06:53:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ნანადირევი (ნანადირევის დაგემოვნება)
ნანადირევი
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 20.06.2012, 13:39:24 | შეტყობინება # 151
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასალა:


[size=15][color=blue]
კალმახი - 4 ცალი,
თეთრი ღვინო - 80 გრ,
ლიმონი -1 ცალი,
კონიაკი - 1 ს.კ.,
ოხრახუში - 1 კონა,
სტაფილო - 2 ცალი,
კარაქი,
მარილი,
პილპილი - საჭიროების მიხედვით;
ხახვი -1 ცალი;
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი (მწვანე),
მაიონეზი.

მომზადების წესი:

ლიმონი გავჭრათ შუაზე, ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ კონიაკი, მეორე ნახევარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
გამზადებულ, გასუფთავებულ კალმახს გარედან და შიგნიდან შევაზილოთ ლიმნის და კონიაკის მარინადი და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთის განმალობაში.

სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ოდნავ მოვშუშოთ ტაფაში კარაქთან ერთად.
ოხრახუში დავჭრთ მსხვილად.
სტაფილო, დაჭრილი ლიმონი და ოხრახუში გადავანაწილოთ კალმახის მუცლის ღრუში.
მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი.
თითოეული კალმახი დავდოთ კარაქწასმულ ფოლგაზე, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა,
ზემოდან დავადოთ რამოდენიმე ნაჭერი კარაქი.
კალმახი ფოლგაში ისე გავახვიოთ, რომ იქიდან წვენი არ გადმოიღვაროს. შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში;
[/size][/color]

---------------------------------------------

კალმახი ღვინოში
საჭირო მასალა: 4 ცალი კალმახი,
1 ჭიქა ღვინო,
80 გ კარაქი,
1 ცალი პრასა,
200 გ სტაფილო,
2 ჩ.კ. კვლიავი,
2 ცალი დაფნის ფოთოლი,
წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
მომზადება:სქელძირიანი ტაფა გავაცხელოთ,
გავადნოთ 1 ს.კ. კარაქი, დავაყაროთ მსხვილად დაჭრილი პრასა და სტაფილო.
ბოსტნეული 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.
თევზები გავასუფთავოთ, შიგნიდან და გარედან წავუსვათ წიწაკა, მარილი, 1 ჩ.კ. კვლიავი.
თითოეულს მუცელში ჩავუდოთ 1 ჩ.კ. კარაქი და ჩავდოთ ფორმაში.
ზემოდან დავადოთ მოშუშული ბოსტნეული, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანარჩენი კვლიავი, დავასხათ ღვინო
15-20 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. თევზის შენამწვავი წვენი გადავიტანოთ პატარა ტაფაში და 3 წუთი ვხარშოთ. შემწვარი თევზი მომზადებულ საწებელთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.


---------------------------------------------
შემწვარი წვრილი თევზი ბროწეულის საწებლით
გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ.
ერთად დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში.

შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, ზემოდან მოვასხათ ბროწეულის საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები.

მასალა:
წვრილი თევზი - 1 კილოგრამი
მცენარეული ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი
ქინძი - 5 ძირი
ბროწეული - 4-5 ცალი
ხახვი - 2 თავი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით

---------------------------------------------
შემწვარი ხოხობი ხახვით და სოკოთი
ხოხბის მომზადების მრავალი წესი არსებობს, ქართული ეროვნული "ჩახოხბილი" ალბათ თავიდან ხოხბით მზადდებოდა, უმარტივესია და უგემრიელესი ჩვეულებრივი წესით შემწვარი ფრინველი, მსოფლიო კულინარიაშიც ხოხბის კერძების უამრავი რეცეპტი არსებობს, გთავაზობთ ერთ–ერთ

მათგანს, შდარებით მისაღებს ქართული გემოვნებისთვის და მარტივს.

შემწვარი ხოხობი ხახვით და სოკოთი

ინგრედიენტები: 1 ხოხობზე:
1 სუფ/კოვზი გამდნარი ღორის ქონი,
2 სუფ/კოვზი კარაქი, 150 გრ. ქამა ან თეთრი სოკო,
120 გრ. ხახვი, 40 მლ. თეთრი ღვინო.

მომოზადება: ხოხობი დავამუშავოთ გავრეცხოთ და შვწვათ ტაფაზე, აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება ყველა მხრიდან, დავამატოთ სოკოს პარარა ქუდები და ხახვის პატარა ზომის მთლიანი თავები, რომლებიც ოდნავ მოშუშულია ცხიმში.
დავფაროთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ შუშვა.
მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ ღვინო, 1 ჭიქა მაგარი ბულიონი და წამოვადუღოთ.
ეს ბლუდა ღვინის გარეშეც შეიძლება მომზადდეს. სუფრაზე გატანისას ხოხობი ჩავდოთ ღრმა ჭურჭელში და შემოულაგოთ სოკო, ხახვი, მოვასხათ წვენი.
გარნირად შეგიძლიათ მიიტანოთ შემწვარი კარტოფილი


---------------------------------------------
ეგზოტიკური მწყერი სპარსულად
საჭირო მასალა (2 ულუფისთვის)
2 ცალი მწყერი
0,5ლ.ბროწეულის წვენი
სუნელები გემოვნებით
(მე გამოვიყენე სვანური მარილი ,კოწახური, და ხმელი ქინძი)
მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

გაასუფთავებთ მწყერს და ამოსვრით სუნელებში.
სუნელებიან მწყერს ჩადებთ საკონდიტრო ცელოფანში, რომელიც ჰერმეტულად იხურება, ან ნებისმიერ ღრმა ჭურჭელში, რომელიც ხუფით დაიხურება ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს.
დაასხამთ ბროწეულის წვენს, ეს რაოდენობა საკმარისია ორი მწყერისთვის რომ მთლიანად დაიფაროს.
შედგამთ მაცივარში და გააჩერებთ 24 საათი.
რომ გამოიღებთ ხორცი უნდა იყოს წითელი – ანუ ბოლომდე გაჟღენთილი წვენში.
ამოიღებთ მწყერს ცალკე, წვენს ცალკე ჭურჭელში.

შეწვით ჩვეულებრივ ცხიმში და დროდადრო უმატეთ ეს მარინადის წვენი.

საბოლოოდ მთლიანად გადაეკვრება აპკივით აორთქლებული წვენი.


---------------------------------------------
23_30_126 კურდღლის ჩაშუშული ესპანურად
ინგრიდიენტები

1 ცალი კურდღელი აქნილი (8-10 ნაწილად იქნება)
300 გრ. სოკო (მინდვრის ან სათბურის);
300 გრ. შებოლილი ცხარე სოსისი, საუკეთესოა "ჩორიზო" დაჭრილი თითო ლუკმად (შეიძლება ჩანაცვლდეს შებოლილი

ლორით (თხლად დაჭრილი) ან სოსისით "მონადირული");
2 თავი საშუალო ზომის ხახვი, დაჭრილი;
2 კბილი ნიორი, დაჭრილი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
მარილი, წიწაკა.
1,5 ჭიქა ღვინო ან შერი;
1 ქილა (400 გრ) დაჭრილი პომიდორი;
ზეთი - შესაწვავად;
1 კონა ოხრახუში, დაჭრილი ბოლოს მოსაყრელად;
1 ცალი დარიჩინი (სურვილისამებრ);
1/2 მუსკატის კაკალი დახეხილი (ესეც სურვილისამებრ)

მომზადების დრო: ინგრედიენტების მოსამზადებლად - 15 წუთი; ღუმელში საჭიროა 1.5 სთ (საშუალოდ);
ინვენტარი: ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელი ღუმელისათვის;

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საჭიროა ღრმა თუნუქის ფურცელი (კიდეები 5 სმ სიმაღლის მაინც უნდა ქონდეს). მოასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ კურდღლის ნაჭრები, სოსისი, სოკო, ხახვი, ნიორი, სუნელები, ღვინო მოკლედ ყველაფერი რაც ზემოთ წერია და აურიეთ კარგად. შედგით ღუმელში.
მზად არის დაახლოებით 1,5 საათში. (მომზადებას შეატყობთ, როცა ხორცი რბილი იქნება და ადვილად მოშორდება ძვალს). წვენს თითქმის ჩაიშრობს და სოუსის (საწებლის) სისქის დარჩება.

უხდება ახალ, კარაქში მოთუშულ სტაფილოს, ბარდას, კარტოფილს.
ამასთანავე, "ცოცხალი" სალათა მწვანე ფოთლები, კიტრი, სიმინდის მარცვლები, ზეთისხილი.
პიურე ან სქლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი.


---------------------------------------------
კურდღლის რაგუ მონადირული
გარეცხილი და დალბობილი კურდღლის ხორცი დავჭრათ 40-50 გ ოდენობის ნაჭრებად.
ჩავალაგოთ სქელძირიან თუჯის ანალუმინის ქვაბში,

დავასხათ წყალი, დავამატოთ მონადირეებისთვის აუცილებელი სანელებლები - დაფქვილი წიწაკა, მარილი, დაფნის ფოთოლი, ხახვი. შეიძლება ნიორიც (თუ გესიამოვნებათ).
ხორცი რომ ადუღდება და მოიქაფება, ქვაბში ჩაუშვით გაფცქვნილი მსხვილად დაჭრილი კარტოფილი. იხარშება ერთად ბოლომდე. თუ ნანადირევი მჭლეა, მოუხდება ღორის ან ბატის ქონის დამატება.

ინგრედიენტები:
1 კურდღელი,
1 კგ კარტოფილი,
1 თავი ხახვი, წიწაკა,
მარილი, დაფნის ფოთოლი - გემოვნებით.


ბაქარ ხარებავა

შეტყობინება დაამუშავა baqarixarebava - ოთხშაბათი, 20.06.2012, 22:00:04
 
ktx-100დრო: ოთხშაბათი, 20.06.2012, 13:59:52 | შეტყობინება # 152
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თემაა, სხვათაშორის მაგრად მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, ახალი და განსხვავებული რეცეპტებით ვერ დავიტრაბახბ, მაგრამ ყველაფერი სწავლითაა :)

ამ რეცეპტებში ხან ისეთი დასახელების მასალები წერია რომ არც კი გამიგია რას ნიშნავს 23


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 20.06.2012, 15:23:12 | შეტყობინება # 153
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საცივის გაკეთება

დამატებულია (20.06.2012, 14:15:49)
---------------------------------------------
მწვადი

დამატებულია (20.06.2012, 14:19:48)
---------------------------------------------
"თევზი სიჩუანურად"

დამატებულია (20.06.2012, 14:23:12)
---------------------------------------------
ჩახოხბილი


ბაქარ ხარებავა
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 20.06.2012, 20:00:00 | შეტყობინება # 154
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, 166 :166: 166 23_30_126 :23_30_126: აუცილებლად გავითვალისწინებ 23_30_126

---------------------------------------------
შემწვარი ღალღები საწებლით
მასალა:
ღალღა 6ც.
ერბო 6–7 ს/კ.
ბაჰარი 5 მარცვალი
პურის ფქვილი 1 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
შავი პილპილი 4 მარცვალი
ნახევარი ლიმონი
ხახვი 1 თავი.

მომზადება:
ღალღა გამოვასუფთაოდ, გავრეცხოთ, შევწვათ შამფურზე ან ქვაბში 2–3 ს/კ. ერბოთი. შეგნეულობა წვრილად დავჭრათ, დარჩენილ ერბოში მოვხრაკოთ ხახვი და ფქვილი, დავამატოთ ბაჰარის მარცვალი, დანაყილი შავი პილპილი, მოვაყაროთ მარილი, ჩავაწუროთ ნახევარი ლიმონი. შეგიძლია დავამატოთ არაჟანიც. ყველა ეს გავსხნათ 1 ჭიქა ბულიონში, ავადუღოთ და ჩავაწყოთ შემწვარი ღალღები.

---------------------------------------------
გარეული იხვის მომზადება
მასალა:
იხვი 1ც.
ვაშლი 2ც.
ფორთოხალი 1ც.
წითელი ღვინო 2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.


მომზადება:
წითელ ღვინოს დავამატოთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ, მიღებული მასა წავუსვათ, გასუფთავებულ იხვს შიგნიდან და გარედან. ვაშლი გავყოთ 4 ნაწილად (გული ამოვაცალოთ) და დავჭრათ მსხვილ კუბიკებად. ფორთოხალი გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად, ავურიოთ დაჭრილ ვაშლს და ამოვავსოთ იხვის მუცელი. ამოვკეროთ მაგარი ძაფით და შევდგათ აირღუმელში 2 საათი 150* ტემპერატურაზე. (შეწვის დროს აირღუმელის ქვედა ნაწილში დავდგათ ჯამით წყალი, რათა იხვი არ გამოშრეს). მომზადებული იხვი მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე და მოვაშოროთ ძაფი.

[color=purple]


ბაქარ ხარებავა

შეტყობინება დაამუშავა baqarixarebava - ოთხშაბათი, 20.06.2012, 22:10:15
 
baqarixarebavaდრო: ოთხშაბათი, 20.06.2012, 22:09:10 | შეტყობინება # 155
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზის გულიაში
თევზი 500გრ.
1ც. ლიმონის წვენი
ხახვი 1 თავი
ნიორი 3–4 კბილი
ოხრახუში 1 კონა
კამა 1 კონა
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
ლიმონი 2–3 ნაჭერი
წყალი 2–3 ჭიქა
დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.


მომზადება:

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვასხათ ლიმნის წვენი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და გავაჩეროთ 15–20 წუთი დასამარინადებლად. ხახვი, ნიორი და მწვანილები დავჭრათ წვრილად, დავამატოთ ლიმნის ნაჭრები და ვთუშოთ ზეთში ტაფაზე დაახლოებით 3–4 წუთი, შემდეგ დავამატოთ ტომატ–პასტა, ავურიოთ, დავასხათ წყალი, ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 20–30 წუთის განმავლობაში. გავაფორმოთ მწვანილით.


---------------------------------------------
დამარინადებული ხამსა

მასალა:
თევზი (ახალი ხამსა) 500გრ.
ლიმონი 1ც.
ნიორი 5–6 კბილი
ხმელი ქინძის მარცვლები 1 ჩ/კ.
ძმარი 2 ს/კ.
ოხრახუში, კამა, ზეთი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.


მომზადება:
თევზები გავასუფთავოდ (თავიც მოვაცალოთ), გავრეცხოთ, მოვათავსოთ ღრმა ჯამში, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, დავასხათ ძმარი, ზეთი, დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ 2 დღე.



ბაქარ ხარებავა

შეტყობინება დაამუშავა baqarixarebava - ოთხშაბათი, 20.06.2012, 22:09:36
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 21.06.2012, 14:00:58 | შეტყობინება # 156
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტყეში ძალიან ადრე მთაში წავსულვართ და რო ვერაფერი გვინახია ორი დღე, შაშვები მოვკალით და ცეცხლზე შევაპიწკინეთ, პური გამოგველია და ხახვთან ერთად გავაგრძელეთ, ამაზე გემრიელი არ მახსოვს არაფერი ისე მშიოდა.
მაინტერესებს ლიცენზიაში რისი უფლებაც გვაქვს და რაზეც ვნადირობთ იმათი მომზადება რამდენნაირად შეიძლება და რომელი ჯობია:


1. ბატი
2. იხვი (ყველა სახეობა, პატარა და დიდი ხარაზულიც)
3. მელოტა
3. ტყის ქათამი
4. ჩიბუხა
5. მწყერი
6. ქედანი
7. გულიო (გვიძინი)
8. გვრიტი

აქ იხვებზე ჭიკვარა და იხვინჯები და ასეთები თუ შეგხვდეთ დაწერეთ, შეიძლება ისენი უფრო გემრიელია ვიდრე ხარაზული.

თევზები:

1. კეფალისებრები
2. სტავრიდა
3. სკუმბრია
4. ღორჯოსებრები
5. ლოქო იგივე ღლავი
6. კობრი
7. შამაია
8. ხრამული ტბის და მდინარის


შეგიძლიათ აქ ჩამოუთვლელი თევზებიც ოღონდ ის რასაც დავიჭერთ და შეგვრვდება, ზვიგენის მომზადება არ გვინდა ძმებო, ამათზე ვისაუბროთ რაც ვიცით და რაზეც მოგვიწევს შემდეგში ზრუნვა


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.06.2012, 15:18:27 | შეტყობინება # 157
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახოტნიკა შენ რაღაც გლახად მიამსგავსე ტურა მწყერს და რას უშვები ნეტავი მაგ მოკლულ ტურებს ჰა, ხო არ ამარილებ 069 069 069

დამატებულია (21.06.2012, 14:17:54)
---------------------------------------------
ქენის ხორცი კარტოფილით
მასალა_ქედნის მკერდის ხორცი 300 გრ, კარტოფილი 4ცალი, ხახვი 2თავი თუ არ გაქვთ მეზობელს შეესესხულეთ, სოიოს სოუსი, 2 სკ ზეთი_ სამი ს.კ , ნიორი 2 კბილი, , დაფქული ქინძი 1 ჩ.კ, ზეთის ხილი2ო გ.რ, კამა, დაფქული წიტელი წიწაკა მარილი გემოვნებით.
მომზადება_ კარტოფილი გატალეტ და დაწერით ასანთის ღერებივით და მარილიან წყალში მოხარშეთ, წვრილად დაჭრილი ხორცი ჯერ მოხარსეთ მერე სეწვით წვრილად დაჭრილ ხახვტან და სოიოს სოუსტან ერტად, სეურიეთ ერთმანეთს კარტოფილი და ხორცი, მოაყარეთ მარილი წიწაკა წვრილად დაჭრილი ნიორი, სალათა მორტეტ კამით და ზეთისხილით.
დანარჩენი ქე იცით 069

დამატებულია (21.06.2012, 14:18:27)
---------------------------------------------
ქედნის ხორცია იქ 069


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
racha123დრო: კვირა, 03.11.2013, 00:32:42 | შეტყობინება # 158
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 118
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მცკერი კურდგელი კაია დზაან
 
chelo2121დრო: ორშაბათი, 01.12.2014, 20:15:46 | შეტყობინება # 159
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრინველებიდან მწყერი და ქათამი ცხოველებიდან ტახი და დათვი

დამატებულია (01.12.2014, 19:15:32)
---------------------------------------------
არჩვიც მაგარია

დამატებულია (01.12.2014, 19:15:46)
---------------------------------------------
gimili

 
xvitovichiდრო: ხუთშაბათი, 28.01.2016, 16:59:50 | შეტყობინება # 160
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერი 10

s
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ნანადირევი (ნანადირევის დაგემოვნება)
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика