01:37:43
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » FABARM ELOS (A,B,C,) FIELD (შესანიშნავი არჩევანი)
FABARM ELOS (A,B,C,) FIELD
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 14:55:57 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები








.
.
http://www.fabarm.com/en/products-elos-a.htm
.
http://www.fabarm.com/en/products-elos-b.htm
.
http://www.fabarm.com/en/products-elos-c.htm
.
ესეც ლინკები სადაც ამოიკითხავთ თუ რა არსებითი სხვაობა არსებობს მათ შორის. მეც გახლავართ ამ არაჩვეულებრივი იარაღის პატრონი და მინდა ვთქვა რო 3 წელია მაქ და სიამოვნებაა ამ იარაღით ნადირობა და თავდაჯერებას გმატებს მე ეს ბევრჯერ გამოვცადე ალბათ ვერ გამიგებთ სანამ არ გამოცდით. არ მესმის იმ ხალხის ვინც იძახის ფაბარმი რაღაც ცუდად დამაჯდა მხარზეო ესეთიც გამიგია და ვიტყვი რო მე პირადად იდეალურად მაზის მისი დახრილი კონდახი (37 წინა და 57 უკანა მხარე) იდეალურ მხედველობას მაძლევს და ბევრჯერ მქონია შემთხვევა რო წამიც არ დამგვიანია სასროლად ტყეში ქათამზე. ხოარი შემთხვევები მცირე დაგვიანება დამიზნებაში და გვეკარგება ქათამი სასროლი არედან ხშირ ტყეში. ვისაც არ სჯერა როგორ მჭირდება 1 წამზე ნაკლები დასამიზნებლად აგერ ვარ ბატონო თოფიანად და ადვილად შეიძლება გამოცდა ტყისქათამზე. მოვიხმარე 24 იდან 36 გრამამდე. მეტის საჭიროება ვერ დავინახე მე პირადად. მიტანაზეშევამოწმე და 35 მეტრზე ვისროლე 34 გრამიანი 7 ნომერი ბერეტტას ვაზნა დიამეტრი 70 სმ ის მეტი არ შემოიხაზა სამწუხაროდ ქაღალდის სიგანე არ ეყო და 70 სმ იან დიამეტრში 270 მარცვალი მოთავსდა 1/1ჩოკით და 230 მარცვალი 0.5 ნახევარჩოკით. შედეგი დამეთანხმებით მაღალია. ლულის სიგრძე 760 მმ ია და ბარემ იმ ნიუანსებს გაგაცნობთ როგორ მოვიქეცი მწყერზე ნადირობისას. რახან მწყერი ყველაზე გავრცელებული ფრინველია და ადვილი მოსანადირებელი შესაბამისად ყველაზე ბევრ ვაზნას სწორედ მწყერზე ვიყენებთ და რახან ლულის დიამეტრი დიდი აქვს (18,7მმ) გადავწყვიტე 28 გრამზე დამეტენა დაგამოვიყენე 0.25 და 0.5 ჩოკები ცილინდრი არ მოყოლია კომპლექტში. ამ ჩოკებით 28 გრამი ბევრი აღმოჩნდა და 10 გასროლიდან 2 მწყერს აფუჭებდა და მერე დავტენე 25 გრამზე და აღარ გაუფუჭებია. დაჟე 22-ან 24 გრამზეც შეიძლება თავისუფლად დატენვა. ადვილად მანევრირებადია მიუხედავად ლულის სიგრძისა და მე ყველანაირად დავამუღამე. რავიცი კიდე რამდენი დავწერო 1დღე არ მეყოფა მაგრამ ვიცი ნელნელა გროვდება ხალხი ვინც სამომავლოდ აპირებს ამ იარაღის შეძენას და მეც გავხსენი ეს თემა. ყველას გისურვებთ წარმატებებს 39


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 20.01.2013, 15:26:06
 
baronდრო: კვირა, 20.01.2013, 15:14:47 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც ბევრი კარგი მსმენია ფაბარმზე.
 
cecxladzeდრო: კვირა, 20.01.2013, 16:21:18 | შეტყობინება # 3
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც კარგი თოფია. ამ თოფზე ცუდი არაფერი გამიგია, სულ კარგი მესმის სიამოვნებით ვიქონიებდი. bichi2009, 166

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 16:34:08 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები






.
.
ესეც ჩემი ფიშტო. 2400 ლარიანი და ნამდვილად არ გადამიყრია მაგარი რამეა ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი 166


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 20.01.2013, 17:53:01
 
cecxladzeდრო: კვირა, 20.01.2013, 16:58:48 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, კარგი ბიჭია 166 მშვიდობიან და შედეგიან ნადირობაში 39

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
lasha79დრო: კვირა, 20.01.2013, 16:59:34 | შეტყობინება # 6
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 86
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი დადებითი შენს იარაღს და საერთოდ ფაბარმს..ფასი ხარისხის გათვალისწინებით კი მთლად შესაბამისი და ცოტა უკეთესი ხარისხიც თუ მაგ ფასის ქვემოთ არსებულ პროდუქციას გავითვალისწინებთ.. 166
 
smekosmekoდრო: კვირა, 20.01.2013, 17:10:41 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ფიშტოს მერე აუცილებლად უნდა დავითრიო ეგ. იმედია მერე იქნება გაყიდვაში ჩვენთან...
 
giorgevichi83დრო: კვირა, 20.01.2013, 19:11:06 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 108
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზმაკაცს აქ და ცჰემ იჯ 27თან გაცილებიტ მაგარია მიტანა და ყველაფერსჰი ჯობია 166 166 166
 
gio90დრო: კვირა, 20.01.2013, 19:36:12 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგრად მომწონს ეს თოფი,ეხლა თუ გამიმართლა და მუშაობა დავიწყეე gimili ,სხვაზე არც ვფიქრობ,

დამატებულია (20.01.2013, 18:36:12)
---------------------------------------------
bichi2009, მეგობარო თუიცი საქართველოში მარტო 12 კალიბრი შემოაქვთ?


მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 19:41:14 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





აქსისი მინახია 20 კალიბრიმაგრამ ელოსები არა. ისე 20 კალიბრებს ელოსებს ვენტოტო ეწოდება და დიზაინში სხვაობაა არავენტილირებადი სამიზნე პლანკა და ასე შემდეგ და იმენნა ელოს ა,ბ,ც გამოდის მხოლოდ 12 ყალიბის
 
lash131დრო: კვირა, 20.01.2013, 19:48:24 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაფრით მაგარი იარაღია 166 და რაც მთავარია ამ ფასში და კლასში კონკურენტი არ ყავს.

Shavi
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 20:02:40 | შეტყობინება # 12
ჯგუფი: წაშლილები





მოკლედ სურათებზე არ ჩანსისე რაც სინამდვილეში არი მარა ნამდვილი შთაბეჭდილება სწორედ ახლოდან ნახვისას გექმნება. ხელში მაგრად ზის მხარზე ყველანაირი პოზიციიდან გაჯდება იდეალურად, სამიზნე თამასაზე ეგრევე ჯდები ბოინგივით 069 და ისღა გრჩება სასხლეტს გამოჰკრა. ასე თოფი ჯერ არ მომრგებია. 166
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 12:13:04 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, 10 10 როგორც ყველა ფაბარმი, ესეც ძაან მაგარია.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 22.01.2013, 13:28:05 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ელოს ბ-ს 2 სასხლეტინი ვერსიები რთული საშოვნია? ფაბარმის საიტზეც არ უდევთ.
 
zaza1982დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 14:05:39 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ვიცი რა მიტანაც აქვს ვნახე ჩემი ტვალიტ და გაოცებულიც დავრჩი, მე მაგალიტად ყველანაირად მაკმაყოფილებს და რომც მქონდეს საშუალება 4000 და 5000 არ გადავიხდი სხვა თოფში,
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 15:29:52 | შეტყობინება # 16
ჯგუფი: წაშლილები





smekosmeko, საიტზე არ დევს მარა მონაცემებში ყველა უწერია 1 სასხლეტიანი და 2 სასხლეტიანი (SINGLE TRIGGER OR DOUBLE TRIGGERS)

დამატებულია (22.01.2013, 14:29:52)
---------------------------------------------
მეც ორ სასხლეტიანი ავიღე. ისე ერთიანიც კაია და ევროპულებში ფაქტიურად გამორიცხულია ორმაგი გასროლები

 
gio90დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 15:45:03 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, რამდენს იწონის ძმა შენი ფიშტო?

დამატებულია (22.01.2013, 14:45:03)
---------------------------------------------
ქართულ საიტებზე ვერვნახე მონაცემები


მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 16:56:45 | შეტყობინება # 18
ჯგუფი: წაშლილები





gio90, ქარხნული მონაცემებით 3200 იდან 3350 მდეუწერია ლულის სიგრძის მიხედვით მარა 3500 გრამია. მაგრამ ვინც დაიკავა ოხ ნამეტანი მსუბუქიაო (დაიწუნეს) 069 უბრალოდ წონა კარგად გადანაწილებულია
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 17:32:31 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ელოს ბ-ს რატო მიანიჭე უპირატესობა???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 17:44:12 | შეტყობინება # 20
ჯგუფი: წაშლილები





Quote (giohunt1982)
ელოს ბ-ს რატო მიანიჭე უპირატესობა???

ეჟექტორებზეა და იმიტო. ელოს ა ფაილდს არ გააჩნია ეჟექტორები ექსტრაქტორებზეა. ც ფაილდს გააჩნია ეჟექტორები მარა გრავირება არ მომეწონა ანუ ჩემს რაც აქვს ის უფრო მომივიდა თვალში თან ც ფაილდი მცირედით ძვირი იყო სადღაც 100 ლარით მარა ეგ არყოფილა მიზეზი.
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 18:02:35 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ესეთი პატარა სხვაობებია ა ბ ც-ში??? ჩემს მეგობარს მოსწონს ელოსი და გუშინ ნადირობის მერე გზაში, ვლაპარაკობდით და დამაინტერესა, ამიტომ გკითხე. gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 18:11:47 | შეტყობინება # 22
ჯგუფი: წაშლილები





ერთნაირია ყველა ეგ სხვაობაა მარტო და ც ოდნავ უკეთესი ხარისხის ხის მასალა აქვს ტრივუდი და ვსიო. მაშინაც ხე გამოვარჩიე მარტო მარა მაგისთვის ყიდვა არ ჩავთვალე მიზანშეწონილად. ა და ბ შორის მხოლოდ ეჟექტორ ექსტრაქტორის სხვაობაა ც კი გრავიურა ხის მასალა და ცალსასხლეტიანის შემთხვევაში რეგულირებადი სასხლეტი 8 პოზიციით მარა რა საჭიროა სანადირო მოდელზე ეგ? მე ვფიქრობ რო ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბ ფაილდია და ვიყიდე კიდეც 39

შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ორშაბათი, 28.01.2013, 18:12:27
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 18:14:44 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ბევრი განადიროს. 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
cecxladzeდრო: ორშაბათი, 28.01.2013, 19:46:05 | შეტყობინება # 24
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი საოცნებო იარაღებია ”ფაბარმი ელოს” და ”ბენელი სუპერ ვინჩი” უბედნიერესი ვიქნები თუ ეს ორი ფიშტო მექნება gimili 23_30_126

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
rezo-jდრო: კვირა, 03.02.2013, 01:38:15 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009,
სალამი მეგობარო, კაცურად მიმასწავლე სად შეიძინე ეგ იარაღი..... რომელ მაღაზიას უნდა მივაკითხო.....


biginer :)
 
baronდრო: კვირა, 03.02.2013, 09:47:24 | შეტყობინება # 26
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rezo-j, მაგნუმს აქვს ფაბარმი. დიღმის გუდვილში
 
დათო_მონადირედრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 00:20:39 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფაბარმი - FABARM


Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც.
ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა.



გალეზების გვარის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე.



ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლება და ფაბარმიც გადადის გლუვების წარმოებაზე. 1956 წლიდან ფირმამ დაიწყო მუშაობა მცირე ასორტიმენტით. მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მას გააჩნდა სრულიად ახალი საწარმოო ბაზა, ამჟამად უშვებს სამი ძირითადი კლასის_ ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს. დღეისათვის მისი ნაწარმი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს Fabarm გახდა განთქმული კომპანია, რომელიც უშვებს ხარისხიან და შედარებით იაფ პროდუქციას.
ექსპერტების აზრით, ამ ფირმის პროდუქცია ცნობადობის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება.



Fabarm S.p.A._ ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც თოფის ყველა დეტალს თვითონ(თავის ფირმაში) აკეთებს. გარდა ამისა თავად უშვებს სხვადასხვა აქსესუარებს: კრონშტეინებისა და ოპტიკებიდან დაწყებული სანადირო ტანსაცმლით დამთავრებული.
ფირმას აქვს დამოუკიდებელი მიღწევებიც, როგორიცაა ლულათა ორიგინალური გაბურღვის პროფილი Fabarm Tribore Barrel System და Fabarm Tribore Barrel System, რომელთა შედეგად გაზრდილია ჭრა, სიბურჯღლე და დაჯგუფება.
ლულები მონობლოკებია და მზადდება 42СгМо4 მარკის ფოლადისაგან, არხები ქრომირებულია.



იდევ ერთი დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით:ა) სახსნელი მოკლე ჩოკები(0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის(8 ჩოკის ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით).



ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხვრის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას.



ამ ფირმის სახელგანთქმული მოდელებია: თვითდამტენები გაზის უკუქცევაზე Н368 Super Goose, Н368 Hunter 610, 660, 710, 760 და 900მმ სიგრძის ლულებითა და 12/76 სავაზნით(მჭიდის ტევადობაა 3, 6 ან 8 ვაზნა); ლულების ჰორიზონტალური განლაგებით Nobile, Beta Classis, Lion, რომლებსაც აქვთ ოპტიმალური ბალანსი და საუკეთესო დაჯგუფება.



ვერტიკალურებში განთქმულია Alpha 12/76 სავაზნითა და 660, 710, 760მმ სიგრძის ლულებით(განსაკუთრებით დახვეწილია მათი კონდახები), აგრეთვე Gamma, Max Field და Le LYS. ახალი მოდელია Axis 20/76 610, 660, 710 და 760მმ სიგრძის ლულებით.



განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Fabarm-ის ნაკეთობათა ზედაპირების დამცავი ფენა PVD Titanium, რომელიც შემუშავებული იქნა 2003 წელს. ამ ტექნოლოგიით დამუშავებული ლითონის ზედაპირი უძლებს აგრესიულ ნივთიერებათა ზემოქმედებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტესტირებამ 1500 საათის განმავლობაში აჩვენა საუკეთესო შედეგები.



მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 11:35:28 | შეტყობინება # 28
ჯგუფი: წაშლილები





დათო_მონადირე, მეგობარო თემის სათაური არ წაიკითხე? აქ კონკრეტული მოდელები განიხილება. ამ პოსტს გადავიტან სხვა თემაში
 
დათო_მონადირედრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 16:09:29 | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009,
უკაცრავად ამერია.

ისე ძალიან მაგარი თოფია 166


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
vladiდრო: პარასკევი, 22.02.2013, 02:04:23 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ძაან მაგარი თოფებია და საერთოდ ფაბარმი მაგარი ფირმაა, ერთადერთი რაც ფაბარმს არ შეუცვლია კონდახის რეზინა ან პლასმასი თუ ასე გნებავტ ,ყველა მოდელმა რაღაც რაღაცა ინოვაციები და დახვეწა კონდახის დაბოლოება და ფაბარმს რაც თავიდან ქონდა ის აქ ,სხვას თავი დავანებოთ სპორტინგის მოდელზე რამე მაინც გამოეგონა რომელიც დართყმას შეამცირებს ,მე ჩემს ფაბარმზე ელოს ტრაპ ექსისი მაქ და რეზინა გამოუცვალე 30 ვაზნის მერე თავი მტკივდებოდა ისეთი დართყმა აქ და წარმოიდგინე მთელი დღე თითქმის გაუჩერებლად სროლა ამმისაყრდენით ძნელია .

v shavisvili
 
bichi2009დრო: პარასკევი, 22.02.2013, 02:28:06 | შეტყობინება # 31
ჯგუფი: წაშლილები





vladi, იყიდება სპორტული მოდელების ვნახე მაღაზიაში თბილისში 22 მმ იანი. რაც ზედ აქვს 12 მმ იანია. ვნახე ის და რბილიც იყო და მყარიც, რბილი მომეწონა ალბათ შევიძენ კიდეც თორე მხარს მტკენს 20 ვაზნას 36 გრამიანს რო გავისვრი განსაკუთრებით შემოდგომაზე, ზამთარში დიდად ვერ ვგრძნობ.
 
zaza1982დრო: ხუთშაბათი, 07.03.2013, 15:09:50 | შეტყობინება # 32
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფაბარმის ლულის მეტალის ხარისხი განსხვავდება სხვა ბრენდების ხარისხიდან?

დამატებულია (07.03.2013, 14:09:50)
---------------------------------------------
vladi, ტქვენტან მაქვს ეს კიტხვა,

 
vladiდრო: ხუთშაბათი, 07.03.2013, 16:00:09 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza1982, მე როგორც ვიცი ბასკებში დამზადებული უმაღლესი ხარისხის მეტალისგან ამზადებენ ესპანერი სტალი მსოფლიოში ერთერთიუ საუკეთესო სტალია,ის მოიპოვება ბასკებში და კასტილია ლა მანჩაში ალბასეტე დონ კიხოდის მიწაზე ,და ლულის დამზადებაში კი ფაბარმის ინჟინრები მაგრები არიან როგორც ბიჭიმ აღნიშნა რკინის საფანტის სიჩქარე გაზარდეს და გაბძლეობა მოუმატეს ასერომ ფაბარმისგან კიდევ ველოდები რაიმე სახის ინოვაციებს, მაგალითად გერმანული და ბელგიული იარაღების ლულები ავსტრიაში მზადდებადა რა თქმა უნდა ხარისხით განსხვავდება ძალიან უმნიშვნელოდ ჩამოუარდება იტალიაში წარმოებული ლულების ხარისხს ,ტურქული ბრენდები საერთოდ გაუგებარი მეტალისგან კეთდება ეხლა იმასაც იტყვიან რომ ტურქული იტალიიდან ჩამოდისო მაგრამ არამგონია ასე იაფად იტალიური პროდუკტისგან კეთდებოდეს:23:

v shavisvili
 
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 07.03.2013, 21:54:42 | შეტყობინება # 34
ჯგუფი: წაშლილები





 
zaza1982დრო: შაბათი, 13.04.2013, 20:42:38 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ბიჟი ამ ტოფს ფაბარმს რა აქვს ნაკლი ტუ შეგიდლია მიტხრა, შენი აზრი მაინტერესებს და იქნებ ამიხსნა დეტალურად
 
bichi2009დრო: შაბათი, 13.04.2013, 21:17:32 | შეტყობინება # 36
ჯგუფი: წაშლილები





zaza1982, არც არაფერი ძალიან წვრილმანი. მაგალითად კონდახის საბჯენი ვერ უზრუნველყოფს მაღალ მუხტიან ვაზნებზე დარტყმის ძალის შემცირებას. იყიდება მაღალი 22 მმიანი და ის გადაწყვიტავს მაგ პრობლემას. ელოსებს კიდე ერთი მინუსი აქვს ტიბჯირის მექანიზმის შეხება ლულასთან რომელიც ხეხავს საკმაოდ ლულას პატარაზე მარა მაინც მინუსია ჩემი აზრით სხვა დანარჩენზე ნამდვილად ვერავინ დაიწუწუნებს. კიდე ნახევარჩოკი ყველა ელოსზე ცოტა გრუბად ეჭირება როცა სხვა დანარჩენი თავისუფლად მოძრაობს მაგაზე გავარკვიე რომ ბალისტიკაზე გასროლა ხდება ნახევარჩოკით რომელსაც შესაძლოა ხელმეორედ უკეთებენ ანოდირებას რაც მეტ სისქეს აძლევს. (ეს ჩემი დასკვნით გარკვეულია სხვა ახსნა არ აქვს). საერთო ჯამში 2500 ლარში ძალიან კარგი არჩევანია ეხლა პლიუსებშე რო ვილაპარაკო 10 ამდენი უნდა დავწერო და მეზარება ნამდვილად gimili
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:38:14 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, გაუმარჯოს ბიჭი როგორ ხარ გუშინ ერტმა კაცმა დამირეკა იარაგზე მეგობარი ყიდის ჰუგლუს და აინტერესებდა ხოდა მერე ფაბარმზე ცავიდა საუბარი და ელოს ა მქონდაო და გავყიდეო რატო მეტკი და რო ვისროდიო ჩოკები ტრიალდებოდაო და შემეშინდა და გავყიდეო ტან მსხვილ საფანტ არ ისროდაო კუჩნათო ანუ 3 ნომერსო ხოდა არც ფენომა არ ისროდაო 3 ნომერსო კარგათო არც ჰუგლუო მე არ დამიტესტავს ნუ ეგ სხვა საკიტხია ხო მე ვისროლე ჩემი ფაბარმიდან ორი ტყვია და ნასადკა ისევ ისე იყო არ კონდა ძვრა და აგნიშნული ხომ არ გაგიგია ან ხომ არ შეგიმჩნევია

დამატებულია (29.04.2013, 12:37:33)
---------------------------------------------
bichi2009, ჩენ კარგ ფასად გიყიდია მე რო ვნახე ელოს ბ 2550 ღირდა და საიტზეც მაე უდევთ

დამატებულია (29.04.2013, 12:38:14)
---------------------------------------------
ა შეიძლება ორ სასხლეტიანი უფრო იაფი იყოს ხო


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 18:16:30 | შეტყობინება # 38
ჯგუფი: წაშლილები





tarxana, ეგ კაცი ალბათ საერთოდ არ უჭერდა ჩოკებს. რა მოშვება რის მოშვება სულ არ ვატარებ კლუჩსაც. ყველა ნომერი იდეალურად მიიტანა რეებს ბოდიალობს ეს ხალხი ნერვები მეშლება რა. ეგ რაც მაგას მოუვიდა უცოდინრობის ბრალია რო არასათანადოდ უჭერენ ჩოკებს. არაფერი მსგავსი არ შეინიშნება და არც შენ თოფს ექნება მსგავსი პრობლემა მერწმუნე მერე რო გაგახსენდება ღიმილი მოგადგება სახეზე. მქონია შემთხვევა 1 პაჩკა 36 გრამიანები დავცალე და არანაირი მოშვება ჩოკების.
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 29.04.2013, 20:08:07 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, გაიხარე ხო მეც რაგაც დავეჭვდი მაგიტ გკიტხე არაფერი არ ცამიკიტხავს რუსულ ფორუმზეც ვარ იტოგში საბოლოდ 10 კაციდან 9 ძაან აქებს ფაბარმს ერტი კი ან უკმაყოფილოა ან ილანდზგება მე ავცონ დავცონე ტყუილა არ შემიჩერებია არჩევანი ფაბარმზე ბევრი წავიკითხე ფასი-ხარისხი საუკეტესო არჩევანია ეხლა მინდა ჩემ მეგობარსაც ვაყიდინო

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
bichi2009დრო: შაბათი, 04.05.2013, 21:54:33 | შეტყობინება # 40
ჯგუფი: წაშლილები









აი ელოსის ტესტი უკეთესი შედეგი ბევრჯერ მინახია მაგრამ არც ესაა ურიგო
 
tarxanaდრო: პარასკევი, 10.05.2013, 17:34:08 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ეს ამოვიკითხე ოჩოპინტრეს ფორუმზე ( Gamarjobat forumelebo erti kityva maqvs tqventan,viyide fabarm elos b field,gavisrole daaxloebit 50 vazna da lulas naxazebi gauchnda,arc amonagnesi sapantia arc sinis chotqit gamiwmindavs arc rkinis sapanti ar gamisvria,tqveni azrit lula romelic rkinis sapantzea gatvlili chveulebriv tyviis sapantze unda iketebdes naxazebs???mapatiet ro qartuli asoebit ver vwer) რას იტყვი ამაზე

დამატებულია (10.05.2013, 16:31:40)
---------------------------------------------
ჩემსასაც აქვს რააც ნახაზები მარა რკინის ჩოტკით არ მიწმენდია ისე ვერ გავაცალე

დამატებულია (10.05.2013, 16:34:08)
---------------------------------------------
ასეტი პასუხი გასცეს მგონი სიმართლეს გავს - ( ეგ ზოლები საფანტის ან კონტეინერის ნაგლესია. ზოლებს ზუსტად რომ ტყვიის საფანტი ტოვებს. ზეთიანი ჯაგრისით გახეხე კარგად. არ შეგეშინდეს ვერაფერს გაუფუჭებ. მერე ეგ ზეთი ქაღალდით მოაშორე და სარეცხის საპნიანი ცხელი წყლით გარეცხე. გაავლე, გაამშრალე და ლულაში რომ გაიხედავ დაწყნარდები ))). საბოლოოდ ნეიტრალური ზეთით მსუბუქად დაზეთე.)


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 10.05.2013, 21:14:07 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, კარგი პასუხია!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 28.05.2013, 11:35:36 | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (28.05.2013, 10:35:36)
---------------------------------------------
რა ლამაზი ელოსია!!!


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 04.06.2013, 20:31:07 | შეტყობინება # 44
ჯგუფი: წაშლილები





tarxana, თავიდან მეც არმომეწონა ნახაზები შევამჩნიე განსაკუთრებით ჩოკებზე ვერცხლისფერი კვალი. ჩემსას შავი ანოდირებული ჩოკები აქვს და თავიდან ვიფიქრე ტყვიის შეხებამ ანოდირება გააცალა თქო მარა წმენდის დროს ძვრება და ნაჭერზე შეიმჩნევა ვერცხლისფერი ფხვნილივით მტვერი ასე რომ ტყვიის და პლასმასის კონტეინერი ხაზებს ტოვებს და საშიში არაფერია gimili თავისუფლად იწმინდება.
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 04.06.2013, 21:35:24 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ხო მე იქიდან მივხვდი რომ ყველა თოფზე ეგ ბრჭყვიალები იყო ))

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
IAA116დრო: სამშაბათი, 04.06.2013, 23:18:35 | შეტყობინება # 46
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (tarxana)
რა ლამაზი ელოსია!!!

ელოსი ზოგადად ძალიან ლამაზია და პირადად ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, ბევრ თავის ძვირიან თანამოძმეებს ჯობია.
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 30.07.2013, 21:05:07 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიყიდეთ ბოლო ელოს ბ 76 სმ ლულებით კეისის გარეშე ფასი არ დააკლეს იტოგშიო ფული გატანებული მაქვსო და მაგ ფასში აგარ იქნებაო ჩერეზ თურქეთი შემომაქო და 10-15 % გაძვირდებაო სადღაცო მოდელს გააჩნიაო ანუ აღარ აკლებს ფაბარმებს თან ახალწლამდე ვერ შემოაქვს ტეხავს ისე კიდევ კარგი მიუსწარი

დამატებულია (30.07.2013, 20:00:10)
---------------------------------------------
bichi2009, კი ვიფიქრე შენს თოფზე თან შენ თოფს უკეტესი კაკალი აქვს ამას ბაცი ქონდა მაგრამ ის მომენტი იყო უკვე დარეკილი მქონდა და ტეხავდა ნუ ეგ არაფერი ვობშემ მასე

დამატებულია (30.07.2013, 20:05:07)
---------------------------------------------
მთავარია ეხლა პატრონი არ დამემდუროს ეს რა მაყიდინეო როგორც ბენელიზე 069 069 069 069 069


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 30.07.2013, 22:12:06 | შეტყობინება # 48
ჯგუფი: წაშლილები





Quote (tarxana)
მთავარია ეხლა პატრონი არ დამემდუროს ეს რა მაყიდინეო როგორც ბენელიზე

პირიქით მადლობას გეტყვის gimili კაია მართლა მე ვფიქრობ საქართველოში არსებულ ბრენდებს მხოლოდ ბერეტტა ბრაუნინგს ვერ ჯობნის სხვა დანარჩენებს ნაღდად მირჩევნია
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 31.07.2013, 10:23:27 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ძაან კარგი ჯაკანს როგორ ისვრის ?

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 31.07.2013, 15:31:13 | შეტყობინება # 50
ჯგუფი: წაშლილები





tarxana, არ მისვრია და არც ვაპირედ და მიმაჩნია რომ საფანტის თოფი უნდა იხმარო საფანტზე და ჟაკანი კარტეჩის სასროლას სხვა თოფი უნდა გქონდეს უფრო მოკლე ლულით მაგალითად 66 სმ და სასურველია პარადოქსი ლულებით.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » FABARM ELOS (A,B,C,) FIELD (შესანიშნავი არჩევანი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика