01:41:02
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » სამონადირეო მეურნეობა საქართველოში (შექმნა და პერსპექტივები)
სამონადირეო მეურნეობა საქართველოში (შექმნა და პერსპექტივები)
goga-0niდრო: ორშაბათი, 08.03.2010, 20:40:47 | შეტყობინება # 51
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა რომ ჩვენსავით ფიქრობდეს და უფრთხილდებოდეს ბუნებას სამონადირეო მეურნეობები აღარც იქნება საჭირო, მაგრამ არვიცი რა მოვუხერხოთ ბრაკონიერებს
 
ratiდრო: ხუთშაბათი, 11.03.2010, 11:20:32 | შეტყობინება # 52
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ არი პრობლემა ბრაკონიერი და არამცოდნე აფუჭებს საქმეს,
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 11.03.2010, 16:49:56 | შეტყობინება # 53
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით. ბოლო 5 წელია მოსკოვიდან პერიოდულად ჩამოაქვთ ჩემთვის ყოველკვირეული გაზეთი росииская охотничая газета, რომლის პირველი 2 გვ. ეთმობა სამონადირეო მეურნეობებს, კანონმდებლობას და მონადირეთა წერილებს ამ თემაზე.რიგით მონადირეთა საერთო დასკვნა ასეთია:რაც კერძო პირები დაეპატრონენ სანადირო ადგილებს, ნადირობა გახდა შეძლებულთა ხვედრი და რიგით მონადირეებს(ასეთია უმეტესობა) ცხვირს არ აყოფიებენ იქ, სადაც ადრე გადამფრენ იხვზე ან ბატზე მაინც ნადირობდნენ ბავშვობიდან(წერენ до слёз абидна-ო).თან ჩვენთან ხომ იცით, რა მოხდება-უცხოელებს მიყიდიან ყველა სანადირო ადგილს, ნაკრძალებსაც მიაყოლებენ, და უხადე მერე 1 ხოხობის მონადირებაში ვიღაც თურქს ან ჩინელს 50 ლარი, რუსეთიდან მოფრენილ იხვზე 20 ლარი და ა.შ.ასე ხდება სხვა სფეროებში და ისე არ გამოვიდეს: თაგვმა თხარა-თხარაო...რატომ უნდა დაიჩაგროს უფულო მონადირე, რომლისთვისაც ნადირობა სიამოვნების გარდა ცოლ-შვილის გამოკვების საშუალებაცაა(სხვათაშორის, მისი მოტივაცია უფრო გამართლებულია ეკლესიურად--შეეკითხეთ მოძღვარს, ვისაც გყავთ)...... თქვენი სურვილი კარგია და მესმის, ძმებო, გინდათ ნადირ-ფრინველის მომრავლება სანადიროდ, მაგრამ კერძო სანადირო მეურნეობების შექმნა, მგონი ჯერ ადრეა, ამაზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს გადასვლა,უმტკივნეულოდ. მანამდე, ნადირ-ფრინველის მოსამრავლებლად ვიფიქროდ ბრაკონიორობის აღმოფხვრაზე, მონადირული ეთიკის დანერგვაზე, მტაცებელთა გამოხშირვაზე და ა.შ.იქნებ მთავრობაც ვაიძულოთ, ხელი გამოიღოს ამ საქმეში
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 12.03.2010, 13:27:51 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღმერთმა ნუ ქნას, ძმაო... მაშინ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიაზრეთ კარგად, სადაც ნადირობა ყველასთვის ხელმისაწვდომია და მარტო მდიდრების არა(კურიოზებში წაიკითხე ჩემი მინაწერი) 23_30_126
 
cholaდრო: პარასკევი, 12.03.2010, 18:33:51 | შეტყობინება # 55
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2000 წელს მქონდა სამონადირეო ფირმა და ჩამომყავდა ხალხი სხვადსხვა ქვეყნიდან, მერე აღარც ღირდა გაგრძელება ისე შეიცვალა სიტუაცია..
დღესდღეისობით სამონადირეო ტერიტორია იჯარით რომ აიღო სახელმწიფოდან 20 000 ათასი ლარი უნდა ეს დაახლოებით 500 ჰექტარია, ამის შემოღობვას კი 120 000 ათასი ლარი ჭირდება, მინიმუმ პატარა 2 სართულიანი სასტუმრო, თავის მანქანის სადგომით განათებით და აუცილებლად პატარა რესტორნით (ისე არ მოგცემენ ტენდერში მონაწილეობის უფლებას) ეს კი დაახლოებით 350 000 ათასი ლარია, რომ არაფერი ვთქვათ ღორების ყიდვაზე , გამრავლებაზე და მომსახურე პერსონალის ხელფასზე..კოლოსალურად დიდი თანხაა საჭირო........ვთქვათ და გაკეთდა: გეტყვით მინიმუმ ფასებს რა რა უნდა ღირდეს, მინიმუმ: ღორი 300 ლარი, შველი 500 ლარი, კურდღელი 20 ლარი...აბა დავფიქრდეთ ჩვენნაირი უბრალო ხელფასიანი და ზოგი უხელფასო მონადირე შეძლებს ამას..??
მაგალითად ინგლისში აღარ არსებობს სახელმწიფო ტერიტორია, იქ უკვე ყველაფერი კერძოა, ლიცენზიაც რომ აიღო მწყერზე ვერსად ვერ შეხვალ იმიტომ რო ყველაფერი კერძოა...სამწუხაროთ აქაც ესეთი პირი უჩანს, ვილოცოთ რომ ტერიტორიები არ გაიყიდოს თორემ სამუდამოდ დავემშვიდობებით ნადირობას(რათქმაუნდა მილიონერების გარდა)......
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 12.03.2010, 19:06:51 | შეტყობინება # 56
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა chola-ს, იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, გაგვიზიარეთ. ან იქნებ სხვა ქვეყნის ამბები იცით. მე მგონი, კომუნისტების მიდგომა ამ საკითხისადმი არ იყო ცუდი
 
cholaდრო: ორშაბათი, 15.03.2010, 13:24:47 | შეტყობინება # 57
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2000 წელს მქონდა სამონადირეო ფირმა და ჩამომყავდა ხალხი სხვადსხვა ქვეყნიდან, მერე აღარც ღირდა გაგრძელება ისე შეიცვალა სიტუაცია..
დღესდღეისობით სამონადირეო ტერიტორია იჯარით რომ აიღო სახელმწიფოდან 20 000 ათასი ლარი უნდა ეს დაახლოებით 500 ჰექტარია, ამის შემოღობვას კი 120 000 ათასი ლარი ჭირდება, მინიმუმ პატარა 2 სართულიანი სასტუმრო, თავის მანქანის სადგომით განათებით და აუცილებლად პატარა რესტორნით (ისე არ მოგცემენ ტენდერში მონაწილეობის უფლებას) ეს კი დაახლოებით 350 000 ათასი ლარია, რომ არაფერი ვთქვათ ღორების ყიდვაზე , გამრავლებაზე და მომსახურე პერსონალის ხელფასზე..კოლოსალურად დიდი თანხაა საჭირო........ვთქვათ და გაკეთდა: გეტყვით მინიმუმ ფასებს რა რა უნდა ღირდეს, მინიმუმ: ღორი 300 ლარი, შველი 500 ლარი, კურდღელი 20 ლარი...აბა დავფიქრდეთ ჩვენნაირი უბრალო ხელფასიანი და ზოგი უხელფასო მონადირე შეძლებს ამას..??
მაგალითად ინგლისში აღარ არსებობს სახელმწიფო ტერიტორია, იქ უკვე ყველაფერი კერძოა, ლიცენზიაც რომ აიღო მწყერზე ვერსად ვერ შეხვალ იმიტომ რო ყველაფერი კერძოა...სამწუხაროთ აქაც ესეთი პირი უჩანს, ვილოცოთ რომ ტერიტორიები არ გაიყიდოს თორემ სამუდამოდ დავემშვიდობებით ნადირობას(რათქმაუნდა მილიონერების გარდა)......
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 14:23:20 | შეტყობინება # 58
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა პედიატრს, მე გეთანხმებით.. კარგი იქნება თუ აღდგება საქართველოში მონკავშირი იმ სტატუსით მაინც რომ იარაღის გაფორმება და ტყის დაგეგმარება პროფესიონალებს მივანდოთ, დღეს ამას ის ხალხი აკეთებს ვისაც თოფი არ ჭერია არ უთევზავია და მემგონი საერთოდ არ არის ტყეში ნამყოფი, (სამწუხაროთ) ..ან შეიძლება ადამიანს მისცე ნებართვა ლიცენზია და გაუშვა სანადიროთ , რომელსაც ნადირობა სიზმარშიც არ უნახავს...
ასევე აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემა (სწავლება მინიმუმ 2 თვე მაინც) სანამ თოფს მივცემთ ადამიანს ხელში..

ერთ მაგალითს კიდე მოვიყვან: 2009-2010 წლის სანადირო სეზონზე ხორვატიაში 90 000 გარეული ღორი მოიკლა, და წარმადობა(გამრავლება) 3 ჯერ მეტი იყო, ბიუჯეტში შევიდა 18 000 000 $, მარტო გაყიდული ღორების ლიცენზიიდან.... აი ეს დადებითი შედეგი ექნება ჩვენთანაც თუ სანადირო ტერიტორიები სახელმწიფოს დარჩება და ამ ყველაფერს მცოდნე ხალხი გააკონტროლებს

 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 14:39:33 | შეტყობინება # 59
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
18 000 000დ 90 000 ღორში? 23 .ვეთანხმები ჩHOLA-ს, დიდი სიფრთხილეა საჭირო ნადირობისას...ზოგმა ვაზნის შემადგენლობა არ იცის, ისე იწყებს ნადირობას. ღლილვას წარმატებებს ვუსურვებთ...ამ თემაში ბევრი კითხვის ნიშანია. 25 25 25 . გთხოვთ იაქტიუროდ!
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 20:35:27 | შეტყობინება # 60
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ბატონო პედიატრო ეგრეა, 200 $ გამოდის ერთი ღორის ლიცენზია, ეს 350 ლარია,ამაში მარტო ლიცენზიის ფული შედის რა თქმაუნდა ნადირობის დაგეგმაც, ამას დაუმატე იქ კვება და ღამის გათენება? რო არაფერი არ ვთქვათ ქეიფზე? საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის...მე ვფიქრობ ამას საქართველოს მონადირეების მხოლოდ 90 % შეძლებს გადახდას...ეს რომ სახემწიფოსი იყოს და ერთი ლიცენზია 100$ გაყიდოს ყველა გადაიხდის..მაგალითად:სარეკი რო გააკეთო 7 კაცი ხო უნდა მაინც რომ ნომერი დაკეტო, თითო კაცს 22 ლარის დადება მოუწვს, იმ შემთხვევაში თუ მოკლეს რათქმაუნდა, მეგონი ღირს..თან არ იქნები შეშინებული თამამად ინადირებ და ეგერებსაც არ დაემალები 23 : 39 23
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 18.03.2010, 11:46:45 | შეტყობინება # 61
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვფიქრობ 90% ვერ შეძლებს(რავიცი, ჩემს ირგვლივ მონადირეების ნახევარი უხელფასო და უმუშევარია ძველი, ყავლგასული თოფებით)...ჰოდა, სახელმწიფო საკუთრებისას( თუ სწორი, პროფესიონალური მიდგომა იქნა) შემოსული თანხიდან მტაცემლებზე პრემიას დააწესებ, არც ვინმე სადმე შესვლას აგიკრძალავს(მხოლოდ ულიცენზიოდ არ მოკლა ის, რაზეც არ გაქვს ლიც.) იქნებ სულაც არ მინდა მე ღორი(ან არ მაქვს საშუალება), მაგრამ კერძო საკუთრების შემთხვევაში რატომ უნდა ამიკრძალო იქ იხვზე ნადირობა, სადაც წლებია ვნადირობ, ყველა ხე და ჭაობი ვიცი, მოუთმენლად ველოდები სეზონის გახსნას...ცოდო არ ვიქნები?(მე ბევრი მონადირის აზრს ვახმიანებ, ვისაც კომპიუტერები არა აქვს). ღმერთმა ყველას მოგცეთ საშუალება, მაგრამ ისე არ გამოვიდეს ,რომ ჩვენზე არანაკლებად მოყვარულს ნადირობისა წავართვათ ნადირობის საშუალება მხოლოდ იმიტომ, რომ მას მატერიალურად უჭირს(მაგარი მონადირული "გრეხი" იქნება). ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ამ მდგომარეობაში... ღლიღვა ძმაო, სასროლეთზე 100% გეთანხმები, რამდენი დამწყები ისწავლის სროლას, უსაფრთხოებას, ერთმანეთს გაიცნობს და ა.შ. გამოცდილები გაეჯიბრებიან, გულს გაიხარებენ... მოკლედ კარგია, საჭიროა. სხვა მხრივ არ გეწყინოს ჩვენი ოპონირება, ამ პრობლემებს სანამ წააწყდები, მანამ უნდა გადაწყვიტო. კიდევ წარმატებებს გისურვებ 23_30_126
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 18.03.2010, 12:48:29 | შეტყობინება # 62
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია , ბოდიშს ვიხდი მექანიკური შეცდომისთვის 90 % შეძლებს კიარა , პირიქით 90 $ პროცენტი ვერ შეძლებს ამის გადახდას..და ჲ კაცს არ უნდა ღორზე ნადირობა ან უნდა და ფული არ აქვს მან ინადიროს რამდენიც უნდა იხვზე და ბატზე დამეთანხმებით ალბათ... რაც შეეხება ერთ ადგილს სადაც ყველაზე კარგად ვნადირობდი იხვზე თან თბილისიდან ახლოს, ის გაიყიდა და აღარავის არ უშვებენ არც იხვზე, ამიტომ იქვე ღამის პერელიოტზე ვდებით ოღონდ გარეთ... აბა საქმეა ეგ??
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 18.03.2010, 12:58:37 | შეტყობინება # 63
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ გარემოს ინსპექციამ მოგვცა ნებართვა მგლის და ტურის გამოხშირვაზე ხო კაი...(სეზონამდე ვგულისხმობ) თუ არადა იქნებ სხვა რამის მოფიქრება შეილებოდეს სეზონის გახსნამდე, რათქმაუნდა თევზაობის გარდა?????

საინტერესოა მონადირეებო თქვენი აზრები 25

 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 18.03.2010, 13:15:40 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგას არ ვიხვეწებით? ვინ გისმენს...კარგი მონადირეები მაინც გადიან სანადიროდ(იხილე შესაბამისი თემა) ტურა,მგელ,მელიაზე. მჯერა, კვერცხზე მჯდომ ფრინველს და მაკეობისას კურდღელს არ ესვრიან. ხოლო ვისაც მაგის შნო არა გვაქვს, ხაფანგებითაც შეიძლება, არანაკლებ საინტერესოა
 
cholaდრო: პარასკევი, 19.03.2010, 18:02:48 | შეტყობინება # 65
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იქნებ რამე ერთობლივათ მოვიფიქროთ, მაგალითად: ჩამოვაყალიბოთ მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი, დავგეგმოთ ერთობლივი კონფერენცია და ჭკვიანური და გონივრულად მოფიქრებული მოვთხოვოთ გარემოს დამცველებს ან პარლამენტს დაუშვან მგლის მელიის და ტურის გამოხშირვა , ასევე მოვითხოვოთ კურდღელზე ნადირობის უფლება სპეციალური ლიცენზიებით...დავარწმუნოთ ხელისუფლება რომ კურდღლის მტერი არის ტურა მელა და მგელი და არა მონადირე......ვნახოთ ცდა ბედის მონახევრეაო...ასევე გვერდში დადგომა ვთხოვოთ მონადირე ჩინოვნიკებს

მე ვფიქრობ რაღაც გამოვა ხვთის მადლით 23_30_126

 
პედიატრიდრო: პარასკევი, 19.03.2010, 20:04:27 | შეტყობინება # 66
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სწორია, მაგრამ როგორ ვქნათ ეს, რა ფორმით? ვის გაქვთ აზრი 25
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 19.03.2010, 21:32:58 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალი ხარ shoti, მართალი. მაგრამ მაგ "ბიძები" აქეთ დაგიჭერენ, თუ უნდათ, უმიზეზოდაც, ვინც ნაკრძალებში ნადირობს. ეეხ, მაგათ ცნობიერებას რა შეცვლის.
 
morieli9999დრო: შაბათი, 20.03.2010, 11:41:00 | შეტყობინება # 68
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 93
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია ძმებო რომ ამ თემის ასე აქტიურად განხილვა მიდის ფორუმზე და ყველა გამოვხატავტ ჩვენს აზრს მაგრამ მაინც ერთი შეკრება აუცილებელია ამ თემის ფართოდ განსახილველად და საზოგადოების ყურამდე მისატანად ბევრი კარგი მონადირე მეგულება ვიტვისაც ინტერნეტი მიუწვდომელია და მატაც ხო უნდა გაიგონ და გამოხატონ თავისი აზრი ჩემი აზრიტ კარგი იქნება ერთი შეხვედრა 23
 
ratiდრო: შაბათი, 20.03.2010, 12:07:21 | შეტყობინება # 69
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მემგონი რაც პედიატრმა განმარტა, სრულიად სიმარტლეა.ზოგი მართლა ცოლ შვილს არჩენს ნადიროით და თევზაობით.
 
hunter4462დრო: პარასკევი, 26.03.2010, 10:24:44 | შეტყობინება # 70
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით.კარგია რომ აკტიურობაა ამ საკითხთან დაკავშირებით.თემა ჩვენი დადებულია და გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს შეხვედრას.სასურველია,რომ აპრილის დასაწყისში შევიკრიბოთ.ველით გამოხმაურებას.
 
მახოდრო: კვირა, 04.04.2010, 15:19:59 | შეტყობინება # 71
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ქრისტე აღსდგა:
ჭეშმარიტად აღსდგა!
hunter 4462, საიდან შეიძლება ფრინველების ჩამოყვანა? ჩვენთან რაც ვნახე, გასამრავლებლად არ ვარგა. შენ როგორც თქვი გამოცდილება გაქვს მეურნეობასთან დაკავშირებით. 23_30_126
რა ჯდება წყვილი ფრინველი?
კაკაბის ჩამოყვანა თუ შეიძლება?
მე მაინტერესებს ეს თემა და კითხვებიც ბევრი მაქვს. საერთოდ თუ მონადირემ არ იზრუნა ფრინველის და ნადირის გამრავლებაზე, ბრაკონიერს სულ ფეხზე კიდია.
როგორ დაგიკავშირდე?
 
IKAHUNTERდრო: სამშაბათი, 28.02.2012, 01:16:25 | შეტყობინება # 72
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინმემ თუ იცით საქართველოში არსებული კერძო სამონადირეო მეურნეობების შესახებ: ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია, ინტერნეტ მისამართები, ტარიფები და ა.შ გთხოვთ დაწეროთ (იმედია რეკლამაში არ ჩაგვეთვლება) 23_30_126
 
neoდრო: პარასკევი, 09.03.2012, 17:09:13 | შეტყობინება # 73
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია იქნება სამონადირეო მეურნეობა.და მეც მივესალმები ამას 166 166 166 166 166
 
ზურა333დრო: პარასკევი, 09.03.2012, 17:36:29 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კომპანია ”ყაზბეგს” სამონადირეო მეურნეობა ”ივრის ჭალები” კახეთში ყორუღისა და ჭაჭუნას აღკვეთილში აქვს. მეურნეობას საგარეჯოს რაიონში 1000, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში 700 ჰექტარი ფართობი უკავია. მდინარე ივრის ჭალებში თევზაობის გარდა, ღორზე, ხოხობზე, სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველზე (იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი.
ნადირობის სეზონი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამონაკლისის სახით-ტახზე ნადირობა პირველ თებერვლამდეა ნებადართული. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია.
ივრის ზეგანზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარის ლანდშაფტები. ახასიათებს მაღლობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და სერებშორისი ვაკე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები. ჰავა მშრალი კონტინენტურია.
ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-20-ია, მაქსიმალური - 40. სავეგეტაციო პერიოდში 100-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200-38000-ია. წლიური ნალექები 400-500 მმ-ია, დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები, განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ასეთ კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა, დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან არიდული ნათელი ტყე-ბუჩქნარი.

სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა" მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროდან 26 კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, დალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორია მდიდარია, როგორც სანადირო ასევე არასანადირო სახეობებით. აქ გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები, ას ოცდათორმეტი სახეობა.
"დალის მთის" ტერიტორიაზე გავრცელებული სანადირო სახეობებიდან აღსანიშნავია: ძუძუმწოვრები: ენოტი, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, გარეული ღორი, ტურა, მელა, მგელი, კურდღელი. ფრინველები: კაკაბი, ხოხობი, რუხი ბატი, თეთრშუბლა იხვი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, კუდსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ჩიბუხელა, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ქედანი, გულიომ ჩვეულებრივი გვრიტი.
სამონადირეო მეურნეობა `დალის მთა~ მდებარეობს დალის წყალსაცავის სანაპიროზე, რომელშიც ყოველწლიურად 100 000-ობით ლიფსიტას უშვებენ. თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია, ლოქო, ამ სახეობებზე თევზაობენ ამ წყალსაცავზე.
აქამდე დაუჭერიათ დალის წყალსაცავში დიდი ზომის თევზები: თეთრი ამური 6 კგ, ჭანარი 9 კგ, ლოქო 17 კგ. გოჭა 20,5 კგ.

ახლა შეიქმნა ჭიაურის მეურნეობა, ტელევიზიით არეკლამებენ ამ ბოლო დროს.


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - პარასკევი, 09.03.2012, 19:15:06
 
-BERG-დრო: პარასკევი, 09.03.2012, 19:07:47 | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ზურა333)
ერთი ვიცი თოფაძის სანადირო მეურნეობა. მეორე ახლა შეიქმნა ჭიაურის მეურნეობა, ტელევიზიით არეკლამებენ ამ ბოლო დროს. კიდე არი მგონი, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია.

ჭიაურის სანადირო მეურნეობა წლების წინ შეიქნმა. ეს წლები მოანდომა ბიოტექნილური ღონისძიებების შესრულებას (ნადირ-ფრინველის შეყვანა, საკვებურების და ვოლიერების შექმნა და ა.შ.).
მამავალი სეზონიდან იგეგმება მეურნეობაში ნადირობების მოწყობა.
 
IKAHUNTERდრო: შაბათი, 10.03.2012, 01:03:29 | შეტყობინება # 76
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333 გაიხარე 23_30_126 "ივრის ჭალების" ტარიფებს რომ გადავხედე კინაღამ გულმა დამარტყა 069 და სხვა მეურნეობებში როგორი ფასებია ხომ არ იცით? შეწვდება კაცი? ან ვებ. გვერდები ხომ არ აქვთ სადაც ამ ყველაფრის ნახვა შეიძლება?
 
neoდრო: შაბათი, 10.03.2012, 18:40:39 | შეტყობინება # 77
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა ფასები თუ კატასტროფულია,შეძლებს ვინმე მაგ ფასებში ნადირობას .მეც ვნახე და დიდი ფასებია დძან.
 
cxadazeდრო: შაბათი, 12.05.2012, 12:21:53 | შეტყობინება # 78
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დზაან მნისჰვნელოვანია

მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » სამონადირეო მეურნეობა საქართველოში (შექმნა და პერსპექტივები)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика