| ata neo 12 თუ stoger m2000 ? |
| -BERG- | დრო: პარასკევი, 12.11.2010, 18:53:00 | შეტყობინება # 1 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| გიგილო-408, სანდროს-ი, ნუკრიფოქს-ი, ლაშა, ბერგ-ი ვიყავით დღეს ტირში. დავტესტეთ ეს თოფები. დასკვნა თქვენ თითონ გამოიტანეთ. stoger m2000 - ლულის სიგრძე 710მმ. ata neo 12 - ლულის სიგრძე 760მმ. ვაზნა - N 7 ; 32გრ. დისტანცია - 35მ; 50მ NEO - 35მ; N7; ლულის შევიწროება ცილინდრი - 60ც. საფანტი stoger-ი - 35მ; N7; ლულის შევიწროება ცილინდრი - 57ც. საფანტი NEO - 35მ; N7 ; ლულის შევიწროება 0,5 მმ - 87ც. საფანტი stoger-ი - 35მ; N7; ლულის შევიწროება 0,5მმ - 164ც.საფანტი NEO - 35მ; N7 ; ლულის შევიწროება 1მმ - 126ც. საფანტი stoger-ი - 35მ; N7; ლულის შევიწროება 1მმ - 147ც.საფანტი NEO - 50მ; N3 ; ლულის შევიწროება 1მმ - 27ც.საფანტი stoger-ი - 50მ; N3; ლულის შევიწროება 1მმ - 28ც.საფანტი stoger-ი - 50მ; N7; ლულის შევიწროება 1მმ - 47ც.საფანტი ორივე თოფს აღმოაჩნდა საკმაოდ კარგი ჭრა. მისროლა მიმდინარეობდა დახურულ ტირში. სტანდარტული, ქარხნული, კონტეინერიანი ვაზნებით. (სხვა, მაღაზიებში არ იყო). პ.ს.ერთი გამკვირვებია; რატომ მიიტანა 0,5მმ-თ (ნახევარ ჩოკი) stoger-მა შესამჩნევად მეტი ვიდრე 1მმ-თ (სრული ჩოკი) ???!!!
|
| |
| | |
| lasha-gs | დრო: პარასკევი, 12.11.2010, 19:41:29 | შეტყობინება # 2 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 29
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| -BERG-, საღამო მშვიდობის , ეხლა ვნახე უფრო გაშიფრულად ეს ყველაფერი მარა მაინც ვერ გადამიწყვეტია ata neo 18 თუ stoger m2000
|
| |
| | |
| -BERG- | დრო: პარასკევი, 12.11.2010, 20:26:22 | შეტყობინება # 3 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| lasha-gs, შენგან განსხვავებით მე გამოვავლინე ფავორიტი ამ ორიდან უნდა ამომერჩია და კარგი ქნა გიგილომ რო დაგვაჩქარებინა გატესტვა.
|
| |
| | |
| gigilo-408 | დრო: პარასკევი, 12.11.2010, 22:48:04 | შეტყობინება # 4 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 315
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| -BERG-, აბა შენ რას ფიქრობ ბატონო ექსპერტო?? მე სხვა გამოცდილი ხალხის აზრიც მაინტერესებს და მერე გადავწყვეტ დანარჩენს.დამატებულია (12.11.2010, 22:39:16) --------------------------------------------- -BERG-, ისე ბექაჯან თვეში ერთჯერ იქნება თუ ორჯერ შემიძლია უთხრა იმ ხალხას და შეგვიშვან ტირში სხვა და სხვა იარაღების დასატესტად,მთავარია იმათ ვარჯიშებს არ დავედაროთ  დამატებულია (12.11.2010, 22:45:18) --------------------------------------------- -BERG-, სტოგერის ლულა 71 ია ატა ნეო კი 76,მე მგონი ეს 5 სმ წყვეტს რაგაცას ხოო??ხოდა ეს მაკვირვებს რო 71 იანმა ლულამ ტოლი არ დაუდო 76იანს.ესეიგი სტოგერი 76 იანი ლულით მეტ შედეგს აჩვენებს რაღა თქმა უნდა ხოო??  დამატებულია (12.11.2010, 22:48:04) --------------------------------------------- lasha-gs, ეეე რა ვერ გადაგიწყვეტია კაცო გადამრევ შენ მე,რაღაც რაგატკებს რო ყიდულობ და ყიდი მერე დაუჯერე გამოცდილ ხალხს შენ რას ფიქრობ ბოლო ბოლო სტოგერი თუ ატა??
|
| |
| | |
| Giorgi0678 | დრო: შაბათი, 13.11.2010, 00:18:38 | შეტყობინება # 5 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| არ გეწყინოთ მარა ეგ ბჭობა ცუდ მოცეკვავეს ყვერები უშლიდაო, მაგას მახენებს, მსროლელია ხალხო ყველაფერი და არა თოფი!! მორჩით ასეთ ლაპარაკს ჩემი თოფი ჯობია იმიტომ რომ უფრო კარგად არის შეღებილი და ჩემსას უფრო გრძელი ლულა აქვსო, თემო 998-ს და თემო წირღვავას ხელში გინდა ჰოლანდ-ჰოლანდი ეჭიროთ და გინდა ყირიმი, მანც გაარტყავენ!! ხო მიხვდით რასაც ვგულისხმობ არა??:)))
|
| |
| | |
| nukrifox | დრო: შაბათი, 13.11.2010, 09:29:19 | შეტყობინება # 6 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| Giorgi0678, გეთანხმები ჯიგარო, მაგრამ თოფი რო არ გიწყობდეს ხელს ვერ ეგეც ტეხავს...
|
| |
| | |
| პედიატრი | დრო: შაბათი, 13.11.2010, 15:17:28 | შეტყობინება # 7 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებებში: 1040
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| მთავარია, რომ ორივეს თანაბარი გაშლა აქვს. შეღწევადობაც ერთნაირი ჰქონია, ხო? სხვა ასპექტები: რომლიდან გასროლა უფრო კომფორტულია( ნაკლები დარტყმა, "ლულის აქნევა", სასხლეტის მოხერხებულობა...), ხელში რომელი უფრო კარგად დევს, ბალანსი, რამდენად ხარისხიანია ნაკეთობა(ნაქლიბები, წვეტები, "ღრეჭოები"..). დანარჩენი დრომ უნდა ანახოს. რატომ აჩვენა 0,5-მა 1-ზე მეტი შეჯგუფება(რათქმაუნდა, თუ აქ რაიმე შეცდომა არაა), ეს ვაზნების დატენვის არასტაბილურობით შეიძლება აიხსნას, ამის გამოსარიცხად კი რამდენიმე სერიები უნდა გავისროლოთ და საშუალოებით უნდა ვიმსჯელოთ( მარა სადაა ამდენი ტყუილადდასახარჯი ვაზნა, ან დრო, ერთუზიასტი ადამიანებისთვის). პირადად ჩემი სიმპათია ატასკენაა, თუმცა სტროგერი უფრო გამოცდილია და ??? მემგონი ეს ისეთი სიტუაციაა, რომ ორივე ერთად უნდა ნახო და გული რომელსაც აირჩევს, რომელიც უფრო მოგეწონება(" დაგევასება"), ის უნდა იყიდო.
|
| |
| | |
| lasha-gs | დრო: შაბათი, 13.11.2010, 19:22:59 | შეტყობინება # 8 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 29
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| gigilo-408, გიო დგეს ვიყავი გუდვილში და იქ ვნახე სტოგერიც და ატაც მარა რაგაც ატას ვფიქრობ ოგონდ პლასმასის კონდახიტ ტან მატოვია ხისგან განსხვავებიტ და ისიც მიტხრეს 1 წელია გარანტია ყველა თოფზეო ნებისმიერი მოდელის და ფასის განურჩევლადო.
|
| |
| | |
| -BERG- | დრო: შაბათი, 13.11.2010, 20:23:19 | შეტყობინება # 9 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| Giorgi0678, აქ არც ბჭობა მიდის და არც ჩვენ- ჩვენი იარაღის შეჯიბრი. რამდენიმე კაცი აპირებს ამ ორი იარაღიდან ერთ-ერთის ყიდვას და ამიტომ გამოიცადა. და ყვერები და მიმდებარე ტერიტორია აქ არაფერ შუაშია. შევიკრიბეთ, დრო და ფინანსები დავხარჯეთ, ხალხი შევაწუხეთ და ტირი გავაღებინეთ,ვიშრომეთ. და შენ თუ ეს რაღაცეების ფხანა გგონია, ნურც წაიკითხავ და ნურც კომენტარს გააკეთებ. აქ არის ხალხი რომელსაც აინტერესებს და ელოდებოდა შედეგებს
|
| |
| | |
| avtopegi | დრო: შაბათი, 13.11.2010, 20:46:32 | შეტყობინება # 10 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 27
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| კარგია ეს აუცილებელია, ვისაც თოფის ყიდვა უნდა კარგათ აარჩევს , თოფის შესაძლებლობას დაადგენს კაცი
a neb@
|
| |
| | |
| Giorgi0678 | დრო: შაბათი, 13.11.2010, 21:40:22 | შეტყობინება # 11 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| -BERG-, 1. პოსტს ვიწყებ ასეთი სიტყვებით "არ გეწყინოთ", დავიწყოთ იქიდან რო აშკარად სხვანაირად გაგიგია ჩემი ნათქვამი, მანდ აბსოლუტური ხუმრობა იყო, სხვათაშორის ყოველგვარი ღვარძლის და დაცინვის გარეშე. 2 მე იჟ-27 მაქვს და ანალოგიური რაღაცის გაკეთებას და შემდეგ საიტზე დადებას ვაპირებ, უბრალოდ თავი ვერ დავადგი ამდენი ხანი, შენი მხრიდან ასთი აგრესიული აქცენტები გარკვეულ სიყვებზე საჭირო ნაღდად არ იყო და კიდევ ერთს დავამატებ რო მე მაგ პოსტით ჩემ მეგობარს გავეხუმრე და მიმხვედრი მიხვდა!! მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ეხლა აქ დავწერე შენ თუ რამე უზრდელობად ან ცუდად მოგეჩვენა პირადად შენ ბოდიშს გიხდ!!
|
| |
| | |
| gigilo-408 | დრო: შაბათი, 13.11.2010, 22:25:29 | შეტყობინება # 12 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 315
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| Giorgi0678, არაა ძმაო ეგრე არაააა!! დამატებულია (13.11.2010, 22:17:21) --------------------------------------------- lasha-gs, არა ლაშა არააა არ იჩქარო ზმაო არაა,მაქვს მე უკვე გაზაატვოდის Gამოცდილება და სხვების აზრიც ვიცი მაგზე. დამატებულია (13.11.2010, 22:18:20) --------------------------------------------- lasha-gs, რაც არ დამიჯერე ხო წააგე??!!!ეხლა მაინც დამიჯერე რაა  დამატებულია (13.11.2010, 22:21:58) --------------------------------------------- lasha-gs, იარაღებთან დაკავშირებით ვმბობ რა თქმა უნდა  დამატებულია (13.11.2010, 22:25:29) --------------------------------------------- -BERG-, Giorgi0678, არ გვინდა ეგ მუხტი გთხოვთ რააა!!ძმები ვართ!!
|
| |
| | |
| gigilo-408 | დრო: კვირა, 14.11.2010, 16:16:18 | შეტყობინება # 13 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 315
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| -BERG-, lasha-gs, კრიმანჭული სადაა ხალხო???მისი აზრიც ძაან საინტერესო და გასათვალისწინებელია
|
| |
| | |
| shotka | დრო: კვირა, 14.11.2010, 20:47:47 | შეტყობინება # 14 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 337
რეპუტაცია: 5
სტატუსი: 
| გამარჯობათ ძმებო! სხვათაშორის მე და კრიმანჭული გუშინ შევხვდით ერთმანეთს და გვქონდა ამ თესტებზე საუბარი. იარაღები, სტოგერიც და ატაც მშვენიერია, მაგრამ აქ შეიძლება და დიდი შანსია რომ სხვა რამეშიც იყოს საქმე! ყველა ლულა თავისებურად ხმარობს სხვადასხვა მუხტით დატენილ ვაზნას. მე პირადად გამოცდილი მაქვს,თუ როგორ აჯობა მოკლე ლულიანმა თოფმა ტოზ-34-მა ჩემს ტოზ-120-ს 32 გრ-იან ვაზნის სროლაში. მაგრამ აი 36გრ-იანით ტოზ 120-მა ძალიან აჯობა ტოზ-34-ს.ეს ერთი და მეორე. ეს ვაზნები ჩვენში კოოპერატინებიდან რომ ვრცელდება,არ არის სტანდარტულად დატენილი. მე არაერთხელ დამიშლია ერთი კოლოფიდან ამოღებული ერთნაირი ვაზნა და უმეტესად ვაზნებში სხვადასხვა რაოდენობის ტყვია წამალია ჩაყრილი. მაგ; ერთი იტალიური ვაზნის ფირმაა სახელ და გვარს არ დავასახელებ რომ ანტი რეკლამაში არ ჩამითვალონ (თუმცა არა მხოლოდ ეს ფირმა) 36გრ-იან ვაზნაში ერთში 34,9 გრ საფანტი ეყარა და მეორეში 35,7გრ საფანტი. ეს თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გამოცადოთ ოქროს სასწორით. ჩემი აზრით ყველაზე ნაღდი იქნება, თუ ვაზნებს თოფების გამოცდის ადგილთან ერთნაირი და ზუსტი მუხტით დავტენით. საინტერესო იქნება ჩემი აზრით ამ შემთხვევაში რა მოხდება. სხვადასხვა ნომრები, სხვადასხვა ზარიადები და ლულის შევიწროვებები მაშინ უფრო დამადასტურებელი და დამაჯერებელი იქნება. ესაა ჩემი კომენტარი  დამატებულია (14.11.2010, 20:47:47) --------------------------------------------- ვაზნების არასტაბილურობაზე ისიც მეტყველებს რომ ნახევარჩოკმა სრულ ჩოკს აჯობა მითუმეტეს 7 ნომრის მიტანაში. მე ასე ვფიქრობ თუმცა შეიძლება სხვა რამეშიც იყოს საქმე. რადგან ლულაში სხვადასხვა შევიწროვებაზე სხვადასხვა წნევას ქმნის და ეს მოქმედებს საფანტის მიტანაზე.
|
| |
| | |
| krimanjuli | დრო: კვირა, 14.11.2010, 23:13:50 | შეტყობინება # 15 |
|
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 444
რეპუტაცია: 6
სტატუსი: 
| პირველ რიგში მოსალოცი ამბავი გააკეთეთ ბიჭებოო. პრაქტიკული გამოცდების სურათები რო დადევით, შეწუხდით და პროფესიონალურად გადაწყვიტეთ იარაღის გატესტვა, ეს უკვე ბევრ რაღაცას ნიშნავს და სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამ მხრივ ,, საიტის წარმატებაა ეგეთი აზრით საქმისადმი მიდგომა და დამოკიდებულება,, მაგრები ხართ, .. ეხლა მეორე საკითხი, რაც შეეხება , ამ შემთხვევაში არანაირი გამოცდა და ანალიზი არ ჩატარებულა, თოფის ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით, მისი დამრტყმელ დამშვები სისტემის გაშიფრვა არ ყოფილა, არ ყოფილა მისი ბალანსირების , და ტექნიკური გამართულობის ტესტირება, არ შემოწმებულა შეყენების სისტემა სხვადასხვა მუხტის ვაზნებით, კალაპოტის მდგრადობის მონაცემები არ შედარებულა ერთმანეთს, აწყობა დაშლის კომფორტულობის ხარისხზე ენა არ თქმულა. მოკლედ ამ ტესტში განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ ლულებიდან გასროლილ საფანტს,. რაც გაკეთდა როგორც ზემოთ ავღნიშნავდი მხოლოდ ფეხზე ადგომას და თავის დახრას იმსახურებს, , ერთი რარაც მაინტერესებს, სტანდარტული გამოცდის მანძილი სრულად დაცულიი იყო, ბერგს ეგ 100 წელი არ შეეშლება, უბრალოდ სამიზნის დიამეტრი არაა მითითებული და ეგ მაინტერესებს, რა დიამეტრის სამიზნე ნიშნულზე ჩაატარეთ ტესტირება????,, საერთოდ ჩემი აზრით და არამარტო ჩემი აზრით, თოფების დაჯიბრება მრავალმხრივ შეიძლება განიხილო,, ამას ერთმანეთთან დაჯიბრებას ვერ დავარქმევ, რადგანაც არათანაბარი ზომის ლულები გამოიცადა, ეს კიდევ სხვადასხვა რამე,, ანუ 71 სანტიმეტრიანს უნდა შეუფარდო იგივე ზომის ლულა და 76 -იანს 76 სანტიმეტრიანი,, ტავად როგორც ტექნიკურად გამართულობა და (დახასიატებებისგან რო თავი შევიკავო) სტოგერმა ისედაც დაამტკიცა რო ჩვენს პირობებს შეეგუა და გაამართლა , ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ატა ჩვენთვის ახალი ხილივითაა, მაგრამ ტექნიკურად ჯერ ''ჩავარდნა'' არ ქონია.. (ეს კიდევ ერთი დადებითი მხარეა თურქების საქმისადმი სწორად მიდგომიასა) რაც ზემოთ იყო ნაჩვენები სროლის შედეგები. შემჭიდროება, საფანტის თანაბარი განაწილება, გაშლის რგოლის გამოკვეთილობა და მცირე სხვა დეტალები, ნათელია რო სტოგერმა 20 დან 30 პროცენტამდე დაჩაგრა ატა ნეო. ოღონდ კონკრეტულად ამ შემთხვევაში , კონკრეტულად ამ მუხტის მქონე ვაზნით და ამ შეჯიბრის დროს, , ნუ დაგავიწყდებათ რო ლულის სიგრძის ზრდასთან და კლებასთან ერთად , მისი შიდა მოცულობაც შესაბამისად იზრდება და მცირდება, აფეთქების მომენტში წარმოქმნილი წნევა შეიძლება გრძელი ლულისთვის არასაკმარისი გამოდგეს, ანუ უხეშად რო ავხსნა არ ეყოს მოცულობის იმ დონემდე შესავსებად რამდენიც იდეალურად გაისვრის საფანტს, მე ვთლი რო ატა სხვადასხვა ბარელის მქონე გილზს სხვადასხვანაირად გაისვრის, იმიტომ რო ეგ ლულები თითქმის თანაბარი ტექნელოგიით მზადდება, ტუ არ ჩავთვლიდ მცირედ ქარხნული წარმოების განმასხვავებელ ნიუანსებს, ასე რო თითქმის დარწმუნებული ვარ რო იგივე 76 იანი სტოგერის ლულით იგივე შედეგს მივიღებდით და 71 - იანი ატათით იგივეს რაც სტოგერმა დააფიქსირა. ერთი ინგლისურიდან ნათარგმნი სტატია წავიკითხე რუსულ ჟურნალში, სადაც სერიოზული გაშიფვრა ქონდა და ანალიზი იყო გაკეთებული თუ რა ემართება არასაკმარისი მუხტის მქონე გასროლისა საფანტს გრძელ ლულაში, თუ აფეთქებისას ზუსტად არ დამთავრდა ლულის დაბოლოებასთან ერთად წარმოქმნილი წნევა მაგ შემთხვევაში საფანტის არადასრულებული გატყორცნა ხდება რაც იმაში გამოიხატება რომ საფანტი ლულის დაბოლოებისას ჩოკურ შევიწროებაზე ''დაწურვეს''უხეიროდ განიცდის და ხდება მისი უფრო ახლოს გაშლა, ზედმეტი მუხტიც შესაბამისად ცუდად მოქმედებს, ანუ გასროლისას წარმოქმნილი გაზი სანამ ლულიდან საფანტი გავიდოდეს ''წამოეწევა''საფანტის ''შეკვრას და მისი მიმართულების არევას იწვევს, ეხლა რასაც ვწერ სასაცილოდაც მოგეჩვენებათ, მაგრამ ეგ ჩემი კი არა სერიოზული ხალხის გაშიფვრაა, სწორედ ამ ზედმეტი გაზების მოსაშორებლად გამოიგონეს ის ნასვრეტები რომლის შესახებაც საიტზე წამდაუწუმ კითხვები ჩნდება, ზედმეტი მუხტი ხელს უშლის საფანტის ფრენას და აჩქარების ფაქტორზე უარყოფითად მოქმედებს, ასევე არასაკმარისი მუხტიც ხელისშემშლელია, რადგანაც ვერ ყოფნის ეგრე რო ვთქვათ ''ბოლომდე რო კაი პანჩური ამოარტყას საფანტს'' დაბალი მუხტისას საფანტი შესაბამისად ვერც მუშავდება, რაც ჩემი აზრით კარგადაც გამოჩნდა ატა ნეოს პრაქტიკულ შედეგებში და ამიტომაც დააფიქსირა ცუდი შედეგი. რაც შეეხება აქედან დასკვნის გამოტანას სულაც არ ვთვლი რო აქედან რაიმე დასკვნა უნდა გააკეთოო, რომელი რომელს კობიაა, მე მინახავს როგორ კეცავდა შოთკა ატათი, (თავად დაიანგარიშა, შეადგინა იდეალური თანაფარდობა 76 იანი ლულისთვის საფანტისა და წამლისა,გააკეთა ცდები და მოკლედ მოარგო ვაზნა თავის თოფს)30- 45 მეტრში იხვებსა ტუ მელოტებს.( ეგ სერიოზული მანძილია და ვინმემ არ შემედაოს ეხლა ტორე ვიკივლებ) და მინახავს როგორ მუშაობდა სტოგერით ქედანზე დასავლეთში ერთი ხანში შესული მონადირე, სუფთად ლამაზად ხსნიდა და ძაღლიც შესაბამისად მუშაობდა, მე მინახავს საკმაოდ კარგი ნასროლი სანდროსის რომელმაც იდეალური სროლა გააკეთა და კურდღელი დაასაცერა, ასე რო ერთის მუშაობაც ვიცი და მეორესიც(მარტო ამ ფაქტებით არ ვიცნობ ამ თოფებს)თუ შედეგის იდეალურობა გვინდა, ანუ ერთი თოფისგან არი მაქსიმალური მხარის მიღება მაშინ ეგრე უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით, ატას პატრონმა თავად მოარგოს ტავის თოფს რა ჩოკური შევიწროებაც უნდა ის და სტოგერის პატრონმაც იგივე გააკეთოს, ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც სეიძლება რო მოხდეს... ანუ ანუ გამოცდის შედეგები გვაჩვენოს 35 მეტრში 75 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე წრეში სადაც იქნება თოფის ყველაზე ''შორსმსროლელი'' შედეგი და 15 მეტრში ყველაზე ''ახლოსგამშლელი'' შედეგი, რა ვაზნაც უნდა ის გამოიყენოს და რა შევიწროებც უნდა ის დააბნიოს ლულაზე, ოღონდ აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს ნომერი-7 საფანტი. და კიდევ ერთი პროცენტულობა რო დავადგინო აუცილებლად დათვალოს გასროლილი ვაზნაში რამდენი კეკალი საფანტი იყო და გასროლის შემდეგ რამდენი ჩაჯდა წრეში, ამ შემთხვევაში ერქმევა მაგას შეჯიბრი. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ საფანტის ლულიდან გატყორცნაში, აქ სხვა რამეზე საუბარი ზედმეტია. ხოლო ვიზუალურად ვის რა მოსწონს ამაზე შემიძლია ეგეთი კომენტარი გავაკეთო, ზოგს ფეჰქემი მოსწონს და ზოგს კიდევ ბეჰქემის ცოლიო... ჩატარებული ტესტირებისათვის პირადად კიდევ ერთხელ ჩემი დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ატასიც და სტოგერის ჩათვლითაც
|
| |
| | |
| 998 | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 10:17:16 | შეტყობინება # 16 |
|
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 848
რეპუტაცია: 3
სტატუსი: 
| ბიჭებო მაგრები ხართ, კარგი საქმე გააკეთეთ იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვედი სამსახურიდან. რაც შეეხება იმას რომელი იარაღმა აჯობა აქედან ცოტა რთულია მაგის თქმა, რაც ზემოთ ორი გურულის ნაწერიდანაც ჩანს, რომლებიც საკმაოდ ერკვევიან იარაღებში. და მთავარი მავიწყდებოდა ეს გურულები ისე დაჭკვიანდნენ ამ ბოლო დროს, რომ შეიძლება ტყეში მარტოც კი გაუშვა. ისე ჩემი აზრით ამ ორ იარაღს შორის დიდი განსხვავება არ არის.
|
| |
| | |
| nadiroba44 | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 11:32:23 | შეტყობინება # 17 |
|
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 96
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| krimanjuli კაი კაცი ხარ მეგობარო წერა რო არ გეზარება, ამომწურავ ინფორმაციას რომ დებ. მე ერთს ვიტყოდი, ადრე ერთლულიანი თოფი მქონდა, ზუსტად აღარ მახსოვს 10 თუ 12 სანტიმეტრით ,,ორლულიანზე'' გრძელი ლულა ქონდა კარგა შორს მიქონდა ძმაო, ორიანით მაგ მანძილზე აზრი არ ქონდა სროლას, გული მწყდებოდა მეორე ლულა რომ არ ქონდა. მე მგონია თოფს რაც გრძელი ლულა აქვს მით უკეთესია.დამატებულია (15.11.2010, 11:32:23) --------------------------------------------- gigilo-408, რავა ხარ მეგობარო, მაგ თოფებიდან ორივე კარგია, მაგრამ მე ორიანს გირჩევდი.
|
| |
| | |
| nukrifox | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 12:18:33 | შეტყობინება # 18 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| shotka, მართლა საინტერესო იქნება. მე თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში. სხვა რომ არაფერი გვეცოდინება თოფის შესაძლებლობები. და კიდე გავტესტოთ ტყვიები, საქართვცელოში გავრცელებული მწარმოებელი ფირმებიდან რომელი ფირმის ვაზნები ვიყიდოთ და რომელს მოვერიდოთ. მგონი ეს საინტერესო იქნება...დამატებულია (15.11.2010, 12:18:33) --------------------------------------------- krimanjuli, გაიხარე ძამია მაგარი კაცი ხარ და ყოველთვის საჭირო ინფორმაცია ფლობ. ახლა კი გაუჩნდა gigilo-408, საფიქრალი...
|
| |
| | |
| zaza-50 | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 12:46:37 | შეტყობინება # 19 |
|
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| მესამე ჭიქა 50 გრადუსიანი არყის (ჭაჭა) მერე ყველა თოფი კარგია. მაგრამ რაც მე ვნახე სტოგერს მივცემდი უპირატესობას
|
| |
| | |
| მონადირე | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 14:05:13 | შეტყობინება # 20 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| 998, თემო რავა, გურულები ისე დაჭკვიანდნენ ამ ბოლო დროს, რომ შეიძლება ტყეში მარტოც კი გაუშვა ხომ! მაგენი, ხო იცი რაფერ წარმოიშვნენ: მეგრელი რო გაგიჟდებოდა, იქვე ტყეში გაუშვებდნენ თურმე! კაცო! გაგიჟდებოდა - ტყეში, დაჭკვიანდნენ - მაინც ტყეში! რა დააშავეს ასეთი ამ აბდლებმა! რაცხა დიდი ცოდვა ადევთ, მგონია, მაგათ კისერზე! ისე სტოეგერი იქნება, ბერეტა, თუ ცხონებული ბაბუაჩემის ნაქონი ხრონგი, შეგვეჯიბრონ მაი აბდლები მეგრელებს სროლაში, თუ არიან მაგრები! იქანე ვილაპარიკოთ მერე მიტანაზე!
|
| |
| | |
| nukrifox | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 19:32:31 | შეტყობინება # 21 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| ატა არმსის ნეო-12 იხილეთ ამ ადგილას... http://www.ataarms.com/en_neo_walnut.htm
შეტყობინება დაამუშავა nukrifox - ორშაბათი, 15.11.2010, 19:36:06 |
| |
| | |
| krimanjuli | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 19:38:50 | შეტყობინება # 22 |
|
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 444
რეპუტაცია: 6
სტატუსი: 
| მონადირე, nukrifox, თქვენ ეგ ანეგდოტი თუ იცით???--- გურულს ეკითხებიან :ამდენ აბდლობას როგორ ასწრებოოოო?? --ადრე ვდგები ძამაოო! უპასუხა გურულმა... ტყე გვიყვარს გურულებს და გინდა გენიოსა ვიყოთ და გინდა აბდალაა მაინც მაქეთ გაგვირბის ფეხებიი.. მოკლედ ტყიდან გარეთ გამოსაშვები ხალხი არ ვართ.. აბაა 998-თემურას რო კითხოო ტყეში ქამარზე გამომბული თუ არ წაგვიყვანა გზას ვერ გევიგნებთ ისე ტყეში დაგვრჩა ერთი სარბენი აბა გარეთ რო გამოვალთ სადაც კი ჭონჭყოა და მდინარე ყველგან კარასი დაცურავს ფეხის ჩასადგამი ადგილი აღარ დატოვეს... ისეე სროლაში შეჯიბრს რაც შეეხება გამოწვევას მიღებულია და გურიის წარმომადგენლად შოტკას ვასახელებ... მონადირე, nukrifox, ხოო კიდევ ერთმანეთის ნაწერი რო ცუდად არ გაიგოთ. ერთს ვიტყვიი,, აბდლები მარტო გურულები შეიძლება ვიყოთ, სხვაგან სეიძლება იყოს სულელი, რეგვენი და ასე შემდეგ, ასე რო არცერთ გურულს არ წყინს აბდალას დაძახება, მე არ მწყინს. პირიქით თქვენისანა ხალხიდან აბდალას დაძახება მსიამოვნებსა,, იმიტომ რო ვიცი რა გულითაც მეუბნებით, ჩვენ წინ დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და გთხოვთ ამ საკითხს ამ თემაში აქ მოვრჩეთ და ნუ დააკომენტარებთ,, რაც სეეხება ჩემს აბდლობას გზადაგზა შეგახსენებთ ხოლმეეე.... ისე ეს ანიმაცია ეხლა ვნახე და უფრო კარგ განწყობაზე დაგაყენებთ ვიდრე ჩემი ნაწერი... ვისაუბროთ თემასთან დაკავშირებით..
|
| |
| | |
| 998 | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 19:41:09 | შეტყობინება # 23 |
|
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 848
რეპუტაცია: 3
სტატუსი: 
| nukrifox, მაგათ არ უნდა დაცვა მიხედავენ თავიანთ თავს, მაგ ამბავი ჩვენ ვიცით და ყველაფერს პირდაპირ გაგებით არ შეხედოთ. ისე როგორც ვეფხისტყაოსანში არ იყო სასვენ ნიშნები ისე ზურამაც არ გაითვალისწინა ეგ ამბავი. რა დროს შემოხვედი არჩილ ვერ მოვასწარი მოკლედ პოსტის დადება.
|
| |
| | | | |
| nukrifox | დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 21:12:44 | შეტყობინება # 25 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| Terrax, http://www.ataarms.com ამ მისამართზე შედი და ყველა პასუხს მიიგებ ატაზე...
|
| |
| | | | |
| 998 | დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 09:12:17 | შეტყობინება # 27 |
|
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 848
რეპუტაცია: 3
სტატუსი: 
| gigilo-408, მაგათში არა მგონია დიდი განსხვავება იყოს და გული რასაც გეუბნება ის ამოირჩიე. ორივეს მექანიზმები და მუშაობის პრინციპი ერთნაირი აქვთ თითქმის.
|
| |
| | | | |
| lordi | დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 16:47:56 | შეტყობინება # 29 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 246
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| Quote (sandros) P.S ყველას გირჩევთ გაყიდეთ ყველაფერი რაც გასაყიდი გაქვთ და რითაც ეხლა ნერვებს იშლით და სტოგერი იყიდეთ რას აპიარებ ბიჯო მაგ შენს სტოგერს? შენ შემთხვევით სტოგერის წარმომადგენლობა ხომ არ გაქვს გახნილი საქართველოში? რა სტოგერი? რის ატა? დაილოცოს იჯ 26, ოღონდ აუცილებლად ,,შტუჩნი" უნდა იყოს :069: :069: ისე, თუ მხოლოდ მიტანის შედარებაზეა საუბარი, ჩემი აზრით გარდა იმისა რომ ერთი და იგივე სიგრძის ლულებიდან უნდა მოხდეს გასროლა, ასევე უნდა მოხდეს ერთიდაიმავე პიროვნების მიერ გატენილი თანაბარი წამლის მუხტის და ტყვიის წონის ვაზნებით და ამასთან აუცილებლად ერთმადაიმავე პიროვნებამ უნდა გაისროლოს (ოღონდ ამ პიროვნებას არც ატა არ უნდა ჰქონდეს, არც სტოგერი და არც რომელიმე მათგანის შეძენის სურვილი არ უნდა ჰქონდეს უახლოეს მომავალში ) ეს იქნება ამ თოფების მიტანის შედარება სხვა თანაბარ პირობებში, სხვა დანარჩენზე აჩიმ მოიწერა დაწვრილებით.
შეტყობინება დაამუშავა lordi - სამშაბათი, 16.11.2010, 16:51:28 |
| |
| | |
| -BERG- | დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 19:02:07 | შეტყობინება # 30 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| მე მაინტერესებდა ნეოს და სოგერის,76-ს და 71-ს შედარება და ჩემთვის პასუხი მივიღე. და მივიღე ერთდროულად. არაფერი შესადარებელი მეტი ამ შემთხვევაში არ იყო. ერთი დონის და ხარისხის თოფია ორივე. მასწავლებლების საყურადღებოდ : შეგიძლიათ მიხვიდეთ ტირში და ის გააკეთოთ რასაც აქ წერთ.
|
| |
| | |
| shotka | დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 19:55:54 | შეტყობინება # 31 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 337
რეპუტაცია: 5
სტატუსი: 
| nukrifox გაიხარე ძმაო. დავმეგობრდეთ და ვინადიროთ რაზეა საუბარი. ისე მასწავლებლებს რაც შეეხება, იმდენჯერ აქვთ გაკეთებული ეგეთი ცდები რომ მაგას ვინ მოთვლის . ახლა ისე გამოდის, ამირან გულში მღეროდაო მაგრამ მალე აუცილებლად გაკეთდება ეგ საქმეც.
|
| |
| | |
| -BERG- | დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 20:17:46 | შეტყობინება # 32 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| shotka, მე შედეგების აქ დადებაზე ვამბობ თორე ისე თავისი თოფი იცოცხლე ყველას ნასროლი და დატესტილი აქვს. ზოგს მექანიზმიც დაშლილი და მერე (ვერ)აწყობილი
|
| |
| | |
| uchaucha | დრო: ორშაბათი, 10.01.2011, 22:56:09 | შეტყობინება # 33 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინებებში: 495
რეპუტაცია: 2
სტატუსი: 
| ბიჭოს აქ რა ხდება თურმე.. არა და მე ''თქვენგან გათელილ გზას'' მე მივიკვლევდი იარაღების განყოფილებში.. ისევ KRIMANJULMA ამიხილა თვალი და გადმომამისამართა ნუ სანამ აქ შემოვიხედავდი იქითაც მთელი ამბავი მქონდა და აქაც განმიმტკიცდა მოსაზრება.. სუბიექტური მარა ჩემი რო STOEGER ს შევიძენ აუცილებლად
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
| |
| | |
| shako77 | დრო: ორშაბათი, 10.01.2011, 23:56:10 | შეტყობინება # 34 |
|
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 192
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| [color=blue] გაიხარეთ ყველას დიდი მადლობა ვინც გამონახეთ დრო და ამ ორ თოფზე კიდევ უფრო ნათელი შთაბეჭდილება შეგვიქმენით მე მანამდეც სტოგერს ვანიჭებდი უპირატესობას და ახლაც მაგ აზრზე ვრჩები.
|
| |
| | |
| მონადირე | დრო: სამშაბათი, 11.01.2011, 10:25:25 | შეტყობინება # 35 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| რა ვიცი, რაც ბერგ-მა ეგ სტოეგერი იყიდა, ცოცხალი არ წასვლია არაფერი! თუმცა არც მანამდე სწყალობდა ტურა-მელას!
|
| |
| | |
| 998 | დრო: სამშაბათი, 11.01.2011, 10:41:37 | შეტყობინება # 36 |
|
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 848
რეპუტაცია: 3
სტატუსი: 
| სტოგერი არაფრით არ ჯობია ატას თუ პირიქითაც არ არის.
|
| |
| | |
| nukrifox | დრო: სამშაბათი, 11.01.2011, 10:58:28 | შეტყობინება # 37 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| მოვლენებს ნუ გაუსწრებთ, ორივე თოფი თურქულია და ახალი მათი გატესტვა დროსაც მოიტხოვს. ამიტო დაველოდოთ და ვნახოთ რომელი უფრო გაამართლებს... მე ორივე მომწონს მაგრამ იერსახით ატა ნემომ მომხიბლა და ვიყიდე კიდეც...
|
| |
| | |
| MERKEL_S | დრო: სამშაბათი, 01.02.2011, 16:29:52 | შეტყობინება # 38 |
|
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 40
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| nukrifox გეთანხმები შესახედად ატა ბევრად ჯობს და მგონი ისეი კი ერტი და იგივეა და მე მაგალითად ატა ს ავირცევდი. მაგრამ მაინც თურქულია და ყიდვით არ ვიყიდდი.ეს ცემი მოსაზრებაა
|
| |
| | |
| alika25 | დრო: შაბათი, 19.02.2011, 16:57:59 | შეტყობინება # 39 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| დაბლა რო მიაქვს ატას ეგ ცუდია ალბატ ხო თოფისთვის? ისე მართლა რა ლამაზია ეს ოხერი ატა
|
| |
| | | | |
| bera | დრო: პარასკევი, 25.02.2011, 19:26:08 | შეტყობინება # 41 |
|
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: 
| ამ იარაღების საშუალო ფასი რა არის? :))
|
| |
| | |
| uchaucha | დრო: პარასკევი, 25.02.2011, 19:42:28 | შეტყობინება # 42 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინებებში: 495
რეპუტაცია: 2
სტატუსი: 
| bera, შტოგერი საშუალოდ 1100 და ატა ნეოც ეგრე .. www.caravani.ge ან www.magnumi.ge ნახე ზუსტად აქ გაიგებ ყველაფერს
უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
|
| |
| | |
| -BERG- | დრო: პარასკევი, 25.02.2011, 20:21:37 | შეტყობინება # 43 |
|
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1054
რეპუტაცია: 7
სტატუსი: 
| bera, uchaucha, ორივეს ფასი 950 ლარიდან იწყება
|
| |
| | | | |
| bichi2009 | დრო: ოთხშაბათი, 23.03.2011, 20:26:09 | შეტყობინება # 45 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 496
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| ორივე კარგი იარაღია მაგრამ სტოგერს მაინც აქვს მცირეოდენი უპირატესობა ჩემი აზრიტ თუმცა ეს სადაოა ალბაი და იმ თემას განს ბმვ ჯობია თუ მერსედესიო. ალბათ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. მე სტოგერს ვანიჭებ იმიტომ რო ბერეტას წარმომადგენლების ხელი ურევია და საზღვარგარეთ რო გადის ევროპაში ბერეტას კარაბინი ეწერა ანუ ბერეტა სახელს არ გაიფუჭებს ტყუილუბრალოდ. ისე ატაც მომწონს და არდაიწუნება ნამდვილად.
შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - პარასკევი, 25.03.2011, 09:10:50 |
| |
| | |
| მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 23.03.2011, 20:34:29 | შეტყობინება # 46 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| bichi2009, ბმვ და მერსედესამდე ბევრი უკლიათ მაგათ! ბმვ და მერსედესს შეიძლება "ჯეიმს პერდე" და "ჰოლანდ&ჰოლანდ" შეადარო!
|
| |
| | |
| bichi2009 | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 10:26:11 | შეტყობინება # 47 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 496
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| მონადირე, მერედა ვინ თქვა რო ერთი ბმვ ეა და მეორე მერსედესიო უბრალოდ ამით მოვიყვანე მაგალითი მათ თანაბარ დონეზე და არა ხარისხობრივზე. ასე რომ ნუ სწორად გავიდოთ ნათქვამი ყველამ. ისე არც მერსედესი და არც ბმვ არ ითვლება საუკეტესო მანქანებად და ჰოლანდ ჰოლანდს და პერდეს მე უფრო ფერარი ლამბორჯინს უფრო შევადრიდი თუ ეგრეა...
შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ხუთშაბათი, 24.03.2011, 10:28:26 |
| |
| | |
| მონადირე | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 10:46:48 | შეტყობინება # 48 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| bichi2009, ნუ ბრაზდები მეგომარო! საწყენი არაფერი მითქვამს! სმაილიკებს მიაქციე ყურადღება ჩემ პოსტში და მიხვდები, რა ტონითაც არის ეგ პოსტი დაწერილი! მე ბმვ მომწონს და მყავს კიდეც და შენ ლამბორჯინი გეყიდოს მალე!
|
| |
| | |
| bichi2009 | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 13:40:36 | შეტყობინება # 49 |
|
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 496
რეპუტაცია: 1
სტატუსი: 
| მონადირე, არა მეგობარო გაბრაზება რა შუაშია უბრალოდ ატაც და სტოგერიც ერთ ქვაბში იხარშება და მე ვფიქრობ რო არცერთი არაა მაგალი კლასი მაგრამ ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ ან ჩვენ ან ახალბედა მონადირეებმა თუ რომელი ვიყიდოთ თუ არგვაქ ბევრი ფული. საშუალო ფასი ამ ორი თოფის მოდიფიკაციებს შორის არის 1100 ლარი და მგონი არ უნდა იყოს დიდი ფული. მაგდენს ხალხი ტელეფონებში აძლევენ და 3-4 წლის მერე აგარ ვარგა მაგრამ ხო გააკეტა იმ ტელეფონმა თავისი საქმე? ხოდა თუნდაც ამ თოფებმა 10-15 წელი გაქაჩონ მე მგონი მერე დრო იქნება გამოვცვალოთ და ახალი შევიძინოთ. ასე რო ბევრისგან გამიგია თურქულია და არვენდობიო. მე პირადად ავიღებდი სტოგერს.
შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - პარასკევი, 25.03.2011, 09:13:30 |
| |
| | |
| მონადირე | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 15:06:44 | შეტყობინება # 50 |
|
ჯგუფი: წაშლილები
| bichi2009, მემგონი სწორი გადაწყვეტილებაა! ბიჭებს ვაყიდინე ეგ მოდელი, ფოტოზე რომელიც ჩანს, შავი პლასტმასში, M-2000 SINTETIC 900 ლარად და ვინც სროლა იცის, სიზუსტეს ნამდვილად არ უჩივის! ხოლო თუ რამდენად გამძლეა, ამას დრო დაგვანახებს!
|
| |
| |
| ფორუმის სტატისტიკა |
| განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|