პოინტერი წარმომავლობა. სავარაუდოდ, პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი ნაგაზი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. იგი იყო სწრაფი, დაუღალავი ძაღლი, ნადირის ძებნისას იყენებდა მხოლოდ ზედა ალღოს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან (ფოქსჰაუნდებთან, გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ.) და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში, დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლი. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტერის ჯიშის ფორმირება დასრულდა. 1891 წელს დაფუძნდა პოინტერის მოყვარულთა კლუბი. პოინტერები ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ჯიშის დახასიათება. პოინტერი – ძლიერი, აქტიური, სწრაფი, გამძლე ნაგაზია, რომელიც ორ ძირითად თვისებას ითავსებს: ძებნის მაღალ სიჩქარეს და უბადლო ალღოს. პოინტერი ყველაზე კარგადა ნადირობას შეგუებულია სწორ, გაშლილ მიდამოებში. მისი ნაბული – ეფექტური, დამაჯერებელი, “მკვდარია”. იმ მომენტში, როდესაც ძაღლი დგება ნაბულში, იგი თითქოს ქანდაკებად გადაიქცევა: სხეული ქვავდება, კუნთები დაძაბულია, წინ გამოწეული თავი და უხეში კუდი წარმოქმნიან ერთ ხაზს. პოინტერი – შესანიშნავი მონადირეა საველე, ჭაობის და ტყის ფრთოსან ნადირზე. მშვიდი და კეთილშობილური ხასიათი ხდიან მას სასიამოვნო კომპანიონად. ეს ჯიში საჭიროებს რბილ და მომთმენ წვრთნას. პოინტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.
აღწერა. პოინტერის თავი რელიეფური ზოლებითაა, მშრალი. თავის ქალა ზომიერი სიგრძისაა, ბრტყელი და საკმაოდ ფართოა ყურებს შორის. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. კეფის ბექი გამოხატულია, დრუნჩი ზომიერად გრძელია, პროფილში – მართკუთხა, ტუჩები თხელია, თვალები – მომრგვალო ფორმის, თაფლისფერი ან ღია-თაფლისფერი ფერის, ბეწვის საფარველის ლაქების შეფერილობის შესაბამისად. ყურები დასმულია მაღლა, საკმაოდ მოკლეა, თხელი, დაკიდებული, მჭიდროდ მიკრობილი თავთან, მომრგვალებული დაბოლოებებით. კორპუსი კვადრატული ფორმატისაა, კისერი – გრძელი, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. მკერდი ფართოა, ღრმა და აღწევს იდაყვებს. თეძოები მკვრივია, ზურგი – სწორი, წელი – ძლიერი, მოკლე, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. გავა გრძელია, ოდნავ დამრეცი. კიდურები კუნთოვანია, ძლიერი ჩონჩხით. თათები ოვალურია, ძალიან მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი – მოქნილი, მოძრავი, საშუალო სიგრძის, სქელი საფუძველთან და შევიწროებული ბოლოსკენ. ძაღლი მას ზურგის დონეზე ატარებს და არასოდეს ღუნავს ზედა ნაწილისკენ. პოინტერის ბეწვი თხელი, მოკლე, მკვრივი, გლუვი, სწორი და ძალიან ბზინვარეა. შეფერილობა: ერთიანი, ყავისფერი, შავი, წითელი, ზოგჯერ თეთრი ლაქებით მკერდსა და თათებზე. ამლაკი: შავ-ამლეკი, ყავისფერ-ამლეკი, წითელ-ამლეკი, წინწკლებით. დაშვებულია სამფეროვანი (სხვადასხვა ფერის შეხამება) შეფერილობა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 63-69 სმ, ძუ – 61-66 სმ. წონა: 20-30 კგ.
ყოლა და მოვლა. პოინტერს მშვენივრად შეუძლია ცხოვრება ქალაქში, თუმცა ესაჭიროება სივრცე და აქტიური ფიზიკური გაკვეთილები. ეს ჯიში მგრძნობიარეა სიცივისადმი და გაძლიერებული სინესტისადმი. აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ჯაგრისით.
პოინტერი რო უმაგრესი ძაგლია ეგ ყველამ კარგად იცის, ბევრი იხტიბარს არ იტეხს და გაიძახის მცივანაააო,,,ეგ იცი რას მაგონებს PORSHE ხო მაგარია და ვიგაცამ რო გიტხრას ტალახში ვერ ქაჩავსო.ანდა პირიქიტ lendroover defenderi ტრასაზე ბანძიაო.ხო სისულელედ მოგეჩვენება.პოინტერზე იმდენი დაცერილა რო რავიცი დაძებნეთ და წაიკიტხეტ.ბავშობაში რა ძაგლიც მყავდა იმას ვაქებდი.სპანიელებს , დრათხარებს...დვარნიაშკასაც რომელიც დავგეშე და მშვენივრად ნადირობდა.ეხლა ვხვდები რო პოინტერი ის განსხვავებული სიმაგლეა რომელსაც სხვა ძაგლებს ვერ შეადარებ. ის ცალკეა და არც აინტერესებს რას აკეთებს სხვა ჯიშები.შეიძლება შეადარო ერთმანეთს ციმბირული ან დასავლეთ ციმბირული ლაიკა.. ან იაგ ტერიერი ფოქსტერიერს და ა.შ. პოინტერის შედარება ინგლისურბ სეტერთან აბა როგორ შეიძლება.ეგ იგივეა პიკასო ჯობია თუ ვან გოგი.ეგ ორივე რო მაგარია ყველამ იცის მტავარია ვის რომელი მოსწონს , აი ასე ვფიქრობ მე. ამიტომ ეგრე ვიტყვი მე მომცონს პოინტერი ტუმცა სხვებსაც არა უშავთ.როდესაც რამე მოგცონს თუნდაც პოინტერი. გიყვარს ის თავისი ისტორიით და მომავლით ,ცდილობ მის პოპულარიზაციას.სცავლობ და თვალყურს ადევნებ მის განვითარებას ე ხ ლ ა კ ი ნ ა ხ ე თ შ ე დ ვ რ ე ბ ი
ხო მაგარია
აი შედევრი
რა სიხარულებია ნახეთ
მაგარიააააააააააააააააააააააააააააააა
ამას რომელი გაგიკეთებს
ნახე რა ტანი რა ფეხი..... მინდვრის მეფეა და დანარჩენების გენერალსიმუსი
ვისაც არ მოგეცონებათ დაცერეთ და ტუ მოგეწონებათ ეგეც დაცერეტ. ჩემი აზრების საწინააგმდე თუ აქ ვინმეს ეგეც დაწერეტ რატო და რისთვის.. ხო უნდა ვიცოდე იქნებ ვცდები
ლანდია კაი ლეკვი გყოლია მარა სუფთა არაა, უკეთესზე უნდა იფიქრო კაი გაგებით დეუბნები ძამა. ეგ ხო მაგარი სეტერია. მაგ საიტზე ნახე რა ლეკვები იყიდებოდა? მარა როგორ უნდა იყიდო ,მოსკოვში კაცს არ უშვებენ და ძაღლს ვინ გამოგატანს,მე მყავს პოინტერი ძუ ,ორი წელია არ ამძუნებულა. არადა სერიოზული სისხლი აქ, მაგის ლეკვებიდან ორი მყავდა ჩემტვის დატოვებული, პარა ავაწყვე , მინდორში შედევრებს აკეტებდნენ, ერტი მომეწამლა და მარტო დარჩენილი ისე ვეღარ ნადირობს როგორც ადრე, 10 ლეკვიდან ერტი დაბადა მკვდარი დანარჩენი ყველა გავზარდეთ და მაგრადაც დაგეშთნენ.ეხლა ვეძებ კარგ პოინტერს ძუს.საქართველოს ჩემპიონის ლეკვებს ველოდებოდი შარშან ჯესი-2 ტუ გაგიგია, ჟურნალეში სულ ეგ იყო, ხოდა ყველა ლეკბი დაიბრაკა, ბულდოჟი დაურჩათ.ჩემმა თუ ქნა ხეირი ერთ კაი ლეკვს გაჩუქებ, ტუ არა და ვერ დაგპირდები,
ხო მეც აღარაფერი ვთქვი, მივხვდი რო რაგაც შეგეშალა, ინგლუსური ერთ ერთი ულამაზესი ძაღლია ,დოგ ჯი-ზე ნახე რა ეგზემპლიარები ყავთ აბა... საქართველოში საკმაოდ კარგად გავრცელებული და პოპულარულია, განსაკყთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ჩემი დაკვირვებით მიზეზი შემდეგია , ერთი ის რო აღმოსავლეთ საქართველოში ბალახის საარი დაბალია რაც ბეწვიან ძაღლს ხელს არ უშლის ნადირობაში გაშლილი სივრცეები კი ხელს უწყობს რო სრულად წარმოაჩინოს ეგრედ წოდებული პარალელკები,სტილი და ძებნის მანერა, შესაბამისატ პაწიაშკა შორიდანვე დაიწყოს და დანამდვილებულზე შესანიშნავ ნაბულზეც დადგეს , ამ ყოველივეს ისიც ემატება რო ბირკა რომელსაც გურიეში ხოზიკას ვეძახიტ აღმოსავლეთში ნაკლებია, მშრალი ჰავა და მშრალი ზამთარიც(ყინვას არ ვგულისხმობ) ინგლისური სეტერისთვის საუკეთესოა , თავად ის რო ძაღლი შეიძლება ბინის პირობაშიც გაზარდო და ანადირო ბევრს ნიშნავს, მისი ერთ ეთი პლიუსი ისიც არის რო ლამაზია და თვისებებითაც კარგი მოსიყვარულე და პატრონის ერთგული.უყვართ არა მარტო მონადირეებს არამე ჩვეუებრივ მოქალაქეებსაც და მონადირის ცოლებსაც
წლევანდელი სეზონი თქვენთვის (შენთვის და შენი პოინტერისათვის) დაგეშვა იქნება, სიმოვნებას მომავალი წლიდან მიიღებ ფრთხილად იყვი ძაღლია არ გადაწვა სეზონზე, რამდენსაც თავისი სურვილით ნახავს იმდენი მოუკალი, დაიღლება დაასვენე, არ დააძალო არ მოაბეზრო
დამატებულია (13.05.2009, 09:29:27) --------------------------------------------- ესეც ჩემი ძუ..ერტ დროს მგელი იყო....მექანიკური დაზიანებაა მიიღო ცხვირზე და ყნოსვა დაკარგა..აცრების ციკლი არ ჩაგვიგდია ..ვირუსი გამოვრიცხეთ..რაღაც შეუვარდა ცხვირში და ანთებითი პროცესი დაიწყო...სახლში არ ვიყავი და ყურადღება ვერ მივაქციე თავის დროზე....შედეგად ის დამრჩა რო ეზოს ძაღლად მყავს პოინტერი
დამატებულია (13.05.2009, 09:39:05) --------------------------------------------- ეგეთი მეტრებში გამოსახული სიდიდე არ გამიგია...ყნოსვის სიშორე ადგილობრივი პირობებისა და მოცემული ეგზემპლიარების სტაბილური არ არის....მგონი რო მეტრებში არც იქნება გამოსახული.როგორც სტანდარტული ზღვარი ყნოსვის სიშორისა. მონადირე და მეთევზეში ადრე რო გამოდიოდა მონკავშირის ჟურნალი მანდ მაქვს წაკითხული რო პოინტერის ცხვირის აპარატში სუნის აღმქველი სენსორები 1700 სუნს განასხვავებენ ..,ინგლისური სეტერები 1500.. და ასე შემდეგ
krimanjuli, მე მაქვს გაგონილი რომ და მგონი ნადირობის ჟურნალშიც ვნახე და ცხრილი ქონდათ შედგენილი რომელ ძაღლს რამდენზე დაუფიქსირეს ყნოსვის სიშორე. იქ სულ პოინტერი ჯობნიდა. მგონი სიშორე 85 მეტრი უნდა ყოფილიყო
რაც არ გამიგია და წამიკიტხავს ვერაფერს ვიტყვი..რაც არ ვიცი არ ვიცი..თუმცა ჩვენს დროში არცოდნა ცოდვა
დამატებულია (04.06.2009, 14:45:09) --------------------------------------------- პოინტერს თუ ფორუმზე ან თენაში აქტიურობის მიხედვით ვიმსჯელებთ არც ისე ბევრი მოყვარული ყავს,ერთ რუსულ ფორუმზე წავიკითხე ეხლა რას წერს ერთი პოინტერის წარმომავლობაზე; რა ჯიშებიდან შეიქმნაო, ესეთი ვერსია არსად მომისმენია, მოკლედ---არსებობს ასეთი ჰიპოთეზაო:პოინტერი გამოიყვანეს ორი საუკუნის უკან და თავდაპირველი პოინტერი საკმაოდ განსხვავდებოდა თანამედროვე სტანდართიდან , როგორს თვისებებით ასევე ვიზუალურადაც,ის იტალიურ მეძებართან შეჯვარების სედეგად მიიღესო და რასთან და რამდენთან შეაჯვარეს ეხლა ჩამოვთვლი---ფოქსგაუნდი--ბლაგჰაუნდი--გრეიჰაუნდი--ნიუფაუდლენდი--სეტერი და ბულდოგიც კი, ამ უკანასკნელზე ერთი სურათი გამახსენდა და ეხლა დავდებ , ნახე პოინტერს რა ცხვირი აქვს
[img][/img] შავი პოინტერი როგორ არ მინახავს- მონადირეების წრეში არისტოკრატი პოინტერის სახელით იცნობენ , თუმცა არანაირი განსხვავება არაა ყველა ერთი სტანდარტით იზომება, გნსხვავება მხოლოდ მისი იშვიათობაა სხვა შეფერილობებთან შედარებით.ეგ ცუდი ფოტოა უკეთესებს შემდეგში დავდებ, თან ხო იცი 100% შავი არ არსებობს. თეთრი ლაქა უნდა ქონდეს მკერდზე და იშვიათად ცინა თათის თითებზე. სხვაგან არ შეიძლება, ამ შემთხვევაში სუფთასთან აღარ გვექნება საქმე.
krimanjuli, კი ძმაო შავი,სულ შავი პოინტერი მყავს,თათები აქვს 4 ივე თეთრი,ულამაზესი ტიპია,სუფთასისხლია მარა ოასპორტი არ აქვს და ვერ დამყავს შეჯიბრებებზე.რუსთავში მყავს,მესტუმრეთ და ნახავთ,მამალია 1.5 წლის
ხო პოინტერი მართლა მაგარი ძაღლია!!!!! მეც მყავს 6 თვის გახდა ახლა სანადიროდ უნდა წავიყვანო, სახლში ყველაფერი ვასწავლე მარა ზალიან “ცეტია“ მოუსვენარი არ ვიცი რას იზამს ისე ძალიან ჭკვიანია როგორი გასატეხია მონადირეებო მე ადრე არ მყოლია
დამატებულია (28.08.2009, 16:58:34) --------------------------------------------- აი ჩემი პოინტერის ლეკვი 6 თვის
რა არის ხალხო პოინტერებმა რაღაც ქვემოთ გადაინაცვლეს, რა არის რა ხდება, აღარაა აქტუალური? ზემოთ ეწერა, პოინტერი ყველაზე მაგარი ძაღლიაო, რო დავფიქრდი ეგეთი დასკვნა გავაკეთე; ყველას თავისი ძაღლი უყვარს. მეც მყავს პოინტერი, დიდი ვერაფერი ძაღლია( ყოველ შემთხვევაში მე რო მინდა იმის ნახევარს ვერ აკეთებს) მაგრამ პოინტერს პატივს ვცემ , სხვა ძაღლებსაც ვცემ პატივს ; განსაკუთრებით ინგლისურ სეტერს, აგრეთვე ახალ ჯიშებსაც ვეცნობი, და მათ პატრონებს ვეკითხები როგორია, ამართლებს თუ არა ჩვენს პირობებში და ასე შემდეგ, მე როდესაც დედალი პოინტერი მყავდა ჩემით შევარჩიე ის მონადირეები ( დამსახურებები ნადირობაში ) ვისთვისაც მინდოდა ლეკვის ჩუქება და ვაჩუქე კიდეც, არც მინანია, ვიცი რო ის მოუვლის და მის ღირსებებს პოინტერის შესაბანისად აამუშავებდა, თუმცა ბევრი შინაური და მეგობარი(არამონადირეები)გულნატკენი დავტოვე.აბა ვისაც პოინტერი გყავთ ის მაინც დაწერეთ ყველაზე მეტად რა მოგწონთ პოინტერებში? დავიჯერო წელს მწყერზე არავის გითქვამთ ნადირობისას თქვენი ძაღლის ''შედევრებზე''--მარტო ამისთვის ღირდა დღეს სანადიროდ წამოსვლაო?პოინტერს და ყველა ძაღლს ალბათ ერთი პრინციპი აქვთ გეშვის დროს;რასაც დათესავ გეშვის დროს, იმას მოიმკი სეზონზე.
krimanjuli, კი ბატონო. )) ჯერ აერთ ძაან მაგარი სისწრაფე აქ და მაგარი ყნოსვა. ჩემი ჭელს დაიგეშა ტან საკმაოდ კარგად. სექტემბერში 5 ჯერ მყავდა გაყვანილი მწყერზე და 5ვე ჯერ სუ სტოიკები აკეთა, თან ზაან ლამაზი. მერე კაკაბზეც მყავდა გაყვანილი და იქ ვაფსშე დაგლიჯა.
krimanjuli, მე თავად ეხლა პოინტერს ვზრდი... მომწონს , იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩემს ახირებებს აკეთებს............. იმიტომ მოწონს ეს ჯიში რომ მე თავად გამიწრთვნია სპანიელი და ძალიან კარგი შედეგიც მიმიღია იმ ძაღლიდან. ეხლა ვზრდი პოინტერს და ყველა ჩჰემს ნასწავლ ჩვევებს მისრულებს. მგონია რომ ძალიან თვინიერია. ლეკვია ჯერაც მაგრამ მისი შესრულებული ყველა ნამბული მინდა ფოტოზე მაინც ავსახო. სიამოვნება სპანიელმა უფრო შექმნა მაგრამ ეს ჯიში ჯერ ლეკვია და იმედები წინ არის
პოინტერის წარმომავლობა ჯერ კიდევ საკამათო თემაა. ვარაუდობენ რო პოინტერის სამშობლო ესპანეთია და ისინი დიდ ბრიტანეთში ესპანელმა მონადირეებმა ჩაიყვანეს. დროთა განმავლობაში მოხდა ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარება, რის სედეგადაც პოინტერმა მეტი ელეგანტურობა და სისწრაფე შეიძინა. წყაროთა მიხედვით ესპანეთში მართლაც არსებობდნენ პოინტერის მსგავსი ძაღლები რომლებსაც სანადიროდ იყენებდნენ. სიტყვა "პოინტერი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან to point. პოინტერი მოხდენილი აგებულებისაა, გამოირჩევა ძლიერ განვითარებული ყნოსვით, ენერგიულობით, სისწრაფითა და ძებნის დიდი უნარით. ახასიათებს საკმაოდ რბილი ხასიათი, დამჯერი და გამგონია, დიდი სიამოვნებაა როდესაც უყურებ თუ როგორ ეძებს პოინტერი ფრინველს და აკეთებს ნაბულს სხვადასხვა პოზაში. პოინტერი ადვილად იტანს სიცხეს, მაგრამ ძნელად იტანს სიცივეს. სხვა ჯიშის მეძებრებისგან განსხვავებით ადრე იგეშება და ხშირია შემთხვევა, როცა ექვსი თვის ლეკვი უკვე იწყებს მუშაობას. პოინტერი ხვადასხვა ფერისაა. არის შავი, ყავისფერი, ჩალისფერი, წითელფოთლებიანი, ყვითელფოთლებიანი, ყავისფერფოთლებიანი, შავფოთლებიანი და იშვიათად თეთრი.
არსებობს ასევე დანიური გრეტა პოინტერი. ინგლისური პოინტერისაგან განსხვავებით ის უფრო პატარა და ელეგანტურია. მისი დამახასიათებელი ფერი წითურია. გრეტა პოინტერს თავისი დამახასიათებელი სამუშაო თვისებებიდან გამომდინარე ძალიან აფასებენ, თუმცა დანიის ფარგლებს გარეთ ნაკლებად გავრცელებულია ეს ჯიში.
მე როგორც ვიცი რეკორდი პოინტერს ეკუტვნის 70 მეტრი.ჯურნალ ნადირობის 2008 წლის ერტ-ერტ ნომერსჰი წავიკითხე
დამატებულია (17.11.2009, 22:48:31) --------------------------------------------- პოინტერის შედარება სხვა ჯიშის ძღლთნ სისულელეა.ისევე როგრც ლავერაკისა და კურცხაარის.ცჰემი აზრიტ ყველა ჯიშიინდივიდუალურია რომელთაც აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.უბრალოდ ეს მონადირის გემოვნებაზეა დამოკიდებული.აუმეტესობა კი პოინტერს იმიტო ანიჭებს უპირატესობას რომ მას განუმეორებელი სილამაზე აქვს ნადირობის დროს.
პოინტერი მაგარიი ჯიშის ძაღლია. რომ ამბობენ პოინტერი მცივანა და წყაში არ შედისო. მე მყავს ჩვეულიბრივად შედის წყალში და გამოაკვს წლის ნებისმიერ დროს. უბრალოდ ძლიერი ყნოსვა რომ აკვს . როცა ქარია ან ნიავია უჩირს . სულ ნაწიაშკიტ მიდის. პონტერის ფანი ვარ.
დამატებულია (07.12.2009, 20:06:17) --------------------------------------------- პონტერი და საერთოდ ყველა ყოველ წელს უმატებს ნადირობას
მცივავნაში რას გულისხმობენ ვერ გავიგე. მეც მყავს პოინტერი და ზამთარშიც ჩვეულებრივად ნადირობს. წყალს თუ მიაჩვევ ჩვეულებრივად შევა. ჩემი არ შედის მაგრამ მინახია პოინტერები რომლებიც შედიან, მიჩევაზეა.
წარმომავლობა ინგლისური პოინტერის წარმოშობის შესახებ დღემდე არ წყდება კამათი. არსებობს მოსაზრება, რომ პოინტერი, 18-ე საუკუნის დასაწყისში შეიყვანეს ინგლისში, სადაც ის ესპანეთიდან და პორტუგალიიდან მოხვდა. ინგლისურიდან ამ ჯიშის სახელი ითარგმნება როგორც „მითითება“.პოინტერი ზუსტად ამართლებს ამ სახელწოდებას, რადგანაც მოსანადირებელი ობიექტის დანახვისთანავე მიუთითებს მონადირეს, რომელ მხარეს უნდა გაიხედოს. ინგლისური პოინტერი, თავისი არაჩვეულებრივი მონადირული უნარების გამო, განსაკუთრებით ნადირობის მოყვარულებმა დააფასეს.
ჯიშის აღწერა პოინტერი საშუალოზე მაღალი, ძლიერი, ამასთანავე კარგი აღნაგობის ძაღლია, კარგად განვითარებული ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემით. ახასიათებს მაღლა აწეული თავი, ზომიერად გრძელი და მშრალი. თვალები მრგვალი, საშუალო ზომის. თვალის ფერი პოინტერს სხეულის ლაქების შეფერილობის მსგავსი ან ოდნავ მუქი აქვს. ყურები მაღლა დასმული, ჩამოკიდებული, რბილი და თხელი. სწორი, მოქნილი და ენერგიული კუდი. პოინტერის ბეწვი მოკლეა, სხეულზე კარგად მიკრული. შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჟღალი. შესაძლოა იყოს როგორც ერთფერიანი, ასევე სამფერიანი.
ხასიათი პოინტერი მამაცი, ტემპერამენტიანი, ენერგიული ძაღლია. არის გაწონასწორებული, ერთგული. მკვეთრად აქვს გამოხატული მონადირული აზარტი.
დანიშნულება აქტიური და შესანიშნავი ყნოსვის მქონე პოინტერი არაჩვეულებრივი მონადირეა.
პოინტერზე იმდენი ვიწვალე , იმდენი ვისწავლე რო თავი მაგარ მეპოინტერედ წარმომედგინა, მაგრამ თავად პოინტერი გაგიკეთებს ისეთ რაღაცას ნადირობისას რო ხვდები ამ ძაღლებზე არაფერი არ იცი... კი ბატონო მწყერის მეფეები არიან და მანდვე ამთავრებენ (ძირითადად) სეზონს, მაგრამ სექტემბერი ოქტომბერი ხო ყველამ იცის ვინ არის პირველი მინდვრებში...
ამჟამად წყნეთში ვიმყოფები, წყნეთში ცივა .... წყნეთში თოვს... ფანტელები უზარმაზარი ურდოებით მოექანებიან მიწის დასაპყრობად. გარეთ გამოვედი. მიყვარს თოვლი.. ჩემს ერთგულ ძაღლს დავუძახე მაგრამ შენც არ მომიკვდე ყურიც არ გაუპარტყუნებია და თოვის სასიამოვნო სიჩუმე კუდის რითმული დარტყმის ხმითაც არ დაურღვევია... რა ვქნა მიყვარს ეგ ოხერი, მას მერე ხო საერთოდ რაც ერთად მარტო გურია კი არა მთელი საქართველო შემოვიარეთ ნადირობით. ყოველგვარ ამინდში გვიხეტიალია. კიდეც შეგვციებია და კიდეც სიცხისაგან გავბეზრებულვართ...ხოდა მოკლედ მივედი ძაღლთან რამე ხო არ დაემართა თქო და სადაც წევს ხოლმე იქ ჩავხედე... თავი ნელა აწია(სიყვარულის ხათრით) და მის სიცივისაგან და კანკალისაგან დაბზარულ თვალებში ამოვიკითხე---კრიმანჯული ხო იცი სექტემბერში რაც ვარ და ეხლა მცივა, ადგომა მეზარება. ყინვა ნეკნებში ატანს. ბოდიში რო ამის გამო ყურადღება ვერ მოგაქციეოოო... მე და ჩემ ძაღლს ესეთი საუბრები გვაქვს ხოლმე იშვიათად მაგრამ მაინც...ძველი საბანი გამოვიტანე და მივახურე გვერდებზე.. მე ხო ვიცი სექტემბერში რაც არის.... მისი ერთი სექტემბერი 10 სეზონად მიღირს...ვიცი როო გაზაფხულის მზიან დღეებამდე ეგრე მოკუნტულმა უნდა იძინოს დათვივით ... მაგრამ .. ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა რო ზამთარია...
ეს კი ჩემი პოინტერები, ერთ დროს სამი მყავდა ერთდროულად და ფართობს კომბაინივით ვცელავდით..
ამ ძაღლს ზაფხულში ბადალი არ ყავს მართლა.. ამის ნაბული ღირს მარტო სანახავად :166: აუ ერთს ყავს ვაჟაზე.. ძეგლტან სკვერში ასეირნებს ხოლმე..მაგრად მინდა ის ძაღლი ან იმისი დედ მამის შვილი.. არ ვიცი ალბათ თოფში გავუცვლიდი :25: რო ვხედავ გულიმიმდის
ეჰ! ჩემთვის ძნელი მოსასმენია როდესაც პოინტერზე ლაპარაკობენ,სამწუხაროდ ეხლა უძაღლოდ ვარ,არადა მაგარი პოინტერი მყავდა მეგობარს ვათხოვე სანადიროდ წაიყვანა და დამიკარგა კინაღამ გავგიჯდი.მთელი სეზონი უძაღლოდ ვინადირე.ეხლაც ალბათ ეგრე მომიწევს ისეთი ფასები დაუდიათ რო რაღას ვიყიდი.ადრე კურცჰაარიც მყავდა ლეკვები სულ გავაჩუქე და ეხლა მე რომ მჩირდება ყველამ გაიცყვიტა.მაინც არ შევეშვები დავითრევ ძაღლს და ვინადირებ
ეს გოგო მიპარეს პეხდზიმობის სჰემდეგ ტუ რამე სჰემატყობინეტ ყველას წინასწარ მადლობა,აქ მტლინი ოჯახია ამ პოინტერების ნამრავლტან ერტად..მამა პერი,დედა კოკი,სჰვილები პლუტო,მარსი და მალჩიკა [img][/img]
skilter,,ფანი ვარ და როგორიი,მაგ ჯისჰსის გარდა სხვა ჯისჰ ვერ ვეგუები რააა..ცჰემს პოინტერს ზამტარსჰი არ ცივა და რავიცი ზოგი რომ ცჰივის,,კარგად გასუქებულს არა სცივაა სადმე გაცჰიტე კარგი დზუუ ბრატ და დავრტტოდ ცჰემს პერიზეე..უდზლიერსი სისხლია ცჰემი პოინტერი
ჩემიც ეგრე იყო ძმა, ოგონდ მე მამალი მყავდა, იმენა სუფთა სისხლის ინგლისური იყო , გაგიჯდები ისეთი ჭკვიანი ცხოველია, მცივანას რაც შეეხება ლეკვობის დროს ცია თOრე ბევრი მინახავს ზამთAრშიც რო ნადირობს მაგარი ძაღლია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!