23:00:27
განახლება
მორბენალი სტრიქონი თქვენი რეკლამისთვის!!!                                                                                                      თქვენი რეკლამა ჩვენს საიტზე!!!                                                                                                                                                                                                                  მორბენალი  სტრიქონი თქვენი რეკლამისთვის!!! 
მთავარი | მონადირეების ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

პროფილი
ინფორმაციამართვა
Login:
პაროლი:

[ ახალი შეტყობინებები ფორუმში · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან1234»
ფორუმის მოდერატორი: 998, -BERG- 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლები » დრათჰაარი (გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი)
დრათჰაარი
bagdatiდრო: შაბათი, 27.06.2009, 15:20:04 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები






სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 58-66სმ.
წონა:ხვადი 35-45 კგ, ძუ 28-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12– 14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა
დრათხაარი გამოიყვანეს გერმანიაში მე–19 საუკუნეში. მისი უახლოესი ნათესავები არიან კურცხაარი და ლანგხაარი. მისი ოფიციალური სტანდარტი მიიღეს 1924 წელს.

ჯიშის აღწერა
დრათხაარს აქვს განიერი მკერდი, საშუალო ზომის ჩამოყრილი ყურები, ოვალური მუქი ფერის თვალები, კუდი კუპირებული. შეფერილობა მუქი ყავისფერი სერი ლაქებით.

ხასიათი
ეს მშვენიერი მეგობრული ძაღლი თავისუფლად შეგიძლია იყოლიოთ სახლში. დრათხაარი არის ძალიან გონიერი დამჯერი და მშვენივრად უგებს ოჯახის ნებისმიერ წევრს. არის გაზონასწორებული ძალიან ტემპერამენტიანი და ენერგიული. უყვარს ბევრი სეირნობა.

დანიშნულება
დრათხაარი უნივერსალური მონადირე ძაღლია. მას წარმატებით იყენებენ როგორც ფრინველზე სანადიროდ ასევე დიდ ნადირზე

მყავს დრატჰაარის ლეკვები ორი ტუ არ შეგაწუხებტ მასწავლეტ ორივე როგორ დავგეშო რომ ერტმანეტს ხლი არშეუშალონ. და ტუ იკნებიან ძნელი დასაგეშები. ორი თვისანი არიან. წინასწარ დიდი მადლობა.
 
goga-giorgiდრო: ორშაბათი, 28.09.2009, 18:36:42 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 72
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გაუმარჯოს მე გირჰევ რო ერტად არ ატარო ტორე სჰეიზლება რო დაიგესჰებიან ერტმანეტის გარესჰე აგარ ინადირონ.ზნელი დასგესჰი არ იქნება,ისე ცოტა ჯიუტია.რო დაგშავ მერე შეგიზლია ერტად ანადირო 48 მეც მყავს და ზალიან მაგარია ყველაპერსში
 
998დრო: ხუთშაბათი, 08.10.2009, 19:50:59 | შეტყობინება # 3
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორ-ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 848
რეპუტაცია: 3
სტატუსი:
დათხარი უნივერსალური ძაღლია ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე ცხოველზე, გასაწრთვნელად ცოტა რთულია მაგრამ არა შეუძლებელი ვისაც ნადირობა და ძაღლები უყვარს. მთავარია რომ ძაღლს ძაან უნდა უყვარდეს პატრონი და თან ცოტათიც უნდა ეშინოდეს მისი.
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 15.12.2009, 20:26:14 | შეტყობინება # 4
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 444
რეპუტაცია: 6
სტატუსი:
დრათჰაარი ძაღლი არააა , დღათჰაარი ცხცოველია.-- ბინძურია, ტყიური, გადარეული, შმაგი, უტვინო, ველური,ღორი. თავზე გადაგივლის, ტლახიანი , ოთახში შემოგივარდება და შენს ლოგინზე წამოსკუპტება, ცხელი კეციდან ჭადს ააძრობს და გადასანსლავს, ტორტით რო გაბერო წავადა ნეხვს დააყოლებს. დაგსვრის, დაგღლის, გაყვიორებს და მერე ყვირილითაც დაიღლები,ამ შემთხვევაში ეგრეა ის არის მონადირე და შენ კიდევ ძაღლი
ეხლა მეორე----ყინავს და ცივა ,თოვა არაფერია იმასთან , რასაც ცივი წვიმა, ქარი, და უბედურება, ქვია, ტალახიანი კანკალს აყოლილი დგეხარ და ნადირობის მომგონს წყევლი, მაგრამ მაინც დგეხარ, იხვი კი მოდის და მოდის, ამინდის გამო ბევრს აცილებ, მაგრამ ზატო მაინც ბევრი გყავს მოკლული , იმიტომ რო იხვიც ბევრია, გაყინულ წყალში ცვივა იხვები, არა მანდ სულიერი არც ძაღლი დსა არც კაცი არ ჩაიშვება იხვის მოსატანად, ეგ ანთებიანი სიკვდილის ტოლფასია ორივესთვის, მაგრამ შენს გვერდში თითქოს მზეს ეფიცხებაო ნახევრად წყალში დამჯდარი ცხოველია-რომელსაც დრათხაარს უწოდებენ, ხოდა ეგ ცხოველი ყოველ ჩამოგდებულ იხვზე გარბის ისეთივე კოკისპირულად როგორაც წვიმს და ეზიდაბა ჩამოგდებულ მწვანეთავებას. რა კუდი მაგასააქვს მაგრამ ბევრ კუდიანს შეშურდება ისე იქნევს. სიხარულიდან რო მოგიტანა, შენ კი ისე გცივა , ისე ხარ გაყინული რო ხელის გაშვერაც გეზარება იხვის გამოსართმევად.... ესაა ჩემი კომენტარი ამ გადარეულზე
 
ვულფდრო: შაბათი, 09.01.2010, 17:39:05 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 218
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
მეც მყოლია დრატხარი მაგარი ჟილკიანი მონადირე და მაგარი გაუგონარი ვირი იყო ხუთი წლის რომ გახდა მერე შეიგნო რას მოითხვდნენ მისგან, გულის გავლა გახდა, რასაც ლავერაკი ექვსი თვის ასაკიდან აკეთებს. 167
 
zaza-50დრო: პარასკევი, 29.01.2010, 12:21:48 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
დრათხაარის ლეკვის მეტი არცერთი არ მინდა. ყველა მაგარია თავის სისხლის და მოწოდების მიმდევრობით მაგრამ დრათხაარი ვირია და ეგ მაწყობს მე. ყველანაირი მყავდა. მოკლული კურდგელი მარტო დრათხაარს გამოქონდა ჯაგებიდან. მომპარეს. უფრო სცორად დავკარგე. ტუ ვინმეს შეგიძლიატ ცოტა ისეტ(ხელმისაცვდომ ფასში) ძმობა მერე ჩემზე იყოს. გეხვევიტ ყველა მონადირეს 39 palatka და ერტი კარგი ვარანენიაც ცჰემზე იყოს

შეტყობინება დაამუშავა zaza-50 - პარასკევი, 29.01.2010, 12:31:16
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 08.02.2010, 22:37:06 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 780
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
ამ ძაღლთან არ მინადირია ამბობენ ნადირზეც მიდისო მართალია?
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 10:38:59 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ზაფხულში რაზე ნადირობ. აგვისტოა , სექტემბერია მწწრის სეზონი და მორჩა. მერე ჩააცვი თბილად პოინტერს. ისე პოინტერი მწყერზე კლასია მაგრამ ძაან მცივანაა. ან სულ კანკალებს და იქნებ არ სცივა. მაგრამ მაინც გულზე მოქმედებს იმის კანკალი. მერე სახოხბე ადგილებში ეკლიან ბუჩქებს დრატხარი რო აიტეხავს ლაწალუწს მაგას პოინტერი ვერ იზავს. ყინვაში იხვზე.. აბა ჩაგივარდეს წყალში იხვი. კი გამოიტანს ერტს მაგრამ მერე შემოგეყინება ისე რო. ნუ არ ვიცი მე მაინც დრათხარი მირჩევნია. ერტს გაიბერტყავს და მშრალია.
 
emceდრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 22:03:27 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 238
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
რა თქმა უნდა დრათხარს თავისი პლიუსები აქ სეტერს თავისი ,მაგრამ საერთო მოვალეობები ბევრი აქვთ ამ ძაღლებს და ამითომ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ და მეც სეტერი მირჩევნია ძმებო, მაგრამ ძმაკაცს დრათხარი ყავს და წყალში კატერივით არი და ბუჩქებში და ეკლებში გველივით დასრიალებს.
 
zaza-50დრო: შაბათი, 13.02.2010, 19:07:37 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ვის რა მოსწონს და ეგაა. მე თოფი მაქვს ტოზ 63. ჩახმახებზე. რა არ მქონია და რით არ მინადირია მაგრამ ამ ლაგადკას არცერთი მირჩევნია. 16 კალიბრია და სადმე რო მოვხვდები ახოტნიკებში არავინ არ დამცინის. მქონდა ტოზ 34,იჟ27,მც2112 , იჟ58. ხო მგონი ეგაა.... ისევ ეს მირჩევნია. გადმოუწიე და დაკა ჯანში. იჟიი27 გაიქუცა, გატეტრდა. ტოზ34 სულ რემონტზე იყო მექანიზმი ხან რა და ხან რა უფუჭდებოდა. რა ვიცი ეს ჩემი პირველი თოფი იყო და ისევ ეს დამრჩა ამას შემოევლოს ზაზა_50. ძაღლები: ირლანდიური, პოინტერი , კურცხარი, დრატხარი, ტაქსა, ბავშვობაში რიზენ შნაუცერი, ნუ ბევრი ძაღლი მყავდა. გონჩები ხო ნუ იტყვი. გემოვნებაზე არ დავობენო და მე კი დრატხარი მირჩევნია. რუსული ტოზ 63 სავით მუშაა. ვირი და.. მაგრამ სეტერი კლასიკურია. ლაბრადორი არ მყოლია მაგრამ ვისაც ყავს მაგარია გამოტანაში მაგრამ ნაბული, ან ვერ დაუმუშავეს ან არ აკეთებს ან არ ვიცისხვა ლაბრადორიტ არ მინადირია. ისე ყველა ვარიანტში გეთანხმები. ვის მღვდელი მოსწონდაო......... პატივისცემით ზაზა_50
 
krimanjuliდრო: შაბათი, 27.02.2010, 19:43:11 | შეტყობინება # 11
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 444
რეპუტაცია: 6
სტატუსი:
beqarichi ვერ დაგეთანხმები იმაში რო ნაჯვარი ამტანი და გამომდგარია და თან დრათხაარის შემდეგ მეორეა, შეიძლება ჩემი კომენტარი ნაჯვარი ძაღლის თაობაზე მწარე მოგეჩვენოთ მაგრამ ამას არათ დაგიდევთ, იმდენადაც რამდენადაც ვიცი რა ღირსებები და ღირებულებეი გააჩნია სუფთა სისხლის ძაღლს, ესეიგი ეგრე გამოდის რო ხალხმა რომლებმაც თავი შესწირეს და მარტო თავი კი არა საგვარეულო თაობები გადააყოლეს ერთი თუნდაც უმნიშვნელო ჯიშის შექმნას, ის არაფერია და ნაჯვარი ყოფილა რაც ყოფილა, ეგეთი მსჯელობა არასწორი მსჯელობაა... ჩვენ აქ ფორუმზე ბევრი სხვადასხვა ჯიშის მოყვარული და მიმდევრები ვართ, ჩვენ წმინდა ფანატიზმით ვუმტკიცებთ ერთმანეთს ჩვენი საყვარელი ჯიშების უკეტესობაზე(რა თქმა უნდა ეს სუბიექტური აზრია და ეგოიზმით მოგვდის)მაგრამ იმაზე ყველა შეთანხმებული ვართ რო ყველა ისტორიული ჯიში დაფასებასა და პატივისცემას მოითხოვს. მე ვინა ვარ რო 5 საუკუნოვანი სელექციის შედეგად (თუნდაც 100წლიანი) შექმნილი და იდეალურობამდე აყვანილი ჯიში ავითვალწუნო და მას თუნდაც უმნიშვნელო ბრალი დავსდო რამეში. ბავშობისას ეგეთი სულელური აზრები მაწუხებდა-მდევარს დავრთავდი მეგონა ფრინველის ძაღლზე და მივიღებდი უნიკალურ შედეგს და მიკვირდა კინოლოგების რო ეს ვერ მოიფიქრეს...ბევრ დვარნიაშკას მივუჩმორებივარ ჩემი პოინტერებით ნადირობაში. მაგრამ ეს იმას საულაც არ ნიშნავს რო უჯიშო ჯიშიერზე მეტია, მერე რა რო უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ სუფთებს ვიდრე ძუნკალა უჯიშოებს, ესე დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს შეხვედრია თბილისსა და სხვა ქალაქებში ციგნის ბავშვები ზამთარში; თოვლსა და წვიმაში რო ფეხშიშველა დარბიან და გაკვირვებულებს გვითქვამს -- ვა ეგენი რა ხალხია, რა იმუნიტეტი და გამძლეობაა აქვთ , გასაოცარია რო არ ცივდებიან, ნამდვილი სასწაულიაო... ხო მე მითქვამს ეგეთები , მაგრამ რომელ თქვენთაგანს გაუყადრებია ან გაუტოლებია მაგათვის თავი, ან ერთხელ თუ გიფიქრიათ რო ისა და თქვენ ერთი დონისა ხართ. არწივი ხშირად ქათმის სიმაღლეზე დაეშვება მაგრამ მას ისევ შეუძლია ზეცაში იფრინოს, ეს კი ქათმისთვის მხოლოდ ოცნებაა, ასევეა ჩემი აზრით სუფთა სისხლი და ძუნკალა ძაღლი. თუ ნადირობაზე ვსაუბრობთ და მონადირე ძაღლებზე მაშინ ესეთ რაღაცაებს ნუ ვიტყვით რო ნაჯვარი აჯობებს, ესე რო ეფიქრათ ჩვენ წინაპრებს დღეს ძაღლის სახე ალბათ მუტანტის მაგვარ რაღაც ცხოველად წარმოუდგებოდა, მთელ საგვარეულო ხაზებს იცავდნენ წლობით რო მას თუ არა თავის შვილიშვილს მაინც შეძლებოდა კარგ და დახვეწილ ძაღლთან ერთად ნადირობა, ასეთი მიზნებითა და ენთუზიაზმით შეპყრობილებს როგორ მივაყენო შეურაწყოფა და ვუთხრა რო მათ შექმნილს და ნაოფლარს უჯიშო ძაღლი ჯობია(უჯიშო და ნაჯვარი ჩემთვის ერთიდაიგივეა , თუნდაც სუფთა სისხლის ოღონდ სხვა ჯიშის სუფთაზე იყოს დართული)როგორ ვთქვა უარი ძაღლებზე: როგორ ვუარყო ინგლისური სეტერი მკერდადებული ნამიან ბალახზე დამახასიათებელი ნაბულით . როგორ ვუარყო პოინტერი, '' პაწიაშკაზე სადღაც ზემო შრეებიდან რო წურავს სუნს... გაყინულმა და სველმა როგორ ვთქვა უარი დრათჰაარზე, რომელიც ყინვას კბილებითა და თათებით ამტვრევს და ჩემთვის იხვი მოაქვს... არა კიდევ ვამბობ ესეთი აზრები ჩემთვის შეურაცმყოფელია, შეიძლება ვინმემ ტქვას რამ გააბრაზა ეს კაციო მაგრამ სულ მცირედით გადაიკითხეთ ჯიშების შექმნაზე და მინიმუმ გაეროსავით შეშფოთებას მაინც გამოთქვამთ (ბოლოს მაინც ვიხუმრე)
 
beqarichiდრო: კვირა, 28.02.2010, 00:53:44 | შეტყობინება # 12
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 28
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
კრიმანჭული მივხვდი შენს გულის ტკივილს და ნამდვილად სწორი არის ის რომ უნდა დავუფრთხლიდეთ სუფთა ჯიშებს. 500 წლის წინ ხალხმა რომიწვალა ,და რატქმაუნდა სჰედეგიც სახეზეა. მაგრამ ჩვენ მონადირები ვართ და მთავარი ის არარის ზაგლი გყავდეს სუფტა სისხლი იყოს და არ განადიროს და სუფთა სისხლი იყოს ,ჩემი აზრით მთავარია ძაგლმა გასიამოვნოს ნადირობისას , ერთ მაგალიტს ვიტყვი :გონჩი მავდა დედალი ანგლორუსული იყო და ლეკვობისას ერთი ლეკვი გავზარდე, მამაც სუფთა სისხლის ანგლორუსული იყო და ეს ლეკვი ახლა 4 წელიწადშია და ნადირობას არ სწავლბოს,, მეგობრის ზაგლები რომ ააგდებენ ეს უბრალოდ დასდევს იმათ ტან უყეპს ისე სხვათაშორის რა,,,მარტო რომ წავიყვანე ეს სუფთა სისხლის ანგლო რუსული ჩგვერდიდან არ მომშორებია არადა ლეკვობიდან სხვა ძაგლებთან ერთად ვანადირებ არვიცი რავუყო, როგორ ჩავაგდო გონში, რაშია საქმე ბატონო კრიმაჭული ? ? ? ? 23 23 23 23 23
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 03.03.2010, 22:35:48 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 780
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
არი შემთხვევები როდესაც ვერცერთი სუფთა სისხლის მდევარი ისე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას როგორც გაბურძგნული უშნო ქოფაკი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სუფთა ჯიშის ძაღლები უნდა გადავაშენოთ, ჯიშიან ძაღლებს თავისი პეწი აქვთ და სილამაზე გენში გამჯდარ ნადირობას რომ თავი დავანებოთ 39
 
mamalixarazuliდრო: შაბათი, 06.03.2010, 10:07:21 | შეტყობინება # 14
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 101
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
დრატჰაატი არის უნიკალური ჯიში. მიუშვი,სადაც გინდა,როცა გინდა. რაც ჩემ ძაგლს ყინულიანი მტკვრიდან იხვები.... უუუუუ...სატრაბახოდ არ ვიძახი მარა მაგარი ჯიშია რა. 23_30_126

დამატებულია (06.03.2010, 11:07:21)
---------------------------------------------
ბეწვზე რო წყალი შეეყინება, და მაინც რო წყლისკენ უჯირავს ტვალი, მაგარია მარაა. დარწმუნებული ვარ ვისაც ერტხელმაინც ყოლია ეს ჯიში ბოლომდე მისი ერტგული რჩება. ხაშურში კაია და სხვაგან რავიცი...

 
aragveliდრო: ორშაბათი, 12.04.2010, 17:57:42 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 185
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
ბოლო წლებში დრათჰარების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა საველეებსა და გამოფენებზე. არა და მართლაც კარგი ჯიშია. ვიღაც კითხულობდა ნადირზე თუ მიდისო. საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან დრათჰარები რომლებიც ნადირის კვალზე მდევარივით ყეფით მოსდევენ. მარა უმეტესობას უჩუმარი დევნა ახასიათებს . ოღონთ არ წარმოიდგინოთ რომ მდევარივით საათობით დაუწყებს დევნას. საკმაოდ მალე ანებებს თავს.. ყოფილა შემთხვევები როდესაც საკმაოდ გრძელი ყნოსვა უჩვენებია დრათჰარს
 
zaza-50დრო: შაბათი, 08.05.2010, 19:35:38 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
არა რა. დრათხარი უნდა იყოს დრათხარი და კურცხაარი კურცხარი. ის გერმანელები გიჟები კი არ იყვნენ ეგრ რო გააცალკევეს. რო გავდივარ ხოლმე გინდაც ბაზრობაზე გინდაც.. სადაც არუნდა იყოს დაინახევენ ახოტნიკები და აუ სენ გენაცვალე ნახე რა დრატხარია, ან ნახე რა კურცხარია, ან ::: იმას შეხედე რა რას გავს ნარევია რაგაცასთან. კურცხარია მაგრამ ერთი-ორი წვრი აქვსან დრათხარია და თავი შიშველი აქვს ანუ კურცხარის და ნი ტოა რა მაინც. ულამაზობა ცალკე და რეპლიკების კიდევ ატანა არ მაქვს. ნადირობა კიდევ თუ არ ასწავლე გინდა მგელი გყავდეს. მაგრამ რო მიდიხარ და პავადოკზე ძაღლი გყავს და ამ დროს ვიღაცა გაგაჩერებს და ძაღლს კოცნას დაუწყებს უფრო ამაყად გრძნობ თავს სხვას რო თავი დავანებოთ. ან მიდიხარ და: ე ეს.. რა ჯიშია ძმაა. და ვერც იმას ეუბნები და ვერც ამას. რაც უნდა იყოს ის უნდა იყოს. გადაიხადე ერთხელ და აიყვანე ნაღდი. ძმაკაცი მჩუქნისო.... იმიტო გჩუქნის რო ან უყურადღებობით ვიღაც ძუნკალა მიეპარა და ან რა ვიცი და მოშორებაზეა თორემ აბა დასავლეთიდან კახეთში ჩადი იმისთვის რო კარგ ჯიშზე დართო და არ დაირთო. დარჩი კახეთში დახარჯავ რა თქმა უნდა თანხას და რაღაც ეშველება მერე ჩაიყვანე ისევ დასავლეთში და უარე რო არ გაცივდეს და რამე არ მოხდეს ისეთი რო სანანებელი იყოს და 3 თვე უტრიალე თავს. მერე დაიბადებიან. გაუკეთე საბუთები, აცრები . ვეტერინარების რჩევებით და იმათი უყურადღებობაც არ შეიძლება. ფული უნდა ყველაფერს და მერე მოვა ძმაკაცი და გეტყვის ერთი ლეკვი უნდა მომცე და 5 ლიტრა ღვინო ჩემზე იყოსო. არ ეტყვი იმ ძმაკაცც შეისXი ეგ ღვინო ერთ ადგილზეო? აი ეგრეა ძმაო კარგი ძაღლის ყოლა, მოვლა და შედეგი
 
hunter_budaდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 20:00:22 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
zaza-50, გეთანხმები ძაღლი უნდა შეჯვარდეს მისი ჯიშის წარმომადგენელზე, დრათჰაარის და კურცხაარის შეჯვარებით რა ძაღლს მივიღებთ? რომელი ჯიში იქნება? რა სუფთა სისხლის დრათჰაარი ან კიდევ კურცხაარი არ ნადირობს მაგრათ ? მათ ხომ ერითი სისხლი არვთ ისედაც. ძაღლთა სელექციონერებმა ტყუილდ ხო არ ინტვრიეს თავი რო გამოეყვანა გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი ანუ ,, დრათჰაარი’’ ... ამიტომაა საქართველოში რომ არე ჭირს სუფთა სისხლის ძაღლები, ამიტომაცაა ძვირი ლეკვები
 
suroდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 23:58:41 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 202
რეპუტაცია: -1
სტატუსი:
დრატხარი,,ეგ ხომ ის ჯისჰია რომელიც ყველაპირობას ეგუება ჩვენტან?მე არა სჰემიდზლია ვტქვა მის არა ცჰვეულებრივ აგანაგობაზე და მუსკულატურაზე,არამედ ტავის ნადირობის სიდინჯეტი,,არამარტო ფრინველზე ნადირზეც არა ცჰვეულებრივები არიან,ეტი სიტყვიტ დზალიან ჯკვიანი და გონიერი ჯიშია..მე მაგალიტად დიდი პატივს ვცემ დრატხარს.ასევე ყველა ჯიშიშ დზაგლს ტავისებური პლიუსები გააცცნია 166 166 166
 
grenader21დრო: სამშაბათი, 11.05.2010, 12:36:55 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 978
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
რა ვქნა მე ეს ჯიში როგორც სუპერძაღლი არ მინახავს, ისე კი იმ ხელოსანს გავს ყველაფერს რო აკეთებს და წესივრად არცერთი არ გამოდის, ეგეც უნივერსალი.
 
davit006დრო: ორშაბათი, 31.05.2010, 22:49:13 | შეტყობინება # 20
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 30
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ისე ეგ ორივე ჯიში გერმანელებმა ნადირზე სანადიროთ გამოიყვანეს, მერე ჯერ რუსეთში და მერე ჩვენთან რომ მოხვდა დაიგეშა ფრინველზეც და აპორტირებაზეც კარგათ იმუშავა, იმიტომაც აქვთ უფრო დაბალი ყნოსვით თავჩაქინდრული ნადირობის სტილი, ხშირათ ამოწმებენ კვალს... დღეს დღეობით მგონი მთელ ევროპაში მოეთხოვებათამ ორ ჯიშს საველე გამოცდაზე: ფრინველის დამუშავება, ჭაობის ფრინველის ძებნა აპორტირება, კვალზე მუშაობა, ზოგან ტახზე ზოგან კურდღელზე. ამიტომაც არიან უნივერსალები: კურცხალი და დრათხაარი. რასაც ეგენი აკეთებენ მთლიანობაში მაგას ვერც სეტერები და ვერც პოინტერი ვერ გააკეთებს. ბოლო-ბოლო კვალზე ვერ იმუშავებენ და ისე ფრინველზე ხო არ გესწავლებათ რაც არიან პოინტები და სეტერები.
 
davit006დრო: ორშაბათი, 31.05.2010, 22:58:30 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 30
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ეგ ჯიში რაჭაში მიისწრებაა მეგობარო, როჭოზეც გასიამოვნებს და ნადირზეც ისე განადირებს როგორც დაგეშავ რა თქმა უნდა. მართლა უნივერსალია და სიცივესაც კარგათ ეგუება მასეთი იმიტომ გამოიყვანეს გერმანელებმა ეგ ჯიში მთაში სანადიროთ და გამძლეობით გამოირჩევა. მოკლეთ ძლიერი ძაღლია ფიზიკურათაც, ერთ უფროს მონადირეს ყავდა და ხვადი მგელს დაეტაკა ზადნი არ მიუციაო ასე თქვა, მართალია მგელი ცოტა ბებერი იყოო მარა მაინც, საერთო წარმოდგენა რო შეგექმნას. ხო მეც რაჭინსკი ვარ და ვიცი რასაც გეუბნები დრათხარზე, ბუნებიდან და ჩვენებური ამინდებიდან გამომდინარე.
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 07.07.2010, 22:38:02 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ჩემი 6 თვის ხდება 15 ში. გუსჰინ მყავდა მინდორში და გამაოცა. პოინტერივით მაღალი ყნოსვა მაჩვენა, აწეული ცხვირით და საერთოდ მწყერი რო არ უნახია ისეთი დაუსტოიკა რო ლამის კვერცხეხბზე ვაკოცე ნაბულის დროს. ეცი ტქო და კარგი სკუპის მერე მწყრის ჩოჩორი ყბაში მოიქცია ანუ დაიჭირა და ამან სულ გამაგიჟა. ისე ბრაკონიერობისთვის კი მოხვდა მსუბუქად. პირველი გაყვანა და იმედი ჩამესახა კარგი სეზონის. ერთი არ მომეწონა. ნელა დადის და თითქმის 10 15 მეტრის რადიუსში ტრიალებს და სადაც წყალს ნახავს ღორივით წვება შიგ. სცხელა მაგრად და თან ამინდიც კარგი მზიანი იყო. იმედია გამოსწორდება
 
hunter_budaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 20:48:06 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
zaza-50, ძამიკო არ შეგეშინდეს თუ შორს არ მიდის, პირველათ ახალ გარემოში ლეკვი მაინც დაძაბულია და შენს ახლოს ტრიალებს, ეს პლიუსიცაა,თანდათან დაიწყებს როგორც საჭიროა იმ დისთანციაზე ძებნას,ეხლა ისეთ ასაკშია რო თამაშითაა დაკავებული, არ მოითხოვო მისგან ბევრი,ხშირათ გაიყვანე მინდორში, აი შენ ნახე სეზონზე როგორ გაგაოცებს. მაგ ჯიშს კაგათ ვიცნობ
 
simoniდრო: ორშაბათი, 06.09.2010, 16:46:39 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 327
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
zaza-50, შენ ეტყობა ჩახედულიხარ ამ საქმეში და ძაან მიხარია ეგრე რომ ფიქრობ. კახეტში ალბათ წნორს გულისხმობ ხო? მარტალიხარ ჯობია ერთხელ იყიდო და კარგი გყავდეს, ვიდრე რაღაცა წუპაკი ძაღლი. კარგი საგვარეულო როცააქვს ძაღლს ის ძაღლი ნადირობასაც კარგს და ლამაზს გაჩვენებსსსს 39
 
zaza-50დრო: პარასკევი, 10.09.2010, 09:22:44 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
simoni, კარგს და ლამაზსაც გაჩვენებს და თან ქუჩაში გასეირნებისაც არ შეგრცხვება. სად ის რო კაი სუფთა დდრათხაარით, კურცხარით, პოინტერით, სეტერით რო გაივლი ქუჩაში და ნახევარი საქართველო ხო სულ მონადირეა და გაჩერებენ და გეკითხებიან რაღაც საინტერესოებ და სად ის რო : ეს რა ძაღლია? რასთანაა შეჯვარებული და რა ნაირი ფერი აქვს ან ცხვირი ეგრე რატო აქვს და არა ისე? და რა ვიცი რამდენი მონადირეა და ყველას თავისი აზრი აქვს და ტვინს გიბურღავენ. არ ჯობია რო : აუფ ნახე რა პოინტერია ან ნახე რა სეტერია ან ...... იციან ინადიროს და რაფეხებად მინდაო ამის ექსტერიერიო. კი ბატონო. ახლობელსა ყავს მაგარი პოინტერი თავისი ყველაფრით. ლეკვებს დაყრის თუ არა ბაზარნიკები სახლში რიგს უყენებენ და ერთიანად მიყავთ ყველა 200 ლარებში. ვაჭარი კი არ ვარ მაგრამეგეც ხო საქმეა და სანადიროდ ის ფული ისე დაგეხმარება კაცს რო მთელი მწყრის სეზონს თავისი ნაჩუქარი ფულით გასიამოვნებს. რა ვიცი მე ეგრე ვფიქრობ და თუ ის ჯობია რო ოღონდ ინადიროს ყავდეს იმას ისეთი
 
zaza-50დრო: კვირა, 03.10.2010, 13:30:44 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 645
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
კარგია კარგი დრათხაარი მაგრამ სად არის. სუფთა სისხლი მგონი აღარც არის საქართველოში. სულ დრათხარ-კურცხაარის ნაჯვარი მხვდება და ჩემი დრათხარიც წამოიზარდა და რაღაც შეკითხვებს ბადებს. ყავისფერი ლაქების მაგივრად ღია კაკაოს ფერი გახდა და ბეწვიც ისეთი გრუბი ღა აქვს როგორიც უნდა ქონდეს. დრათხარის მოფერება უსიამოვნო შეგრძნებაა ისეთი ბეწვი აქვს. თან ძურწა ბალახი თითქმის არ ეკრობა და ეს კი მტვერსასრუტივითაა. ნახევარი ტონა ზურწა დავაცალე. არ ვიცი რა ხდება
 
vaxo0207დრო: კვირა, 03.10.2010, 22:30:23 | შეტყობინება # 27
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 73
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
მართალია ძმებო უნივერსალია დრათხარი. კარგია თუ გაგეშილია 23 თუ გაგიგეშიათ მაშინ თქვიტ კარგი ძაღლიათკო. რუსის ბარაბანს არ აქვს იმდენი მოხვედრილი რაც ჩემ დრათხარს მარა მაინც ვერ მოვიყვანე ჯერ ჭკვაზე 069 მაგარი გაუგონრები არიან სანამ ძაღლად არ ჩამოყალიბდებიან.
 
berZulდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 22:15:36 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 1001
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
მე რაც შემხვედრია დრათხარი ზოგი შორს გარბოდა და ზოგი მწყერს ყლაპავდა მხოლოდ ეერთი ვნახე ახლობელს ჰყავს ჭკვიანია წყალშიც მაგრად მუშაობს მაგრამ მაინც კურცჰაარი და პონიტერი მირჩევნია მაგ ჯიშებს და რა ვქნა 23 167
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 12:13:49 | შეტყობინება # 29
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
მოგესალმებით მონადირეებო.მყავს დრათჰაარი წელოს ცოტა მაწვალა სეზონზე მარა იმედია მემრის იყოჩაღებს დაუღლელია მტელი დღე ნადირობს დარბის და რავი.დზააან მაგარია იხვის გამოტანასჰი ჯერ 1.5 წლის არის და ლეკვები არ დაუყრიააა.ამის წინ მყავდა და ის გონჩებს რლიდა ნადირობაში უნიკალური ჯიშია
 
gadarcheniliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 12:43:27 | შეტყობინება # 30
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 98
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ნამდვილად დალიან ძლიერი ძაღლია მაგრამ ამავე დროს დალიან დიდი ნებისყოპა უნდა მაგ ძაღლის დაგეშვას თან სახლის პირობებში შეუძლებელია ყოლა ძალიან უხეში ძაღლია ერთ ადგილას არ ჩერდება მაგის ადგილი მინდორშია 453
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 13:21:53 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ჩემი ძაგლი ჩამოვიყვანე თბილისში მინდოდა აქ მყოლოდა მარა დაანგრია ყველაფერი.ვაფშე ყინულიან წყალში ისე დადის თითქოს სიამოვნებსო.ნახეთვიდეოებში დევს MONDIRE11-იშ ლედი და შემიპასეთ.მე მაგრა მიყვარს ეგ ძაღლი პოინტერებს თიშავს მოძრაობაში
 
mamalixarazuliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 13:32:19 | შეტყობინება # 32
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 101
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
54 აი ესაა ნადირობისას დრათჰაარი..... 54
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 21:33:35 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 780
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
რა მაინტერესებს? ამ ჯიშში არის სხვადასხვა სახეობა? მაგალითად როგორც იაგებშია მოკლე და გრძელ ბეწვიანები? 23
 
aragveliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 21:48:41 | შეტყობინება # 34
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 185
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
არანაირი სახეობა დრატჰაარი, დრატჰაარია. უბრალოდ რამოდენიმე სხვა ჯიშია რომელიც გარეგნულად მაგრად გავს მაგ .გრიფონი.
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 21:48:56 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 780
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
ეს კითხვა იმიტომ დავსვი რომ სურათებში რომ ვხედავ სუფთა დრატჰარებს ზოგს გაბურძგნული დრუნჩი და ბანალი აქვს ზოგს სუფთა უბალნო დრუნჩი აქვს 23
 
aragveliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 22:15:37 | შეტყობინება # 36
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 185
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
დრუნჩი ულუაშებიანი გაბურძგნული უნდა ჰქონდეს უეჭველი. დანარჩენ ტანზე გადალესილი უხეში ბეწვი, სანაშენე გერმანული დრატჰაარების ფოტოები რაც მაქვს ნანახი ყველა მასეთია. გრძელი ხუჭუჭი ბეწვი ტანზე არცერთს არ აქვს.
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 22:37:21 | შეტყობინება # 37
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გრიპონი თავიდან იყო ძაღლი რომელსაც დაცვად იყენებდნენ საიდანაც გამოიყვანეს გერმანელებმა დრათჰაარი გრიპონს შეურიეს კურცხალის და სხვა მეძებრების სისხლიც და კიდე მდევრებისაც.დრატჰაარს ავი ხასიერი და უხეში ბეწვი სწორედ გრიპონისგან გამოყვა ამტანიანობა და დაუღლელობა მდევრისაგან .ერტადერს რასაც ვერ მიაღწიეს გერმანელებმა პოინტერის ნაირი ყნოსვა ვერ ჩამოუყალიბეს მარა არც ეგ აქვს სუსტი.ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ არის ლიტერატურიდან ვიცი.დრათჰაარს სჰეიდზლება ჰქონდეს როგორც დიდი ბეწვი ისე შედარებიტ მოკლე მარა ულვაშები უნდა ქონდეს
 
datochachoდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 11:28:32 | შეტყობინება # 38
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 98
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გეთანხმები დაგეშვა მართლაც რთულია მაგრამ არ უნდა დაიზარო თავიდანვე რასაც მიაჩვევ და ასწავლი კარგია. საერთოდ დრათჰაარი 2 წლის მერე დგება ჩამოყალიბებულ ძაგლად.

d. kuchava
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 13:18:05 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 327
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
goga-0ni, ეს არის რუსეტის სტანდარტები და არც ეგრე არ არი როგორც ქართველები ვუბერავთ რა ნახე და თუ რუსული გესმის ბევრ ამეს გაიგებ ამ ლინკიდან http://www.deutsch-drahthaar.ru/news/news78.html ეს და სხვა ლინკებიც მახეთ

დამატებულია (13.01.2011, 13:18:05)
---------------------------------------------
http://www.deutsch-drahthaar.ru/news/news76.html

 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 18:15:07 | შეტყობინება # 40
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
simoni ჩემო ძმაო კარგი სურათები მოგვაწოდე შენ ევრჯერ გამიგია ,რომ დრათჰაარს აუცილებლად გრზელი ბეწვი უნდა ჰქონდეს ანდა პირიქით არსებობენ დრათჰაარები რომელსაც შედარებით მოკლე ბეწვი აქვთ უპრო გრძელ ბეწვიანებიც არიან მარა ტავი დრუნჩი ყველას ერტნაირი ულვაშიტ Aქვს დაფარული.ჩემთან ყავთ სუფთA სისხლის დრათჰაარი იმასაც დაჩემსასაც საბუთები აქვთ თავის საგვარეულოთი მარა ძაან განსხვევდებიან ერთმანეთისაგან ის ტიპიური გრიფონია
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 20:41:21 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 327
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
monadire11, რუსულ საიტებზე ისეთ დრათხრებს ვნახულობ ყბა ცჰამომივარდება ხოლმე რა. შავი დრათხარიო ზოგისთვის რომ მეთქვა საცინრად ამიგდებდა მაგრამ უკვე დასაბუთებილი ინფორმაციამაქვს და ვსო.
 
monadire11დრო: პარასკევი, 14.01.2011, 12:04:17 | შეტყობინება # 42
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
simoni დრათჰაარი არსებობს შავი,შავხალიანი,ყავისფერი,ყავისფერხალიანი,ძაან მაგარი ჯიშია და ბევრი მაქვს წაკიტხული მაგ ჯიშზე არა არსებობს კანონზომიერება ბეწვტან დაკავშრებით მარტო ხუჩუჩა არ უნდა ჰქონდეს
 
goga-0niდრო: შაბათი, 15.01.2011, 23:18:31 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 780
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
simoni, გაიხარე მადლობა ძმაუნა 23_30_126 საქართველოში ტუ ყავთ ისეთები რუსეთში და გერმანიაში რომ ყავთ მაგრები? მგრად მინდა რმო კარგი დრათხარი შევიძინო
 
simoniდრო: კვირა, 16.01.2011, 10:27:42 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 327
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
monadire11, მე ველოდები ლეკვს და შავი ხვადის შვილია და ვიცი მაგ ამბავი უკვე რომ არის შავი დრატხაარი, მაგრამ ქართველების ამბავი ხომ იცი დამიწყეს პროფესორობა," რათგინდა და აქ ვერ გაზლებს და იქაურს დიდი ბეწვიაქვს და, აგერ ახლობელი ყიდის და, რავი რაღაც ზღაპრები,. goga-0ni, არის აქაც საკმაოდ კარგი დრათხაარები, გამოფენაზე უნდაა ნახო ზაფხულში და შეიპირო ლეკვი. ზესტაფონში ყავს მაგარი ხვადი ვინმე "ბადრი ბიწაძეს" მაგის ლეკვი კარგი იქნება თუ კაი ძუზე იქნება დართული
 
monadire11დრო: კვირა, 16.01.2011, 12:03:38 | შეტყობინება # 45
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
simoni საიდან ელოდები ძმა მაგ ლეკვს? მე ჩემს ძაღლს ტუ მოვუწესრიგე საბუტები გავიყვან გამოპენაზე უეჩველი. ჩემტან სოპელში ყავდათ შავიდრათჰაარი იმისნაირი ძაღლი არ მინახავს 15 წლის იყო ისევ ნადირობდა ყველა საჩირო საბუტიც ქონდა.ჩემი ძაღლის საბუთები დავკარგეთ ავარია მოგვივიდა და იმ მანქანაში იყო მაშინ ყურადღება ვერ მივაქციე ის მანქანა ისე გადააგდეს და დავჩიტ მე და ჩემი პაძელნიკი უსაბუთოთ ვერ მირჩევტ როგორ მოვაგვარო ეგ პრობლემა????

დამატებულია (16.01.2011, 12:03:38)
---------------------------------------------
PATARA-SAMO ჩემო ძმაო დრათჰაარს უნდა ჰქონდეს უხეში ბეწვი ზოგს უპრო დიდი აქვს ზოგს უფრო პატარა მარა ეგ არაპერს არ ცვლის .simoni კაი სურათები მოგვაწოდა რუსული საიტიდან ისინი ნახე და მიხვდები რომ შეიძლება მოკლე ბეწვიც ჰქონდეს და ოდნჰავ გრძელიც 39 39 39

 
simoniდრო: კვირა, 16.01.2011, 13:37:32 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 327
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
არა ერთივ მხრივ მართლები არიან ვითომ ეგ იგულისხმეს რომ იქ ხომ სულ თოვლია უმეტესეილად პეტერბურგში და ეგ იგულისხმეს, monadire11, ალბათ კლუბში უნდა მიხვიდე სადაც საბუთები ქონდა აღებული და აღადგინო რა. დავდებ ლინკს და თქვენთითონ ნახეთ რა ლეკვებიც და დედ მამაც http://piterhunt.ru/scripts/forum/showthread.php?t=41964&page=3&pp=20
 
monadire11დრო: ორშაბათი, 17.01.2011, 22:30:21 | შეტყობინება # 47
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
simoni კლუბიც არ მახსოვს და არც დედმამის მონაცემები დიდი საგავრეულო ნუსხა ჰქონდა.პეტერბურგიდან აგზავნინებ?ძააან მაგარი იქნება

დამატებულია (17.01.2011, 22:30:21)
---------------------------------------------
მონადირეებო უყურეთ ამ ვიდეოს ძაან მაგარი ვიდეოა ესე ნადირობდეს დრათჰაარს იხვზე http://www.youtube.com/watch?v=GxBlr0IfiLo&feature=related თუ შეგიძლიათ დადეთ საიტზე ეს ვიდეო

 
GAGA_CHIKOდრო: ორშაბათი, 17.01.2011, 23:48:40 | შეტყობინება # 48
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 139
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
ყველა ამბობს დრატჰაარი ჯიუტი და ძნელად დასაგეში ძაღლიაო მაგრამ ვერ დაგეთანხმებით პირველი ძაგლია რაც მკავს და ტან მამალია ეზოსჰი კი ცჰირდება ხოლმე ხანდახან ყვირილი მაგრამ მინდორსჰი უბრალოდ ტქმაც არ მცჰირდება ხმამაგლა,არ ვიცი ეს გამოვიდა ესეტი თუ ლოგინსჰი გაზრდამ იქონია გავლენა ჯერ 10 თვისაა 23

დზმაკაცს დედალი კავს და ის ხომ საერტოდ ვაბსჰე არ უნდა ზედმეტი ტქმა არაფერში
 
monadire11დრო: სამშაბათი, 18.01.2011, 09:59:08 | შეტყობინება # 49
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 198
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
GAGA_CHIKO დრათჰაარი მარტლა ძნელად დასაგეშია ჩემს ძაღლს ვაბშე ყველაპერი ესმის არაპერს არ მამეორებინებს და ხან ისეთ ჩკვიანურ რამეებს აკეტებს ვგიჟდები ,აქტი კილომეტრი რომ გვაშორებდეს ბინასტან და ვუბრძანო ბინაშიო ერთ თქმაზე წავა და დამელოდება სანამ არ მივალ და კარებს არ დავუკეტავ არც მინდორში იბავს ხის ტავს მარაამ სეზონზე სულ სამი მწყერი ამიპრინა პირველი სეზონი იყო და რავი ვნახოტ წელს
 
valerikaდრო: სამშაბათი, 18.01.2011, 11:22:21 | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 616
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
დათხარი ყველაზე მაგარი ძაღლია სიარულში იხვზე გამოტანიტ და დაუღლელია. მაგრამ ვისა ვკიტხე დაბალი ყნოსვა აქოო. პოინტერიტ ლავერაკიტ კურცხალიტ რო ნახავ 10 მწყერს დათხარიტ ნახავ 5_-_ 6 ცალსო
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლები » დრათჰაარი (გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი)
გვერდი 1 დან1234»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)იაგდტერიერი
  • 4.)ლაბრადორი
  • 5.)VERNEY CARRON
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)თურქული თოფები
  • 8.)ტყის ქათამზე (ვალდშნეპი) ნადირობა
  • 9.)კურდღელზე ნადირობა
  • 10.)მტაცებელი ფრინველის ბარტყების ბუდიდან ამოყვანა
  • 1.)იარაღები
  • 2.)ნადირობა იხვზე
  • 3.)ნადირობა ტურაზე
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე (ვა...
  • 6.)საიტის მონადირეთ...
  • 7.)ვინ რა სანადირო ...
  • 8.)ბაზიერების მინი-...
  • 9.)პოინტერი
  • 10.)კურდღელზე ნადირო...
  • 1.)Gia
  • 2.)მონადირე
  • 3.)WIWKAN@
  • 4.)-BERG-
  • 5.)პედიატრი
  • 6.)berZul
  • 7.)grenader21
  • 8.)998
  • 9.)gigagiga239
  • 10.)ENUQICHI
  • 1.)jimi18
  • 2.)zviadi_kakabadze
  • 3.)mauzeri
  • 4.)baxsoliani
  • 5.)sabasaneblidze
  • 6.)glaxuka
  • 7.)roma
  • 8.)gio123
  • 9.)akela1954
  • 10.)kishka777

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge