაგვიკავშირდით)
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire,

მოგესალმებით ბაზიერელებო! ბევრ თქვენთაგანს ვიცნობ და ბევრთან მინადირია კიდეც. მონადირე ადამიანი თავისი კაცობით და ზნეობით მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვებისათვის. ასე მასწავლიდნენ მე და ასე ვასწავლი მომავალ თაობას. კარგი მონადირე კარგ ქართველად მიმაჩნია და მინდა ყველა მომავალი მონადირე ასევე ჩამოვაყალიბოთ უფროსმა თაობამ.
დიდი ბოდიშის მოხდით მინდა მივმართო ,,თოკამონადირეს,, : მეგობარო როცა მადლობას ღებულობ დამსახურება უნდა გქონდეს. ვხედავ აქ ბევრმა და მათ შორის სასულიერო პირმა გადაგიხადა მადლობა ნაშრომისათვის(უფრო სწორად სხვისი ნაშრომის დაკოპირებისათვის). თავს ნუ მოიტყვილებ უმცროსო მეგობარო. შენ მონადირე ხარ და არა ვიღაც მამაძაღლი. მონადირე კაცი მართალი კაცია და ეს გახსოვდეს ცხოვრების ბოლომდე.
საიდანაც გსურდეს აიღე მასალები,მეც გამიკეთებია ანალოგიური მაგრამ წყარო მიუთითე და გაუხარდება კიდეც ავტორს.აქ ჩანს რომ სხვამაც შეამჩნია მე რასაც ვამბობ. არ მიწყინო თორნიკე,როგორც უმცროს ძმას ისე მოგმართავ. პირადში ვერ მოგწერე რადგან ეს წერილი ცოტა არ იყოს განხილვის საკითხიც კი შეილძლება გახდეს რაც აუცილებელია მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

აბა მონადირეებო და მეთევზეებო გილოცავთ დამდეგ 2012 წელს!!! მუხლში ძალა ,თვალში ჩინი და გვერდში კარგი ძაღლი არ მოგკლებოდეთ!!! მრავალს დაესწარით ოჯახებტან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. 39
 
xarataდრო: ორშაბათი, 06.02.2012, 21:58:41 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 759
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო 6 თვის პოინტერი მყავს და 4 თვიდან რაღაც ჭირს ბეწვი სცვივა მკერდზე და ლოყებზე ვერ დაუდგინეთ რა ჭირს ადრე ქეცის მაზს ვუსმევდი და მოურჩინე მარა ეხლა კიდე დაეწყო კიდე უსმევ მაზს მარა არ შველის უარესი მოზდის იქნებ თქვენ დამეხმაროთ რა 1000559 1000559 1000559

დამატებულია (06.02.2012, 21:58:41)
---------------------------------------------
ENUQICHI, აუ კლინიკური რა საშინელებაა რა მაგას უკვე ვერაფერს უშველი ხოოო????? აუ რა ცუდია რა ძაღლები რო ავადდებიან რა 25 25 25 25


თოფის ხელში ჭერა და ნადირობა არ ნიშნავს იმას რო მონადირე ხარ!!!!!!!!!
 
moiisfroდრო: ხუთშაბათი, 14.06.2012, 22:55:00 | შეტყობინება # 39
სერჟანტი
ჯგუფი: დრ. უმოქმედო (დაგვიკავშირდით)
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, რაღაც მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ..
რამდენიმე დღეა ჩემ ძაღლს თვალებიდან ჩირქოვანი გამონადენი აქვს, დღეს არც წყალი დალია, თან თათებზე და მუცელზე წითლი ლაქები გაუჩნდა(შეიძლება მე შევამჩნიე დღეს, არ ვიცი ზუსტად)ბუშტუკების გარეშე.. შეიძლება ჭირი ჭირდეს? სიცხეს ვუზომავ დღეში რამდენჯერმე და არააქვს 39–38.7 აქვს.. ცხვირიდან არააქვს გამონადენი, საჭმელსაც ნორმალურად ჭამს; ცოტა მოწყენილი კი არის მარა სიცხეს ვაბრალებ მე.. იქნებ დამეხმაროთ.. ხო განავალიც ჩვეულებრივი აქვს და არც გული ერევა..
 
kusmanaდრო: კვირა, 08.07.2012, 22:40:15 | შეტყობინება # 40
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო გამარჯობათ! მე ახალი წევრი ვარ, ჩემი ძაღლის სიყვარულით დავრეგისტრირდი:) მყავს 10 თვის ლაბრადორი, გუშინ მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო და საღამოს აღმოვაჩინე რომ თათი გადაყვლეფილივით აქვს (თათზე შეძლებისდაგვარად ვუმკურნალე, გავუსუფთავე და მალამო დავადე), ზუსტად ვერ მივხვდი რისი ბრალი შეიძლება იყოს, მთელი დღე ეზოში თამაშობს და დარბის და არ ვიცი რა დაემართა, და თან კიდევ დღეს შევნიშნე რომ ცხვირთან აქვს რაღაცეები, თითქოს დინგი მტვერში ჩაყოო, ვიფიქრე მიწაში ან მტვერში დაისვარა თქო და მოვბანე მაგრამ არ შორდება, თან თათებს აქტიურად ისვამს და ილოკავს და მეშინია რამე კანის დაავადება არ ქონდეს, დღეს ექიმთან ვერ წავიყვანე სამწუხაროდ, ხვალ წავიყვანა მაგრამ ამნამდე იქნებ ვინმემ მითხრას რა შეიძლება იყოს ეს? ქეცს რა სიმპტომები აქვს? აცრები ყველაფერი გაკეთებული აქვს, რამე აცრის განმ,ეორებით ჩატარება ხო არ არის საჭირო? მე პირველად მყავს ძაღლი და ამ საქმეში დიდად გამოცდილი არ ვარ და თან ძალიან მეცოდება და ვნერვიულობ :(( საჭმელი ცოტა კი ჭამა ისე. იქნებ ვინმე გამომეხმაუროს, დიდი მადლობა

მდააააა
 
alekoდრო: ორშაბათი, 09.07.2012, 11:12:50 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1210
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kusmana)
მე პირველად მყავს ძაღლი და ამ საქმეში დიდად გამოცდილი არ ვარ და თან ძალიან მეცოდება და ვნერვიულობ

მითუმეტეს თუ პირველად გყავთ, თვითმკურნალობა არ შეიძლება, აუცილებლად კარგ ვეტერინართან მიიყვანეთ!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
77777დრო: კვირა, 07.10.2012, 12:40:52 | შეტყობინება # 42
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იფხანს ზლიერ და ის ადგილებიში საერთოდ გაცვივდა თმა!ქუთაისში ვინმე კარგი ვეტერინარის ნომერი მომწერეთ ხალხოო! 1000559

77777 i.tsirekidze
 
beqaდრო: კვირა, 07.10.2012, 13:15:42 | შეტყობინება # 43
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 260
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამუკას დაურეკე საუკეთესოა ან სისხლის ბანკის წინ მიდი ვეტ-აფთიაქში მანდ მუშაობს და კუპრაძეზე საღამოს საათებში ხიდზე სანამ გადახვალ მარჯვნივ უნდა ჩაუხვიო...ჩემსასაც მოსდის მასე და ბევრი არ დაგიჯდება მკურნალობა.
599773655


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

შეტყობინება დაამუშავა beqa - კვირა, 07.10.2012, 13:16:24
 
ბუთუთიდრო: ორშაბათი, 29.10.2012, 15:10:11 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 491
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლი მომეწამლა, ზურგზე დასასხმელი როა ტკიპების და რწყილების წამლით აილოკა და რა ვქნა, მიშველეთ. არც ჭამს მწვანე რაღაცას აღებინებს ესეიგი მოწამლულია. მარტო წყალს სვამს

დამატებულია (29.10.2012, 15:10:11)
---------------------------------------------
4 დღეა არ უჭამია


 
goga-giდრო: ორშაბათი, 29.10.2012, 15:38:11 | შეტყობინება # 45
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ლეკვი ყველაზე ადრე რა ხნის შეიძლება აცრა თუ იციტ

გ.ხარაიშვილი
 
Tornike_kდრო: კვირა, 20.01.2013, 21:40:52 | შეტყობინება # 46
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იმფორმაციაა
 
giorgevichi83დრო: კვირა, 20.01.2013, 22:14:10 | შეტყობინება # 47
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი ინფორმაციებია ყოცჰაგტ მონადირეებო
 
marsiდრო: პარასკევი, 15.02.2013, 00:13:26 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1356
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო თუ იცით ძაღლი ჩუმათი იკურნება? ჩემ ძაღლს აღმოაჩნდა და გადასხმები გავუკეთე და ვეტექიმმა 70-80 პროცენტი რჩებაო და თქვენ ხოარაფერი იცით ამის შესახებ? ან თუ გსმენიათ ამ ავადმყოფობით ძაღლი რომ განკურნებულიყოს?

დამატებულია (15.02.2013, 00:13:26)
---------------------------------------------
???

 
anastasia_11დრო: ხუთშაბათი, 01.08.2013, 11:02:02 | შეტყობინება # 49
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ რჩევა მომეცით რა ჩემ ძაღლს ყავდა ლეკვები და ახლა რძე აქვს ჩარჩენილი მკერდში თან ცალ მკერდში არ ვიცი რა წავუსვა მაზი მომცეს რაგაც დინდგელის მალამო მაგრამ მაინც ისე აქვს აუ მითხარით რა რა ვუყო

a.gogisvanidze
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 01.08.2013, 16:14:20 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 4896
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
anastasia_11, ხელითაც შეიძლება რომ გამოუწველოთ, შვებასც იგრძნობს და ლეკვები თუ აღარ ყავს აღარც ჩაუდგება.

”ნადირობა უპირველესად სპორტია, საინტერესო, ვაჟკაცური სპორტი და არა ნანადირევი ხორცით გამდიდრების წყარო. მონადირე, როგორც წესი, კეთილი გულის ადამიანია, ბუნების მოსიყვარულე, მისი დამცველი, მეგობრის ერთგული"
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების მოვლა და მკურნალობა » ძაღლის ინფექციური დაავადებები (ძაღლის დაავადებები)
გვერდი 1 დან12»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)პნევმატური იარაღები
  • 2.)დრათჰაარი
  • 3.)ვაზნები
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)MP 153
  • 6.)ნადირობა ტურაზე
  • 7.)ნადირობა იხვზე
  • 8.)ნახევრადავტომატური ხრახნილლულიანი შაშხანები
  • 9.)მიმინო
  • 10.)მონადირე ძაღლის დაავადებისგან დაცვა და მკურნალობა
  • 1.)იარაღები
  • 2.)ნადირობა იხვზე
  • 3.)პოინტერი
  • 4.)ტყის ქათამზე ნა...
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)კურცჰაარი
  • 8.)ნადირობა ტურაზე
  • 9.)ვინ რა სანადირო ...
  • 10.)ბაზიერების მინი-...
  • 1.)giohunt1982
  • 2.)bichi2009
  • 3.)Gia
  • 4.)tarxana
  • 5.)marsi
  • 6.)-BERG-
  • 7.)პედიატრი
  • 8.)aleko
  • 9.)butatino
  • 10.)shalia-05
  • 1.)giga@
  • 2.)sd74
  • 3.)kob-119
  • 4.)gurami02
  • 5.)jordania
  • 6.)zaqia
  • 7.)nniikkaa
  • 8.)amrooo
  • 9.)qorbuda
  • 10.)chinka

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика www.wsa.ge  Create a website for free

    მაღლა ასვლა