01:24:51
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » უსაფრთხოება » იარაღი და მასთან დაკავშირებული უსაბრთხოების ნორმები
იარაღი და მასთან დაკავშირებული უსაბრთხოების ნორმები
SNAIPERდრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 17:11:40 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მახსოვს კარგად თოფი პირველად რო დამაკავებინა მამაჩემა ხელში 7 წლის ვიყავი და კონდახი რო ბეჭზე მიმადო სასხლეტს ვერ მივწვდი გამოსკვრელად.პირველი რაც მითხრა ნადირობა შვილო უსაბრთხოებით იწყებაო,ეს თოფია და წელიწადში ერთხელ პოლისჯოხიც ისვრისო.
ბავშვობაში ჩანერგილი ის ყველა ნათქვამი და დარიგებული ეხლაც ისე მაქვს ჩაბეჭდილი რო თითქმის ინსტიქტად მექცა.
ის რომ სანამ ვაზნას ჩავდებ თოფში ორივე ლულაში უნდა გავიხედო რო თავისუფლად გადიოდეს შუქი ლულებში,ყოველი გასროლის შემდეგ გავხედავ ლულებს რო ხოარ გარჩა ან პიჟი ან თოვლის დროს იცის ლულებმა თოვლით ამოვსება.
დაუმუხტავი იარაღიც არსდროს არ უნდა იყოს მიშვერილი ადმიანისკენ,იარაღის დაკეტვის დროს სულ ისეთ მხარეს ვირჩევ სადაც თავისუფალი სივრცეა.დაბრკოლებებზე გადასვლის დროს აუცილებლად ლულთ ზემოთ და საკეტი დაკეტილ მდგომარეობაში.ათასი ნიუანსია და ყველაფერი გასათვალისწინებელი,არასდროს არ უნდა გავაკეთოთ გასროლა იმ იმიმართულებით სადაც თუნდაც შორს სასროლი მანძილის არეალს გარეთ სადაც სავარაუდოდ ადამიანი შეიძლება იყოს.ბავშვობაში 3 ჯერ მაქვს განავარდნი იარაღი ისე რო არც ველოდებოდი მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა,კიმართალია ადამიანსკენ არასდროს მქონდა მიშვერილი მარა მე ჩემი დამემართა იმ მომენტში.ეს გამოცდილ მონადირესაც შეიძლება მოუვიდეს,ნადირობის დროს ადრენალინის მოძღვავება და ცოტა ყურადღების გაფანტვაც ხდება,ეიფორიულ მდგომარეობაში ვარდება კაცი და თუ უსაბრთხოების წესები ისე არ გამოგვიმუშავდა როგორც ინსტიქტი.მაგის ფიქრის დრო ნადირობაში ცოტა რთულია.
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 17:44:46 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია ახალი გრაფები და საიტის რეორგანიზაცია. დასახმარებლად ჩემი თემიდან ბევრი არ მიშრომია მაგრამ სასარგებლო რაღაცეები დევს და ლინქს დავდებ თუ გადაწყვიტავთ გადმოიტანეთ მოდერებმა:
http://www.bazieri.ge/forum/2-627-1


★ஜ۩۞۩ஜ★
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 19:14:25 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





ამ თემის გახსნაზე ვფიქრობდი და გახსნილი დამხვდა ბრავო მახო ბატონო რო უყურადღებოდ არ დატოვე. მოკლედ ეხლა გავიხსენებ რაც აუცილებელია იარაღისს ხელში დაკავებისას განსაკუთრებით დამწყებთათვის.
1. არასოდეს არ მიაწოდოთ დატენილი იარაღი სხვა.
2. არასოდეს არ ათამაშოთ სასხლეტები.
3. არასოდეს აწკაპუნოთ მცველი ან ჩახმახები.
4. არასოდეს ისროლოთ ქაოტურად დაბალ სიმაღლეზე.
5. არასოდეს ესროლოთ ფრინველს რომელსაც ვერ ხედავთ კარგად (ტყეში)
6. არასოდეს ესროლოთ ფრინველს რომელსაც ხედავთ მაგრამ ვერ ხედავთ თქვენს კომპანიონს
7. თუ ფისტონმა გიმტყუნათ დაელოდეთ 10-15 წამი და მერე გადახსენით თოფი
8. არასოდეს არ დაუმიზნო ადამიანს თუნდაც დარწმუნებული იყო რო იარაღი ცარიელიადა მოეპყარი როგორც დატენილს
9. ნუ გაატან სხვას შენზე გაფორმებულ იარაღს სანადიროდ
10. ნუ დააკავებინებ იარაღს ხელში არასრულწლოვანს.
11. იარაღი სახლში უნდა იყოს დაკეტილი სპეციალურად შესანახ სეიფში დაშლილ მდგომარეობაში
12. იარაღი უნდა გადაიტანოთ მოთავსებული შალითაში ან კეისში. (მგზავრობისას)
13. სანადიროდ წასვლის წინაც დაშლილი მოათავსეთ მანქანაში
14. არასოდეს არ შეუგინო მონადირეს იარაღი
15. მინდორში კოლექტიური ნადირობის დროს სასურველია სწორი ხაზის დაცვა და დისტანცია 50 მეტრი.
16. ნადირობიდან დაბრუნებულმა შეამოწმეთ ხოარ არის იარაღი დატენილი და სახლში შეიტანეთ გადახსნილ მდგომარეობაში.
17. არასოდეს ესროლოთ ფრინველს თუ ხვდებით რო დააზიანებთ ძაღლს. გახსოვდეთ ის თქვენი საუკეთესო მეგობარია
18. გადაფრენისას (პერელიოტზე) უნდა იცოდეთ ყველა თქვენი თანმხლები პირის დგომის ადგილი ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია
19. ყოველთვის გახსოვდეთ რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად.
20. ნადირობიდან დაბრუნებულებმა უნდა გაწმინდოთ სანადირო იარაღი თუნდაც არ გაისროლოთ
21. გახსოვდეთ იარაღი უსაფრთხო მხოლოდ ფრთხილი ადამიანის ხელშია უსაფრთხო.
.
.
შევეცადე რამოდენიმე აუცილებელი რჩევა დამეწერა რაც გამახსენდა რაც გამახსენდება კიდე დავამატებ თუარადა თქვენ დაამატეთ. ყველას გისურვებთ უსაფრთხო ნადირობას 39 39 39
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 01:14:01 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
თქვენ დაამატეთ. ყველას გისურვებთ უსაფრთხო ნადირობას

მოდერი ხარ ბიჭი და არავის მოუწევს დამატება იმის რაც უკვე დავწერეთ, პირადად მე სასარგბლო წიგნიდან მაქვს მოცემულ ლინქზე გადმოტანილი და ანაკრები ტექსტი ანუ სხვაგან კიარ ეწერა, ჩვენი საიტისთვის ჩვენივე საავტორო უფლებებით ავკრიბე და არ წამოგვიღია არავისგან. ადექი მოქლიქე ჩემი ფოსტიდან მოცემულ ლინქზე სასარგებლო ფოსტები და აქ გადმოიტანე, თუ არ იცი გადმოტანა გასწავლი ადვილია, ჰუგლუს თემიდანაც 104-ში ჩასაყრელია ფოსტები და სხვა უამრავი სამუშაოა გასატარებელი. ვინც ორ თემას შეხედავს დაწეროს ამა და ამ გრაფაში ორი თემაა და ასე გაადვილდება მუიშაობა. ერთობით წინ წავალთ 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
kobuletiდრო: კვირა, 29.12.2013, 00:05:19 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინტერესებს Baikal MP 27 EM-1C , როგორ უნდა დაუშვა ისე რომ მაშები ანუ რომ გადახნსი და დაიხურება პნოპკის მიწევის შემდეგ არ იყოს შეწკეპილ მდგომარეობაში...(არ გაისვრიდეს) ამ მოდელზე რაგაც ვერ გავრკვიე
ჩვეულებრივ იჟ როა ისე არშვება (გადახსნი პნოპკას წინ მიწევ სასხლეტს მოქაჩავ და დახურავ...) ხომ მიმიხვტით რა პრობლემა მაქვს ეხლა ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევააა დამეხმარეთთთ............. 23 23 23 23


ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
doreuliდრო: კვირა, 20.07.2014, 15:42:30 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1. არასდროს არ დადოთ აწყობილი თოფი მანქანაში
2. არ დაუმიზნო არასდროს თოფი მეგობრს თუნდაც იცოდე რომ დატენილი არ არის


ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
doreuli2000დრო: სამშაბათი, 27.01.2015, 20:16:26 | შეტყობინება # 7
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1) თოფი ჩახმახის დაცემისას თუ დროზე არ გავარდა მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება მოგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ. 2)ვაზნის საცობად ნუ გამოიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ. 3) ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და ბუდეში 4) ნადირობისას გატენილი თოფი წვერაღმა დაკიდე.

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » უსაფრთხოება » იარაღი და მასთან დაკავშირებული უსაბრთხოების ნორმები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика