16:32:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ვინ არის მომხრე ნადირობის სეზონი გაგრძელდეს 20 მარტამდე.
giga-89დრო: კვირა, 23.01.2011, 11:24:30 | შეტყობინება # 101
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წელს იხვი არაა და კარგი იქნება თუ გაგრძელდება 166
 
monadire13დრო: კვირა, 30.01.2011, 21:13:00 | შეტყობინება # 102
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იქნება იქნებ მაშინ მაინც გამოჩნდეს იხვი
 
ვულფდრო: კვირა, 06.03.2011, 16:01:52 | შეტყობინება # 103
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოც მარტამდე იმიტომ იყო ძველ დროს ნადირობა დაშვებული რომ, დაწყვილების მომენტში დაჭრილი იხვები რჩებოდნენ და იქვე მრავლდებოდნენ. მოგეხსენებათ ადგილობრივი იხვი არსად არ მიდის ამიტომაც არის საჭირო რომ სეზონი გაგრძელდეს
ჩვენ ვერ ვამრავლებთ და ბუნებას მაინც ვაცალოდ თავისი საქმე აკეთოს. ასე დაჭრილი და დაჭერილი იხვებით დაიწყო დღესდღეობით წარმატებულმა მეურნეობებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობა!
რავიცი-რავიცი 23
 
chikoდრო: კვირა, 06.03.2011, 19:35:18 | შეტყობინება # 104
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალმცურავებზე ნადირობა 20 მარტამდე რო გაგრძელდეს ამაში არაფერი არა ბრაკონიერული და არც რუსეთის იხვს დააკლდება რამე. დანარჩენზე ნადირობა კი ნამდვილად უდროო ინება. 166 166
 
kaxa1903დრო: კვირა, 06.03.2011, 21:02:41 | შეტყობინება # 105
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 98
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგრად გაასწორებს ეხლა იწყება პერელიოტები რუსეტისკეენ და რა იქნება რამოდენიმე რუსი იხვი მოვკლაატ
ეგ რომ საააკასჰვილმა გაიგოს რომ რუსები არიან ეგ იხვები დაგვრტაავს ნებაას ასიანი


djkfn
 
toka_monadireდრო: კვირა, 06.03.2011, 22:07:58 | შეტყობინება # 106
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი კარგი აზრია მაგრამ უნდა ვიცოდეთ როდიდან იცყებს ფრინველები გამრავლებას ტორე ასე ბუნებას გავანადგურებთ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
zaza-50დრო: კვირა, 06.03.2011, 22:27:47 | შეტყობინება # 107
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამრავლებას შეიძლება იწყებს მაგრამ აქ მაინც არც კვერცხს დადებს და არც დაიბუდებს. სადაც გადაფრინდება იქაც გამრავლდება.
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 18:45:10 | შეტყობინება # 108
ჯგუფი: წაშლილები





საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 34
2010 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანება “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1.
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) _ აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე _ 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების - ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;
დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.

მუხლი 3.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

მუხლი 4.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;
გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.

მუხლი 5.
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია _ 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა _ 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები _ მთელი წლის განმავლობაში.

მუხლი 6.
პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი - 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ეს არის მოქმედი ბრძანება

დამატებულია (11.03.2011, 17:45:10)
---------------------------------------------
შევცვალოთ ასე

პროექტი

„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს N34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნებ ცვლილება „„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს N34 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები”-ს (სსმ 20.08.2010 N 101 მუხ. 1516) პირველ პუნქტში და იგი ცამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) _ 14 აგვისტდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე _ 15 ოქტომბრიდან 15 თებერვლამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ 1 ნოემბრიდან 1 აპრილამდე.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე

განმარტებითი ბარათი

(„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს N34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტის შესახებ)

„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს N34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტის შმუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

აქ მიუთითეთ გთხოვთ რატო გვინდა სეზონის ვადების გაგრძელება ან მომწერეთ პირადში რო დავასრულო და გავაგზავნო როგორს ინიციატორი ბაზიერის მხრიდან


შეტყობინება დაამუშავა a11201 - პარასკევი, 11.03.2011, 18:51:10
 
berZulდრო: პარასკევი, 11.03.2011, 19:39:19 | შეტყობინება # 109
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მგონი ყველას მოეწონება მაგრამ ეს რომ დამტკიცდეს ამისთვის საჭიროა საქართველოში რეგისტრირებული მონადირეთა 80% ამდე ხელმოწერა, ამის შემდეგ კი ეს კანონი განსახილველად პარლამენტში შევა .

ლევან ბერძული
 
tornike94დრო: პარასკევი, 11.03.2011, 19:40:07 | შეტყობინება # 110
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგის მომხრე არ ვარრრ ამ დროს როცა ცხოველები მრავლდებიან მაგალითად თუ ერთ კურდღელს მოკლავ მაგით თავისი პატარა ბაჭიებიც დაიხოცებან დაიხოცებიან !!!!! ნადირობა კაია მარა თავისი დრო აქ !!!
 
zaza-50დრო: პარასკევი, 11.03.2011, 19:42:49 | შეტყობინება # 111
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ვიცი, მე პირადად თანახმა ვარ მითუმეტეს რომ არ ვმარხულობ მაგრამ მარხვა დაიწყო და სისხლს მე ვერ და ვაღვრევინებ ვერავითარ ნადირ-ფრინველს. როგორც საქმეს და ერთობლივობას წაადგება ისე გიდგავართ გვერდში
 
BAGMANდრო: პარასკევი, 11.03.2011, 19:59:34 | შეტყობინება # 112
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (nukrifox)
ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

აუუ ამ დროს ჩამოვიდეს ალაზანზე და თუ თევზი დაიჭიროს ანკესით ჩემი ხელით ავუგებ ნემსკავზე საკუთარ კაკლებს 069 069 069 არშემდგარი მინისტრი და დახვეწილი იმბეცილია რა 069
 
zaza-50დრო: პარასკევი, 11.03.2011, 20:27:07 | შეტყობინება # 113
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tornike94, მხრე მაგ საკითხისა რაც წამოაყენე აქ არავინაა და საერთოდ ბაჭია და ნადირი არავის უხსენაბია. დიდი თხოვნით მივმართავთ ყველას ჯერ გადაიკითხონ თემა და კომენტარები შემდეგ. აქ საკითხი ეხება ნადირობის ვადის გაგრძელებას გადამფრენ წყალმცურავებზე . ნადირზე ნადირობის ლიცენზია არც გაცემულა და მგონი არც გაიცემა კაი ხანს. ბოდიში თემის ჩასწორებისთვის. პატივისცემით zaza-50,
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 11.03.2011, 20:53:14 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tornike94, შენ როგორც ჩანს ვერ გაიგე მეგობარო რაზეა საუბარი ამ თემაში. საგაზაფხულო ნადირობა წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე ყველა ქვეყანაში ნებადართულია. საქართველოში შეიძლება მთელი სეზონის მანძილზე საერთოდ არ მოვიდეს იხვი და ბატი, მაგრამ შეუძლებელია მარტში წყალმცურავებმა საქართველოს არ ესტუმრონ. ამ პერიოდში იმდენი სახეობის იხვი შეიძლება ნახოს მონადირემ ჩვენში რომელსაც ვერასოდეს ნახავს იანვარი-თებერვალში. ყველა მიმართულებით შემოდის საქართველოში იხვი__თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. მე ამას 30 წლიანი პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე ვწერ და ვჩივი. რაშიც უამრავი გამოცდილი და პროფესიონალი მონადირე დამემოწმება. მმარხველებს კი გეტყვით, წელს თუ 7 მარტს დაიწყო მარხვა შეიძლება მომავალ წელს 15 ან 21 იცხვში დაიწყოს ეს მოძრავი კალენდრის მიხედვით ხდება. ამიტომ მე და შენ ზაზა-50 ვიმარხულოდ ძმაო და იმათ კიდე ინადირონ ვინც არ მარხულობს... 39 :39: 39

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
kobi85დრო: პარასკევი, 11.03.2011, 21:14:45 | შეტყობინება # 115
ჯგუფი: წაშლილები





ჩემი აზრით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა რო იყოს დაშვებული 20–25 მარტამდე კარგი იქნებოდა

დამატებულია (11.03.2011, 20:14:45)
---------------------------------------------
ამინდი ყოველ წელიწადსს მასეა მაეტის დასაწყისში ამ დროს არის იხვი და ბატი რო მოძრაობს.

 
kaxa1903დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:25:41 | შეტყობინება # 116
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 98
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ვმარხულობ ცჰემო კარგო ხალხო მარა ვინცარ მარხულობს ისენი ინადირებენ და მერე ცჰვენ მოგვიყვებიაან

djkfn
 
998დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:35:24 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tornike94, ბაჭია რა შუაშია, აქ საუბარია წყალმცურავებზე, რომლებიც ჩვენთან მასიურად მაშინ გადადიან როცა სეზონი დახურულია.

ასევე საგაზაფხულო ნადირობა ტყის ქათამზე, ე.წ. პერელიოტზე.

 
soso73დრო: პარასკევი, 11.03.2011, 23:56:02 | შეტყობინება # 118
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა მაგარი იქნებოდა 25 მარტამდე სეზონის გაგრძელება.
 
toka_monadireდრო: შაბათი, 12.03.2011, 00:18:41 | შეტყობინება # 119
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ დათანხმდა სამინისტრო შეიძლება ფული გადაგვახდევინონ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
valerikaდრო: შაბათი, 12.03.2011, 14:57:19 | შეტყობინება # 120
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთს თუ გავაკეთებთ. გავაგზავნოთ წერილი ,, მთავრობ.... რუსეთში აწი იწყება ნადირობაატქოო და ჩვენიდან წასულ იხვებს კლავენტქოოო.. ეს ტუ გვიშველის ტორე შანსი არაგვაქ . რუსების ჯინაზე....
167 167 167 167


....
 
ij_27_nikaდრო: შაბათი, 12.03.2011, 19:23:54 | შეტყობინება # 121
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
NUGIMONADI.. კარგი აზია ნამდვილად უნდა გაგრდზელდეს ნადირობა 20მე გეტანხმები 39 39 39 39 39 39 166 166 166 166 10 10 10

დამატებულია (12.03.2011, 18:23:54)
---------------------------------------------
დზალიან კარგი იქნება ნადირობის გაგრდზელება 20 მარტამდე იხვი მარში მოდის და სეზონიც მაშინ გვეხურება 25 25 25 გავაგრდზელოტ ნადირობა 20 39 39 39


n.gvene
 
beqarichiდრო: კვირა, 13.03.2011, 11:53:58 | შეტყობინება # 122
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამაკაცურ პროფესიას ვითხოვთ დიდ ხანხ გაგრძელდეს წამალს ხოარგთხოვთ ცოტა ურთიერთ გაგება ჩამოყალიბდეს მთავრობასთან რამოდება და ბრანომიერობაში აგარ ჩაითვლება ასე მალე რომ მთავრდება "ნადირობის სეზონი" 167

მე ♥ bazieri.ge
 
xarataდრო: კვირა, 13.03.2011, 18:25:01 | შეტყობინება # 123
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც გეტანხმებით თქვენ გვერდით მიგულეთ
 
a11201დრო: კვირა, 13.03.2011, 18:58:44 | შეტყობინება # 124
ჯგუფი: წაშლილები





berZul, არა ძმაო შენ კანონპროექტი და ნორმატიული აქტის (ბრძანების პროექტი აგერია)
ამას მთავარია ხელი მოაწეროს გარემოს დაცვის მინისტრმა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდეს და ჩათვალე რომ ავშენდით
უმარტივესი პროცედურააა, პარლამენტი არ ჭირდება

დამატებულია (13.03.2011, 17:48:34)
---------------------------------------------
tornike94, აქ გადამფრენ ფრინველზეა ძამიკო საუბარი და ცხოველი არაფეშუაშია

დამატებულია (13.03.2011, 17:53:04)
---------------------------------------------
toka_monadire, მე ნაფიქრი მაქვს ფულის გადახდაზე ვარიანტები და ველოდები მაგათგან მასეთ შემოთავაზებას

დამატებულია (13.03.2011, 17:58:44)
---------------------------------------------
nugomonadire, მშვიდობა მამაო, ამ ბრძანების პროექტს რომ ვაკეთებდი ვიფიქრე 1 აგვისტოდან ხომ არ დავწერო მწყერზე ნადირობათქო და ალბათ ხვდებით რატომაც, 14 აგვისტოს მარხვას ვიწყებთ და იქნებ 2 კვირა მაინც ვინადიროთთქო.......
ძალიან გთხოვთ თქვენი პასუხი ჩემთვის მნიშვნელოვანია ვადებთან მიმართებაში........ და კიდე მჭირდება მყარი არგუმენტი განმარტებითი ბარათისთავის თუ რატომ ვითხოვთ ამ ვადებში ცვლილებებს, როგორც წყალმცურავებზე ასევე მწყერზე და ა.შ.

 
tornike94დრო: კვირა, 13.03.2011, 19:56:57 | შეტყობინება # 125
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სხვანაირად გავიგე. მაშინ მომხრე ვარ 10
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 17.03.2011, 12:11:28 | შეტყობინება # 126
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი მაგალითად ესეთი რამ არის, ნადირის და ფრინველის გამრავლება კი იწყება ზამთრის მიწურულს და გაზაფხულის დასაწყისში მაგრამ ეს ხდებოდა ადრე, სმწუხაროდ ეს ეხლა აღარ არის ხშირ შემთხვევაში და ამის მიზეზია გლობალური დათბობა, მაგალითად შარშან 2010 წლის დეკემბერში მოკლეს კურდღელი და ბაჭიები ყავდა(დასავლეთში,სამეგრელოში),ყვაოდა ტყემალი და ამ დროს ფოთში მერცხლებიც კი გამოჩნდნენ , დამეთანხმენით რომ ეს ანომალიაა...

ანუ დასკვანა ის არის რომ თუ ზამთარი თბილი იქნა შეიძლება ცხოველებმა და ფრინველებმა გამრავლება დაიწყოს..ასევე თუ გაზაფხული ცივი გაგრძელდა,თოვლიანი ყინვიანიდა ასე შემდეგ ნადირ ფრინველი გადადებს გამრავლებას დათბობამდე...წესიტ ეს უნდა იყოს მიზეზი ნადირობის 20 მარტამდე გაგრძელების,ანუ თუ მარტი იქნა ცივი და ვფიქრობ კანონმაც ამით უნდა იხემძღვანელოს>>>

რაც შეეხება მარხვას ვეთანხმები NUGOMONADIRES 23_30_126

შეტყობინება დაამუშავა chola - ხუთშაბათი, 17.03.2011, 12:14:54
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 17.03.2011, 16:49:49 | შეტყობინება # 127
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმა უნდა უნდა გაგრდზელდეს ეხლა არის იხვიც დაბატიც და ეხლა უნდა იხურებოდეს სეზონი? 23 23 23 23

დამატებულია (17.03.2011, 15:49:49)
---------------------------------------------
გუსჰინ ერთი ბატი მოვკალი ძაღლი არ მყავდა და ვერ გამოვიტანე წყალში ესე ვიყურებოდი 19 19 19 19 19 იქნებ გამოვიტანო მეტქი გაგიჟებული ვიყავი

 
toka_monadireდრო: ხუთშაბათი, 17.03.2011, 17:09:22 | შეტყობინება # 128
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტო ჩევნი ძალებით ვერაფელს გავხდებით, სხვა მონადირე საიტებსაც უნდა გავაცნოტ ეგ იდეა და ეჩვი არ მეპარება წინააღმგეი არ იქნებიან და მხარს დაგვიჩერენ

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - პარასკევი, 18.03.2011, 00:22:14
 
tengomengoდრო: პარასკევი, 18.03.2011, 00:25:40 | შეტყობინება # 129
ჯგუფი: წაშლილები





მეც თანახმა ვარ რიმ გადაიწიოს 20-25 მარტამდე თუ წერილის მიწერით ვერაფერ სანუგეშოს ვერ მივაღწეეთ მერე ხეელმოწერების აგროვება ვცადოთ და იქნებ მაგან გაჭრას....
 
ratiდრო: პარასკევი, 18.03.2011, 10:12:43 | შეტყობინება # 130
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეხ ნეტა მარტის ბოლომდე იყოს სეზონი 25
 
HUNTERACHOდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 20:58:59 | შეტყობინება # 131
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე თანახმა ვარ,რომ სეზონი 20 მარტამდე გადაიწიოს მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე.
 
pewoooდრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 21:55:30 | შეტყობინება # 132
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ბევრს გვინდა რო სეზონი გაგრძელდეს მაგრამ ვინმე შეისმენს ჩვენ სურვილს?? რაღაც არამგონია 25 ჩემმა ნათესავმა გაუგზავნა გარემოს დაცვის სამინისტროს წერილი მაგ თაობაზე მაგრამ არაფრადაც არ ჩათვალეს
 
zura89დრო: ხუთშაბათი, 31.03.2011, 22:13:02 | შეტყობინება # 133
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც თანახმა ვარ ხან მართლა გვიან შემოდის იხვიდა ბატი გაგიხარდება ადამიანს ვინადირებო მაგრამ რად გინდა რამდენიმე დღეში დაიხურება სეზონი და ნადირობას ვერც ასწრებ, ამიტომ კარგი იქნება თუ გადაწევენ სეზონს 166

ზურა
 
a11201დრო: პარასკევი, 01.04.2011, 10:44:16 | შეტყობინება # 134
ჯგუფი: წაშლილები





pewooo, უნდა ვაიძულოტ რო მოისმინონ და შესაბამისი ზომებიც მიიღონ
 
998დრო: პარასკევი, 01.04.2011, 13:01:43 | შეტყობინება # 135
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ისე მიდის საქმე 20 მარტამდე კი არა 25 მარტამდეც არ იტყვით უარს, რომ გაგრძელდეს სეზონი. 167 19
 
pewoooდრო: პარასკევი, 01.04.2011, 14:14:26 | შეტყობინება # 136
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ გავიგე ამ რუსულ იხვს რატო უფთხილდებიან, რუსეთში ხო არის დაშვებული გაზაფხულის ნადირობა 25
 
998დრო: პარასკევი, 01.04.2011, 17:21:49 | შეტყობინება # 137
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
pewooo, ჩვენ თუ გვანადირეს, საცოდავმა რუსებმა რა უნდა ქნან. 23
 
pewoooდრო: პარასკევი, 01.04.2011, 22:12:31 | შეტყობინება # 138
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსები თავად არ უფთხილდება თავისას და ჩვენ რატო უნდა გაუფთხილდეთ იმათ ფრინველებს და მემგონი ამით თანაც არაფერი არ დაშავდება და არც დააკლდება 23
 
benoდრო: პარასკევი, 01.04.2011, 23:37:49 | შეტყობინება # 139
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შუა ზაფხულში ნადირობენ და მარტს ვინ დაუწყებს ყურებას კარგიტ რა 167 167 167

////////////////////////////////////////////////////////////////
 
პედიატრიდრო: შაბათი, 02.04.2011, 12:27:32 | შეტყობინება # 140
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, თუ გაზაფხული ადრიანია და კარგი ამინდები დაიჭირა, აქტიური ნადირობის შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივი იხვი არ დაგვრჩეს(თან, როცა დათბება , იხვმა ტილი იცის მასიურად, რაც ჩემთვის საკმაოდ არასასიამოვნოა, სხვისთვის არ ვიცი).წელს რომ მონადირეების სიმრავლე იყო იხვზე, წინა წლებში არასდროს მინახია.თუ გაზაფხული ცივია და იხვიც ბლომადაა, მაშინ კი უნდა გადაგვიმატონ ორი კვირა, ძველით(ანუ, ნამდვილად, ბუნებითად) პირველ მარტამდე
 
zura89დრო: შაბათი, 02.04.2011, 19:47:42 | შეტყობინება # 141
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი გეთანხმები მაგ ამბავში გაზაფხულზე თუ ცივი ამინდები წავა და ყინვები დიდხანა გაგრზელდა მაშინ აუცილებლად უნდა გადაიტანონ.

ზურა
 
garabagrataდრო: შაბათი, 02.04.2011, 19:55:26 | შეტყობინება # 142
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეტანხმებიტ მაგაჰი რომ სეზონი 20 მარტამდე გაგზელდეს ამაზე კი ვსაუბრობტ და სურვილიც გვაქვს მაგრამ ამას ჰვენ ვერ ვწყვიტავტ. ტავს ზევიტ ზალა არ არის ჰვენზე რომ იყოს დამოკიდებული აქამდე კარგახნის უკან იქნებოდა სეზონი 20 მარტამდე გადაწეული.
 
pewoooდრო: შაბათი, 02.04.2011, 23:23:44 | შეტყობინება # 143
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
garabagrata გეთანხმები მაგიც სწორია მაგრამ აქ ლაპარაკით მაინც მოვიოხოთ გული 069 069
 
cholaდრო: ორშაბათი, 04.04.2011, 14:17:19 | შეტყობინება # 144
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო შემობრძანდით თემაში "მონადირეთა და მეთევზეთა არასამთავრობო ასოციაცია" გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და შეხედულება, კარგი იქნება თუ მთლიანად გადაიკითხავთ თემას, ეს თემა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამ ქვეყანაში მყოფი მონადირეებისთვის ასევე ჩვენი ბუნების გადასარჩენად!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 11.04.2011, 19:21:39 | შეტყობინება # 145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსეთში საგაზაფხულო ნადირობა ბატზე ზოგ რაიონში აკრძალეს, კალმიკეთში საერთოდ წყალმცურავებზე. "ოხოტა ი რიბალკა 21 ვეკ" ამ წლის ჟურნალში ეწერა. თურმე რუსეთში 3,5მლნ რეგისტრირებული მონადირე ყოფილა და მინიმუმ 90% წყალმცურავ ფრინველზე ნადირობს.
 
qorbudeდრო: ორშაბათი, 11.04.2011, 23:59:20 | შეტყობინება # 146
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ვეთანხმები ვადების გაზრდას
 
998დრო: სამშაბათი, 12.04.2011, 15:02:31 | შეტყობინება # 147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსეთში საგაზაფხულო ნადირობა იხსნება, წყალმცვრავებზე და ტყის ქათამზე, ჩვენთან კი უნდა ვუყუროთ და გზა დაულოცოთ რუსეთისკენ. საქმეა ეს/

პედიატრი, სადაც ნადირობა აკრძალეს მე მგონი მიზეზი რადიაცია უნდა იყოს.

 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 12.04.2011, 16:03:24 | შეტყობინება # 148
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჟურნალი იაპონიის მიწისძვრამდელია, ახლა შეიძლება მაგიც დაემატოს. მიზეზად რიცხოვნების პროგრესირებადი შემცირება დასახელდა . მე რამდენადაც მახსოვს, რუსეთს არა აქვს ხელი მოწერილი რომელიღაც საერთაშორისო შეთანხმებაზე(რომელზეც ჩვენებს აქვთ მოწერილი, მგონი), რაც საგაზაფხულო ნადირობას კრძალავს. ნეტა ხელი მოაწერონ და აკრძალონ რუსებმა საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენებზე, მომრავლდება ფრინველი ერთიორად
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 12.04.2011, 16:19:10 | შეტყობინება # 149
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
p.s.: განსაკუთრებით ამაში ფრანგები აქტიურობენ, რადგან საფრანგეთში ჩაფრენილი ტყის ქათამი, ვალდშნეპი, ძირითადად რუსეთიდანაა. რუსეთში კი უყვართ ვალდშნეპზე საგაზაფხულო ნადირობა შეწყვილების პერიოდში( "ნა ტიაგე") და ამას იმით ამართლებენ, რომ ამ დროს მამლები დაფრინავენ და სპეციფიკურ ხმებს გამოსცემენ, დედალი ჩუმად დაფრინავს და უმეტესად მიწაზეაო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. თან მონადირეებისაგან დაფრთხობილი დედალი ზოგჯერ კვერცხებიან ბუდესაც ტოვებსო.წელს ისე ცოტა ტყის ქათამი ყოფილა საფრანგეთი ზოგ რეგიონში, რომ იქ მთელ სეზონზე ერთ მონადირეს მხოლოდ ერთის მოკვლის ნებართვა მისცეს(ფრანგებმა რომ გაიგონ, რა ხდება ჩვენს მინდვრებში ღამღამობით, გული შეუღონდებათ)
 
qorbudeდრო: სამშაბათი, 12.04.2011, 17:01:16 | შეტყობინება # 150
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბათ რუსეთთან ვერ ქაჩავენ,აი ჩვენ კი ყველა ზევიდან გვიყურებს და შეიძლება მაგ ფრანგების დამსახურებაც იყოს ვადებს რომ არ ზრდიან,თუმცა ყველაფერს მაგათაც ხომ არ დავაბრალებთ
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика