12:48:02
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » თევზის სატყუარები (თუ იყენებთ თევზის დასაჭერად სატყუარებს რა სატყუარებს იყენებთ)
თევზის სატყუარები
ormeteliდრო: პარასკევი, 08.03.2013, 23:13:56 | შეტყობინება # 101
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე თევზაობა კარგად არ ვიცი,მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ ყველაფერს

დამატებულია (08.03.2013, 22:13:56)
---------------------------------------------
ისე ჩემ ბიჭს უყვარს ძალიან თევზაობა,ზაფხულში სუფსაზე ლოქოც კი დაიჭირა მაგრამ,მაინც ღორჯოზე თევზაობა ურჩევნია პატარა ანკესებით დღეში კილო კილო ნახევარი მოაქვს სახლში(დანარჩენს ეგ და მისი ბიჭები ბირჟაზე პვავენ და ჭამენ)

 
CIVXELA55დრო: სამშაბათი, 12.03.2013, 21:44:29 | შეტყობინება # 102
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgevichi83, საქონლის ღვიძლი არა მაგრამ,ჩემთან სოფელში საქონლის ხორცს რამდენიმე დღე მზეზე აყროლებენ რო კარგად გაფუჭდეს და აყროლდეს და მერე ამ აყროლებულ ხორცს არაგაც ჭია უჩნდება რომელითაც პირადად ჩემს სოფელში საზანსაც იჭერენ ხოლმე
 
tatoxoniდრო: სამშაბათი, 12.03.2013, 23:31:39 | შეტყობინება # 103
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგას ჩვენთან "აპალაჩის" ეძახიან

დამატებულია (12.03.2013, 22:31:39)
---------------------------------------------
მაგას ჩვენთან "აპალაჩის" ეძახიან


ხონსკი
 
CIVXELA55დრო: სამშაბათი, 12.03.2013, 23:38:16 | შეტყობინება # 104
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"აპალაჩის" რას ეძახიან ტქვენთან tatoxoni,
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 10:14:04 | შეტყობინება # 105
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (CIVXELA55)
საქონლის ხორცს რამდენიმე დღე მზეზე აყროლებენ რო კარგად გაფუჭდეს და აყროლდეს და მერე ამ აყროლებულ ხორცს არაგაც ჭია უჩნდება

ეგ, ჭია ბუზის, შემოქმედებაა. ანუ ბუზი დებს კვერცხების პონტში და იქიდან არის ეგ მატლები. "თეთრი ჭია" ასე ეძახიან მეთევზეები. რუსები კი "აპარეშს" ეძახიან.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 12:48:29 | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქონლის ხორცი არც მე გამიგია მაგრამ მე პირადად ლოქოზე როდესაც ვთევზაობ კორმად ვიყენებ ხოლმე ძველ ხორცს... ბაყაყს. მარსკოი ჭიას, მახრას, ბაყაყზე მყავს 8 კილოიანი დაჭერილი

 
CIVXELA55დრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 12:50:11 | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ნუ ხო ეგ აღAრ ვიცი რისი ჭია მარა რავი კარგად კი მოდის იმ ჭიაზე

დამატებულია (13.03.2013, 11:50:11)
---------------------------------------------
ისე მახრაც კარგი საშვალებაა

 
xvamli123დრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 13:30:00 | შეტყობინება # 108
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოთ ბიჭებო საქონლის გულგვიდზლი გორის გვიდზლი ქატმის შიგანი ამ ყველაფერს ჩავყრიტ გადაჭრილ 2ორ ლიტრიან ბოტლში დავდებტ მზეზე და ავამკრალებტ, შემდეგ ავიგებტ საპონის ერთერთ სახეობას ამას კარგად გავიგებ და გეტყვით და ხორცის მანქანაში გავატარებთ გამოვა მაგარი სმესი ისეთი რომ დიდ კრუჩოკზე კარგად დაეგება დანარჩენი თქვენზეა ..... 166

დამატებულია (13.03.2013, 12:30:00)
---------------------------------------------
ალბათ მიხვდებიტ საპონი რა როლს თამაშობს, როცა წყალში ჩავა ეს სმესი, მაშინ საპონი უშვებს ლორწოვან ქაფს და მიყვება დინებას აი ის არის რომ იზიდავს ლოქოს. მეც უნდა ვცადო აუცილებლად.. საპონი უნდა რომელიგაც არომატის გავიგებ ...


g.asatiani
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.04.2013, 17:22:16 | შეტყობინება # 109
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დარწმუნებული ვარ თქვენს სათევზაო ბიოგრაფიაში მომხდარა ისეთი შემთხვევა, როდესაც გვერდზე მჯდომი მეთევზე იჭერს და თქვენ კი ვერა. ისიც გიფიქრიათ ალბათ რომ მას რაღაც ჯადოსნური სატყუარა აქვს და მისი იღბლიანობაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
მართლაც თევზი ხშირად კაპრიზობს და შეთავაზებულ სატყუარებიდან არც ჭიას ჭამს, არც სიმინდს და სრულიად გაუგებარია რა უნდა მას.
ისეც ხდება ხოლმე რომ ცოცხალი სატყუარას მოპოვება საკმაოდ რთულია, არადა თევზი აშკარად არის, ზღვაზე მაგალითად.

სწორედ ასეთ სიტუაციაში ჯადოსნურ სატყუარად მოგვევლინება - პასტა- , ის რასაც ჩვენთან "სმესს" ეძახიან (რუსული -Смесь -ნაზავი).

რეცეპტი №1

ვიღებთ მოხარშულ კვერცხის გულს და ერთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად შევზილავთ ერთგვაროვან მასამდე. ვამატებთ პურის გულს, ოდნავ წყალს და მზესუმზირის ზეთს. ყველაფერს ვზილავთ მკვრივი ცომის კონსისტენციამდე.
ამ პასტით თქვენ დაიჭერთ კობრისებრთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელს.

რეცეპტი №2

პურის გული და მოხარშული კარტოფილი ერთად შევზილოთ. დაუმატოდ ოდნავ მზესუმზირის ზეთი. ნივრის საჭყლეტში 2 კბილი ნიორი გავსრისოთ და დაუმატოდ ნაზავს. ვზილოთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობამდე.
ამ პასტას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ კობრი, საზანი და კარჩხანა.

რეცეპტი №3

ერთი მსხვილი მოხარშული კარტოფილი და მოხარშული კვერცხის გული შევზილოთ ერთმანეთში. დაუმატოდ ერთი სავსე სუფრის კოვზი ფქვილი და მაგდენივე თაფლი. ვზილოდ ერთგვაროვანი ნაზავის მიღებამდე.
ამ პასტით თქვენ მოიზიდავთ კობრს, საზანს, კარჩხანას, შმაის, ქაშაპს.

რეცეპტი №4

მოხარშულ კარტოფილს, მოხარშულ კვერცხის გულს და პურის გულს ერთმანეთში შევზილავთ. ვიღებთ ერთ სოსისს, ვაცლით პარკის აპკს და ვსრისავთ წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე და შემდეგ შევზილავთ უკვე არსებულ ნაზავში.
ამ პასტაზე განსაკუთრებით კარგად მოდის ხრამული, ჭანარი, წვერა და მურწა.

რეცეპტი №5

პურის გულს და მოხარშულ კარტოფილს შევზილავთ ერთმანეთში. მაღაზიაში ვყიდულობთ ნებისმიერ თევზს (100 გრამი სრულიად საკმარისია) და ვხარშავთ სანამ არ ჩაიშლება. შემდეგ გადახარშულ თევზს რამოდენიმეჯერ ვატარებთ ხორცის საკეპში, წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე. აურევთ ორივე ნაზავს ერთმანეთში.
ამ პასტით თევზაობენ ზღვაში კეფალზე, ბარაბულზე, ლასკირზე.

დამზადებული პასტები თქვენ უპრობლემოდ შეგენახებათ პლასტმასის კონტეინერში მაცივრის ქვედა თაროზე. თევზაობის დროს კი მე გირჩევდით პასტა პლასტმასის შპრიცში მოათავსოდ. ასე მისი ნემსკავზე წამოცმა (დახვევა) უფრო მოხერხებულია.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 26.04.2013, 19:56:07 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თევზები საკვებს ეძებენ გრძნობათა ორგანოების - ყნოსვის, გემოვნების, შეხების, მხედველობისა და გვერდითი ხაზის ორგანოს საშუალებით.

ყნოსვის ორგანო თევზებს ძალზედ განვითარებული აქვთ. ასე მაგალითად, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტ გ. ვ. ნიკოლსკის თანახმად გველთევზა სპირტის სუნს იგრძნობს თუ მისი ერთ გრამი განზავებულია 3500კმ3; კარჩხანა ნიტრობენზოლის სუნს აღიქვამს თუ მისი კონცენტრაცია შეადგენს ერთ გრამს 100კმ3 წყალზე. ამის გა,მო სატყუარებში სურნოლოვანი ნივთიერებანი უნდა დაემატოს ძალზედ ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ატრაკტანტულ ნივთიერებიდან იგი შეიძლება ლეპელენტურ ნივთიერებად მოგვევლინოს.

სატყუარას დამზადებისას ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება მიეცეს მიმზიდველი სუნი.

სატყუარებში არომატული ნივთიერებათა დამატება განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ჭერა ხდება ღამით ან არა საკმაო გამჭვირვალობის წყალში, როცა თევზის ორიენტირება საკვებზე, ძირითადად ყნოსვით ხდება.

თევზები კარგად შეიგრძნობენ საკვების გემოს, განასხვავებენ ტკბილს, მწარეს, მჟავესა და მარილიანს. მაშასადამე, საჭიროა შევისწავლოთ თევზთა გემოვნება და გავითვალისწინოთ ეს სატყუარათა დამზადების დროს. სატყუარა მუდამ ახალი უნდა იყოს და არა დამჟავებული.

კარგად აქვთ თევზებს განვითარებული შეხების ორგანოებიც. ამიტომაა., რომ ისინი მყისიერად გამოაგდებენ პირიდან სატყუარასთან ერთად წავლებულ ნემსკავს - ესმით რომ ის გარეშე საგანია და არა საკვები. მაგრამ ესჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ნემსკავის წვერი აუცილებლად უნდა იყოს დაფარული სატყუარათი. ყველაფერი დამოკიდებულია თევზს სახეობაზე, ჭერის პირობებსა და სატყუარაზე. თუ თქვენ სარგებლობთ რბილი, ნაზი სატყუარათი, უმჯობესია ნემსკავის წვერის დამალვა, ხოლო თუ უხეში, მაგარი სატყუარათი --ნემსკავის წვერი თავისუფაი უნდა იყოს, რომ თევზი საიმედოდ წამოეგოს ანკესზე.

თევზები განახვავებენ საგანთა ფერსაც. ზოგიერთი თევზი, მაგალითად, ნაფოტა ამჯობინებს მწვანე ან თეთრი ფერის სატყუარებს, ქორჭილა და ზოგიერთი სხვა თევზი––წითელს და ასე შემდეგ.

გვერდითი ხაზის ორგანოს დახმარებით თევზს შეუძლია ისეთი საკვების პოვნა, რომელიც წყლის რხევებს იწვევს.

მოვიყვანოთ სხვადასხვა სახის მცენარეული სატყუარების გამოყენებისა და დამზადების აღწერა.

პურეული – ხორბლის, ჭვავის, შვრიისა და ქერის მარცვლები ვარგისია სხვადასხვა კარპისებურ თევზზე, კერძოდ, კობრის, კაპარჭინას, იდის, ფარფლწითელას, ნაფოტას ანკესობის დროს.

თავ-თავიდან აღებულ, ჭყინტ 2–3 ცალ მარცვალს პირდაპირ ანკესზე წამოაგებენ. ძველ, ხმელ მარცვლებს ჯერ გარეცხავენ, ხოლო შემდეგ დაალბობენ ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში 8–12 საათის განმავლობაში და ისე იყენებენ. უფრო ხანგრძლივი დალბობის დროს მარცვლები მჟავდება და უვარგისი ხდება. დაბერილ მარცვლებს ჩადებენ ქოთანში ან ქვაბში, ოდნავ მოასხაავენ წყალს და მოშუშავენ ღუმელში, ან ხარშავენ დაბალ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ მარცვლები დარბილდება, მაგრამ კანი მთელი დარჩება.

ამის შემდეგ მარცვკლებს გაავლებენ ცივ წყალში და პატარა, წვრილ, ნემსკავს წამოაცვავენ 1––3 ცალ მარცვალს. ამასთან ნემსკავი შეყავთ კანქვეშ და მის წვერს ოდნავ გამოყოფენ გარეთ.

ბარდა კარგი სატყუარაა კობრის, კაპარჭინას, ქაშაპის, იდის დასაჭერად. სატყარასათვის ბარდას წინასწარ დააალბობენ, ხოლო შემდეგ მოხარშავენ. სატყუარად შეიძლება გამოვიყენოთ ასევე დაკონსერვებული ბარდაც.

სტაფილო მოხარშული ფორმით, ძირითადად გამოიყენება ნაფოტაზე თევზაობისას.

კარტოფილი კანგაუცლელად იხარშება მარილწყალში, სატყუარასთვის მას ჭრიან პატარ-პატარა კუბიკებად.
წყარო:ali.ge


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 26.04.2013, 20:07:04 | შეტყობინება # 111
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გთავაზობთ შოთა კალანდაძის სტატიას ჟურნალიდან “მონადირე და მეთევზე”-1989წელი.

თევზაობის მოყვარულებს
ბევრი მოყვარული, განსაკუთრებით კი ახალბედები, ხშირად გვეკითხებიან, ამა თუ იმ თევზის დასაჭერად რა სატყუარა გამოვიყენოთო. ის, ვინც დაინტერესებულია ანკესით თევზის ჭერის წესებით, მას ლიტერატურაც ბევრი აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში ანკესით ჭერას უმაღლეს სასწავლებლებშიც კი ასწავლიან.
დღეისათვის ქართულად გამოცემულია შემდეგი ლიტერატურა: მაქს პიპერის წიგნი „მრავალნაცადი მეტევზე“, რომელიც შოთა დოლიძემ თარგმნა, გამოცემულია „საბჭოთა საქართველოს“ მიერ 1977 წელს. ასევე დაგეხმარებათ კოტე საპიცკის „მოყვარული მეთევზის მეგზური“ და „მოყვარული მეთევზის კალეიდოსკოპი“ (საბჭოთა საქართველო 1977 წ.), შოთა დოლიძის „სპორტული თევზაობა“ (საბჭოთა საქართველო 1979 წ.), შ.კალანდაძის „საქართველოს თევზჭერის მოყვარულის ცნობარი“ 1980 წ.

სხვადასხვაგვარი სატყუარა
ანკესით თევზაობისას აუცილებელია სატყუარა. ჭიაყელა უნივერსალური სატყუარაა, რომელიც ყოველგვარი თევზის დასაჭერად გამოდგება. პატარა ჭიაყელებს ეტანება ციმორი. კობრს, კაპარჭინას, წვერას და სხვა თევზებს უფრო მსხვილი ჭიაყელები ურჩევნიათ. ქაშაყსა და ქორჭილას კი უფრო მოზრდილი სატყუარით იჭერენ.
თუ ჭიაყელას თევზი არ მიეტანა, მაშინ შეიძლება ვიხმაროთ სხვაგვარი სატყუარები: მატლი და მუხლუხო ჭია. ქაშაყი, კაპარჭინა და სხვა თევზები ძალიან ეტანებიან ხის ქერქის მატლს, ბოსტნის და პეპლების მუხლუხოებს. ხორცის ბუზის თეთრი მატლი ძალიან კარგი სატყუარაა კობრის ჯიშის თევზებისათვის.
იქ, სადაც გვხვდება მედღეურა, რეკომენდებულია მოვძებნოთ მისი მატლი. მედღეურას მატლი შეიძლება ვიპოვოთ ფსკერის შლამში. შლამს იღებენ ქილით ან პეპლის საჭერი ბადით, შემდეგ გადმოაპირქვავებენ ნაპირზე, სადაც ეძებენ ორი სანტიმეტის სიგრძის მცოცავ მატლებს. მატლს მთელი სიგრძეძე კი არ წამოაგებენ ანკესზე, მის ორ ბოლოს რგოლს, რათა ფსკერზე ჩაშვებისას თავისუფლად მოძრაობდეს.
მდინარის მცირე მოლუსკი ცხოვრობს მერქანზე. იგი ნაფოტას საყვარელი საკვებია.
კიბის კისერი მარტო ჩვენთვის კი არ არის დელიკატესი, ბევრი თევზისათვის სასიამოვნო საკვებია. თევზი მთლიან კიბოს ეტანება, ზოგიერთს კი პატარ-პატარა ნაჭრები ურჩევნია.
თითქმის ყველა მწერი წელიწადის დროის მიხედვით კარგი სატყუარაა. მაისის ხოჭო – ზაფხულში ცოცხლად, ხოლო მოგვიანებით დასპირტული შესანიშნავი სატყუარა იქნება. ყოველთვის ვარგისია ივნისის ხოჭო, კურტალია, ჭრიჭინა, ოთახის ბუზი.
ზოგ შემთხვევში შეიძლება გავჭრათ თევზის კუჭი და ვნახოთ, რა არის მასში. ზოგ რამეს ისეთსაც ვიპოვით, რომელიც სატყუარად გამოდგება. ბაღის ლოკოკინებს და ლოქორიებს, პატარა და საშუალო ზომის ბაყაყებს, ცხენისა და ჩვეულებრივ წურველას, დაკლული ცხოველების ფილტვებს, თირკმლებსა და სხვა შიგნეულს სხვადასხვა გველთევზი ეტანება.
საზღვარგარეთ, განსაკუთრებით საფრანგეთში, დიდ გასავალშია ხორცის მწვანე ბუზის ჭია. მას კარგად ეტანება კალმახი და ყველა სახის არამტაცებელი თევზი.
მსხვილ და წვრილ არამტაცებელ თევზებს ძალიან უყვართ მოყვითალო და ოდნავ რბილი კარტოფილის სატყუარა. მთლიანი კანგაუცლელი კარტოფილი შესანიშნავად ჩერდება ანკესზე. მსხვილ კარტოფილს პატარა რგოლებად ჭრიან. ის კიდეებზე უფრო მაგარია, ვიდრე – შუაში. თუნუქის ბრტყელ კოლოფში ინახავენ წინასწარ დამზადებულ ნაწრებს, კოლოფის ფსკერსა და კედლებზე ქონს წაუსვავენ, მოაყრიან ცოტა შაქარსა და მარილს.
კარტოფილის სატყუარას მსგავსია აგრეთვე მანანას ატრია. კანიანად მოხარშულ კარტოფილს, აგრეთვე ბურღულს, დავამატოთ ცოტა შაქარი, მოვაგუნდაოთ ნიგვზის ტოლა ატრია და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ორი წუთის შემდეგ ისინი ამოტივტივდებიან და უნდა ამოვიღოთ. ატრია უნდა იყოს რბილი და ამავე დროს დრეკადი, როგორც რეზინი, მაშინ იგი კარგად მაგრდება ანკესზე.
ცომს, რომელიც სატყუარას, ძირითადად იყენებენ არამტაცებელი თევზის დასაჭერად. იგი ასე მზადდება: ტეთრ პურს გააცლიან კანს, შეურევენ მოხარშულ კარტოფილს (5:1 პროპორციით) და აზელენ, სანამ კარგი ცომი არ მოვა. კარგია ქონის დამატებაც, რითაც მოქნილი ხდება, წყალში სწრაფად არ იხსნება და დროზე ადრე არ ხმება. გარდა ამისა, შეიძლება დავუმატოთ: შაქარი, მარილი, თაფლი, რბილი ყველი და სხვა ცოცხალი წარმოშობის დანამატებია: მატლები, წიების წვრილი ნაწრები, წიაყელას ან დფნის ფაფა, ეს დანამატი ძალიან სასარგებლოა, კარგი სატყუარაა აგრეთვე ანკესზე წამოგებული მაკარონი.
სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვანაირად შემზადებულ ყველს ეტანებიან პატარა და დიდი თევზები: კაპარჭინა, გველთმოხარევზა და სხვა. წამოეგებიან ყველზე, მაგრამ სატყუარა შესაფერისი ზომის უნდა იყოს. 3-6 მმ. დიამეტრიამი ყველის რგოლები კარგია ზოგიერთი მსხვილი თევზისათვისაც. კარგია აგრეთვე შვეიცარიული და ჰოლანდიური მაგარი ყველი. მისგან ამოიჭრება პატარა ზომის ნაჭრები და გაკეთდება რგოლები, დასარბილებლად რამით ჩაყრიან ტკბილ რძეში. დარბილებული ყველი ადვილად წამოეგება ანკესს. კარგი სატყუარას მომზადება შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ყველის ნარჩენებისგანაც. ნარჩენებს დაფშვნიან, ყველი კარგად აირევა და გაიხსნება, შეურევენ ფქვილს; შეიძლება ყველს დავუმატოთ ცოტა თაფლი, ქონი და გადავხარშოთ. სატყუარა უნდა იყოს რბილი, მაგრამ კარგად ჩერდებოდეს ანკესზე. კარგი იქნება, თუ დავუმეტებთ დასრესილ ლოკოკინებს, კიბორჩხალებს, მატლებს, თევზებს და სხვა სატყუარას. ამ დანამატებს ერთმანეთს შეურევენ ანკესზე წამოგების წინ.
ყველაზე უფრო გახშირებულია მარცვლეულით თევზაობა. მოხარშავენ ხორბალს 24 საათის განმავლობაში დაალბობენ, შემდეგ გადაწურავენ, დაასხამენ ახალ წყალს და დახურული ქვაბით დადგამენცეცხლზე, უმჯობესია – გაზქურაზე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.ორი საათის შემდეგ ხორბალი დასკდება, გამოჩნდება თეთრი ბოლოები, მაგრამ მარცვლები ძალზე რბილი იქნება. მისგან წვენი ისე უნდა გამოვწუროთ, რომ მარცვლებს ტენი მთელი კვირის განმავლობაში ეყოს. ხარშვისას უნდა ჩავუმატოთ შაქარი ან მარილი. სატყუარასთვის არჩევენ მსხვილსა და კარგ მარცვლებს.
ბარდა, როგორც კარგი სატყუარა, დიდი ხანია ცნობილია კობრის ჯიშის მსხვილი თევზის დასაჭერად. უფრო საიმედო იქნება, თუ დაკონსერვებულ მწვანე ბარდას ვიყიდით.
მსხვილი ცერცვი კარგი სატყუარაა.
სატყუარად განსაკუთრებით კარგია უმი ან დამარილებული ღორის ქონი.მას რძეში ალბობენ.
თევზი ხშირად ძეხვის ნაჭრებსაც ეტანება. ნემსკავს შეიძლება წამოვაგოთ როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი.
წყარო:.monadire.info


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dudu-dudaდრო: პარასკევი, 26.04.2013, 22:47:49 | შეტყობინება # 112
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 23_30_126 მაგარია ძალიან საღოლ 23_30_126

 
მამუკადრო: შაბათი, 27.04.2013, 01:50:09 | შეტყობინება # 113
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტლაც რომ კარგია და გამოსადეგი გაიხარე მეგობარო giohunt1982,
 
giohunt1982დრო: შაბათი, 27.04.2013, 14:51:55 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მამუკა, 23_30_126 თევზაობის თემები რატომღაც არ არის აქტუალური(ალბათ ჯერ არ არის სეზონი გახურებული და მაგიტომ) მე როგორც მონადირე ვარ, ისევე ვარ მეთევზეც, ალბათ თქვენც არანაკლებად გიყვართ თევზაობა და ვიაქტიუროთ ამ თემებში და ამოვქაჩოთ ეს თემები 39

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: შაბათი, 27.04.2013, 15:00:05 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გაიხარე ჯიგარო მაგარი,კარგი,საიტერესო და გამოსადეგი მასალაა 23_30_126 23_30_126
 
dudu-dudaდრო: შაბათი, 27.04.2013, 22:36:59 | შეტყობინება # 116
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ხო გიო ეს თემა მაგიტომაც გავაკეთე რო მაგ პერიოდში აქტიურად ვთევზაობდი მაგრამ ეხლა კი იცი როგორი სიტუაციაც მაქვს და ვერ ვახერხებ თევზაობას 25

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 10:28:29 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, თევზაობას რომ ვერ ახერხებ, ეგ რათქმაუნდა ცუდია, მაგრამ აქ რომ გაგვიზიარო შენი გამოცდილება და ცოდნა ეგ ხომ შეგიძლია? gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 01.05.2013, 21:35:01 | შეტყობინება # 118
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტექნოპლანქტონი. ცილინდრული ფორმის ტაბლეტებად დაწნეხილი ფხვნილოვანი მასა(წინასწარ სპეციალური

რეცეპტით შეზავებული). წყალში მოხვედრისად ტაბლეტი ნელ-ნელა იშლება და წარმოქმნის მიმზიდველ(თევზისთვის)
ღრუბელს, რომელიც ამასთანავე წააგავს ცოცხალ პლანქტონს.
ტექნოპლანქტონით თევზაობა სქელშუბლაზე მიზანმიმართულად თევზაობის ერთადერთი აღიარებული მეთოდია. მას
იყენებენ როგორც ფსკერულად ასევე ტიტივით თევზაობისას: სქელშუბლაზე(უპირველეს ყოვლისა), თეთრ ამურზე და
კობრზე.
ტექნოპლანქტონი და მისი მონტაჟის მაგალითები:


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 01.05.2013, 21:41:04 | შეტყობინება # 119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 4925891.jpg (14.6 Kb) · 7309675.jpg (41.4 Kb) · 5095894.jpg (40.7 Kb) · 9274921.jpg (37.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 10.05.2013, 13:04:09 | შეტყობინება # 120
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანის თქვეფილი და უფრო სწორედ მანანის ბურღულის თქვეფილი არის ძალიან წარმატებული მცენარეული წარმოშობის სატყუარა. მას სიამოვნებით ჭამს კარპისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი (გარდა ჭერეხისა). მისი კონსისტენცია რბილია, წყალში მოხვედრისას მას იოლად შორდება მცირე ნაწილაკები რაც ქმნის თევზისთვის მიმზიდველ მღვრიე "ღრუბელს". მანის თქვეფილი ნემსკავზე დიდხანს ძლებს და მოზელილი პურისგან განსხვავებით იოლად არ ძვრება მას. მისი ქათქათა თეთრი ფერი შორიდან იზიდავს თევზს.
პირადად ჩემს მიერ ეს სატყუარა გამოცდილია: თბილისის ზღვა--თეთრულა, ვიმბა, შამაია; ჯანდარის არხი--თეთრულა, კარჩხანა, ნაფოტა; ბაზალეთი--ვიმბა, თეთრულა, ფრიტა, კარჩხანა; გრემისხევი--ციმორი, ხრამული, კარჩხანა, ქაშაპი, თეთრულა, ფრიტა, კობრი, კარპი; მდ.ხრამის წყალი--ხრამული, წვერა, ვიმბა; ტარიბანა--შამაია, კარჩხანა; მდ.ენგური--თეთრულა, ღორჯო, ვიმბა, ქაშაპი, ფრიტა, ნაფოტა, ტაფელა, კარჩხანა; ჭურია--ღორჯო, ნაფოტა, ფრიტა, ვიმბა, კარჩხანა, ტაფელა.
მანის თქვეფილის დამზადება შეიძლება როგორც სახლში ასევე თევზაობისას ნაპირზე. მე პირადად სახლში ვამზადებ რამოდენიმე პლასტიკის შპრიტცში შეკეთებულ, სხვადასხვა არომატიზატორით გაჯერებულ თქვეფილს და საყინულეში ვინახავ. თევზაობის ადგილას მისვლამდე მანის თქვეფილი ლღვება და გამოყენებისთვის მზათაა.
შემოგთავაზებთ მანის თქვეფილის დამზადების ეტაპობრივ, ილუსტრირებულ მეთოდს:


1) ავიღოთ მანანის ბურღული, სუფრის კოვზი, კარაქის დანა, ერთჯერადი პლასტიკის ჭიქა და პლასტიკის შპრიტცი.



2) ჩავყაროთ ჭიქაში 2 სუფრის კოვზი ბურღული (სადღაც 20 გრამი)


3) დავასხათ წყალი ისე რომ ბურღულს ოდნავ ფარავდეს.


4) დავამატოთ 1-2 წვეთი ატრაქტანტი.

5) მოურიოთ.



6) დავდგათ 15 წუთით ბურღულის გაჯერებისთვის.

7) შეუგდეთ აქტიურ თქვეფას 10-15 წუთი



8) უნდა მივიღოთ ძლიერ წელვადი კონსისტენცია.



9) მოვამზადოთ პლასტიკის შპრიტცი.
მიმაგრებულია: 7495608.jpg (17.8 Kb) · 6219964.jpg (18.6 Kb) · 8421195.jpg (19.3 Kb) · 6037283.jpg (17.5 Kb) · 4161709.jpg (18.3 Kb) · 6160274.jpg (13.5 Kb) · 3339250.jpg (21.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 10.05.2013, 13:10:20 | შეტყობინება # 121
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10) შევაკეთოთ თქვეფილის მასა შპრიტცში.


11) გამოვტუმბოთ ზედმეტი ჰაერი.



12) მოვიმარჯვოთ ნემსკავი და დავახვიოთ მასზე თქვეფილი.

წყარო:http://fisher.ge/index.php?showtopic=312
მიმაგრებულია: 2119272.jpg (18.5 Kb) · 7283016.jpg (19.5 Kb) · 5586077.jpg (12.9 Kb) · 2961709.jpg (12.9 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბუთუთიდრო: პარასკევი, 10.05.2013, 13:54:51 | შეტყობინება # 122
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თრთრი მატლის დამზადება
[img][/img]
გავაკეთებთ აი ასეთს

[img][/img]
გამოჩეკილი მატლები ჩაცვივდებიან სიმინდის ფქვილში


 
giohunt1982დრო: პარასკევი, 10.05.2013, 18:39:59 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, მშვენიერი რამეა 166 ზედმეტი ხლაფორთის გარეშე, აიყვანს კაცი ჭიას.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბუთუთიდრო: პარასკევი, 10.05.2013, 20:56:20 | შეტყობინება # 124
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, კი მაგარი რამეა პრაქტიკული და მოსახერხებელი

 
giohunt1982დრო: პარასკევი, 10.05.2013, 21:12:16 | შეტყობინება # 125
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხორცის ნაჭერს როცა ჩავდებთ, მერე რამოდენიმე ხანი მზეზე უნდა დაიდგას ეგ ”მოწყობილობა”.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
alekouglavaდრო: პარასკევი, 14.02.2014, 09:40:52 | შეტყობინება # 126
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 10
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კობრის საჭერად კარგია ბოილები

ა.უგლავა
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 14.02.2014, 12:15:29 | შეტყობინება # 127
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
alekouglava, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ? როგორ ამინდში? ანუ ცივ ამინდში რისი გემოს და სურნელის მქონე ბოილებია კარგი? ასევე თბილ ამინდში რისი ბოილებია კარგი? წელიწადის დროს თუ აქვს მნიშვნელობა და ა.შ.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ij43დრო: პარასკევი, 14.02.2014, 15:40:44 | შეტყობინება # 128
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, შენ რაც გვანახე იმაზე რა ტევზი მიდის ხოლმე?
 
giiiiviდრო: პარასკევი, 14.02.2014, 16:17:49 | შეტყობინება # 129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote zazaiaaa1 ()
პლანის კაკლის ფხვნილი არის კარგი დასაკორ მასალაში


zazaiaaa1, ეგ რო ვიღაცამ მინახოს ხო ამოვყოფ თავს ვირების აბანოში 069 069 :069: 069
 
giohunt1982დრო: კვირა, 16.02.2014, 16:06:10 | შეტყობინება # 130
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ij43 ()
შენ რაც გვანახე იმაზე რა ტევზი მიდის ხოლმე?

რა "იმაზე"???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgiდრო: ორშაბათი, 02.03.2015, 23:03:45 | შეტყობინება # 131
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხნო ვობლერებზე რას იტყვით? გაკეთებათუ იცით ვინმემმ ?

დამატებულია (02.03.2015, 22:03:45)
---------------------------------------------
აბა მეგობრებო სატევზაო სეზონი გაიხსნა. მე ესენი გავაკეთე როგორიაა? და რამე შენიშვნა თუ გაქვთ მიტხარით.


giorgi chitadze
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 02.03.2015, 23:42:32 | შეტყობინება # 132
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi, კაი ნამუშევრებია, განსაკუთრებით მესამე,მაგრამ დანარჩენებს აკლიათ რაღაცეები, მეც ვაკეთებდი ადრე მასეტ მუშკებს, მაგრამ შედეგი მქონდა ნული, იმიტომ რომ არ გვანდნენ იმ მწერებს, რომლებიც იმ არეალში ბინადრობდნენ, ჩემი რჩევა იქნება უფრო დაამსგავსოთ მწერებს- გაუკეთოთ ფრთები, თავი, თვალები, ბრჭყვიალა დანამატები... საქართველოში ასეთი ტიპის სატყუარები ძირითადად ქაშაპზე ამართლებს, და მაგის საყვარელი ფერი მწვანეა კალიების გამო, გამოიყენეთ ეგ ფერიც... და კიდევ ძალიან დიდი ნემსკავებია, 3.5 იანი ან 4 იანი უკეთესი იქნება...

HOLLAND & HOLLAND
 
maxo777დრო: სამშაბათი, 03.03.2015, 09:59:48 | შეტყობინება # 133
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi, ალბათ უფრო ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს,და ჩემი აზრით ამხელა კარაბინები(ქართული სახელი არ ვიცი) ზედმეტია.თევზი ფრთხილია

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
antibrakonierდრო: პარასკევი, 27.03.2015, 04:00:25 | შეტყობინება # 134
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო მდინარეზე (ქაშაყზე და მურძაზე რითი ვიტევზავო ხომ ვერ მასწავლით,, რა
ჭია აგარ ვცადე მაგრამ არ ეკარებიან არაფერს (ასე 1 დან 2კილომდე არიან და ვერ ვიცჰერ ვერაფრით


zaza lacabidze
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 27.03.2015, 07:51:39 | შეტყობინება # 135
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi, მაგ„მუშკებს" გაშოლტვით თევზაობისას იყენებ?? კარაბინები ნაღდად ზედმეტია.

დამატებულია (27.03.2015, 06:51:39)
---------------------------------------------
antibrakonier, რომელ მდინარეზე?? რა პერიოდში, ანუ წლის რომელ დროს??


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 27.03.2015, 10:52:08 | შეტყობინება # 136
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
antibrakonier, ქაშაპზე მწვანე კალია უნივერსალური სატყუარაა აიღებს ნებისმიერ შემთხვევაში თუ ახლოს გაუტარებ, ოღონდ ჩვეულებრივ ფსკერულზე ძნელად დაიჭერ, ააწყე ტივტივიანი მონტაჟი და ნელ დინებაზე გატარებით ითევზავე განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც რაიმე მცენარეა მდინარის ნაპირას მაგალითად მაყვალი ან მსგავსი (და კიდევ არაა საჭირო მსხვილი ძუა, ყველაზე კაია 0,18 ძირითადი და 0,14 სადავეები, ვერც თევზი გრძნობს და ამოყვანისასაც მეტ სიამოვნებას იღებს მეთევზე)...

დამატებულია (27.03.2015, 08:37:08)
---------------------------------------------
აი ამ კალიას ვგულისხმობ...


დამატებულია (27.03.2015, 08:41:39)
---------------------------------------------
პს- ქაშაყი არის იგივე სილიოტკა რომელიც ბინადრობს ზღვაში, ქაშაპი ქვია იმას რასაც თქვენ გულისხმობთ...

დამატებულია (27.03.2015, 08:46:39)
---------------------------------------------
მურწას რაც შეეხება- გამოიყენე ფსკერული მონტაჟი... თუ წითელ და თეთრ ჭიაზე არ მოდის მაშიმნ იმ მდინარეზევე სადაც თევზაობ ქვები ამოატრიალე და ზედ იქნებიან სანსალები და წყლის ტილები მაგაზე უეჭველი მოვა...

დამატებულია (27.03.2015, 08:49:06)
---------------------------------------------
აი ესენია...

დამატებულია (27.03.2015, 09:52:08)
---------------------------------------------
მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა თევზაობა, კარგად უნდა დათბეს რომ თევზიც გააქტიურდეს...


HOLLAND & HOLLAND

შეტყობინება დაამუშავა giorgigagoshvili - პარასკევი, 27.03.2015, 09:49:38
 
tyupi007დრო: პარასკევი, 27.03.2015, 11:45:52 | შეტყობინება # 137
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili სანსალები თუ ერქვა არ ვიცოდი.მაგათ ღორტაოს ვეძახით ჩვენთან და კარგად იჭირება ქაშაყიც, ნაფოტაც და ბევრი სხვაც. ქვას რო აატრიალებ გარბიან,ამიტო სწრაფად უნდა ამოაბრუნო რომ აიყვანო, ჭუპრებში რომლებიც არიან, ისენი საერთოდ არ ვარგა

bazieri.ge
 
giorgiდრო: პარასკევი, 27.03.2015, 12:50:03 | შეტყობინება # 138
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
antibrakonier, და კიდევ თუ გააკეთებ ესენიც ცადე ქაშაპზე გამოსადეგია მიკრო ტრიალები ქვია.

დამატებულია (27.03.2015, 11:31:13)
---------------------------------------------
რტული არაა გასაკეთებლად მაგრამ ზალიან მუგამიანია სათევზაოთ

დამატებულია (27.03.2015, 11:31:50)
---------------------------------------------
დგეს გავაკეთე 5 ცალი და დავდებ სურატს

დამატებულია (27.03.2015, 11:50:03)
---------------------------------------------


giorgi chitadze
 
tyupi007დრო: პარასკევი, 27.03.2015, 13:33:42 | შეტყობინება # 139
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ღორტაოს და ბუზის შედეგი gimili


bazieri.ge
 
tyupi007დრო: პარასკევი, 27.03.2015, 13:54:51 | შეტყობინება # 140
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

დამატებულია (27.03.2015, 12:53:16)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (27.03.2015, 12:54:51)
---------------------------------------------
მდ ძუსიდან gimili


bazieri.ge
 
antibrakonierდრო: პარასკევი, 27.03.2015, 14:13:29 | შეტყობინება # 141
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gაუმარჯოს(იტალიაში ვარ) საშვალო ზომის მდინარეა და ცოტა
ჩქარი დინება ააქვს რა, წლის ყველა დროს დავდივარ (როცა ვახერხებ) და ვერცერთხელ დავიჭირე ეს ტევზები (სხვას კი ვიცერ მაგრამ იმატი მუგამი მააქ რა რა სატყუარა აგარ ვცადე(ჭიები) მაგრამ უშედეგოდ.

არადა მაგარ მუგამში მაგდებს ასე
ჩემთვალწინ რომ დაცურავენ gimili

დამატებულია (27.03.2015, 13:13:29)
---------------------------------------------
მადლობა ბიჭებო;-)
შემდეგისტვის გავიტვალისწინებ და კალიასაც ვცდი


zaza lacabidze
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 18:53:05 | შეტყობინება # 142
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭები მაღაზიაშ ვნახე 2.50 ლარი ღირს ქაშაპის სატყარააო ოღონდ თევზის ფორმა არ აქ რაღაცა ხმაურიანიაო თევზს იზიდავსო ბუმბულებიოვით რაღაცა აქ მომბული და კაუჭები გამოდგება ვითომ ?ვერცხლ;ის ფერია gimili

დამატებულია (03.06.2015, 14:01:47)
---------------------------------------------
სპინინგისთვის მინდა

დამატებულია (03.06.2015, 18:53:05)
---------------------------------------------
აი ესეთია


ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - ოთხშაბათი, 03.06.2015, 18:45:20
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 19:03:07 | შეტყობინება # 143
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, სურათზე თვალიერებით არაფერი გამოვა! gimili იყიდე, თან ძვირიც არ ღირს და პრაქტიკაში გამოსცადე. წესით ქაშაპი(მოზრდილი) უნდა მოვიდეს მაგ სატყუარაზე, მაგრამ მაგის გატარებას(პრავოდკას) დამუღამება უნდა, რამოდენიმე ცდაზე თუ არ მოვა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატყუარა არ ვარგა. გატარების მეთოდსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დამატებულია (03.06.2015, 19:03:07)
---------------------------------------------
giorgi, 166 ნამუშევარია!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 19:25:27 | შეტყობინება # 144
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინც როგორი გატარება უნდა რამე ვიდეო არ იცი ან რამე?

ინადირე ზომიერად!
 
lebardeდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 22:31:17 | შეტყობინება # 145
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry ყველანაირად გაუტარე, მაგას ხან რა მოსწონს და ხან რა

saburtalo77
 
Falconryდრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 08:12:53 | შეტყობინება # 146
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი ნერთი ჯერ გუბის წყალზე უნდა ვცადო ქაშაპზე და მერე ვნახოთ...ისე წვერა,კობრი,კარჩხანა და საზანიც მოდის სპინინგზე?

ინადირე ზომიერად!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 18:19:39 | შეტყობინება # 147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, საზანი, კობრი და კარჩხანა არ მოდის. gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 18:36:52 | შეტყობინება # 148
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კალმახის ხელოვნური სატყუარები თუ გაქვთ ვინმეს ნასინჯი.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
Falconryდრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 21:33:07 | შეტყობინება # 149
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ხელოვნური სატყუარის კაუჭებზე უნდა რამის წამონცმა ჭის ან რამის...ტრიალას და ესეთებს ვგულისხმობ ფოტო რომ დავდე... avtandil, რაც ფორუმები ვათვალიერე ბევრგან ვნახე კალმახი რომ ყავდათ დაჭერილი ქართველებს ხელოვნური სატუარით და საკმაოდ კარგადაც იჭრება როგორც ვნახე..ბევრი დადის ეგრე როგორც ვიცი....აკრძალულია როგორც ვიცი კალმახზე მაგრამ მაინც

ინადირე ზომიერად!
 
landiaდრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 22:18:41 | შეტყობინება # 150
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, აპაფრის წამოგება არუნდა უბრალოდ უნდა მოაბა ძუას ეგ ტრიალა გადააგდო წყალში და დინების მიმართულებით და ატრიალებ კათუშკას თან გაკვრებს აკეთებ და მტაცებელი თევზი როჩაიგდებს სატყუარასამოქაჩავ და მერე შენც მიხვდები რო უნდა ამოიყვნანო თევზი

თ.მაჭარაძე
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » თევზის სატყუარები (თუ იყენებთ თევზის დასაჭერად სატყუარებს რა სატყუარებს იყენებთ)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика