07:14:12
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლები » ძაღლის საბუთები და გენიალოგია. (ამ თემაში განვიხილოთ ძაღლის საბუთები გენიალოგია.)
ძაღლის საბუთები და გენიალოგია.
bendeksiდრო: შაბათი, 26.05.2012, 00:35:22 | შეტყობინება # 51
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
თუ მართლა შეესაბამება სტანდარტებს ასეთ ძაღლებს შანსი უნდა მივცეთ

მეგობარო არ კმარა მხოლოდ ვიზუალურობა... გადაიკითხე თავიდან და იქ უკვე არაერთხელ არის ახსნილი, რომ შანსის მიცემა, გამოიღებს უარეს შედეგს.
მაგრამ მაინც განვიხილოთ ეს შემთხვევა... როგორ ფიქრობ, ექსპერტებისგან შემდგარი კომისია ვინ უნდა დააფინანსოს? ძაღლის პატრონებმა? ხალხი 300 ლარს არ იხდის ძაღლში, რომ საგვარეულო ნუსხით აიყვანოს და ფულს გადაიხდის იმაში, რომ საკუთარი ძაღლის ჯიშიანობა დაამტკიცოს?

დამატებულია (25.05.2012, 23:35:22)
---------------------------------------------
და კიდევ ზემოთ ისიც არის ნათქვამი, რომ ძაღლს აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს თავისი ჯიშიანობა... მაგრამ ამას დამტკიცება უნდა და გენიალური მონაცემები უნდა ქონდეს, როგორც ექსტერიერით ასევე საველეებით...


ნიკა რაზმაძე
 
Maverickდრო: კვირა, 27.05.2012, 22:38:46 | შეტყობინება # 52
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (butatino)
აქვს ლეკვობაში მინატეხი კუდი

ანდრონიკაშვილის შნეპი კარგი პოინტერია, მაგრამ კუდმოტეხილ შთამოვალობას იძლევა
butatino, მეგობარო არ მოუტეხია შენს ძუს კუდი ლეკვობაში ეგეთი დაიბადა, დამიჯერე პაპავას ფანის ეგ ბუდობა მთლიანად დაბრაკეს, თუ ჩემი არგჯერა სერგოს დაურეკე და კითხე, შენიპისთან ფანის 9 ლეკლვი რომ ყავდა 8-ვემ რატომ მოიტეხა კუდი ლეკვობაში-თქო 23
იმედი მაქვს სიმართლეს გეტყვის

დამატებულია (27.05.2012, 21:34:27)
---------------------------------------------

Quote (Maverick)
აბა რა ეშველება ამ საქმეს? საცოდავობაა არაა საბუთია ძაღლს უსაბუთო ლეკვები ყავდეს? ან როგორ გადავაშენო ასეთი კარგი სისხლი?

არაფერი არ ეშველება, ხომ ნადირობს, შენ ხომ მოგწონს მისი ნადირობა, ხოდა ინადირე მანამ სანამ შეძლებს

გამრავლებით კი ნუ გაამრავლებ, ეგეთ კუდმოტეხილს მოგცემს ლეკვებსაც, მერე იმათმა უნდა ამტკიცონ რომ ლეკვობაში მოტყდათ კუდი 069
შენი ძუ რომ იმ ქვეყანაზე წავა, ან მანამდე, თუ სურვილი გექნება, აგაყვანინებ კარგ ლეკვს, ჯიშიანს 167

დამატებულია (27.05.2012, 21:38:46)
---------------------------------------------

Quote (marsi)
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველა ძაღლს უნდა მიეცეს შანსი, იმიტომ რომ ბევრი კარგი ჯიშისაა და რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო საბუთები არ აქვთ. უბრალოდ ეს ძაღლები კარგად უნდა შემოწმდენ


შანსი მხოლოდ ჯიშიანს უნდა მიეცეს, ხოლო რომელსაც არ აქვს წარმომავლობის საბუთი, არანაირ შანს არ იმსახურებენ სელექციაში, იმათ არგუნა განგებამ კარგი პატრონი, ამიტომ ინადირეთ მანამ სანამ უკეთესის აყვანის სურვილი არ გექნებათ

კიდევ ერთხელ დავსვავ კითხვას, რატომ ჭირდება ძაღლს საგვარეულო?
იქნებ ამ კითხავზე მიპასუხოთ

მეეჭვება პასპორტიან ძაღლს უფრო მეტ პატივს სცემდეს მწყერი მინდორში 069
 
butatinoდრო: კვირა, 27.05.2012, 22:54:50 | შეტყობინება # 53
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, გმადლობთ რცევისთვის, არადა ისეთი ფასი გადაგვახდევინეს რო, ნუ რას ვიზამთ ჯერ არ ვაპირებ ფრინველის ზარლის აყვანას და თუ ავიყვან აუცილებლად ავიყვან ლავერაკს და არა პოინტერს კარგია პოინტერი მაგრამ ლავერაკი გულში მყავს ჩავარდნილი აი მაგ ძაღლებსი ყველაფერი მომწონს, რაც სეეხება ლეკვის აყვანას ახლა მხოლოდ მდევრებით ვარ დაკავებული და თუ ვინმეს კარგი რუსულების დართვა გეგულებათ დამეხმარეთ

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 00:52:08 | შეტყობინება # 54
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Maverick)
კიდევ ერთხელ დავსვავ კითხვას, რატომ ჭირდება ძაღლს საგვარეულო? იქნებ ამ კითხავზე მიპასუხოთ

ამ კითხვაზე პასუხი პირადად მე რო მაქვს და გაცემულიც კაი ხნით ადრე ვიდრე აქ დავრეგისტრირდებოდი ეს კარგად ვიცით და გასაგებია, უბრალოდ რაღამც დაისვა ეს კითხვა ესეიგი ჭკვიანმა კაცმა შეხედა, რომ ზოგს საბუთი კარგად ვერ გაუგია რაც არის, ამიტომ ვიტყვი რატომაც ჭირდება (ამით ახალს არ ვამბობ არაფერს))
საბუთი (საგვარეულო ნუსხა) იმისთვის ჭირდება ძაღლს რომ არ მოხდეს ჯიშის გადაჯიშება-გაფუჭება, ანუ ამ საბუთების მიხედვით ხდება შემდეგ მისი დართვა (სელექცია). საბუთებში 7 თაობა არის როგორც წესი აღნიშნული, სულ 14, ანუ 7 დედის და 7 მამის მხრიდან. შემდეგ როდესაც მოუწევს ჯვარების დრო ძაღლს ასევე საბუთიან ძაღლთან, პატრონები შეატყობინებენ იმ კლუბს საიდანაც წამოიყვანეს ლეკვი და კინოლოგის თანდასწრებით მოხდება ამ საბუთების მიხედვით დართვა, სადაც უკვე ნათესავი ძაღლების არევა გამოირიცხება!
ეს არის მოწესრიგებული ფორმა სადაც ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ლეკვები გამოვლენ ჯიშიანები და არა ინცესტის შედეგები!!! შესაბამისად თუ არავითარი პრობლემები არ ექნებათ აიღებენ დოკუმენტს სადაც საუბარი იქნება მათ ვარგისიანობაზე ასევე კლუბის და ექსპერტ-კინოლოგების მიერ გაცემულ საბუთს რომ ვარგისიანია და კაი ტიპები არიან))
ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში რაც ზემოთ ვისაუბრე იმას მე პირადად ვიზამ ჩემს ქალაქში უკვე გაცემულ ლეკვებზე და შემდეგ ლეკვობაზე. ამისათვის აუღებ ნომერსთქო (როგორც ირწმუნებიან FCG ნომერზეა საუბარი) და ამით არ აერევიან ეს ლეკვებითქო, კი ბატონო არ ცნოს არავინ, რადგანაც მე როგორც აღნიშნეს ვერ ვამტკიცებ რომ დედალის საბუთიანია და რუსეთშია ამის ნომერი.
შესაძლოა ადრე თუ გვიან ალბათ მივაკვლევთ და მერე პრობლემაც მოგვეხსნას ისეთ ხალს ყავს ლეკვები წაყვანილი ჩემგან, მაგრამ აქედანვე უნდა ზრუნვა არ გაფუჭდეს ეს კარგი ჯიშითქო ამას ვიძახი.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 09:54:30 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, მოდი დროებით გადავდოთ ეს თემა. აგვისტოს დასაწყისში შეთანხმებულები ვართ ცხვედიანთან და იმედი მაქვს სხვა ექსპერტ-კინოლოგებიც გამოთქვამენ სურვილს ქუთაისში ჩამოსვლის. ჩვენი უპირველესი ვალია თუ რაიმე ინფორმაცია და საბუთი მოგვეპოვება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე მოვიძიოთ და დავახვედროთ ამ ხალხს. დანარჩენი მათი და ჩვენი გადასაწყვეტია...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ktx-100დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 10:06:02 | შეტყობინება # 56
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენის ნებართვით მეც ვიტყვი 2 სიტყვას, გასაგებია უმრავლესობის აზრი რომ უსაბუთო წარმომავლობის ძაღლს არ უნდა მიეცეს საბუთი, და ეს გასასამართლებელი მიზეზიცაა, მაგრამ ავიღოთ ჩემი ლეკვი, მე არც მისი საბუთი მაინტერესებს, არც გამოფენებზე არ უნდა ვატარო, ეს ლეკვი ავიყვანე მხოლოდ იმიტომ რომ გავზარდო და ერთად ვინადიროთ, მაგრამ უსაბუთოა, და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ კლუბი არ დაესწრო დართვას, არადა დედასაც აქვს საბუთი და მამასაც, რატომ არ უნდა ეძლეოდეს ასეთ ლეკვს საბუთი? მე მგონი ცოტა არასწორი მიდგომაა ეს

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
monadire11დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 10:35:02 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ktx-100 ესეთი რამ არ ასებობს რომ დედას და მამას საბუთი ქონდეს და ლეკვს არ მიცენ იმის გამო რომ დართვას არ დაესწრო,კლუბში დაარეგისტრირებ მერე დართვას,ამიტომ არ მგონია შენი ლეკვს მაგის გამო არ ქონდეს საგვარეულო,მოდი დადე დედის და მამის საგვარეულო და გეტყვი რატო არ აქვს შენსას.

შეტყობინება დაამუშავა monadire11 - ორშაბათი, 28.05.2012, 10:42:17
 
ktx-100დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 10:40:37 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მოვიკითხავ საბუთებს, ვისგანაც წამოვიყვანე შევეხმიანები იმას და ვნახავ, სიმართლე გითხრა არ შემიმოწმებია საბუთები ისე წამოვიყვანე ლეკვი, ახლობელი იყო და სიტყვაზე ვენდე რომ აქვსო და ლეკვს მაგიტომ არ მისცესო

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
monadire11დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 10:57:22 | შეტყობინება # 59
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლს საბუთი იმიტომ ჭIრდება რომ იცოდე რა გამოგივა ,ერთგვარი გარანტია იმისა რომ ნამდვილად სუფთა სისხლის ძაღლს ზრდი,ისე კი ბევრი მინახავსლეკობაში დახატული ლეკვები და 3-4 თვისას რომ ყურები აუცქვეტია დვარნიაშკასავით,ზუსტად ამიტომ არის საჭირო საგვარეულო,კიდე მეორე სელექციისთვის ,ისედაც საქართველოში არ ხდება ნორმალური სელექცია,ძუს პატრონი იმაზე ფიქრობს ნაკლებად დაიხარჯოს და რაც ახლოა ხვადი იმაზე შეაჯვაროს ,იმას კი აღარ ფიქრობს რომ სისხლს და გენებს სპობს,საგვარეულოებს 19 საუკუნიდან ადგენდნენ .არსებობდა ამათუ იმ ძაღლზე ჩანაწერები და დოკუმენტები ,სწორედ ამიტომ არის საჭირო....
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 11:32:20 | შეტყობინება # 60
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა იმით არის ნაყოფიერი და სასარგებლო, რომ სხვა თანასაიტელებმა რომლებმაც არ იცოდნენ თუ რატო გავიძახოდით ასე დაჟინებით საბუთი და საბუთი, ეხლა მემგონი ყველა გარკვეულია თუ რატომაც!
ამ თემის წაკითხვის შემდეგ უსაბუთო ძაღლის სურვილი არ უნდა გაჩნდეს, თუმცა უსასხსრობის გამო მონადირე კაცი ფიქრობს, "ლიჟბი" მყავდეს და ვინადირო, მისი საბუთი რად მინდა?! საბუთიანი და კლუბის ძაღლები მისთვის ხელმიუწვდომელია ფასის გამო! "ნეტა ვინმე მაჩუქებდეს და საბუთს დავეძებ" ასეთი მიდგომა ისმის ყველგან.
ნელ-ნელა როცა მასიურად საბუთიანი ძაღლი წამოვა, ის კაცი რომელსაც აჩუქეს ლეკვი, იმ საბუთის ფულს მაინც გადაიხდის და გაუკეთებს აუცილებლად. ამით იმის თქმა მინდა რომ ვისაც გვაქვს შესაძლებლობა აუცილებლად საბუთიანები უნდა გვყავდეს და ჩვენ მერე გავაჩუქოთ კაი ხალხთან რომლებიც იმსახურებენ.
ბევრს ვიცნობ აქვს შესაძლებლობა მაგრამ არ უნდა 250 ლარის გადახდაც კი! აყავს უსაბუთო ძაღლი და მერე რო არ გამოვა ისეთი მაინც ამოსდით მზე და მთვარე თავის არც თუ კარგ ძაღლზე!
აი ეს პრობლემაა, ემატება საშუალების არ ქონა და ასე შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდანაც არავითარი დაინტერესება და კონტროლი არ არსებობს..ადრე როგორც ვიცი, თოფის პასპორტთან ერთად და ლიცენზიასთან ერთად, ძაღლის საბუთიც უნდა გქონოდა მინდორში წაღებული 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ktx-100დრო: ორშაბათი, 28.05.2012, 12:28:32 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, მართალი ხარ ძმა, მაგრამ შენვე ხსნი დამოკიდებულებას საბუთების მიმართ, "უსახსრობა"

მე მოვიდზიებ ამ დღეებში ჩემი ლეკვის მშობლის საბუთებს და ვნახავ მაჩაბლის კლუბელები არიან თუ არა და თუ არიან მაშინ მეც ვიჩალიჩებ რომ ავუღო ჩემსას საბუთი, მაგრამ თუ ვერ ავიღე ამით მე ჩემი ძაღლისადმი დამოკიდებულება არ შემეცვლება და მაინც გავზრდი ისე როგორც შემიძლია და მინდა, მაგრამ ამის შვილს როგორც "სუფთა სისხლის" ძაღლს ეგრე არ გავასხვისებ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საბთები არ ექნება


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 17:51:03 | შეტყობინება # 62
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (butatino)
ხუთი გოჭი უნდა გაყიდოს რაც მისი მტელი წლის სარჩო საბადებელია

ისეთებიც არიან ვისაც საერთოდ არ გაუჭირდებათ ფულის გადახდა მაგრამ მაინც არ უნდათ, იცი რატომ? კულტურა გვაკლია და მიტომ... ციციშვილზე სულ 22 ძაღლი იყო თუ არ ვცდები, დავიჯერო ამაზე მეტი ძაღლი არ არის კლუბში რეგისტრირებული? არის ამ ციფრზე ბევრად მეტი ძაღლია, მაგრამ მაინც ორ ათეულს არ ასცდა მონაწილე ძაღლების რაოდენობა... იცი რატომ? იმიტომ რომ არც ძაღლის წარმატება ადარდებს ხალხს და არც საერთო საქმის წინ წაწევის სურვილი... Maverick, მაც იხილა როგორი გორდონი მოიყვანეს საველეზე, შემთხვევით ერთმა კაცმა... უბრალოდ მინდორში ყავდათ გამოყვანილი, მაგრამ იმის პატრონი ხმამაღლა აცხადებდა, რომ არ აინტერესებდა საველე გამოცდები... კიდევ რუსეთიდან ჩამოყვანილი რუსული მდევარი გვყვავს სახლშიო და კლუბში არც ყავდათ დარეგისტრირებული იცით რატომ? იმიტომ რომ არ ადარდებთ ჯიშის სისხლის გაუმჯობესება.
Quote (butatino)
თოფი გაყიდა რო გადაერჩინა ვინმე დაუდგა გვერდით? მერე ეყოლება მაგის ზაღლს ლეკვები და დარწმუნებული ვარ იმდენი ეტყვის მაჩუქე ლეკვიო

ლაშას სააქციელი სამაგალითოა უბრალოდ და მისაბაძი.
Quote (longi)
ეს მაინც ვერ გავიგე სუფთა სისხლის საბუთიან პოინტერს როგორ გამოუვიდა უკოუდო ლეკვები გასაოცარია.

ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანებშიც ხდება... ორ ჯამრთელ ცოლ ქმარს ხშირად დაუნი შვილი ჰყავთ... ბუნებაა და გენები, ამას ბოლომდე ვერ ჩავწვდებით... მაგრამ დასაბრაკია და იბრაკება კიდეც ასეთები...


ნიკა რაზმაძე

შეტყობინება დაამუშავა bendeksi - ორშაბათი, 28.05.2012, 17:51:45
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 19:27:09 | შეტყობინება # 63
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
ბევრი ისეთი ჯიშის ძაღლი დადის და რაღაც მიზეზების გამო არ აქვთ აღებული საბუთები

ჯიშიანობას დამტკიცება უნდა... წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭი ბაასი გამოდის. ცუდად ნუ გამიგებთ, უბრალოდ სასაცილო ხდება ეს ყველაფერი... და ერთი და იგივეს მილიონჯერ ახსნა...


ნიკა რაზმაძე
 
Maverickდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 19:32:08 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
ktx-100, მეც მაგას ვამბობ ბევრი ისეთი ჯიშის ძაღლი დადის და რაღაც მიზეზების გამო არ აქვთ აღებული საბუთები და რა დააშავეს ამ ძაღლებმა? ამიტომ უნდა მიეცეს ასეთებს საბუთები

როგორი ჯიშის ძაღლები დადის? რა იცი რომ სუფთა სისხლის არის? დარწმინებული ხარ რომ მე–7 ან მე-8 თაობაში მეზობლის ძაღლი არ მიეპარა წინაპრებს?-ვერ იქნები დარწმუნებული
მწყერ რომ ეძებს და სეტერს ან პოინტერს რომ გავს არ ნიშნავს რომ სუფთა სისხლის სეტერი ან პოინტერია
მეორეც გააჩნია კიდევ როგორ ეძებს 23 პატრონის წინ მოსუნსულე სეტერი და პოინტერი არც ერთი არაა ღირსი სელექციაში მიიღოს მონაწილეობა

მაგიტომაც არ უნდა მიეცეს საბუთები

ზოგადად ძალიან ბევრია შემთხვევა როცა ლეკვის საბუთიან ლეკვს პასპორტს აღარ აძლევენ, მიზეზი მრავალია: კბილთა ყრა, ერთი სათესლე ჯირყვლილს უკმარისობა, მოტეხილი კუდი და ა.შ.
გიჟები კი არ არიან ექსპერტები ლეკვებს ყვერებში ხელს რომ უსვამენ და პირში რომ უძვრებიან

დამატებულია (28.05.2012, 18:32:08)
---------------------------------------------

Quote (aleko)
კულტურა გვაკლია შინაგანი, მონადირული...

აბსოლუტური ჭეშმარიტება 10 166
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 28.05.2012, 22:52:05 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენი ძაღლი გყავთ გაზრდილი და რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით? გთხოვთ ამ ფორუმში ყველაზე აქტიურებმა მოგვიყევით? 23

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
monadire11დრო: სამშაბათი, 29.05.2012, 11:28:25 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire მამაო მე საველეებზე სტაჟიორად დავდვარ კლუბში ყოველ ოთხშაბათს მივდივარ ,ვაწარმოებ თითვეული გამოსაცდელი ძაღლს აღწერას და ვცდილობ გავიზარდო მაგ საქმეში ,აგერ უკვე მეხუთე ძაღლი დავგეშე,დავყვები ძმაკაცებს და ვგეშავ მათ შეგირდებს ,შედეგები გვაქვს ჩემსას ორი მესამე ავაღებინე,თითქმის ნულიდან დავიწყე ,ნაბული მაგას არ ქონდა და ცხვის მიწიდან არ წევდა მარა დიდი წვალების შედეგად მივაღწიე საწადელს.ახლა კიდე ერთს გზრდი და ვნახოთ რა გამომივა.კინოლოგობაზე პრეტეზია არც მაქვს ,მონადირეს რაც შეეხება მე უფრო მეზაღლე ვარ ვიდრე მონადირე დიდად ,ისე ვერ ვნადირობ სადაც ძაღლი არ არის ჩარეული და პირველ რიგში ძაღლს ვაქცევ დიდ ყურადღებას და მერე სროლას
 
nugomonadireდრო: სამშაბათი, 29.05.2012, 11:55:18 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო. მე მახსოვს შენს პირველ ლეკვს როცა ყიდულობდი მგონი მეც იმ დღეს გნახე(თუ არ ვცდები) და წარმატებები გისურვე. დარწმუნებული ვარ შენისთანა ახალგაზრდები იტყვიან ახალ სიტყვას ჩვენი ქვეყნის კინოლოგიაშიც და ნადირობის წესების უმწიკვლოდ დაცვაშიც. არააქვს დიდი მნიშვნელობა ადამიანმა ქუთაისში 50 ლარი გადაიხადა თუ თბილისში 130 ლეკვის საბუთი რომ აეღოთ. მთავარია თქვენ ახალი თაობა თავიდან დაიწყებთ ყველაფერს და ჩვენზე წარმატებულებიც იქნებით. ჩემი მოვალეობა თქვენს წინაშე, ის არის რომ თუ რაიმე შემიძლია დაგეხმაროთ. დაგლოცოთ ღმერთმა...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ktx-100დრო: სამშაბათი, 29.05.2012, 12:31:59 | შეტყობინება # 68
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (monadire11)
მე საველეებზე სტაჟიორად დავდვარ კლუბში ყოველ ოთხშაბათს მივდივარ ,ვაწარმოებ თითვეული გამოსაცდელი ძაღლს აღწერას და ვცდილობ გავიზარდო მაგ საქმეში ,აგერ უკვე მეხუთე ძაღლი დავგეშე,დავყვები ძმაკაცებს და ვგეშავ მათ შეგირდებს ,შედეგები გვაქვს ჩემსას ორი მესამე ავაღებინე,თითქმის ნულიდან დავიწყე ,ნაბული მაგას არ ქონდა და ცხვის მიწიდან არ წევდა მარა დიდი წვალების შედეგად მივაღწიე საწადელს.ახლა კიდე ერთს გზრდი და ვნახოთ რა გამომივა.კინოლოგობაზე პრეტეზია არც მაქვს ,მონადირეს რაც შეეხება მე უფრო მეზაღლე ვარ ვიდრე მონადირე დიდად ,ისე ვერ ვნადირობ სადაც ძაღლი არ არის ჩარეული და პირველ რიგში ძაღლს ვაქცევ დიდ ყურადღებას და მერე სროლას

ყოჩაღ შენ, კარგი კაცი ხარ 39 მერე დაგეშვასთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა და იმ შეკითხვებს შესაბამის თემაში დავწერ და ისე შემოიხედე და თუ სურვილი გაგიჩნდება ჭკუა დამარიგე, ნამდვილად გამიხარდება გამოცდილი ხალხის აზრი 23_30_126


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
monadire11დრო: სამშაბათი, 29.05.2012, 14:54:16 | შეტყობინება # 69
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire კი მამაო მახსოვს თქვენი დიდი პატივისცემა დიდად მადლობელი ვარ მას შემდეგ თქვენი ,იმის მერე არცერთი საველე არ გამიცდენია ვცდილობ გავიზარდო და ვისწავლო კიდევ ბევრი. სიმართლე გითხრათ ისე არ გამიმართლა ძაღლებში როგორც მინდოდა მარა რა ვქნათ ჯერ ყველაფერი წინ არის ,უნდა ვეცადოთ ჩვენ ყველა ერთად რომ როგორმე მივაღწიოთ იმას ,უსაბუთო Dაღლები არ აიყვანონ და არ გაამრავლონ დამწყებებმა ,მთავარი მწყრის აფრენა და მოკვლა როდია ,მე ვაჩარკა მინახავს მწყერზე გაგეშილი ,მთვარი ესთეტიური სიამოვნებაა, მაგალითად არაფერი შეედრება ლავერაკის კატისებუღ მოძრაობას მინდორში ანდა პოინტერის თავაწყვეთილ თავისუფალ ნავარდს ,როდესაც კაცი ამას შეამჩნევს არ მგონია შემდეგ კიდე აიყვანოს უსაბუთო ნაკლებ ჯიშიანი ძაღლი

დამატებულია (29.05.2012, 13:54:16)
---------------------------------------------
თავიდან ვკითხულობდი ეხლა თემას და ერთს ვიტყვი მხოლოდ.მონადირე ძაღლს თუ საგვარეულო ნუსხა აქვს მხოლოდ და მხოლოდ "მაჩაბლის კლუბის"შეეძლება სელექციაში შეიტანოს წვლილი გამოვიდეს გამოფენაზე და საველეზე,მაგრამ თუ სხვა კლუბის არის არ მგონია მაჩაბლის კლუბმა ცნს რადგნ სხვა კლუბებში ბევრი შეთხზული საგვარეულო გვხვდება და ,ექსტერიერით ძაღლის მგვანება ჟIშIსთვის დამახასიათებელი ნიშანთVისებები არ არის საკმარისი ძაღლის გასამრავლებლად

 
marsiდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 23:32:46 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სკფ კლუბები

< უკან

კავკასიური ნაგაზების მოყვარულთა კლუბი „ბომბორა“
საქართველო, 0169. ქ. თბილისი. პეკინის 39
ტელ..+995 322 370259
ფაქსი.+995 322 370259
E-mail: mountdog@posta.ge
საიტი: www.bombora.com.ge
კლუბის თავმჯდომარე: ბ–ნი თ.ცაგარეიშვილი

საქართველოს გართიანებული კენელკლუბი
საქართველო, თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.31
ტელ: + 995 322 951491
ფაქსი: + 995 322 951491
მობ: + 995 599 262392
Email: info@gukc.ge
საიტი: www.gukc.ge
კლუბის თავმჯდომარე: ქ–ნი ლუდმილა ბაციკაძე

კლუბი „ლორდლამარი“
საქართველო, ქ. თბილისი. ა.ყაზბეგის გამზ. 19ა
ტელ: +995 322 381266
მობ: +995 599 574266
E-mail: lordlamari@mail.ru
კლუბის თავმჯდომარე: ბ–ნი დავით ჩიხლაძე


კლუბი "ელიტა"
საქართველო, ქ. თბილისი. კანდელაკის ქ. 57
ტელ: +995 322 389811
მობ: +995 593 359521
კლუბის თავმჯდომარე: ქ–ნი ელენე ჭიჭინაძე

ცენტრალური კენელკლუბი
საქართველო, ქ. თბილისი. კოსტავას ქ. 67
ტელ: +995 322 334301
მობ: +995 577 577333
კლუბის თავმჯდომარე: ქ–ნი ინა რუხაძე


კლუბი "პრესტიჟი"
საქართველო, ქ. თბილისი. თბილისის ზოოპარკის ტერიტორია
ტელ: +995 322 911253
მობ: +995 599 757475
კლუბის თავმჯდომარე: ქ–ნი მანანა გულდედავა

კლუბი „კენელ ლენდი“
საქართველო, ქ. თბილისი. აბაშიძის ქ. 40
ტელ: +995 322 251269
მობ: +995 593 348584
კლუბის თავმჯდომარე: ქ–ნი ნატალია ოტტენი


კლუბი „ტობე“
საქართველო, ქ. ქუთაისი. ბარნოვის მე-2 შეს. №3
მობ..+995 598 696096
E-mail: club@tobedogs.com
საიტი: www.tobedogs.com
კლუბის თავმჯდომარე: ბ–ნი მ.ყიფიანი

საქართველოს პოინტერ კლუბი
საქართველო, თბილისი, 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. №17, ბ.5
მობ. +995 593 603040
E-mail: pointerclubgeorgia@yahoo.com
კლუბის თავმჯდომარე: ბ-ნი ს.შაგინოვი
თავმჯდომარის მოადგილე: ბ-ნი გ.კუხალეიშვილი

დამატებულია (04.06.2012, 22:28:57)
---------------------------------------------
ეს ის კლუბებია რომელთაც საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია აღიარებს

დამატებულია (04.06.2012, 22:32:46)
---------------------------------------------
ისიც წავიკითხე სხვა საიტებზე რომ საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას დავით ცხვედიანთან რაღაც უთანხმოება აქვსო და ერთმანეთის ძაღლებს არ აღიარებენო. ანუ ერთმანეთის გაცემულ საბუთებსო. მოკლედ რას გაიგებ კაცი რომელი კლუბიდან ჯობს ლეკვის აყვანა. ზოგი იმას არ აღუიარებს ზოგიც ამას და რა ხდება ვერ გაიგებს კაცი 23 23 23


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
nugomonadireდრო: სამშაბათი, 05.06.2012, 03:21:53 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, ეს კლუბები მეგობარო არც მაჩაბლის კლუბს ცნობენ და არც ცხვედიანს _ ესენი კიდევ არ ცნობენ რეგიონებში არსებული საბუთებით ძაღლებს. როგორ გგონიათ გამოვა ამ საქმიდან რაიმე? 23

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ktx-100დრო: სამშაბათი, 05.06.2012, 10:52:21 | შეტყობინება # 72
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
კლუბებია რომელთაც საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია აღიარებს


ეს როგორც მივხვდი ოფიციალური კლუბებია

Quote (nugomonadire)
ეს კლუბები მეგობარო არც მაჩაბლის კლუბს ცნობენ და არც ცხვედიანს

რატო????

Quote (nugomonadire)
არ ცნობენ რეგიონებში არსებული საბუთებით ძაღლებს

და მითუმეტეს ეს ვერ გავიგე, რატომ არ სცნობენ რეგიონელებს? რა დააშავეს? 25


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 14.06.2012, 13:53:39 | შეტყობინება # 73
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა იხურება,რადგან არ შეიძლება სულ ერთი და იგივე გზა ვტკეპნოთ. ფაქტია, რომ თუ გსურთ საამაყო და გენეტიკურად სუფთა მონადირე, ოთხფეხა მეგობარი გყავდეთ გვერდით, საჭიროა სახელგაუტეხავი (საბუთების გაკეთების პრეროგატივა ვისაც ქონდა,მათმა ნაწილმა ეს საქმე კერძო ბიზნესად აქციეს,რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით) კლუბის მიერ გაცემული საბუთი ახლდეს, რათა მომავალში საპოლემიკო და დასამტკიცებელი არაფერი გქონდეთ. მადლობა ღმერთს, ამდენი ხნის შემდეგ საქართველოშიც დაიწყო ამ სფეროს მოწესრიგება, და ამ საქმეს ხელისშეწყობა და პოპულარიზაცია უნდა და არა საქმის გართულება.
ძაღლი, საბუთიანია თუ უსაბუთო, სხვა ცხოველებში გამორჩეული, ერთერთი ყველაზე უფრო მოსიყვარულე და ერთგულია ადამიანის. ის ჩვენი მეგობარია და სიყვარული და მოფრთხილება სჭირდება,თუმცა როდესაც ახალი ძაღლის,ანუ მეგობრის აყვანას დავაპირებთ ალბათ ღირს იმის გათვალისწინება და იმაზე დაფიქრება, რომ მეგობრობასთან ერთად მონადირე ძაღლს ნადირობაში ჩვენთვის გვერდით დგომაც მოეთხოვება და ამ საქმეს კი გენეტიკურად და ჯიშით მონადირე თუ შეგვისრულებს სრულყოფილად,რომელსაც ისეთი საბუთი ექნება,რომლის ჩანაწერების პასუხისმგებელ პირებზე თუ კლუბებზე სრული ნდობით ვიქნებით გამსჭვალულები.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლები » ძაღლის საბუთები და გენიალოგია. (ამ თემაში განვიხილოთ ძაღლის საბუთები გენიალოგია.)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика