15:47:44
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია
fshaveloდრო: პარასკევი, 09.03.2012, 22:24:38 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

N 04/5121

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილი ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აკრძალული იქნეს ხმოვანი სიგნალების (ე.წ. "მანოკები")
მეშვეობით ფრინველის მიზიდვით ნადირობა და ამ კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები.

მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე


და ვადებზე არაფერს ფიქრობენ ნეტავ?


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
Adminდრო: პარასკევი, 09.03.2012, 22:33:50 | შეტყობინება # 52
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

N 04/5121

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილი ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აკრძალული იქნეს ხმოვანი სიგნალების (ე.წ. "მანოკები")
მეშვეობით ფრინველის მიზიდვით ნადირობა და ამ კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები.

მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე


ვინ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ესეც ხომ არ არის ცნობილი? ასე გულიანად რომ მოუსმინეს, სხვა გზავნილებსაც ხომ არ მიიტანდა ადრესატამდე?


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
-BERG-დრო: პარასკევი, 09.03.2012, 23:57:10 | შეტყობინება # 53
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Gia)
ვინ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ესეც ხომ არ არის ცნობილი? ასე გულიანად რომ მოუსმინეს, სხვა გზავნილებსაც ხომ არ მიიტანდა ადრესატამდე?

მიიტანენ, მიიტანენ 167
რაც მთავარია ძვრები დაიწყო და აწი უფრო მეტი გაკეთდება ბუნებისთვისაც და ადამიანებისთვისაც (მონადირეებისთვის).
ამიტომაც უნდა გვერდში დგომა ხალხს (ვისაც ამის ნება, პროფესიონალიზმი და მაშტაბი გააჩნია), რო საქმე მალე და ხარისხიანად გაკეთდეს.
თუ უფრო დავაზუსტებ ჩემს სათქმელს; "სხვას" კი არა, საკუთარ თავს დავუდგებით გვერდში 23_30_126
 
-BERG-დრო: შაბათი, 10.03.2012, 00:29:57 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (aleko)
ანუ ყველა სახეობის ფრინველზე აიკრძალა ხო?

ელექტრო "მანოკი" იკრძალება საერთოოდ !!!
 
ringoდრო: კვირა, 11.03.2012, 19:39:40 | შეტყობინება # 55
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგას ტუვეღირსეთ, რა სჯობს. პირველი ვიქნები ვინც მივესალმები მაგ გადაწყვეტილებას. 10

@@@@@
 
მონადირედრო: ორშაბათი, 12.03.2012, 12:02:32 | შეტყობინება # 56
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"მანოკ" კაპუტ!

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
ზურა333დრო: ორშაბათი, 12.03.2012, 15:24:56 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია 166
Quote (-BERG-)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილი ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აკრძალული იქნეს ხმოვანი სიგნალების (ე.წ. "მანოკები")
მეშვეობით ფრინველის მიზიდვით ნადირობა და ამ კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები.


ამ ტექსტში სიტყვა"ელექტრო", რომ ჩაემატებინათ კარგი იქნებოდა 23

დამატებულია (12.03.2012, 14:24:56)
---------------------------------------------
დაველოდოთ აბა როდის და რა ცვლილებებს განახორციელებენ კანონში...

 
besowyaltuboდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 15:46:33 | შეტყობინება # 58
gilocav codebas
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, მე პირადად მხარს დაუჭერ და მივესალმები ასეთი პროექტის განხორციელება _ მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ აღნიშნულ ორგანიზაციას, იმის გარდა რომ მთავარ პრიორიტეტად აქვს აღებული სამონადირეო ტურიზმის გაანვითარება და ჩვენი კოლეგა არაქართველების მასიური მოზიდვა გასართობათ სხვადასხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში. ამ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებში თუ იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი, ანუ საქართველოში მცხოვრები მეთევზე-მონადირეების ინტერესები და ჩვენი საიტის მონაწილეების ინტერესებიც. თუ ინგლისელი და ამერიკელი მეთევზე-მონადირეებისთვის არ იქნება მხოლოდ ხელმისაწვდომი თავისი უფლებებით და ფინანსებით, მე დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ ორგანიზაციის განვითარებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში 166 23

’’მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო’’

შეტყობინება დაამუშავა besowyaltubo - ორშაბათი, 12.03.2012, 15:48:40
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 19:13:51 | შეტყობინება # 59
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხო მე რა არ მესმის იცით? თუ მოგვწონს მაშინ ხელი შევუწყოთ, თუ არ მოგვწონს ვებრძოლოთ... ასე ტყუილა ლაპარაკს რა აზრი აქვს? თან ცოტა სასაცილოა რა ძლივს რაღაც ნორმალური კანონი შემოვიდა და ამასაც აპროტესტებთ კარგით ხალხო რა...
თქვენ რა გგონიათ მარტო ბევრის მოპოვებაშია და ზღვარის გადაცილებაში საქმე? როგორ ფიქრობთ ფრინველის თვისობრივი ხასიათი არ იცვლება? რამოდენიმე სეზონი მსგავსი და ვაბშე შეიცვლის ფრენის მარშუტს და მერე ამაშიც მთავრობა დავადანაშაულოთ...


ნიკა რაზმაძე
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 20:52:36 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვეთანხმები ამ წამოწყებას და ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას ამ საქმის აღორძინებაში. ბევრს შეიძლება არ გახსოვდეთ, მაგრამ მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, თოფს რომ ვერ დაიჭერდი ხელში და ვერ ინადირებდი, თუ მონკავშირის წევრი არ იყავი. ხოლო მონკავშირის წევრობა თავისთავად ითვალისწინებდა თვეში 5 მანეთის გადახდას. ეს თანხები სახელმწიფოზგან არ იბეგრებოდა და ამიტომაც მიზნობრივად იხარჯებოდა: ნაკრძალების მოწყობა განვითარებაში, სამონადირეო მეურნეობების აღმშენებლობაში, საკალმახეების და სხვადასხვა სახეობის თევზების მოშენება-გამრავლების მიზნით ტბების მშენებლობებში. ტყეებში და მეურნეობებში მუდმივად შეჰქონდათ მარილი თივა და ავიოზი. მარტო საგურამოს, ბორჯომის და საგარეჯოს ნაკრძალებში 1500 ირემი ბუდობდა, რომ არაფერი ვთქვათ გარეული ღორის სიმრავლეზე მთაში თუ ბარში. იყო პრემიის სახით წახალისებები პარაზიტ ცხოველებზე(მგელი, ტურა და მელა) მონადირეების ორგანიზებული ნადირობებისთვის. ორგანიზება უკეთდებოდა მონადირეების მომზადებას და წარგზავნას საბჭოთა კავშირის მაშტაბით გამოფენებზე. ბოლოს კი 60 მილიონი მანეთი რომელიც მონკავშირის(საქართვეოსში მცხოვრები მონადირეების) საკუთრებას წარმოადგენდა, აიღო და მიითვისა კორუმპირებულმა და ყაჩაღმა სახელმწიფომ, ხოლო ეს სიმწრით გამართული და აწყობილი სტრუქტურა გაუქმებულად, დაშლილად გამოაცხადა. ამის შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად იცის. დაინგრა, განადგურდა და გადაშენდა ცხოველიც და ფრინველიც, ნაკრძალებიც და ნაგებობებიც. ამას იმიტომ გახსენებთ ჩემო ძმებო, რომ ყველამ ძალიან მოვინდომოთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, იქნებ როგორმე ჩვენს ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში კვლავ აღორძინდეს და განვითარდეს ბუნების დაცვის, ნადირ-ფრინველის მოშენების და კანონის ფარგლებში ნადირობა-თევზაობის კულტურა. დასაწყისი კარგი უჩანს ამ საქმეს ბაზიერელებო და თუ ხელისშეწყობა ექნებათ ჩვენგან(მონადირეებისგან) დარწმუნებული ვარ ამ საქმით პირველ რიგში ადგილობრივები უფრო ვიხეირებთ(ვერავინ ზურგზე ვერ მოიკიდებს და წაიღებს უცხოეთში, საქართველოში გამრავლებულ და მოშენებულ ნადირ-ფრინველს ასევე მეურნეობებს) ვიდრე გადამთიელები... 39 39 39 23_30_126

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
axotnikaდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 22:25:58 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-გაიხარე ზმაო, ყველა დაუდგება მაგ გადაწყვეტილებას , მანოკის აკრძალვასთან დაკავშ 10 ირებით, 10 10 39

ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
levani78დრო: სამშაბათი, 22.05.2012, 20:30:55 | შეტყობინება # 62
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეთევზეთა კლუბში როგორ უნდა გავწერიანდე იქნებ დამეხმაროთ?
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 22.05.2012, 23:43:02 | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (levani78)
მეთევზეთა კლუბში როგორ უნდა გავწერიანდე იქნებ დამეხმაროთ?

თემის დასაწყისში წერია ყველაფერი
 
nugomonadireდრო: კვირა, 02.09.2012, 09:58:15 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერელებო 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გელათის მონასტერში გვეწვია საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია, მათი თავკაცის თემურ ტყემალაძის ხელმძღვანელობით. საინტერესო და შინარსიანი დღე გამოგვივიდა. გელათის სასულიერო აკადემიის შენობაში ბატონმა თემურ ტყემალაძემ და კოტე ციხისელმა ჩვენთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე წაგვიკითხეს სემინარი. ამ შეკრებას ესწრებოდა ქუთაისის და ახლომდებარე რეგიონების მონადირეები, ასევე ჩვენი საიტის ადმინისტრაციის წევრები გია გაბუნიას ხელმძღვანელობით. ბოლოს სტუმრები მივიყვანეთ ბაზიერელების ინიციატივით შექმნილ წმინდა ხატთან და მგალობლების მიერ შესრულებულ მრავალჟამიერის ფონზე დავლოცეთ და წარმატებები ვუსურვეთ.

ჩემი ღრმა რწმენით ამ ხალხთან და ორგანიზაციასთან უნდა ვითანამშრომლოთ ბაზიერელებმა. მათი ზრახვები და სამომავლო გეგმები დაფუძნებულია საქართველოში სამონადირეო კულტურის დონის ამაღლებზე და მოშლილი ინფლასტრუქტურის აღდგენაზე. მე პირადად მივესალმები ამ ფედერაციის არსებობას და გვერდით დაუდგები როგორც ფინანსურად(საწევროს გადახდას _ 50 ლარს წელიწადში ვგულისხმობ) ისე ფიზიკურად. ვისაც სურვილი გაქვთ უკეთ გაიცნოთ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია: “საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასია” გახლავთ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელმაც კავკასიის მასშტაბით ორგანიზება გაუკეთა “საერთაშორისო საფარი კლუბ”-ში (SCI) პირთა გაერთიანებას. 2011 წლის 27 აგვისტოს SCI-ის გამგეობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა “საერთაშორისო საფარი კლუბი საქართველო, კავკასიის წარმომადგენლობა”
კლუბის უმთავრესს ამოცანას წარმოადგენს გააერთიანოს ყველა დაინტერესებული მხარე საერთო მიზნისთვის: დაიცვას ნადირობის თავისუფლების უფლებები არა გარემოს ხარჯზე, არამედ ბუნების დაცვითა და მხარდაჭერით, ფლორისა და ფაუნის გამრავლების წახალისებით. ჩვენ გვჯერა, რომ მონადირე არის ბუნების საუკეთესო მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით ესმის და თანაუგრძნობს ბუნებას.
ჩვენი ორგანიზაცია რეკომენდაციებს უწევს მთავრობას, კერძო სექტორსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა გავაერთიანოთ ყველა ძალისხმევა კავკასიაში სამონადირეო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის. მიზანშეწონილია ჩვენი ქმედებები დავყოთ ეტაპებად და განვსაზღვროთ პრიორიტეტულობა იმის მიხედვით თუ რომელი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს პირველ რიგში:
√ კავკასიაში ფლორის დეტალური შესწავლა და მისი სწორი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება
√ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა
√ სანადირო მეურნეობების განვითარება
√ უსაფრთხოდ ნადირობის ერთიანი წესების შემუშავება
√ სანადირო პოტენციალის რეკლამირება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე
√ ნადირობის წესებზე და ტრადიციებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება მსურველ მოზარდთა და ზრდასრულთათვის
სანადირო ტურიზმის ეტაპობრივი განვითარების მიზნით, ზემოაღნიშნული ნაბიჯებთაგან შეიძლება და აუცილებელიც არის ზოგიერთი მათგანის ერთდროულად განხორციელება, თუმცა წინამდებარე ნაბიჯის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომდევნო ნაბიჯი ნაკლებად ეფექტური იქნება. http://www.scicaucasus.com/

დამატებულია (02.09.2012, 08:58:15)
---------------------------------------------
კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ბერგის წერილი:

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია

წევრობის განაცხადი

სახელი: გვარი:
დაბადების თარიღი: პირადი ნომერი:
ელ-ფოსტა: ტელეფონი:
მისამართი:

წლიური საწევროს გადახდა 50 ლარის ოდენობით შესაძლებელია “თი-ბი-სი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ ანგარიშზე:

საბანკო კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია
ანგარიში: GE73 TB79 8243 6080 1000 03

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის დაფუძნების მთავარი მიზანი არის დავიცვათ ნადირობის და თევზაობის თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ანტი-სამონადირეო ორგანიზაციები იკრეფენ ძალას მთელ მსოფლიოში და ცდილობენ იქონიონ გავლენა საქართველოზეც, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ყველა მონადირესა და მეთევზეს, რომ გავერთიანდეთ, რათა ერთიანი ძალისხმევით ვიქონიოთ გავლენა საქართველოს მთავრობაზე ერთი მიზნის მისაღწევად, რომ არ დაირღვეს და არ დაკნინდეს ჩვენი უფლება – ნადირობის და თევზაობის თავისუფლება.
2011 წელს საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს სპეციალური ლიცენზიების მეშვეობით აქამდე აკრძალულ მთელ რიგ ნადირზე ნადირობის დაშვებას, არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი გაერთიანების და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენ აზრს და პატივს სცემს ჩვენს უფლებებს. დღეისათვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ საქართველოში მონადირეთათვის კომფორტული გარემოს შექმნისათვის.
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია გეგმავს მრავალ საინფორმაციო სახის აქციებს, რათა აუხსნათ საზოგადოებას პრინციპული სხვაობა ჭეშმარიტ მონადირე-მეთევზესა და ბრაკონიერს შორის. არც ერთი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია არ ებრძვის ბრაკონიერებს იმ მასშტაბით და გულისხმევით, როგორც ამას ვახორციელებთ და მუდამ განვახორციელებთ ჩვენ. საქართველოს მონადირეები და მეთევზეები ვუცხადებთ ჩვენ მთავრობას, საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენი ხელის შეწყობით ბრაკონიერობა სამუდამოდ იქნება დამარცხებული საქართველოში. რაც უფრო კარგად იქნება სამონადირეო სფერო განვითარებული, მით უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება ცდუნება ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც არამარტო არაკანონიერია, არამედ სასირცხვილოც არის.
ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოში არსებულ მეთევზეთა, კონოლოგთა, ბაზიერთა, მშვილდოსანთა და მსროლელთა სხვადასხვა ორგანიზაციებს. ამავე დროს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას წარდგენილი აქვს განაცხადი ევროპის მონადირეთა ასოციაციების ფედერაციის (FAჩE) წევრობაზე, რომლის ძირითადი მიზანია ევრო-სტრუქტურებში და ცალკეული ქვეყნების მთავრობებთან ლობისტური საქმიანობის შედეგად მონადირეთა უფლებების დაცვა.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია შეიქმნა მონადირეთა და მეთევზეთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წევრებისთვის შეგვექმნა მეტი უფლებები და პრივილეგიები და ნაკლები ვალდებულებები.

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრი სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით და უფლებებით:
 წელიწადში ორჯერ, სანადირო სეზონის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება;
 მუდმივი ინფორმირება სანადირო და სათევზაო სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
 `ფედერაციის~ პარტნიორ სანადირო მეურნეობებში ნადირობის და თევზაობის გადასახადებზე 10%-იანი ფასდაკლება;
 `ფედერაციის~ პარტნიორ სპეციალიზირებულ მაღაზიებში სანადირო და სათევზაო ინვენტარის შეძენისას 10%-იანი ფასდაკლება;
 ნადირობის და თევზაობის ორგანიზება საქართველოს საზღვრებს გარეთ;
 მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, გეგმების, პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
 მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ კომისიების ან ჯგუფების საქმიანობაში;
 აირჩიოს და არჩეულ იქნას `ფედერაციის~ მმართველ ორგანოებში;
 მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ წევრთა საერთო კრებებში;
 მონაწილეობის მიღება `ფედერაციის~ ნებისმიერ ღონისძიებაში;

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრი ვალდებულია:

 ხელი შეუწყოს `ფედერაციას~ დასახული ამოცანების განხორციელებაში და შეასრულოს მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები;
 გაუფრთხილდეს `ფედერაციის~ ქონებას, ღირსებასა და ავტორიტეტს;
 გადაიხადოს საწევრო შესატანი წელიწადში 50 ლარის ოდენობით.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, არათუ შევქმნათ რიგითი ფედერაცია, არამედ კლუბურ პრინციპებზე დაყრდნობით შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა თანამოაზრეა, სადაც ყველას ამოძრავებს ბუნების სიყვარული და პატივისცემით ეპყრობა მის მსხვერპლს.
2012 წელს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია გეგმავს მრვალ შეჯიბრებას, ნადირობა-თევზაობას, კონკურს, გამოფენას და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს არც პოლიტიკური, რელიგიური, თუ რასობრივი განსხვავებები – იქ მთავარია ვინ უფრო მაგარი მონადირე და მეთევზეა.


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
Adminდრო: კვირა, 02.09.2012, 15:24:52 | შეტყობინება # 65
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფედერაციის უფლებამოსილ პირთა განმარტებით საქართველოს სამონადირეო სფეროს განვითარება მომავალში ევროპული მოდელით უნდა განხორციელდეს. ევროპული მოდელის ერთერთი ძირითადი პრინციპია მონადირეთა ჯგუფებისთვის სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ტერიტორიების გამოყოფა, სადაც ისინი გაამრავლებენ, მოუვლიან, დაიცავენ, ინადირებენ ამ ობიექტებზე.

დამატებულია (02.09.2012, 14:23:37)
---------------------------------------------
ცნობიასთვის, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაში გაწევრიანების მსურველ მონადირეს კარგად უნდა ქონდეს შეგნებული, რომ გაწევრიანების დღიდან ნადირობისას ჩედენილი ყოველი გადაცდომა ფედერაციისა და მისი წევრების ღირსებასა და პრესტიჟზე აისახება, ამიტომ იმ მონადირეს, რომელსაც ბრაკონიერული მიდრეკილებები აქვს და ასეთი საქციელის მომავალშიც გაგრძელებას აპირებს , კარგად უნდა ახსოვდეს ფედერაციაში მისნაირების ადგილი არ არის.

დამატებულია (02.09.2012, 14:24:52)
---------------------------------------------
თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ დაწეროთ.პასუხი ჩვენ თუ არ ვიცით, შევეკითხებით ფედერაციის პასუხისმგებელ პირებს


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 03.09.2012, 08:36:56 | შეტყობინება # 66
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, შენთვის მეგობარო სამონადირეო კულტურის განვითარება, კანონებისადმი პატივისცემა და ბუნების დაცვა ნირვანა და ეიფორიაა? ისეთ ასაკში ნამდვილად არ ვართ ღრუბლებში ვიფრინოთ და ხალხი შეცდომაში შევიყვანოთ. საქმის შემომთავაზებელ ხალხს, მათ ავტორიტეტს, გამოცდილებას და კომპეტენტურობას ვეყრდნობი მე პირადად ამ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ თუ კეთილსინდისიერი მონადირეები გაერთიანდებიან აღნიშნული ფედერაციის ირგვლივ და ეს მოძრაობა სერიოზულ ძალად იქცევა _ სახელმწიფო ჩინოვნიკები იძულებული გახდებიან ისეთი კანონები მიიღონ, რაც გადაარჩენს და განავითარებს ჩვენი ქვეყნის სამონადირეო კულტურას...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ზურა333დრო: ორშაბათი, 03.09.2012, 14:33:54 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლო წლებია ხშირად იგონებენ მონადირეები საბჭოთა მონკავშირს და წუხილს გამოთქვამენ, რომ დღეს მზგავსი მონადირეთა გაერთიანება არ არსებობს.
28 აგვისტოს, გელათის მონასტერში მეც მომეცა საშუალება მომესმინა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის შექმნის თაობაზე, საინტერესოდ ისაუბრა თემურ ტყემალაძემ, კოტე ციხისელმა, გოჩა კობერიძემ. მათ აქვთ დიდი სანადირო გამოცდილება და განათლება, მოგზაურობენ საზღვარგარეთ და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების სანადირო კულტურას, მეურნეობას, კანონმდებლობას. რაც მთავარია, არიან მონდომებულები - გააერთიანონ ქართველი მონადირეები და ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს აქართველოშიც სანადირო კულტურის ჩამოყალიბება, კანონმდებლობის დახვეწა, ბრაკონიერების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების განხორციელება, მეურნეობების განვითარება, ნადირ-ფრინველის გამრავლება, სამონადირეო ტურიზმის განვითარება და სხვა სამონადირეო პრობლემების გადაწყვეტა.
მოკლედ, მარტო მოგონებები ყოფილ მონკავშირზე და ოცნება ქართულ სამონადირეო კულტურაზე შორს ვერ წაგვიყვანს. გამოჩნდა ხლხი, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი ეროვნული სამონადირეო კულტურის განვითარების გზაზე, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, აუბამთ ნაბიჯებს და ერთად მივალთ კონკრეტულ შედეგებამდე, თუ შორიდან დავუწყებთ ყურებას და სტატისტის როლში დავრჩებით, რამაც დიდი შანსია ეს სასარგებლო წამოწყება მხოლოდ წამოწყებად დატოვოს...
 
DatuNikoდრო: ორშაბათი, 03.09.2012, 18:10:37 | შეტყობინება # 68
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატონებო!
მაპატიეთ თუ ზედმეტად ვთამამდები და ასეთ თემაზე მოგახსენებთ დამოუკიდებელ აზრს:
1. საქართველოს სამონადირეო სფეროს განვითარება მომავალში ევროპული მოდელით რომ უნდა განხორციელდეს, ამას ყველა საღად მოაზროვნე დაუჭერს მხარს - მათ შორის მეც შეიძლება მიგულისხმოთ, მაგრამ საიტზე დასმული კითხვებით, რომ ერთსულოვნებას ვერ მოვიპოვებთ ამაშიდაც მალე დარწმუნდებით..
2. ხომ არ აჯობებდა ,,ბაზიერი. გე“-ს ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას დავუმატოთ 4-5 ნდობით აღჭურვილი პირი და მივანდოთ ფედერაციის ჩამოსაყალიბებელ საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მისაღები უფლებები.
3. უფლებამინიჭებული ჯგუფი სისტემატურ ინფორმაციებს მოგვაწვდის საიტის წევრებს და შესაბამისად გამოხატული აზრის შედეგებით იმოქმედებს შემდგომში.
4. შემდეგში ვითარება თვითონ მოგცემს საშუალებას თითეულ ქალაქსა და რაიონში შერჩეული იქნან პიროვნებები რომელთა თაოსნობითაც ჩამოყალიბდება /მსურველთა მიხედვით/,, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის“ სადამფუძნებლო კრების ან ყრილობის მოსამზადებელი, საორგანიზაციო კომიტეტის ხელისშემწყობი, ჯგუფები.
5. ..... და ასე შემდეგ და .... მგონია- ასე უფრო ორგანიზებულ აქტივს მივიღებთ.

გთხოვთ, კოლეგიალურდ მიიღოთ ეს წინადადებები, რომელთა მიზანია, მხოლოდ, კეთილი სურვილები, თქვენს მიერ მოწოდებული და მოწონებული საკითხის წარმატებით დასაგვირგვინებლად და გავაგრძელოთ მსჯელობა.
მე, თქვენთან ვარ!....


პ.ს. ახლა. მოგვიანებით წავიკითხე - ფედერაცია უკვე არსებოობს? ხოდა ეს კი - ცუდზე უარესია. ჯერ უნდა გაეგო აქტივს, ემსჯელა, აერჩია და იქნებოდა ლეგიტიმური. რას გავს ეს? აბა თუ მიხვდებით? - ესეც პოლიტიკოსების სამეგობრო სფეროა? მათი დევიზი ხომ ერთია - ,,ყველაფერი ჩვენ მეგობრებს და კანონი კი ხალხს!!!". მეწყინა ამ ინფორმაციით... არა არის სამართლიანი....


ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი.
მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე.
პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი


შეტყობინება დაამუშავა DatuNiko - ორშაბათი, 03.09.2012, 18:48:12
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 03.09.2012, 18:36:11 | შეტყობინება # 69
ჯგუფი: წაშლილები





nugomonadire, ზოგმა ის წამოიყვირა როგორც იქნა გვეშველაო და მე ეს ვიგულისხმე ბატონო თქვენ რა შუაში ხართ? რაც თქვენ ჩამოთვალეთ ნამდვილად კარგია მაგრამ ჯერ საქმე............................
 
lasha_223დრო: ორშაბათი, 03.09.2012, 22:34:04 | შეტყობინება # 70
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, სალამი. თუ შეგილია გამარკვიე, ერთი მონადირე მეუბნებოდა ცხოველზე ნადირობა დაუშვესო და რამდენად მართალია?
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 03.09.2012, 23:36:17 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lasha_223)
-BERG-, სალამი. თუ შეგილია გამარკვიე, ერთი მონადირე მეუბნებოდა ცხოველზე ნადირობა დაუშვესო და რამდენად მართალია?

ცხოველზე ნადირობისთვის ლიცენზიები დაუშვეს მხოლოდ იურიდიულ პირებზე.
 
gigagiga239დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 02:42:13 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 992
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, მივესალმები, ზოგადად წინ გადადგმული ნაბიჯია... თუმცა რა მაინტერესებს ექნებათ თუ არა რაიმე შეღავათები ბაზიერებს ? (ფრინველით მონადირეებს) ვოცნებობ იმ მომენტზე კოლხური ხოხობი რომ წამოიწევადა ქორი ან შავარდენით დავიჭერ მას... ზოგადად ბაზიერების კუთხით რაიმე თუ იგეგმება ან რაიმე შეჯიბრების ანდა კოლექტიური ნადირობის მოწყობით ბაზებით ალბათ დამერწმუნებით რომ ძალიან დიდი რეკლამა იქნება და ასევე ახალი ამბავი.. როდენმე არ უნდა გატყდეს ნავსი ?

შენი ჭირიმე სიკვდილო,
სიცოცხლე ხარობს შენითა.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
 
IRAKLIGდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 11:46:01 | შეტყობინება # 73
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
??????? ვერ ვხვდები ტო რა ხდება ჩვენს თავს საქართველოს მოსახლეობის მამაკაცთა 70% მონადირეა აქედან 60% ტყვია წამლის საყიდელი ფული არ აქვს! რა განვითარებაზეა საუბარი რო ვუყურებთ ნადირობა სიამოვნება აღარაა!!! ნადირობა მალე ბიზნესის ერთერთ იოლ გზად იქცევა. მალე ბიჭებო უფასოდ ვერ ვინადირებთ მოსაკრებლის 11 ლარი კიარა ყოველ ნანადირევზეც გადასახდელი გვექნება და არამარტო ნანადირევზე გასროლილ გილზზეც გარემო ბინძურდება ,,პიჟები'' იყრება დენთის კლვამლი აბინძურებს ჰაერს. არ ვიცი ძმაო იქნებ ვცდებით მაგრამ ამდენი სანადირო მეურნეობის გახსნა? მალე აღარ დარჩება ნეიტრალური ადგილი სადაც (,,ღარიბი" ფენა შეძლებს ნადირობას)!!!! არ მიმაჩნია კარგ საქმედ ეს ამბავი!! 50ლარიო სასაცილოა მაგრამ ჩვენთვის კიარა ვინც მაგას აწესებს და 50ლარი არაფრად მიაჩნია ... ჩვენთვის სატირალია.. პირადად ჩემთვის კი 1 კვირის ხელფას და არც მეცინება და არც მეტირება !!! ეს არის ჩემი და ჩემი საძმოს აზრი რომლებიც ამ საიტზე არარიან რეგისტრირებული გარკვეული მიზეზების(ზოგს კომპიუტერი არ აქვს ზოგს ინტერნეტი) გამო მაგრამ გულით და სულით აქ არიან! (ზვიო-დათო-პაპუ-მანჩო-გია-დაჩი-ნუკრი-ჯიგა-ალიკა-ირაკლი და მე) ჩვენსავით დარწმუნებული ვარ ბევრი ფიქრობს!!!

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
IKAHUNTERდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 12:34:12 | შეტყობინება # 74
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IRAKLIG შენ რა გირჩევნია მეგობარო ფასიანი იყოს და მოვლილი, ნადირ ფრინველი მომრავლებული და დაცული თუ უფასო (როგორც დღეს არის) და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანოკის ხმა ისმოდეს, ფარით ნადირობდნენ,ფლორას და ფაუნას გინადგურებდნენ და ვერც შენ ნადირობდე ნორმალურად და ვერც სხვა? გადაიკითხე მეგობარო თემა- "ნადირობა ესპანეთში" ნახე როგორაა მოწყობილი ყველაფერი, როგორ იცავს თითოეული მონადირე თავის და თავისი მეგობრების კუთვნილ ტერიტორიას. მე მაგ თემაშიც დავაფიქსირე, რომ დღეს ნადირობა აღარ არის ოჯახის რჩენის და საკვების მოპოვების საშუალება, ნადირობა დღეს ჩვეულებრივი გართობის, დასვენების და განტვირთვის საშუალებაა და თუ გვინდა, რომ მალე ყველაფერი თავზე არ დაგვემხოს, მაშინ ამ გართობაში ფულიც უნდა გადავიხადოთ და დავაღწიოთ ბოლოს და ბოლოს თავი ამ უმსგავსოებას. გასაგებია, რომ ქართველები განსხვავებული მენტალიტეტის ხალხი ვართ, ყველაფერი უფასო და მზამზარეული გვინდა, მაგრამ როდესმე ჩვენც ხომ უნდა ვისწავლოთ საქმის კეთება არა? დღეს ყველას თოფი უჭირავს ხელში და თავიანთ თავებს მონადირეებს უწოდებენ, ამ დროს რას ესვრიან როდის ესვრიან და როგორ ესვრიან კაციშვილმა არ იცის. არ გეგონოთ, რომ მე ვინმეზე მეტი მგონია თავი, ან პრეტენზია მაქვს, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, უბრალოდ ამ ხალხმა რეალური ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ საქმე გაკეთდეს და თუ ჩვენი მხარდაჭერა არ იქნა ისე არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან.
 
DatuNikoდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 12:39:20 | შეტყობინება # 75
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia; -BERG-; IRAKLIG; nugomonadire; მონადირე; ENUQICHI; და ყველა დაინტერესებულ პირს :
გთხოვთ, აღძრულ საკითხზე, გააკეთოთ განსხვავებული განმარტებები ანუ მსჯელობის მიმართულებები: ცალკე-საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაზე; ცალკე -ასოციაციებზე; ცალკე -სამონადირეო მეურნეობებზე; ცალკე -კლუბებზე და ა.შ... ესენი ხომ სხვადასხვა იურიდიულ-სამართლებრივი ფორმების მატარებელი ორგანიზაციებია?!
ფედერაცია, აუცილებლად არჩევითი ორგანო უნდა იყოს, მისი ძალით თავზე მოხვევა დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს და გელათში /28 აგვისტოს/ შეხვედრას დავარქვათ საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის და არა ,, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის“ სტუმრობა.
ფედერაციის პრივატიზაციას ნუ დავაბრალებთ იმ პატიოსან ხალხს /ყოველ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო/.
თუ, ჩვენ ,,ბაზიერი.გე“-ს ის წევრები /რომელსაც გვაქვს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება მსგავსი იურიდიულ-სამართლებრივი ორგანიზაციების შექმნისა და მუშაობის /, შევიკრიბებით - მერწმუნეთ უფრო მარტივად, პრაქტიკულად და თითეული წევრისათვის სასარგებლოდ შევქმნით ე.წ. ,,მოქმედების სამუშაო გეგმას.
პატივისცემით DatuNiko
/,,ინფორმაცია მომხმარებელზე" - მოცემულია ჩემი ტელეფონები./


ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი.
მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე.
პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი


შეტყობინება დაამუშავა DatuNiko - სამშაბათი, 04.09.2012, 12:45:15
 
IRAKLIGდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 13:50:33 | შეტყობინება # 76
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IKAHUNTER მაგის გარეშეც შეიძლება მანოკის თუ სხვა ბრაკონიერული საშუალებების აკრძალვა ჩამორთმევა დაჯარიმება მაგრამ ამას ვერ აკეთებენ რატო იმიტო რო თანამშრომლები არიან უფრო ხშირად ან ის ,,ბლატნოი" ხალხი რომლებსაც ბიზნესმენები ქვიათ ბრაკონიერები!!! ამ ,,რაღაცეებით" ბრაკონიერბა არ მოიშლება !! გასაგებია რო საკვების მოსაპოვებელ საშუალებად არ ითვლება დღეს ნადირობა და მიტო ვთქვი მე რო სიამოვნების მიღება (,,ღარიბ" ფენასაც უნდა) თავიანთი გაჭირვებას ნადირობით მიღებული სიამოვნებით ივიწყებენ ! მე იმის საშუალება მაქვს ასე თუ ისე ჩემს ძმაკაცს სეზონის გახსნისთვის 100 ლარის ტყვია წამალი ვუყიდო 11 ლარი ლიცენზიის გადავუხადო იმ 50 ლარსაც სადმე ვიშოვი მაგალითად თუ ჩემი პროგნოზები გამართლდა და ნადირობა ფასიანბი გახდა(,,რისი დიდი იმედიც მაქვს და ამავდროულად შიშიც") მაგრამ მე იმის საშუალება არ მაქვს რომ ასე ყველა გაჭირვებულს დავეხმარო რომელსაც ნადირობა უყვარს მე 270 ლარი მაქვს ხელფასი და ამით ბევრს ვერ დავეხმარები !!! ამიტომ ვაბობ რომ ეს არ არის ყველასთვის სასარგებლო საქმე! ნადირობა არის ფულიანიხალხცის საქმე ?!! და თქვენ ამისთვის იბრძვით რადგან ვისც აქვს თანხა ის ინადირებს და ანუ 10% მონადირეებისა დანარჩენები კი რას გააკეთებენ??? რათქმაუნდა იბრაკონიერებენ რადგან ნადირობა ლიცენზიის გარეშე აკრძალულია და იმ დამატებითითანხის რასაც დააწესებე იმაზე ხო საერთოდ ლაპოარაკი ზედმეტია ! მე არ მომწონს კატეგორიულად ის საქმე რომელიც ფულიან კაცს და ღარიბს დააცალკევებს !!!!! მე ვინადირო და ჩემმა ძმაკაცმა რომელსაც ნადირობის იქით აზრი არ გააჩნია და ყოველ დღეს ხელახლა თითზე ითვლის რამდენ დღეში დაიწყება ნადირობის სეზონი და საშუალება არ გააჩნია რა ქნას მე მიყუროს ! აი ამ მდგომარეობის კენ მიდის საქმე! ძალიან ცუდია !

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 14:46:40 | შეტყობინება # 77
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონში ხო წერია ნადირობა დაშვებულია არანაკლებ 500 მეტრისა ნაკრძალის გარეთ, ანუ ბევრგან არი ადგილები სადაც ნაკრძალი არაა და იქ რო ინადირო არც არავინ შეგედავება, და ისე გეთანხმებით ნადირობა არუნდა იყოს მარტო მდიდარი ხალხისთვის, 3 თვე ვაგროვე ფული რო მეყიდა იარაღი და ახლა იმხელა ფულებს იძახიან სისულელეა ნადირობა, მაგას მირჩევნია ისევ სხვაგზებს მივმართო, ასერომ უნდა შეიცვალოს კანონი და ჩვენს მოგვეცეს საშვალება ნადირობის ვისაც არგვაქ მაგდენი ფული
 
nugomonadireდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 15:04:19 | შეტყობინება # 78
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
DatuNiko, მოგესალმებით ბატონო დავით. მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია ჩვენთან საქმიანი წინადადებებით ჩამობრძანდა. ბერგს ჰქონდა საიტზე მოცემული ამ ფედერაციის შესახებ ინფორმაცია და საიტელებიც ზოგადად საქმის კურსში იყვნენ. თუ მომავალში ჩვენი ურთიერთობები შედგება, ისე როგორც ეს მე წარმომიდგენია კმაყოფილი ვიქნები და ღმერთს მადლობას შევწირავ: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=realtv&seekTime=03-09-2012%2010:18 უყურეთ ბოლომდე...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - სამშაბათი, 04.09.2012, 15:06:22
 
IKAHUNTERდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 16:00:24 | შეტყობინება # 79
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი სიუჟეტია, ყველამ ნახეთ nugomonadire-ს მიერ მითითებული ლინკი და ბოლომდე უყურეთ 10 10 10
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 16:51:19 | შეტყობინება # 80
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უნდა განვითარდეს ნადირობის ტურიზმი მაგრამ არვიცი მე ის აზრი გამოვიტანე მაგ სიუჟეტით რომ როგორც ამერიკაში დიდი გადასახადებია რო ინადირო და ეგ ამბები დაგეგმო ისე უნდათ აქაც რაშიც არანაირად არ ვიქნები კმაყოფილი, აქ ფულის კეთება უნდათ ყველას, მაგ დაგეგმვის და ნადირობის გადასახადი თუ არ მაქ არუნდა ვინადირო? ყველაფერი არუნდა გაყიდოთ და ისეთი ადგილებიც უნდა დატოვოთ სადაც ჩემნაირი ხალხი ინადირებს თავისუფლად,
 
მონადირედრო: სამშაბათი, 04.09.2012, 17:15:24 | შეტყობინება # 81
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, ეხლა ნადირობ? ნადირ-ფრინველი დაცული გყავს? მონადირეების ხელით უნდა მოხდეს ნადირ-ფრინველის დაცვა და გამრავლება. ეს გზა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, თორემ სავარგულებში აღარაფერი დარჩა ტურის და მგელის გარდა.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 17:19:10 | შეტყობინება # 82
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე იმას კიარ ვამბობ რო უნდა გავანადგუროთ, უნდა იყოს ადგილები სადაც შეეძლება მოყვარულ ადამიანს ნადირობის უფლება, მაინც და მაინც ფული უნდა გქონდეს როინადირო? კაით რა მასეც არ შეილება, ვისაც ბევრიაქ ის ყველგან წავა და ინადირებს, ტურისთებისთვის ქონდეთ გარკვეული ადგილები მაგრამ ადგილობრივი ხალხისთვის უნდა გამოყონ ცალკე ტერიტორიები,
 
მონადირედრო: სამშაბათი, 04.09.2012, 17:33:54 | შეტყობინება # 83
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, ვინ თქვა, რომ ყველა სავარგული ამ ასოციააციის ხელში გადავა? საიდან მოგაქვთ, რომ მწყერზე სანადიროდ აღარ გაგიშვებენ. შედით ასოციაციის საიტზე, გაეცანით და მერე შეეწინააღმდეგეთ!

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
nugomonadireდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 18:51:53 | შეტყობინება # 84
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, თქვენი პირადი საქმეა მეგობარო როგორ მოიქცევით. არავინ არავის არაფერს აძალებს. მომავალში მე პირადად მირჩევნია იქ ვინადირო სადაც ვიცი რომ ბრაკონიერი არ დამხვდება მანოკით _ ნადირი და ფრინველი კი უხვად იქნება. სადაც დაცული იქნება მონადირის უსაფრთხოება და კომფორტი. საუკუნეების მანძილზე ასე იყო: სამეფო და თავადაზნაურთა ტყე მიწებზე თავისუფლად არავინ ანადირებდა უბრალო მოკვდავთ, რაცარუნდა მაყარიჩი გადაეხადათ. რატომ? იმიტომ რომ მეპატრონე უვლიდა და ამრავლებდა ნადირ-ფრინველს საკუთარ ტყე-მინდვრებში სტუმრის და თავისი სიამოვნებისთვის. ღვთის წყალობით, თუ დღეს გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც გადაარჩენენ, აღადგენენ, მოამრავლებენ და შეინარჩუნებენ საქართველოში ფლორა-ფაუნას, ისე რომ ყველა მონადირე მეთევზეს ექნება საშუალება (საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში) დაიკმაყოფილოს სულიერი და ფისიკური მოთხოვნილება. მითხარით ერთი რატომ არ უნდა დაუდგეთ ასეთ ორგანიზაციას და ხალხს გვერდით? რაც შეეხება თავისუფალ სავარგულებს სადაც მონადირეს შეეძლება გავიდეს და ინადიროს ყოველგვარი ფინანსების გადახდის გარეშე, ასეთი ზონები ყოველთვის იქნება... gimili

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
oto_rugbyდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 19:41:32 | შეტყობინება # 85
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, არასრულწლოვნის გაწევრიანება თუ არის შესაძლებელი?

ო.დემეტრაშვილი
 
DatuNikoდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 21:22:39 | შეტყობინება # 86
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, გმადლობთ. მოვუსმინე ბოლომდე. გავაანალიზე.
+ ღმერთმა ინებოს მადლობა შეგაწირიოს!
მე,თქვენთან ვარ... მინდა ,,ბაზიერი.გე" მოძლიერდეს და თავისი ავტორიტეტითა და დამსახურებით ოქნას დაფასებული, თუნდაც იყოს ის ავტორიტეტები, ვისი ლექციაც ბოლომდე მოვისმინე.


ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი.
მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე.
პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 22:17:08 | შეტყობინება # 87
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, ისე მე რო მეუბნები არასწორად იგებო შენ წაიკითხე რას ვამბობ, მე ფრინველზე ნადირობა არ მითქვამს, ნადირზე მაქ ლაპარაკი,

დამატებულია (04.09.2012, 21:17:08)
---------------------------------------------
nugomonadire, ხო ეგ კაი იქნება თუ დატოვებენ ეგეთ ადგილებს სადაც ყველას შეეძლება ნადირობა, შენ რა გგონია მე არ მესიამოვნება ეგეთი რაგაც რო იქნება? კარგია და ბევრი უნდა იყოს მაგრამ გადასახადებს გააჩნია თუ ძალიან ბევრი არ მოითხოვეს კაი იქნება, აბა ისაა კაი? იორის ჭალებში რო ინადირო 200 ლარი შესვლას უნდა და თუ მოკლავ მაგ, გარეულ ღორს 500 ემატება,

 
Adminდრო: სამშაბათი, 04.09.2012, 22:52:32 | შეტყობინება # 88
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (IRAKLIG)
??????? ვერ ვხვდები ტო რა ხდება ჩვენს თავს საქართველოს მოსახლეობის მამაკაცთა 70% მონადირეა აქედან 60% ტყვია წამლის საყიდელი ფული არ აქვს! რა განვითარებაზეა საუბარი რო ვუყურებთ ნადირობა სიამოვნება აღარაა!!! ნადირობა მალე ბიზნესის ერთერთ იოლ გზად იქცევა. მალე ბიჭებო უფასოდ ვერ ვინადირებთ მოსაკრებლის 11 ლარი კიარა ყოველ ნანადირევზეც გადასახდელი გვექნება და არამარტო ნანადირევზე გასროლილ გილზზეც გარემო ბინძურდება ,,პიჟები'' იყრება დენთის კლვამლი აბინძურებს ჰაერს. არ ვიცი ძმაო იქნებ ვცდებით მაგრამ ამდენი სანადირო მეურნეობის გახსნა? მალე აღარ დარჩება ნეიტრალური ადგილი სადაც (,,ღარიბი" ფენა შეძლებს ნადირობას)!!!! არ მიმაჩნია კარგ საქმედ ეს ამბავი!! 50ლარიო სასაცილოა მაგრამ ჩვენთვის კიარა ვინც მაგას აწესებს და 50ლარი არაფრად მიაჩნია ... ჩვენთვის სატირალია.. პირადად ჩემთვის კი 1 კვირის ხელფას და არც მეცინება და არც მეტირება !!! ეს არის ჩემი და ჩემი საძმოს აზრი რომლებიც ამ საიტზე არარიან რეგისტრირებული გარკვეული მიზეზების(ზოგს კომპიუტერი არ აქვს ზოგს ინტერნეტი) გამო მაგრამ გულით და სულით აქ არიან! (ზვიო-დათო-პაპუ-მანჩო-გია-დაჩი-ნუკრი-ჯიგა-ალიკა-ირაკლი და მე) ჩვენსავით დარწმუნებული ვარ ბევრი ფიქრობს!!!

ბევრ საკითხში გეეთანხმები, თუმცა სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ ასეთ ორგანიზაციებში ვიყოთ,რათა ჩვენი აზრები და ფინანსური მდგომარეობებიც გაითვალისწინონ,როდესაც რაიმე სიტუაციის რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილების მიღებას გადაწყვეტენ.
კი კარგია ესპანეთის და ევროპის სამონადირეო სიტუაცია,თუმცა კარგი იქნება დათვალონ რა ღირს ეს სიამოვნება და მონადირეების რამდენ პროცენტს შეუძლია თავს ასეთი თანხის გადახდის უფლება მისცეს. ჩემი აზრით, პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა დავაძალოთ ყველა იმ კანონის აღსრულება რაც არის მონადირეებზე და მეთევზეებზე, კანონმდებლობაში, ევროპასთან მიახლოება კი ეტაპობრივად,საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის ზრდასთან ერთად უნდა მოხდეს.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
zviaditabatadze1974დრო: სამშაბათი, 04.09.2012, 23:15:12 | შეტყობინება # 89
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 107
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბერგ_მივესალმები მაგ აზრს რომ თუნდაც პატარა ნაპერწ კალი გაჩნდება ზოგიერთებისთვის მაგრამ სამწუხაროდ ჩემთვის არა იქამდე მაინც სანამ ჩემი თვალით და ყურით არ მოვისმენ და ვნახავ აი მაშინ დავიჯერებ და შეუერთდები .მე პირადად წნორში ვცხოვრობ და ალაზანს გაღმა ვერიდები ნადირობას კარგად ვიცი რო ბევრი გამწარდა და გამწარდება.რავქნა არ მჯერა მაგ საქმის.

დამატებულია (04.09.2012, 22:08:45)
---------------------------------------------
მაგ საიტზე შევედი მაგრამ ვერ ვნახე ვერცერთი მსურველი.რა ხდება გამაგებინეთ

დამატებულია (04.09.2012, 22:15:12)
---------------------------------------------
ისე მეგობრებო მეკი ვატყობროსულ მალე ტოფს ვეღარ გავისვრით მაგ თქვენი ტურიზმის გამო,ვიღაც გადამთიელებს გზას უნათებენ და ჩვენ კი მაზოლზე ფეხს გვაბიჯებენ,ესაა სამართალიი


zviaditabatadze
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 00:17:57 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეების უმრავლესობა ძირითადად გადამფრენ ფრინველებზე ვნადირობთ, ჩვენი სანადირო ადგილები ყოველთვის იქნება, თუ რამე წარმოუდგენელი ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდა.
აქ საუბარია კეთილსინდისიერ მონადირეთა ფართომასშტაბიან გაერთიანებაზე, რომელიც წარმოიქმნება ძალად, რომელსაც შეეძლება გადაწყვიტოს სამონადირეო სფეროში წარმოქმნილი ბევრი პრობლემა, სიკეთე მოუტანოს საქართველოს ბუნებას და მთლიანად ქვეყანას.
მესმის რომ უმრავლესობას საწევრო თანხა აფიქრებს, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მივმართოდ იდეის ავტორებს, იქნებ მოხდეს შემცირება, თუ შესაძლებელია.
 
IRAKLIGდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 10:41:32 | შეტყობინება # 91
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე უბრლოდ ის დავწერე რასაც მე და ჩემი სამეგობრო ვფიქრობდით !! ჩვენ რაცარუნდა ვთქვათ ჩვენს აზრს არავინ გაითვალისწინებს!!! მაგრამ შეკითხვა მაქვს nugomonadire, IKAHUNTER, თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მანდ ,,<<დაცულ ტერიტორიაზე>>'' ბრაკონიერობა არ იქნება? რა თქმაუნდა იქნება და ამის მოშლაზე არც კი იფიქრებეწნ რადგან უფრო მეტი ფული შემოუვათ მე ძირითადად ფრინველზე ნადირობაზე ვამახვილებ ყურადღებას აი ცხოველებზე კი არ ვნადირობ გამიზნულად არასდროს წავსულვარ და არ ვიცი რა როგორ ჯობია.?

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 10:58:32 | შეტყობინება # 92
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lasha_223)
მონადირე, ისე მე რო მეუბნები არასწორად იგებო შენ წაიკითხე რას ვამბობ, მე ფრინველზე ნადირობა არ მითქვამს, ნადირზე მაქ ლაპარაკი,

ნადირზე თუ გაქვთ ლაპარაკი, სადღაა ნადირი? გაქვთ ნადირობის უფლება ეხლა?


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 11:23:03 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IRAKLIG, არახარ შვილო მართალი. შენ პირადად ბრაკონიერებთან დაიჭერდი საქმეს და მათ გაანადგურებინებდი იმას რაც 1 მილიონზე მეტი დაგიჯდა? რატომ გგონიათ რომ მარტო თქვენ გიყვართ საქართველოს ფლორა-ფაუნა და თუ ვინმე საქმეს წამოიწყებს ამ დარგის განვითარებისთვის (თუ გინდ პირადი და ხალხის კეთილდღეობისთვის) ის მტერია და ბრაკონიერების მეგობარი? მე ამ ხალხს _ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას მისი შექმნის დღიდან ვაკვირდები და პირადი აზრი ჩამომიყალიბდა: ეს არის ორგანიზაცია რომელსაც შეუძლია რეალური საქმის კეთება და სამონადირეო კულტურის განვითარება საქართველოში...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
IRAKLIGდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 11:53:41 | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, ჩემთვის თქვენი აზრი ბევრს ნიშნავს გენდობით და ვიცი რომ ცუდ საქმეში ნუგომონადირე არ ჩაერთვება! მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები თქვენ კი თქვენს წამოწყებულ საქმეში წარმატებებს გისურვებთ! ღმერთმა ქნას მართლა ვცდებოდე

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 12:14:54 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მემგონი, საკმარისია ბრაკონიერობის აღმოფხვრა მთავრობის მიერ(თუ მოისურვებენ,რა პრობლემაა, ქურდობის ინსტიტუტი აღმოფხვრეს "ერთ სეზონზე" და მობილური დაგდებული რომ ნახოს კაცმა ქუჩაში, შორიდან მოუვლის...), გამოსახშირ მავნებლებზე ნადირობის ნებართვის გაცემა მთელი წელი. და დარჩება ყველა მონადირე, მდიდარი და ღარიბი ერთ თანაბარ პირობებში თავის სამშობლოში, ანუ თანამოქალაქეებს შორის თანასწორობა(ბატონყმობისდროინდელი კანონები დღეს არაა მოსატანი), ნადირ-ფრინველიც მომრავლდება . სამონადირეო ტურიზმის ბიზნესის მოწინააღმდეგე ვარ ჩვენს ქვეყანაში, ისედაც ბევრი ხარბი უცხოელი მომხმარებელია შესეული ჩვენს მიწა-წყალს. ეს ჩემი აზრია, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ წამომწების მიმართ(არავინ საწყენად არ მიიღოთ, პირიქით:თქვენი მიზნების სწორად განსასაზღვრავად საწინააღმდეგო აზრის მოსმენა სასარგებლოა ხოლმე). მე ბატონი gia-ს და ბატონი iraklig-ის აზრს ვემხრობი.
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 14:08:56 | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოსახშირ მავნებლებზე ახლაც ნადირობს ვისაც სურვილი აქვს, ამას არც არავინ უშლით და არც არავინ აჯარიმებთ. მეეჭვება მათზე სანადიროდ ნებართვის შემოღების შემდეგ "ტურისტთა" რიცხვი ბევრად გაიზარდოს. თუმცა რომ უნდა იყოს კანონიერად ამას ვეთანხმები.
არ მესმის რატომ ხართ მეურნეობების წინააღმდეგი. აზერბეიჯანში ნახეთ როგორ გამრავლდა ჯიხვები და სხვა ნადირ-ფრინველი სანადირო მეურნეობების ხელშეწყობით, სხვა განვითარებულ ქვეყნებზე აღარ მაქვს საუბარი, იხვეწება სახელმწიფოები უფრო მეტი ტერიტორია აიღეთო.
იმის შიშით რომ ვაი მე ვეღარ ვინადირებ მერეო, ჩვენი ქვეყანა დავტოვოთ გაჩანაგებული ადგილობრივი ნადირ-ფრინველისგან?
აბა ვზდიოთ მარტო გადამფრენ ფრინველებს და ვაგინოთ მანოკისტები, ესაა ჩვენი დღევანდელი რეალობა.
საიტზე ერთი მივიწყებული თემა ვნახე, გადაავლეთ თვალი ამ ლინკზე http://www.bazieri.ge/forum/2-55-3
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 21:48:59 | შეტყობინება # 97
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამონადირეო ტურიზმი ეს არის ბიზნესი, შემოსავალი მეწარმეს (სამონადირეო მეურნეობაში, შემოსავალი სახელმწიფოს და შემოსავალი სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს), ხოლო ჩვენ ქართველ მონადირეთა უმრავლესობას ყველაფერი ეს თვალსაჩინო სარგებელს ვერ მოგვიტანს. თუმცა მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას სერიოზულად აქვს ნაფიქრი და თავისი წინადადებებიც აქვს ქართველი მონადირეების განვითარების თვალსაზრისითაც. უნდა ვაღიაროთ რომ ქართულ ბუნებაში ფაქტიურად მოსაკლავი აღარაფერია გადამფრენის და ტურა მელას გარდა, თუკი ჩვენ ისედაც ვერ ვნადირობთ სხვა დანარჩენზე,რადგანაც არაა, გამოდის რომ თუ ამ სანადირო პოპულაციებს ვინმე აღადგენს, ამ პოპულაციების მუქთად მონადირებაზე პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს, თუკი ამ ყველაფერში რაიმე ფორმით მონაწილება არ გვაქვს მიღებული.
ფედერაციას აქვს ხედვა, რომ მომავალში მონადირეები უნდა დაიყონ (ეს ყველაფერი აზრი გამოვიტანე მათთან საუბრის შემდეგ, ჯგუფებად დაყოფაში ვგულისხმობ ვთქვათ 150 ჰექტარი მიწა 30 მონადირეზე, და ეს მიწა შეიძლება სახელმწიფოსიც არ იყოს, იყოს კერძო პირებისაც, თუმცა ბუნებრივი რესურსები ხომ სახელმწიფოსია და ამ ბუნებრივ რესურს ანუ ამ მიწაზე მობინადრე ნადირ-ფრინველს სახელმწიფო მართლზომიერად გამოყენებისთვის გადასცემს მონადირეთა ამ ჯგუფს) ჯგუფებად (ეს ალბათ უმეტესად მოხდება ტერიტორიული პრინციპით), გამოუყოს მათ სახელმწიფომ გარკვეული დიდი ტერიტორიები (აქ არ არის ცარიელ სავარგულებზე საუბარი, აქაა ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საუბარი) და სახელმწიფო თავის პირობებსაც ჩაუდებს ამ მონადირეთა ერთობას, ჩემი აზრით სახელმწიფო დააწესებს ზღვარს მინიმუმ თუ რამდენი კონკრეტული სახეობის ინდივიდი უნდა ბინადრობდეს ამ მიწაზე, ხოლო ნამატის შემთხვევაში დაშვებული იქნება ნადირობა.
ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს ევროპული მეურნებების, მათი შენახვის ხარჯების და მონადირეთა მიერ გადასახდელი დიდი ფასების გადასახედიდან, თუმცა ქართულ ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს შეგვიძლია ამ ეტაპისთვის უფრო იაფად გადაწყდეს. მე ვიცნობ მონადირეებს, რომლებიც თავიანთი ინიციატივით მაქსიმალურად იცავენ ტერიტორიებს, ხოხბის გამრავლებასაც ეცადნენ და ცდილობენ და ასეთ ხალხს როდესაც ოფიციალური უფლება ექნებათ (ჩაფიქრებულია რომ იარაღიც გამოეყოთ მიმაგრებული ტერიტორიის ბრაკონიერებისგან დასაცავად და დაჯარიმების უფლებაც მიეცეთ) ჩათვალეთ რომ ეს ტერიტორიები მაქსიმალური დაცული იქნება.
ბატონმა თემურ ტყემალაძემ თქვა, დამანახეთ ვინმე რომ საქმეს აკეთებდეს და ხოხბებს გასამრავლებლად უფასოდ გადავცემთო.
სავალდებულოა არ იქნება რომ ყველამ ფული იხადოს,ზოგი ფიზიკურად იმუშავებს,ზოგი როგორ დაემარება საერთო საქმეს. მე მგონი ცუდი არ იქნება და ღირს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება გადამფრენ ფრინველებს მათზე ნადირობისთვის ამ ეტაპზე არც არის საუბარი რომ მიუწვდომელი ფასები დაწესდეს, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ არის გასაკეთებელი და ამ ყველაფრის გადაწყვეტის დროს აუცილებელია ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, დავასაბუთოდ,სააუკეთესო ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღოდ და სახელმწიფოს მოვთხოვოდ გაატაროს რეალობაში, რადგან ეს ბუნება ჩვენიცაა და არც ფედერაციაშია ისეთი ხალხი თავმოყრილი, მარტო თავო ჩემოო რომ მღეროდნენ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 05.09.2012, 22:10:24 | შეტყობინება # 98
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, {ბატონყმობისდროინდელი კანონები დღეს არაა მოსატანი} ბატონყმობისდროინდელი ამბები შენ რომ ფიქრობ იმ კონტექსტში არ იყო მოტანილი ჩემს მიერ, თუ თვალს ტექსტს გააყოლებდი მიხვდებოდი ამას...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 06.09.2012, 00:43:34 | შეტყობინება # 99
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე, სიტყვას მოყვა და: მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი ფაქტია ალბათ , რომ ქართველმა თავადაზნაურობამ გასული საუკუნის ოციან წლებში მთელი ქონება ქართველ ხალხს გადასცა და უარი თქვა ყველა პრივილეგიაზე(მე ასე მახსოვს, თუ ვცდები, შემისწორეთ). რა გამახსენდა იცით: ერთი ცნობილი ქართველი(ზუსტად არ მახსოვს და ვერ დავიჩემებ ვინ) ამბობდა, ევროპაში ყოფილა და მასპინძელს სანადიროდ დაუპატიჟებია, ამას გახარებია, გონებაში ათასნაირად წარმოუდგენია მომავალი ნადირობის პერიპეტიები.. მოკლედ, მიიყვანეს ადგილზე, მისცეს ხელში იარაღი და ვაზნა, ცხრის ნახევარზე იმ ბოძთად ირემი მოვა და ესროლეო...ასე ძროხასაც მოვკლავდი "ბოინიაშიო"... ასევე ნახევრადშინაურია ის ღორიც, ხოხობიც და იხვიც, ვოლიერებში რომ ამრავლებენ, კვებაზე შეიჩვევენ და შემოღობილში რომ უშვებენ და მერე შეჩვეულ ადგილზე მიდიან(ან "მუშტარი" მონადირე მიჰყავთ) მოსაკლავად. ასე რომ, მაგათზე ნადირობაც ნახევრადნადირობა გამოდის(ნუ, ცოტა უტრირებას ვახდენ, რომ შეგახსენოთ, ეს მომენტი გარკვეულწილად იქნება მაინც). აი, თუ მოხერხდა ბრაკონიერობის სრული მოსპობა და მტაცებელთა "კონტროლი", ბუნებრივად მომრავლდება ნამდვილად გარეული ნადირ-ფრინველი. მერე უნდა გაიცეს ლიცენზია, ვთქვათ, თითო მონადირეს მიეცეს სეზონზე 5 კურდღლის, ერთი შველის, 2 ღორის თუ როგორც იქნება ნამატის მიხედვით, მონადირების უფლება, რათქმაუნდა ლიცენზიის აღებით, როგორც ახლა გადამფრენზეა...
 
IRAKLIGდრო: ხუთშაბათი, 06.09.2012, 10:39:09 | შეტყობინება # 100
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, 10 სწორი ხარ, ჩემ გულში იჯექი მგონია ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი გუშინდელს მერე 23_30_126

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика