05:42:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზის სახეობები » გუწუ (ლოქორია) (მტკნარი წყლის თევზები)
გუწუ (ლოქორია)
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 21.11.2018, 11:28:29 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლოქორია, გუწუ (ლათ. Tinca, tinca) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 500 გ აღწევს, მაღალია, სქელი, ლორწოს სქელი ფენით დაფარული. აქვს წვრილი ქერცლი, მუქი მწვანე ზურგი, ზეთისხილისფერი გვერდები, რომელსაც ოქროს ელფერი დაჰკრავს, პირის კუთხეებში — თითო პატარა ულვაში. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ობისა და ენისეის აუზებში. საქართველოში ძირითადად შავი ზღვის აუზის მტკნარ წყლებში გვხვდება. ლოქორიას სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

პირი პატარა, მიმართულია ზევით, მის კუთხეებში თითო მოკლე ულვაშია. სხეული სქელია, მაღალი, კუდის ღერო მოკლეა, მაღალი. ქერცლი წვრილია, კანში ღრმადაა ჩამჯდარი. კანი დაფარულია ლორწოს სქელი ფენით. ფარფლები მომრგვალებულია. ზურგი ჩვეულებრივ მუქი მომწვანოა, გვერდები მოწაბლისფრო, ოქროს ელფერით, თვალები მოწითალოა. სიგრძე 70 სმ-მდე, წონა 1,6 კგ-მდე. იშვიათად 7,5 კგ-მდე; ჩვეულებრივ უფრო პატარაა.
ბინადრობს საქართველოს შემდეგ მდინარეებში; სუფსა, რიონი; ტბებში: პალიასტომი, ბებესირი, ჯანდარი, ჯაპანის ნარიონალები.
ბიოლოგია. ტიპობრივი ფსკერული თევზია, ნაკლებად მოძრავი, ბინადრობს უმეტესად ტბაში, მდინარეშიც ირჩევს მდგარ, მდორე, მცენარეულობით მდიდარ უბნებს. ზამტარში ეფლობა ლამში, ადვილად იტანს ჟანგბადის ნაკლებობას. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული საკვებით: კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, ლოკოკინებით და სხვ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს რამოდენიმე ჯერად, წყალქვეშა მცენარეებზე. ნაყოფიერება აღწევს 380 ათას ქვირითამდე.
ტბორული მეურნეობის კარგი ობიექტია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.







მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზის სახეობები » გუწუ (ლოქორია) (მტკნარი წყლის თევზები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика