10:10:14
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 22
  • 23
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ინგლისური სეტერი (ლავერაკის ირგვლივ ყველაფერი)
ინგლისური სეტერი
gogita12დრო: შაბათი, 04.07.2009, 01:22:41 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისური სეტერი - აღნიშნული ჯიშის მოკლე ისტორიული ექსკურსი
ინგლისური სეტერის დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს 1859 წლის 28 იანვარი, როცა ნიუკასლეაპონში (ინგლისი) პირველად ჩატარდა ინგლისური სეტერების გამოფენა. . .
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ინგლისის სხვადასხვა კუთხეში, ბევრი მენაშენე ამრავლებდა გრძელბეწვიან ინგლისურ მეძებრებს, მაგრამ ინგლისური სეტერის სელექციას 1825 წელს ძირითადი საფუძველი ჩაუყარა ედუარდ ლავერაკმა.
35 წლის განმავლობაში, ლავერაკი მიზანმიმართულად არჩევდა ჯიშებს ექსტერიერისა და სანადირო თვისებებიდან გამომდინარე და შექმნა ჯიში რომელიც დღევანდელ დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სამონადრეო ჯიშად არის აღიარებული. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ ადრე სანამ აღნიშნული ჯიში(ინგლისური სეტერი) დარეგისტრირდებოდა როგორც ჯიში, იხსენიებდნენ როგორც ლავერაკის მეძებარ ძაღლს, დღესაც ინგლისური სეტერების მოყვარულები ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლავერაკს.

ინგლისური სეტერი (ლავერაკი) - მონადირე ძაღლი, გამოყვანილი ინგლისში, აღნიშნული ჯიში მიიღეს, ინგლისური წყლის სპანიელის, ესპანური მწევრის და სპრინგერ სპანიელის შეჯვარებით.
XIX საუკუნის დასასრულს ინგლისიდან დიდი რაოდენობით ინგლისური სეტერები გაიყვანეს აშშ-ში, სადაც წარმოიშვა ამ ჯიშის ორი ძირითადი მიმართულება ექსტერიერისათვის განკუთვნილი და ჯიში რომელიც საველე სამუშაოსთვის იყო განკუთვნილი.
XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე დიდი პოპულარობით აღნიშნული ჯიშები სარგებლობდნენ საფრანგეთში და მეფის რუსეთში,
საქართველოში პირველი ლავერაკი შემოყვანილი იყო 1913-1914 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1970 წლებიდან საქართველოში ლავერაკების საუკეთესო ეგზემპლარები იყო შემოყვანილი რუსეთიდან, დღევანდელ დღეს ლავერაკი ქართველი მონადირეების დიდი პოპულარობით სარგებლობს

სიმაღლე
ხვადი: 60-65 სმ
ძუ: 50-55 სმ

შეფერილობა;
თეთრი შავხალიანი
თეთრი ჩალისფერხალიანი
სამფეროვანი თეთრი შავ და ჩალიფერხალიანი
დადებითი თვისებები:

• ბრწყინვალე ექსტერიერი (ნამდვილად ეტყობა ინგლისური არისტრიკატობა)
• მშვენიერი მონადირე, როგორც მინდორში ასევე წყალმცურავებზე
• ერთგული, ბავშვების მოყვარული
• კომპანიონი

უარყოფითი თვისებები:

• არ გამოდგება მცველად, თავისი მიმდობი ხასიათის და ყველასადმი სიყვარულის გამო
• აქტიური და მოძრავი (არ არის რეკომენდირებული აღნიშნული ჯიშის ყოლა, თუ მფლობელი არ ნადირობს)
• ლეკვობაში ახასიათებთ სიფიცხე, განსაკუთრებით ხვადებს



სუ სუ თეთრი იყო და როგორ დაიკოპლა Smiles_48
 
mirza-7დრო: ორშაბათი, 27.07.2009, 04:20:40 | შეტყობინება # 2
ჯგუფი: წაშლილები





ინგლისური სეტერი ძალიან აზარტული და გამძლე მონადირე ძაღლია,ვფიქრობ ყნოსვაში არაფრით ჩამოუვარდება პოინტერს.სურვილი მაქვს შევიძინო...ულამაზესი სანახავია როცა ნაბულზე ჩაუწვება მწყერს.
 
lordiდრო: სამშაბათი, 20.10.2009, 15:24:08 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით.
ინგლისური სეტერი არ მყოლია არასოდეს, სულ ირლანდიულები მყავდა. მართლა ძალიან ჭკვიანია ირლანდიული სეტერი, ძებნის სტილიც კარგი აქვს, ყნოსვაც, ნაბულიც და ჟილკაც, თუმცა ინგლისური სეტერი ჩემი აზრით მაინც გამორჩეულია ყველა ზემოთჩამოთვლილი (და არა მარტო) კომპონენტით.
ძალიან მინდოდა ამ ჯიშის ძაღლის ყოლა და წელს ავისრულე ეს ოცნება, 5 თვის ლორდი მყავს, ხვადი (ჭამიაშვილის ძაღლების შვილი). იმედია კარგად ავღზრდი–დავგეშავ:) და გაისად სეზონიდან ვისიამოვნებ და ვიამაყებ არისტოკრატის ნამდვილი არისტოკრატულობით:–))))))))

პოინტერიც მაგარია და ყველა სხვა ჯიშიც ძაღლიც (თუ დაგეშავ), მაგრამ მე ყველა ძაღლს (მ.შ. პოინტერსაც:–)) ინგლისური სეტერი მირჩევნია!..

 
sapsaniდრო: შაბათი, 24.10.2009, 03:04:59 | შეტყობინება # 4
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებს,დზალიან მიყვარს ინგლისური სეტერი,კლასიკურად ნადირობს.მე 5 წლისწინ მყავდა და დზალიან კმაყოფილი ვიყავი მისი ნადირობით.დიდი ხანი ვეგარ გავზარდე დზაგლი რადგან არმქონდა საშვალება დზაგლის მოვლის,რადგან კიევში გადავედი საცხოვრებლად.მომეცა თუ არა საშვალება გადავწყვიტე დზაგლის ყიდვა, დზალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ პირადად ინგლისური სეტერი უკრაინაში თითქმის აგარაა.ირლანდიური სეტერები ბევრია არის გორდონიც მარა ინგლისური სეტერი თითქმის არაა.ამან რათქმაუნდა დზალიან გამაკვირვა ვიცი რა ინგლისური სეტერი რამდენად განსხვავება გინდაც სხვა სეტერებისგან(ირლანდიური ,შოტლანდიური)ნადირობის სილამაზით, თავისი განსააკუთრებული ნაბულით (რომელის დროსაც უკვე გამოცდილი დზაგლი თითქმის ბოლომდე წვება).გამოვარკვიე ის რომ დიდი ხნის წინ კინოლოგების(უკრაინელებს ვგულისხმობ) მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია სეტერების ისეტი დეფექტები როგორებიცაა(სიყრუე ,უკანა ფეხების დეფექტი,სიბრმავე)ამის შემდეგ ეს ჯიში უკრაინაში თითქმის გადაშენდა და დგემდე ვერ ხერხდება ნორმალური სისხლის ხაზის დზაგლების რაოდენობის გაზრდა.მეც მომიწია ინგლისურ სეტერზე მეთქვა უარი რადგან როგორც უკვე მოგახსენეტ ეგ ჯიში უკრაინაში თითქმის აგარ არსებობს.ქართველებო მინდა მოგმართოთ ყველას გაუფრთხილდეთ ამ ელეგანტურ მართლაც კლასიკურ მონადირეებს,რაც მეტი ინგლისური სეტერი იქნება საქართველოში მით უკეთესი სისხლის ლეკვებს მივიგებთ და დავტკბებით მათი ნადირობით.ეხლა მყავს კურცხაარი ,რომელიც წლინახევრისაა დედალი მარტლაც კარგი სისხლის.გამოპენაზე ექსტერიერში უმცროს ასაკსში უკრაინის ჩემპიონი.ნადირობიტაც არაუშავს კმაყოფილი ვარ)))თუმცა მაინც სულ იმაზე ვპიკრობ როდის მექნება იმის საშვალება რომ მეორე დზაგლი გავზარდო, რათქმაუდა ინგლისური სეტერი.
 
lordiდრო: ორშაბათი, 02.11.2009, 18:12:13 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img] ესაა ჩემი ლორდი, აქ 4 თვისაა. ველოდები კომენტარებს მის ექსტერიერთან დაკავშირებით:)))))))

დამატებულია (02.11.2009, 17:12:13)
---------------------------------------------
[img][/img] აქ კი 5 თვისაა:)))))))))

 
Maverickდრო: ორშაბათი, 02.11.2009, 18:30:32 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi,

კარგი ძაღლია, აბა სხვა რა გითხრა ძამიკო, თუ სურათს მთლიან პროფილში გადაიღებ და ისე დადებ პროპორციებზე ულეთესი წარმოდგენა მენება,

ისე თავი ძალიან კარგი აქვს, სტანდარტულად სუხოი, დრუნჩის ზომა თავზე კოპამდე პროპორციულია, უკანა ფე ხები როგორი აქვს? ეგეც მაინტერესებს

 
lordiდრო: ორშაბათი, 02.11.2009, 18:41:34 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, მთლად კარგად არ ჩანს, მაგრამ მაინც:)) სოფელში მყავს, იქ ზრდიან ჩემი მშობლები, გამოვაგზავნინებ ახალ სურათებს კარგი პროფილებით და მერე დავდებ[img][/img]
 
SNAIPERდრო: ორშაბათი, 02.11.2009, 19:07:43 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამფეროვანია მგონი ხო თუ არ ვცდები,ისე თეთრი დარჩება უფრო მარა კაი როჟაა,თავი უნიკალური აქვს და დანარცჰენი კარაგად არ ჩანს 10 10
 
lordiდრო: სამშაბათი, 03.11.2009, 10:23:16 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SNAIPER, მადლობა მალხაზ. კი, სამფეროვანია. ახლა ზესტაფონშია, დეკემბერის დასაწყისში უნდა ჩამოვიყვანო თბილისში, პასპორტის ასაღებად. კარგი გენიოლოგია აქვს, დედ-მამას I ადგილის დიპლომები აქვს და ვფიქრობ ცუდი არც შვილი დადგება:)
 
Maverickდრო: სამშაბათი, 03.11.2009, 10:51:09 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, ჩამოიყვანე, ჩამოიყვანე, უკვე დროა შენთან გაზარდო
 
ვულფდრო: სამშაბათი, 03.11.2009, 18:58:20 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს სეტერები უნიკალურები არიან, მე5თეა, უკვე რომ მკავს და თუ ვინმეს უნდა ნამდვილი მონადირე გვერდით კავდეს აუცილებლად უნდა ყავდეს ინგლისური სეტერი:166:
 
sapsaniდრო: სამშაბათი, 03.11.2009, 21:02:37 | შეტყობინება # 12
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემიც ეგეთი თეთრი იყო 7 თვის როგახდა ლამაზმა წვრილმა კოპლებმა დააყარა და დზაან ლამაზ ფერზე დადგა.ეგეთი ფერი უფრო მომწონს არმიყვარს დზაან მუქები როარიან დიდი ლაქებით.ადრე დიდ ლაქებზე ძაგლებს ბრაკავდნენ კიდეც, დასაშვები იყო ლაქა მარტო თავზე. 23
 
lordiდრო: ოთხშაბათი, 04.11.2009, 10:55:35 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sapsani, გეთანმხები ლაშა. მეც სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს ლეკვი, რომ შავი კოპლები ბევრი არ ჰქონდა, ნაკლებდაკოპლილი მომწონს უფრო.
ვულფ, შენც აბსოლუტურად გეთანხმები ზაზა სეტერების, განსაკუთრებით კი ინგლისური სეტერის შეფასებაში:)
 
sapsaniდრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 19:43:03 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისური სეტერის ლეკვის ყიდვა მინდა ოგონდ ისეთის მონკავშირში მომიყოს რეგისტრირებული,ვინმემ თუიცით თბილისში სადაა მონკავშირის კინოლოგიის ცენტრი,ან ტელეფონის ნომერი დამიწერეთ.ბოლოს რომვიყავი სოლოლაკში იყვნენ გადასულები.წინასწარ დიდი მადლობა 23
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 12.11.2009, 10:38:35 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sapsani, თუ არ ვცდები, შენ როგორ ლეკვსაც ეძებ ეგეთს ამჟამად არავინ ყიდის. ახალი დართვები გაზაფხულიდან იწყება და რიგში მოგიწევს ალბათ ჩადგომა:).
ინგლისური სეტერის სექციის თავმჯდომარეა გიორგი ადიკაშვილი, რომლის სახლის ნომერია 314835, ხოლო მისი მოადგილეა ნოდარი (გვარი არ მახსოვს სამწუხაროთ:(), მისი მობილურის ნომერია 893935972.
მოკლედ, დაუკავშირდი ამ ხალხს და ესენი გაგარკვევენ ჩემზე უკეთ ამ საკითხში.
 
sapsaniდრო: ხუთშაბათი, 12.11.2009, 21:27:38 | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, დიდი მადლობა გენაცვალე,აუცილებლათ დაურეკავ. 23_30_126
 
Maverickდრო: სამშაბათი, 24.11.2009, 10:14:51 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (berdzna)
ის დაგავწყდათ ბიჭებო გვინ რო იგეშებიან

მერე რა რომ გვიან იგეშებიან ვიდრე კონტინეტალურები? სამაგიეროდ ნადირობენ მინდორში ისე, თითქოს პატარძალი, თეთრი კაბით დავლურს უვლიდეს
ვოტ ტაკ 167
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 26.11.2009, 17:00:11 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdzna, არა მგონია რომელიმე ლავერაკს ნადირობისას ეკალ-ბარდმა შეუქმნას რამე პრობლემა (მე ჯერ არ შემხვედრია). რაც შეეხება იმ ეკალ-ბარდისგან ძაღლის გასუფთავებას, თუ ეს პატრონს ეზარება, არ გააკეთებს და/ან უხალისოდ გააკეთებს, მაშინ ის ამ ძაღლის ყოლის და მისი ნადირობით ტკბობის ღირსი არაა 167
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 26.11.2009, 17:37:46 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdzna, მოკლედ, ინგლისელი ედუარდ ლავერაკი იყო ინგლისური სეტერის სელექსიონერი და ამიტომაც, ამ ჯიშს ორივე სახელით მოიხსენიებენ...
 
grenader21დრო: პარასკევი, 04.12.2009, 18:37:58 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისური სეტერი უპო დიდხანს მუშაობს სხვა სეტერებტან შედარებიტ, და გენიც უპრო არ აქვტ გაპუ

წებული, უპრო მეტად მონადირეებს ყავტ, აი ირლანდიური კი ძაან გადეკორატიულებულია, რადგან ახლიუს ძაღლებად უპრო ხშირად ყავდათ. მე ცმყავს ახლა ლეკვი ინგლისური სეტერი, 3 თვისაა და უკვე ნივტები მოაქს,დიდი ცოცხალი რაეა, დიდ იმედებს ვამყარებ, ინგლისურებ მინდორშიც კარგია და წყალშიც კარგად მუშაობენ, ბევრი ჯიში ვერ დაიკვეხნის ამდენს

დამატებულია (04.12.2009, 17:37:58)
---------------------------------------------
ფრინველზე სანადიროდ უფრო უნივერსალურ და საუკეთესო ძაღლს ვერ იშოვნი.

შეტყობინება დაამუშავა grenader21 - ოთხშაბათი, 02.12.2009, 17:34:45
 
grenader21დრო: პარასკევი, 25.12.2009, 18:38:56 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიყვარს ეგ ჯისჰი და რა ვქნა,-ლამაზი, კარგი სტოიკა, კუმაგლესი ნადირობა, ერთგულება, ნადირობა წყალშიც და ხმელეთზეც,მსჰვიდი გაწონასწორებული ხასიათი, რა უნდა სხვა მონადირე კაცს და რომელ ძაღლს ახასიატებს ამდენი დადებითი თვისებები, ხო დამავიწყდა კიდევ დიდი მორჩილი ხასიეთი!!!
 
sukre17დრო: კვირა, 27.12.2009, 12:58:34 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვობიდან უნდა გაზარო ძახლი ისე რო შენ ყველა ბრზანებას ასრულებდეს თორემ ყველა ზახლს უყვარს ტავისუფლად ნადირობა!
 
ვულფდრო: პარასკევი, 01.01.2010, 13:05:50 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასეთი არაფერი მინახავს. 28 ში ეზოში შევედი ძაღლი ფეხთან მომვარდა გამეთამაშა წაიქცა და მოკვდა, ამ საახალწლოდ დიდი ტრამვა მომაყენა. ექიმებმა ინფარკტი დაასკვნეს ასეთი ერთგულებია ინგლისური სეტერები
 
shotiდრო: ხუთშაბათი, 07.01.2010, 16:14:11 | შეტყობინება # 24
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მყავს 2წლის ინგლისური სეტერი მონ.კავშირიში გაწევრიანებული შესაჯვარებლად ვეძებ დედალს 895515949
 
kechakmadzeდრო: სამშაბათი, 12.01.2010, 11:18:08 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მიყვარს ინგლისური სეტერი ნადირობას რომ თავი დაანებო გარეგნულადაც ერთ-ერთი ულამაზესი ჯიშია
 
fasonaდრო: ორშაბათი, 18.01.2010, 18:17:42 | შეტყობინება # 26
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მომწონს ინგლისურ სეტერებს ასე რომ აქებთ, 166 მე გამოუსწორებელი "სეტერისტი" ვარ, ეხლა მყავს 1,5 წლის სამ ფერიანი სეტერი, ეს მესამე სეტერია, კურცხაარიც მყოლია და სპანიელიც მაგრამ სეტერზე ჭკვიანი, თვინიოერი და საუკეთესო მონადირე არცერთი არაა, ხო პოინტერია კიდე კარგი მონადირე მაგრამ მცივანაა

დამატებულია (18.01.2010, 18:17:42)
---------------------------------------------
სურათ როგორ დავდო? 23

 
grenader21დრო: ორშაბათი, 25.01.2010, 06:36:10 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ინგლისური სეტერი მომიკვდა, არ მეგონა ლეკვებს თირკმელები ასე ადვილად თუ უცივდებიდატ, მართლა საშინლად იწვალა, ახლა ახალი მყავს მაგრამ იმნაირი ლამაზი ვერ არის.
 
emceდრო: კვირა, 31.01.2010, 17:57:07 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვწუხვარ ძმაო,საშინელებაა ეგეთი ლეკვის სიკვდილი , დგეს მოვიყვანე სეტერის ლეკვი და უზომოდ ბედნიერი ვარ .უჭკვიანესი თვალები აქ ვნახოტ რა გამოვა,პირველად უნდადავგეშო ძაღლი და ალბათ ვერ გამომივა მთლად მგელი, მაგრამ მეხმარებიან ძმაკაცები და კაი რამე გამოვა ალბათ, მერე სურათს დავდებ დაშემიფასეთ,ნორმალურია თუ არა მითხარით ლავერაკს 39 გაუმარჯოს 39
 
nugomonadireდრო: შაბათი, 06.02.2010, 12:14:48 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველას მოგესალმებით; ინგლისურ სეტერზე იმდენი ლიტერატურა არსებობს და იმდები თქმულა და დაწერილა, რომ ძნელია ვინმემ კიდევ რაიმე ახალი თვისება აღმოაჩინოს ლავერაკში ისეთი კაცს რომ გაუკვირდეს. უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ათასჯერ თქმული. ჩემს მეგობარს_ტობის 22 იანვარს 8 წელი შეუსრულდა. 2 თვის ასაკში მოვიყვანე ჩემს სახლში ტობი და იმ დღიდან ის ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. მინდა გითხრათ რომ თუ ოჯახში, ძაღლთან მიმართებაში ერთსულოვნება არ არის, ეს ძალიან ცუდია და არასწორი. არ შეიძლება ჩვენი ოთხფეხა ინგლისელი მეგონარი დისკომფორტს განიცდიდეს. მე ვერ წარმომიდგენია ტობის რაიმე უჭირდეს ან უნდოდეს ჩემგან და ეს ვერ მაგძნობინოს. ისინი არაჩვეულებრივად ერთგულები და ღრმად ინტელექტუალურები არიან. რა დამავიწყებს 3 წლის წინ საშინლად მოვიწამლე და მთელი 10 დგის განმავლობაში ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, გადასხმები და რა ვიცი რეები არ დამჭირდა. და მთელი ამ ხნის განბმავლობაში რაც მე ამ დღეში ვიყავი ტობის საერთოდ ერთი ლუკმა საჭმელი არ უჭამია. მოვიდოდა ჩემს საწოლთან, დამადებდა გულზე თავს და ასე საათობით გაუნძრევლად შეეძლო მდგარიყო. სახლში განგაში იყო ჩემთან ატეხილი მე ასეთ დღეში ვიყავი, ესეც ეყოფოდათ და ტობიც რომ საჭმელს არ ჭამდა და თავის პატრონს ეწირებოდა მსხვერპლად, ეს მართლაც აუტანელი იყო ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც გიჟდებიან ტობიზე, და ეს კიდე მათზე. მადლობა უფალ ღმერთს მე გამოკეთება დავიწყე ტობიმ კიდე ჭამა და ხალისი. მთელი 100 გვერდი ვერ დაიტევს რომ დავწერო მე რას ვფიქრობ ამ კეთილშობილი და უნივერსალური ჯიშის არსებებზე. უბრალოდ მინდა, რომ ყველას ვთხოვო: გაუფრთხილდით და შეიყვარეთ ისე თქვენი ოთხფეხა მეგობრები, როგორც მათ უყვარხართ თქვენ. მე არასოდეს არ მიფიქრია და მითქვამს რომ ტობის ჩემთვის ვანადირებ__არა ჩემო ძმებო__მე ვნადირობ ჩემი საყვარელი ძაღლისთვის. ისინი ხომ სამწუხაროდ ასე ცოტა ხნით ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, და ყოველდიურად უსამართლობის და ათასი რისკის ქვეშ არიან ძაღლთმოძულე ადამიანებისგან...
 
PATARA-SAMOდრო: შაბათი, 06.02.2010, 19:56:57 | შეტყობინება # 30
ჯგუფი: წაშლილები





nugomonadire, გაიხარე გაიხარე..... შენი ისტორიის წამკითხეს მართლა ჟრუანტელმა დამიარა.... გავუფრთხილდეთ მეგობრებო ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს მოვეპყრათ ისე რომ ყოველივე დგე ხალისიანი იყო მათთვის ისინი ადამიანზე მგძნობიარეები არიან 167 167 167
 
nugomonadireდრო: შაბათი, 06.02.2010, 22:26:19 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
samo, გაიხარე ჩემო ძამიკო. ინგლისური სეტერი იმდენად ახლო და ძვირფასი ჯიშია ჩემთვის რომ ზუსტად 20 წელია რაც სხვა წარმომავლობის ძაღლები აღარც კი მყოლია. მანამდე მამაჩემი და ბიზაჩემები უფრო კურცხალს და შოტლანდიური ჯიშის სეტერებს ანიჭებდნენ რატომრაც უპირატესობას, ყავდათ პოინტერებიც და იშვიათად ლავერაკიც. მე ნადირობა გორდონით (შოტლანდიური სეტერით) დავიწყე, პირველი მწყერი და ვალდშნეპიც მან მომაკვლევინა. შემდეგ ეს ჯიშები ჩვენში საერთოდ გადაშენდა და მაგარი დეფიციტები გახდა, ამიტომ მეც კარგა ხანს ჩემი საკუთარი ძაღლი აღარ მყოლია. შემოდგომა-ზაფხულში ბიძაჩემის პოინტერით ვნადირობდი, ზამთარში კი ხან მეგობრის კურცხარით და ხან კიდევ საერთოდ უძაღლოდ, გასაბერი ნავის იმედზე. ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე ლეკვის შეძენა და გაზრდა. დიდი ფიქრის და ძიების შემდეგ მივედი დასკვნამდე რომ გამერისკა ინგლისურ სეტერზე. და იცით რა მინდა რომ გითხრათ ჩემო კეთილო ადამიანებო არ შევმცდარვარ. უნივერსალი ძაღლები არიან, მგრძნობიარე და მოსიყვარულე. ჩემთან ფოტოებში შეგიძლია ნახო ჩემი ძაღლი_ტობი... 166 23_30_126
 
emceდრო: კვირა, 07.02.2010, 21:00:06 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 თვის ლავერაკს რა მოეთხოვება მიპასუხეთ რაა, მგონი ძალიან ბევრს ვთხოვ და ვეჩხუბები ბევრს, სახლში შEმოსვლას ვუკრდზალავ და ყურს ვუცევ ხოლმე და მირჩიეთ რა მოეთხოვება , პირველად ვგეშავ ძაღლს და არ ვიცი ამ დროსუკვე რა უნდა ვასწავლო, დამარიგეთ რაა
 
nugomonadireდრო: კვირა, 07.02.2010, 21:21:33 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლავერაკის მსგავსი ჩქარი, მოხდენილი და ლამაზი სვლა ნადირობისას მხოლოდ პოინტერს აქვს, ხოლო დანარჩენი ჯიშის ძაღლები ახლოსაც კი ვერ მოვლენ ენერგიულობაში და მუშაობის განსაკუთრებულ სტილში ინგლისურ სეტერთან. დამიჯერე შვილო და შეიძინე ლავერაკის ლეკვი, მხოლოდ გაითვალისწინე აუცილებლად სუფთა ჯიშის და უმწიკვლო რეპუტაციის ჯიშის წინაპრები უნდა ჰყავდეს. და თუ როდესმე გადაწყვეტ ამ ნაბიჯის გადადგმას, გთხოვ დამიკავშირდი მე. ტრაბახი არ მიყვარს მაგრა მე ვთვლი რომ რაღაც-რაღაცეები კი გამეგება ამ ჯიშის ძაღლებზე. შემიძლია მოგაწოდო მრავალი ინფორმაცია და ლიტერატურა რომელიც დაგეხმარება ძაღლის სწორ აღზრდაში. თავიდან გირჩევ ერთ რამეს, რადგან შენ საკმაოდ ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანი ხარ, კარგი იქნება თუ ხვად ლავერაკს აიყვან, ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული ენერგიულობით და შრომისმოყვარეობით. ჩემი ტელეფონია: 877793079. ვცხოვრობ ქალაქ წყალტუბოში. არ მოგერიდოს, დამიკავშირდი და აუცილებლად დაგეხმარები... 167 166

დამატებულია (07.02.2010, 21:21:33)
---------------------------------------------
emce, შილო ზუსტად 2 თვის ასაკიდან იწყება ძაღლის აღზრდა. ეხლა ამ სიცივეში თუ გთხოვს სახლში შეყვანას, შეგიძლია დაყვე მის ნებას, ნუ წაეჩხუბები და ცემ ამის გულისთვის. ერთი თვეც არ უნდა და ამინდები გამოვა. ხოლო რაც შეეხება სახლს თუ ბინაში არ ცხოვრობ და საკუთარი სახლი გაქვს არაუშავს სადმე მისაღებში ან მოფარებულში რომ შეაჩვიო თავის ადგილს. დაუფინე რაიმე სუფთა და რბილი საფენი სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს. ხოლო არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიო სახლში ოთახებიდან-ოთახებში სეირნობებს. ინგლისურ სეტერთან საკმარისია მკაცრი ტონით ბრძანებების მიჩვევა, რასაც საუცხოოდ და ადვილად ითვისებს. არასოდეს არ ცემო ჯოხით, ფეხით და სხვა რაიმე ნივტებით. მისთვის საკმარისია პატარა წკეპელა ჯოხით ტაკოებზე მორტყმა თუ ძალიან გაჯიუტდება, რაც დარწმუნებული ვარ ხშირად არ დასჭირდება. შეიძინე ლიტერატურა საიდანაც ადვილად შეძლებ ჟესტებით ლეკვის უპრობლემოთ აღზრდას და გაწვრთნას. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაციები დაგჭირდება დამირეკე და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას შენი პატარა მეგობრის აღზრდაში...
 
emceდრო: კვირა, 07.02.2010, 22:48:40 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, გაიხარე ბიძაჩებო აუცილებლად შეგხმიანები რამე თუ დამჭირდება. ძალიან ჯიუტია და ყურს ვუცევ ხოლმე, სად შევიძინო ეგ ლიტერატურა ხომ ვერ მეტყვით?
samo, 1 კვირის წინ ვიყიდე ეს ძაღლი და 100$ მივეცი, აუუ დაწერეთ კიდე რაა ლავერაკის აღზრდაზე 39
 
ratiდრო: კვირა, 07.02.2010, 23:30:26 | შეტყობინება # 35
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლავერაკი მაგარია მყავდა და სუპერი იყო. ისე თბილისში პერის შტამომავლებს აქებენ. რამდენატ კაია არ ვიცი.
 
emceდრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 00:29:09 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://[
დამატებულია (10.02.2010, 00:29:09)
---------------------------------------------
აიი ჩემი სეტერი და კაი ლეკვიაა?? nugomonadire, ნახე აბა


შეტყობინება დაამუშავა emce - ოთხშაბათი, 10.02.2010, 00:35:04
 
emceდრო: შაბათი, 27.02.2010, 22:55:15 | შეტყობინება # 37
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაახ ედუარდ ლავერაკმა გამოიგონა ეგ ინგლისური სეტერი და მაგიტო ქვია ლავერაკი, ისე მე ლავერაკი მირჩევნია ინგლისურ სეტერს უფრო შთამბეჭდავი და ექსტრაორიგინალურია 069 069 069
 
krimanjuliდრო: კვირა, 28.02.2010, 13:57:09 | შეტყობინება # 38
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

აბა გამოიცანით აქედან რომელია ინგლისური სეტერი და რომელია ლავერაკი.... 17 17 17

 
emceდრო: სამშაბათი, 02.03.2010, 14:39:26 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაგიმარჯოთ ძებო, მგონი ეგ საკითხი პარლამენტს უნდა გადავცეთ განსახილველად ლავერაკის და ინგლისური სეტერის საკითხი, nugomonadire, სამწუხაროდ ცჰმ ძაღლს არ აქვს არც საბუთები აარც საგვარეულო ნუსხა და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნა? ერთ პრობლემა მაქ კიდე ვერ გავიგე ჩემი ძაღლი ინგლისური სეტერია თ ლავერაკი 069 069 069
 
sukre17დრო: ხუთშაბათი, 04.03.2010, 16:52:39 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
emce, ძმა რუსული წიგნია ეგ მე ეგ წიგნი მაჩუქეს და არ ვიცი სად იყიდება! სადაური ხარ რომ გათხოვო? ან ქართული წიგნი ნახე (მონადირის ცნობარი) ასე აწერია! მე 1.5 ნახევრის მყავს და მამალია! ცოტა ხანში დავდებ სურათს!
 
emceდრო: პარასკევი, 05.03.2010, 13:58:43 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sukre17, მე გორელი ვარ ძმა შაბათ კვირას გორში ვარ და თბილისში ვსცავლობ მანდ ვარ ხოლმე, ჩემი 3 თვისა ხდება 12 ში ,კაი იქნება რო წამეკითხა, ,თუ არა და ისეც გავაწყობ რამეს ცჰემ ლეკოსთან ჭკვიანი ბიჭია
 
nugomonadireდრო: კვირა, 07.03.2010, 02:10:27 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
samo, კარგია კაცს იუმორის გრძნობა რომ აქვს. მართალია ეს ადამიანი რას ერჩით, რათ უნდა ორი სახელი ან ცისფერი მთები დავტოვოდ ან ტიანშანი.რას იტყვით მეგობრებო აააააა??? ლავერაკი თუ ინგლ.სეტერი??? 17 35854 453 cat062
 
emceდრო: კვირა, 07.03.2010, 12:39:47 | შეტყობინება # 43
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, ლავერაკი ჯობია მგონი. სეტერი სხვებიც არია და ეს ძაღლი ხო გამორჩეულია ყველასგან და გენიალურია, ხო და ლავერაკი იკოს
 
998დრო: კვირა, 07.03.2010, 13:00:59 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია, რომ შეთანხმდით თორემ საველე გამოცდები ჩაიშლებოდა. 069 069 069
 
goga-0niდრო: სამშაბათი, 09.03.2010, 23:31:59 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცოდოა ის კაცი შეეშალა და რაქნას, მეც არ ვიცოდი სანამ ეს თემა არ ვნახე 069
 
mamalixarazuliდრო: კვირა, 14.03.2010, 09:23:18 | შეტყობინება # 46
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯაობში სეტერი ჯობია თუ დრადხარი? 167
 
simoniდრო: კვირა, 14.03.2010, 22:23:24 | შეტყობინება # 47
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli, ჭაობში კომბინიზონი ჯობია 069 069 ეს ხუმრობით, ისე სველ და ნესტიან ადგილებში ინგლისური დიდი ყნოსვით ჯობვის და ჭაობის ფრთხილ ფრინველს ( ბეკას) შორიდან უგებს 39
 
rachveliდრო: ხუთშაბათი, 25.03.2010, 17:50:28 | შეტყობინება # 48
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისურ სეტერი ტყის ქატმის მეფეა. ეგ ჯიში მემგონი ტყის ქათმისთვის შეუქმნიათ 166
 
emceდრო: ორშაბათი, 29.03.2010, 22:33:36 | შეტყობინება # 49
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამოს ვულოცავ ლავერაკის ყიდვას, ღმერთმა დიდი გოგო გაუზარდს, ჭკვიანი და დამჯერი გამოსულიყოს, აბა სამო ეხლა შენ იცი ,სისხლი კარგი აქ და გენები და აწი შენ იცი, 39 39 39 39 39
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 31.03.2010, 19:16:26 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rachveli, რაჭველო ძმაო მინდვრის მეფე პოინტერია ხოლო მინდვრის დედოფალი ლავერაკია უდაოდ... 19 166 10 39 39 39
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ინგლისური სეტერი (ლავერაკის ირგვლივ ყველაფერი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 22
  • 23
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика