12:48:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ნადირობა
zviadi565დრო: ხუთშაბათი, 17.06.2010, 00:28:45 | შეტყობინება # 51
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ენით აუწერელი სიამოვნებაა ,აზარტი , სპორტი , ,, ნარკოტიკი ; ერთხელ თუ ეზიარეეეე ვსიო 166 166 166 35854 5bit IXVI 15
 
monadire13დრო: კვირა, 30.01.2011, 12:44:51 | შეტყობინება # 52
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ისეთი სიამოვნება გახდა ჩემთვის რო რო მომკლა თავს არ დავანებებ
 
zura_bmwდრო: კვირა, 30.01.2011, 16:55:05 | შეტყობინება # 53
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ჰობი უფროა :)
 
monadire13დრო: პარასკევი, 04.02.2011, 16:41:09 | შეტყობინება # 54
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოუშორებელი სენი 069 069 069 069
 
giga-89დრო: პარასკევი, 04.02.2011, 21:20:32 | შეტყობინება # 55
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა მარტო ფრინველის თუ ცხოველის მოპოვება არ არის.მოკლედ ძაან მაგარი რამეა 166 . 166 თან განუკურნებელი 069
 
garabagrataდრო: პარასკევი, 04.02.2011, 22:09:09 | შეტყობინება # 56
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ჰემტვის სულიერი სიმჰვიდეა ტან ეს როგორც ნარკოტიკი ისეა ჰემჰი გამჯდარი და ამის გარეჰე ცუდად ვიქნები. სეზონიდან სეზონამდე დგეებს ვიტვლი მაგრამ წლევანდელი იხვის სეზონი ცუდი მაქვს ჯერ იხვიც არ მინახია და მოკვლაზე არაფერს არ ვამბობ
 
SHAKOდრო: შაბათი, 05.02.2011, 00:17:26 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ალბათ კარგი გაგებით უკურნებელი სენია. ნუგომონადირემ ისე მხატრულად გადმოქვცა ძნელია რამე განსაკუთრებული დაამატო.
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 05.02.2011, 13:12:07 | შეტყობინება # 58
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები shako77, იღა დაგვრჩენია ნუგომონადირეს აპლოდისმენტები მივუდზგვნათ 10 10 10
 
chikoდრო: შაბათი, 05.02.2011, 17:34:05 | შეტყობინება # 59
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ცჰემი აზრით მეგობრებო როგორც სპორტი, გართობა და დასვენებაა, აესვე დიდი პასუხისგებლობაა საზოგადოებასთან და ცხოვრებასტან მიმართებაში, აგრეთვე დიდი გამოცდა ცხოვრებაში რომელსაც ყოველი მონადირე ყველა ნადირობაზე აბარებს.
 
zetxxxდრო: შაბათი, 05.02.2011, 22:13:57 | შეტყობინება # 60
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 172
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვფიქრობ რომ ნადირობა ფილოსოფიაა. ბოლომდე ამ მცნებას ვერავინ გაიგებს რადგან ეს შეუძლებელია
23
 
SHAKOდრო: კვირა, 06.02.2011, 16:04:46 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 245
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GAGA_CHIKO, ნამდვილად უნადა მიუძღვანათ 10 10 10
 
chikoდრო: კვირა, 06.02.2011, 21:52:50 | შეტყობინება # 62
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მეგობრებო მწყერზე ნადირობა ყველაფერზე ნადირობას მირჩევნია. ყველაზე აზარტულია.
 
a11201დრო: შაბათი, 26.02.2011, 11:27:40 | შეტყობინება # 63
ჯგუფი: წაშლილები





ნადირობის ძველ–ქართული ტრადიციები

საქართველოში ნადირობის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაზეც  განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს. როგორც  თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთებზე გამოსახული ნადირისა და ნადირობის სცენების მიხედვით ირკვევა,  ნადირობას იმ დროინდელ საქართველოში კოლექტიური ხასიათი და სამეურნეო მნიშვნელობა გააჩნდა. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კიბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში.
ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა.  მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ.
მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი – ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო მამალს –გეზელა ექოდებოდა.  ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ ფრინველს ენიჭებოდა.
ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას.
ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). არსებობდა ნადირის შესაკრები სპეციალური ადგილები, სადაც თავს მოუყრიდნენ  სანადირო ცხოველის ჯგუფს.
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
მონადირეობა საქართველოში გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს. ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ძველი ქართული სანადირო ტერმინოლოგიაც.

 
მონადირედრო: სამშაბათი, 05.04.2011, 12:12:00 | შეტყობინება # 64
ჯგუფი: წაშლილები





a11201, ვიკიპედია თუ?
 
a11201დრო: სამშაბათი, 05.04.2011, 12:35:24 | შეტყობინება # 65
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, სიმღერაა ილია ზაქაიძის მუსიკასთან ერთად........ სრული ვერსია

დამატებულია (05.04.2011, 11:35:24)
---------------------------------------------
მგონი სხვა რამე მკითხე და მე სულ სხვა გიპასუხე არა?

 
zura89დრო: სამშაბათი, 05.04.2011, 12:56:41 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემთვის ნადირობა ყველაფერია, სპორტიც გართობაც და რა თქმა უნდა ბუნების სიყვარულიც. ჩემი აზრით კარგი მონადირე ბუნების საუკათესო დამცველია 23 39

ზურა

შეტყობინება დაამუშავა zura89 - სამშაბათი, 05.04.2011, 12:58:04
 
toka_monadireდრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 03:14:46 | შეტყობინება # 67
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიტყვებით ვერ აღვწერ ერთი შემიძლია რომ ვთქვა რომ დიდ სიმოვნებას ვღებულობ ნადირობის დროს

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
998დრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 13:03:57 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უპირველესი ინსტიქტი.
 
=G=I=O=დრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 15:36:16 | შეტყობინება # 69
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობატ, სად ,როდის, და რაზეა ნადირობის სეზონი საქართველოს ტერიტორიაზე

დამატებულია (06.04.2011, 14:36:16)
---------------------------------------------
ბიჯოებო გამარჯობატ, რდის და რაზე იწყება ნადირებოსს სეზონი საქარტველოსი....


1234
 
ტყუპადრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 16:19:23 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აგვისტოს ბოლომდე დაისვენე G=I=O= მერე იწყება და მიდი მოვდივარ 069
 
ij_27_nikaდრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 16:23:17 | შეტყობინება # 71
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა არის ავადმყოფობა 167 ოგონდ კარგი 166 069 069 069 069

n.gvene
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 17:34:12 | შეტყობინება # 72
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა და თევზაობა რომ აკრძალოს მთავრობამ ისეთი რევოლუცია მოხდება მიმიქარავს ოქტომბრისა. მაგარი რამეა. ბევრჯერ ქალებში წასვლაც გადამიდია 23 23 23
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 17:37:26 | შეტყობინება # 73
ჯგუფი: წაშლილები





zaza-50, ვაი მეეეე ზაზა, ქალებში წასვლაოოოო....... თან ზოგჯეროოოო...... 069 069 069 069 069 069 069
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 06.04.2011, 17:44:50 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან,თუ სანადირო ობიექტის სიმცირეა, სამაგიეროდ გადასახადია მცირე და არც სანადირო ადგილები გაყიდულა მასობრივად(ჩუმათ, ჩუმათ, არვინ გაგვიგიოს...). ე, მერე თქვი შენ, ნადირობა რომ მხოლოდ მდიდარი ხალხის ფუფუნება იქნება
 
qorbudeდრო: პარასკევი, 08.04.2011, 19:27:17 | შეტყობინება # 75
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენი წინაპრები ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებს სუფრასთან და ნადირობის დროს წყვეტდნენ,რადგან ორივე განტვირთვის უმაღლესი საფეხურია და აქედან გამომდინარე ჩვენი ისტორია,ამ ტრადიციების დაკარგვა ისტორიის დაკარგვაა
 
მონადირედრო: სამშაბათი, 10.05.2011, 18:20:18 | შეტყობინება # 76
ჯგუფი: წაშლილები





охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
dapasebuliდრო: კვირა, 15.05.2011, 01:41:45 | შეტყობინება # 77
ჯგუფი: წაშლილები





a11201, კაი სტატიაა გაიხარე.

დამატებულია (15.05.2011, 00:41:45)
---------------------------------------------
"ჯგუფი: წაშლილები" რას ნიშნავს?

 
tem-ukaდრო: კვირა, 10.07.2011, 23:02:36 | შეტყობინება # 78
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვფიქრობ, რომ ნადირობა არის ხელოვნება და აზარტი
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 17.07.2011, 15:45:10 | შეტყობინება # 79
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levani27, ჩაგეთვალა 069 069 აბსოლიტურად მართალი ხარ დაავადებაა სისხლი გეწამლება დამისი წამალი არ არსებობს 069

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
alekoდრო: კვირა, 17.07.2011, 16:56:13 | შეტყობინება # 80
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა, ნადირობა,...ამოუცნობი სფეროა 167 166

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
gocha_gochaდრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 15:35:22 | შეტყობინება # 81
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა არის ხელოვნება აზართტი კიდევ არის დაავადება რომლის წამალიც ჯერ არ გაოუგონებუათ 069 069
 
toka_monadireდრო: შაბათი, 01.10.2011, 00:56:03 | შეტყობინება # 82
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა, გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.

ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.

———————————————
ნადირობა საქართველოში

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

* სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
* სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
* სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
წყარო: ucnauri.com


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
BENELI_rustaviდრო: ოთხშაბათი, 05.10.2011, 22:40:01 | შეტყობინება # 83
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, 166 166 166

ჩემთვის ნადირობა , ნადირობის წინა გამიტ მოუსვენრობა, მერე გარიჯრაჟზე ნადირობის დაწყების მოლოდინში ყოფნა და ნომერში აზარტულად ყურებაა, ურთიერთობაზე და ტრადიციებზე საუბარი ზედმეტია.
 
bendeksiდრო: ოთხშაბათი, 05.10.2011, 23:04:29 | შეტყობინება # 84
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა და სეკსი ეს ორი რამ არის ყველაზე სასიამოვნო რამ რაც კი დედამიწაზე არსებობს...:D:D:D:D

ნიკა რაზმაძე
 
IKAHUNTERდრო: ხუთშაბათი, 06.10.2011, 11:18:35 | შეტყობინება # 85
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუნების სიყვარული, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უდიდესი სიამოვნების მიღების საშუალება 166 166 166 457 457 457
 
axotnikaდრო: ხუთშაბათი, 06.10.2011, 17:55:17 | შეტყობინება # 86
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ვისტვის როგორ............ზოგისტვის ჰობი,ზოგისტვის გარტობა,ზოგისტვის სიამოვნება......ზოგისტვის კიდე უბრალოდ დროის მოკვლა არი.......... მაგრამ ნადირობას არაპერი სჯობს,როცა ზაგლი სტოიკაზეა ან ნადირს სდევს {ერტი სიცოცხლეა დამიჯერეტ} 166

ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
dudu-dudaდრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 23:29:09 | შეტყობინება # 87
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ისე მოვიწამლე ნადირობით რომ არამგონია როდესმე განვიკურნო.. ძალიან მაგარია .. როგორც თოფით ნადირობა ასევე ბაზითაც ამიტომ ყველა თოფით მონადირეს ვთხოვ რომ შეეცადოთ ფრინველით ნადირობას მურამი დაუჭიროთ

 
ლაშა86დრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 23:35:36 | შეტყობინება # 88
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მუღამი კი მაქვს მაგრამ ცოდნა არ გამაჩნია სამაგისო და ამიტომაც ვიკავებ თავს, არადა ვიდეოებს როცა ვუყურებ ფრინველით ნადირობისას მაგრად მომწონს, ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს 166 166

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
bizonaდრო: პარასკევი, 11.11.2011, 12:24:37 | შეტყობინება # 89
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა პირველ რიგში მამაკაცის უძველესი პროფესიაა.. და ჩემთვის ყველაფერია ბუნების სიყვარული, სპორტი, მეგობრებთან ურთიერთობა და გართობა და ყველაფერი რომელიც შეზავებულია კურიოზებითაც და ხიფათითაც.. აბა რამ უნდა წამოგაგდოს დილის 6 საათზე ზამთარში და ყინვაში თბილი ლოგინიდან როცა არ გიჭირს თუარა ნადირობის სიყვარულმა 166 069

დ.კალანდაძე
 
gocha-titaდრო: შაბათი, 19.11.2011, 14:16:19 | შეტყობინება # 90
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაფერი კარგია რაც დაიწერა მაგრამ ალბათ პირველრიგში ადამიანი ავადდება ამ გაუკურნავი ავადმყოფობით " კარგი გაგებით
' ერთხელ თუ თოფი დაიკავე ალბათ ვეღარ გადააგდებ, ნარკოტიკივითაა. Shooting XOXOBI c555d d445 f60d f8eb249b7dd9 k01 h2 5bit
 
მირზა@ტოფიდრო: ოთხშაბათი, 23.11.2011, 22:44:04 | შეტყობინება # 91
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 65
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეეჰჰჰ ძმებო ნადირობა არის ძალინ მაგარი ხელოვნება . ადამიანმა თუ სისხლი მოიწამლა ამ საქმით ნადირობას ვგულისხმობ .ნადირობის დროს ჩვენ მონადირრები შევიძენთ ბევრ მიგობარს გავიცნობთ საქართველოს კუთხიდან წარმოსადგენ მონაადირეებს. მე ძმებო 11წლიდან ვნადირობ და ახლაც ძალიან მიყვარს ნადირობა და მაგის გარეშე როგორც ნარკომანს ნარკოტიკი ისე მე ნადირობის ლონკა მაქვს ყოველთვის ყველა ქართველ მონადირეს და არა ქართველს გლოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობაა, და გილოცავთ . და ნამდვილი ჭეშმარიტიმონადირე არ ინადირებს ფარ-პროჟრქტორით, არინადირებს მანოკოს დახმარებით,და ბრაკონიერებიც როოკვეხნიან ჩვენ ეს გვიქნია ის გვიქნიაო არაფელი არ უქნიათ გააჩანაგეს ფლორა და ფაუნა მაგ ღორებმა

მოგესალმებით .ყველას კეთილი იყოს თქვენიმობრძანება ჩემს სამფლობელოში
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 04.03.2012, 12:45:36 | შეტყობინება # 92
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში ბუნების სიყვარული შემდეგ აზარტი და ხელოვნება 39

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
nugomonadireდრო: კვირა, 04.03.2012, 15:17:16 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა და ბუნების მსახურება რჩეულთა ხვედრია ამიტომ გეტყვით წმინდა წერილის სიტყვებით: ''მრავალნი არიან ჩინებულნი, მხოლოდ მცირედნი რჩეულნი''(სახარება). სწორედ რჩეული ხალხი ხართ თქვენ ჩემო საყვარელო ბაზიერელებო და ამიტომ გაუფრთხილდით ამ სტატუსს. იყავით ბოლომდე კანონმორჩილნი ნადირობის დაწერილი და დაუწერელი მცნებებისადმი. დაგლოცოთ ღმერთმა და დედახვთისმშობელმა... 23_30_126 39 39 39

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ringoდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 17:20:40 | შეტყობინება # 94
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ჩემი ცხოვრების წესია და ვერაფერი შეედრება ამ სიამოვნებას, ნადირობა ასევე განტვირთვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, ალბათ ყველა მონადირე დამენთანხმება რომ, ნადირობის პროცეში ყველა პრობლემა უკან რჩება და მთლიანად ნადირობაზე ხარ კონცენტრირებული. მიხვალ დანიშნულების ადგილას, გადმოხვალ მანქანიდან ყინავს თუ ძალიან ცხელა, მაგრამ იმდენათ დიდია ნადირობის სიყვარული და მოზღვავებული ჟინი ეს ყველაფერი გვერძე რჩება და დიდი მონდომებით შეუყვები სანადირო ადგილებს, გაჩერდება ძაღლი ნაბულზე და გულაჩქარებულს და შემცივნებულს ძარღვებში სისიხლი გაგეყინება, ამოფრინდება ნადავლი თოფიც დაიგრიალებს და წარმატებული გასროლის შემდეგ სიამოვნებითა და მოზღვავებული ადრენალინით ოფლს იწმენდ,. 39 39 39 39 39 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

@@@@@
 
levaniko16დრო: სამშაბათი, 13.03.2012, 17:54:19 | შეტყობინება # 95
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ჩემთვის არანაირ პროფესიას არ წარმოადგენს, ეგ იყო პროფესია პირველყოფილურ პერიოდში, როცა ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკვების მოპოვების მიზნით კლავდა ნადირს. ჩვენ არ ვართ პროფესიით მონადირეები, ჩვენ ვართ მონადირეები რომელთაც ნადირობა უყვარს, არასადროს არ მინადირია ხორცის გულისთვის ან ფულის გულისთვის, არც მესმის იმ ხალხის ვინც მოპოვებულ ნანადირებს ყიდის, პირადად მე ჩემი ნანადირების გაყიდვა მთელი ამ სიამოვნების გაყიდვად მიმაჩნია რაც მივიღე ჩატარებული ნადირობით. პირადად მე ნადირობაში მივათვლი 3 პროცესს რაც მე მიყვარს: ნადირობა, თევზაობა და სოკოს მოპოვება, შეიძლება ვინმემ თქვას აქ სოკო რა შუაშიაო მაგრამ დამერწმუნეთ შუაში კი არა თავშია, ერთ სიამოვნებად ღირს ბუჩქებში მიმალული ნიყვის შემჩნევა ან მინდორზე თეთრ ზოლად ჩამწკრივებული ქამა ან ჯგუფად ამოსული მანჭკვალა და სხვა. სადავო მე მგონი აქ არაფერია და თუ ვინმე არ მეთანხმებით თქვით, მე ამაზე ბევრი მიფიქრია და რასაც ვწერ ამაში ყველაფერში დარწმუნებული ვარ.

shhxghxgggggghds
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 13.03.2012, 18:20:46 | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (levaniko16)
ჩვენ არ ვართ პროფესიით მონადირეები, ჩვენ ვართ მონადირეები რომელთაც ნადირობა უყვარს

მონადირე-სპორტსმენი ქვია შენ რასაც გულისხმობ.
 
levaniko16დრო: სამშაბათი, 13.03.2012, 19:27:56 | შეტყობინება # 97
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, კი სწრი ნათქვამია, ეგ სახელი შეესაბამება ჩვენისთანა მონადირეებს.

shhxghxgggggghds
 
giorgiდრო: შაბათი, 17.03.2012, 13:02:14 | შეტყობინება # 98
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


giorgi chitadze
 
monadire777(temo)დრო: შაბათი, 17.03.2012, 14:19:31 | შეტყობინება # 99
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 53
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა აზარტი, ადრენალინი და უდუდესი სიამოვნებაა. მე პირადად როცა მომენატრება, იუტუბიზე ვუყურებ დადებულ მასალას და ვკანკალებ როცა ძაღლი ნაბულზე დგას.

„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
 
lengo88დრო: კვირა, 18.03.2012, 14:20:40 | შეტყობინება # 100
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემთვის ყველაფერია ნადირობა, სპორტიც, ხელოვნებაც, აზარტიც და სიამოვნება 166 166 166 166 166

თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика