23:41:45
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ARMSAN, ATA NEO, STOEGER, HATSAN–ის ნახევარავტომატები (ვინ რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?)
ARMSAN, ATA NEO, STOEGER, HATSAN–ის ნახევარავტომატები
bichi2009დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:36:49 | შეტყობინება # 51
ჯგუფი: წაშლილები





vladi, ფრანკი სად არის 2000 ად თერე კი 2500 იდან იწყება. მეც არ მომწონს ეგ მარკა და ამ საიტზე იყიდა ერთმა ადამიანმა და ვკითხე კიდეც რა პრინციპით შეარჩიეთქო იმიტომ რო მე ვფიქრობ რო შეცდა არჩევანში მაგ ფასში ფაბარმის ხლრ 5 ია რომელიც ყველა კომპონენტით მირჩევნია და ჯობნის კიდეც. და არამარტო ფრანკის. სტოგერზე მეც იგივეს ვიტყვი რო თურქულებში ყველაზე მეტად მომდის თვალში და ვიდზე ატა ნეო 12 თან ერთად. ა 400 ექსპლორი მაგარი იარაღია ზემლიაკო მე პირადად უნიკო მომწონს იმიტომ რო 1 სავაზნიდან და საკეტიდან 3 სახის ვაზნებს ინელებს და ამუშავებს. მაგარი სტვოლია უდაოდ. სინერჯიზე ბევრი საუბარიც არაა საჭირო რაც არის კომენტარს არ საჭიროებს. ღმერთმა მოგცეს შესაძლებლობა და გაყიდინოს მაგრამ აქეთ რო ჩამოხვალ გადაიფიქრებ უეჭველი ვიცი იმიტომ რო ფრინველი ძალიან შემცირდა და ამდენი თოფის კიარა 2 კინკილა თოფი მაქ და ვერ დავტვირთე შესაბამისად. ადრე კი გითხარი ბერეტტას ბოკფლინტი უნდა ავიღო თქო მარა ჩამოვედი და ვერაფერი მოვინადირე და ამ ეტაპზე 2 ბოკფლინტი ზედმეტად მეჩვენება და მგონი მაინც ბენელლის ავიღებ მომწონს და ვაღმერთებ ამ იარაღს განსაკუთრებით ვინჩის. თუ ფრინველმა მოიმატა მერე იყოს ბერეტტა თუარადა სამარიაჟოდ ხოარ მინდა ბოლობოლო. ისე მე ვფიქრობ რო კარგ პოლუავტომატთან ერთად ის 1000 ლარიანი სტოგერი ან ატაც უნდა ქონდეს კაცს სახლში მორიგე და სათრევ თოფად მე ასე ვფიქრობ 39
 
artemi63დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 20:14:21 | შეტყობინება # 52
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (vladi)
ვერნეი კარონი ფრანგების წარუმატებელი ფირმაა რომელმაც დიდი კრახი განიცადა ევროპაში და თავისი ბრენდი აზიაში უნდა დაამცვიდროს ,რასაც ვერვითყვი სხვა დანარჩენზე სტოგერი კი არის ბერეტას ფირმის მიერ შექმნილი მაგრამ ტთავისი სახელით გამოდის არენაზე ასერომ ამიტომ ვაფასებ

საიდან აიღე რომ ვერნეი-ცარონს უჭირს,მე საპირისპიროს გეტყვი რომ საფრანგეთში უმსხვილესი კომპანია არის ზოგადათ ევროპაში. სტოეგერი იყიდა ეგ ქარხანა თურქებისგან,ეხლა არ ვიცი მაგრამ ადრე თოფზე ეწერა "ვურსან-სტოეგერ".თვით სტოეგერი არასდროს არ იყო იარაღის მწარმოებელი,ეგ ფირმა როგორც ზევიტ ვახსენე იარაღის შემომტანია შტატებში.
Quote (vladi)
კი სტოგერი თურქული თოფია , ფრენჩი კი ევროპული მრია, თქვენ თუ გაქვთ გამონაცადი ფრენჩი არ ვიცი მაგრამ ჩვენთან კლუბში გვაქვს მაგის სიამოვნება რომ ყველა თოფი გამოვცადოთ, მერწმუნე რო რაც მე გამოვცადე ფრენჩი მარტო უარყოფითი თვისებები დავინახე,ხომ შეიძლება რომ რაღაცა დადებითის გამო დაივიწყო უარყოფითი მხარე ,ეს დადებითი ამ თოფში ვერ ვნახე და მართო მე არა ყველა ამას ამბობს,ასერომ სტოგერი ჯობია 1000 ლარად ვიდრე ფრენჩი 2000ად

ფრანკი იწყობა ესპანეტში როგორც ზოგი ბრაუნინგი ან ბერეტტა ქერძოთ მოდელი- es100(ინერციული).საერთოდ ინერცია ძალიან ფაქიზი სისტემაა და მაგის ხარისხიანათ შესრულება არც ისე იოლია,აქედან დასკვნა რო ყველაზე სანდო,მუშა და ა.შ მაინც ინერციის მამა ბენელლია,დანარჩენები მეტნაკლებატ.
Quote (მონადირე)
artemi63, არგუმენტები მაინც არ ჩანს არტიომ!

კეტილი ბატონო,ესეიგი არგუმენტები დავიწყოტ სტოეგერიდან.
1)ტყდება ზატვორზე სახელური

2)ხშირია ეგრეწოდებული ასეჩკები,მაგის გამო ხალხი მოიფიქრა სხვანაერი უფრო გრძელი ნემსა.

3)არ აქვს პიტჩები(საფენი კოლოფის და კონდახის შორის) მფლობელები თვითონ რაღაცას ახერხებს

4)არც ისე იშვიათია გაჭედვების ფაკტი,რომ რაღაცნაერად შემცირდეს გაჭედვა აძლიერებენ ზამბარას,ვტულკის შეცვლით.


მგონი საკმარისი არგუმენტებია.
რაც შეეხება ატა ნეოს ეგ იარაღი განიცადა 4წლის განმავლობაში 3-4მოდერნიზაცია,როგორ ფიქრობთ რატომ? სურათები ჰუგლუს თემაში მაქვს დადებული ვისაც აინტერესებს გადახედეთ.როგორც რუსები ამბობენ ატა ნეო უკვე კონსტრუკციით ძალიან მიუახლოვდა ბენელლის.
რაც შეეხება არმსანს,7წელია რაც რუსულ და უკრაინულ ბაზარზეა წარმოდგენილი,4-5წელია რაც საქართველოშია და სტატისტიკურად არანაერი სერიოზული ნაკლი არ ამოუჩნდა.


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - სამშაბათი, 15.01.2013, 20:25:57
 
davidvendetaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 01:46:08 | შეტყობინება # 53
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63

სიმონსაც აინტერესებს და მეც ერთი საკითხი. ვიცი, რომ არმსანის მფლობელი ხარ კარგა ხანია, მაგნუმები თუ გიცდია და როგორია სასროლად ან რამდენი გისვრია?

დამატებულია (16.01.2013, 00:46:08)
---------------------------------------------
ატა ნეოს მინუსებზე ეს ვიდეო ნახეთ მეგობრებო - http://www.youtube.com/watch?v=pU2Nhd_can0
სტოგერის მინუსები - http://www.youtube.com/watch?v=OIkv9BNCcn8
ჰატსანის მინუსები - http://www.youtube.com/watch?v=4lcpv9y-9iA


davidvendeta
 
vladiდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 02:07:01 | შეტყობინება # 54
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, ფასები არ ვიცი ზუსტად მაგრამ ის ვიცი რო ფრანჩი სტოგერზე ორმაგი ღირს და ეს დავაფიქსირე , იარაღებს რაც შეეხება ისეთი ხასიათი მაქვს თუ რაიმე ჩავიფიქრე აუცილებლად შევასრულებ და მერე მოგვიწევს ერთად გაშინჯვა ალბათ ,შედეგიან ნადირობის პრეტენზია არ მაქ დიდად უბრალოდ ჩვენი მხარე მაგრად მენატრება , შედეგით აქ ვტკბებიდა ვინაზღაურებ ყოველივე უშედეგო დღეს.

დამატებულია (16.01.2013, 01:03:51)
---------------------------------------------
artemi63, ჩემს გამოცდილებას რომ დაანებო თავი სადაც არ უნდა იკითხო ევროპაში და ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანასთან მაქ შეხება ჩემი სამუშაოს გამო ყველგან იგივეს გეთყვიან რაც მე დავაფიქსირე თქვენ საიდან მოიტანეთ ამ ორი მარკი წარმატება არ ვიცი მაგრამ იმას გეთყვი რომ ვერნეი კარონი და ფრენჩი სტოგერის გვერზე დევს, და არ მგონია ისეთი გამოცდილი ევროპელი რომელმაც ეგ მარკები იყიდოს და რაიმე საამაყო ქონდეს , უბრალოდ საიტებზე რომ შეხვიდე ორივეთოფებს ნახავ 4-5 თვის თოფებს ნახევარ ფასში ყიდიან ოღონდ მოიცილონ თავიდან და ფას აღარ უყურებენ ასერომ მე მაგალითად წარმატებულ მარკას უფრო სტოგერს დავარქმევდი ვიდრე დანარჩენს.

დამატებულია (16.01.2013, 01:07:01)
---------------------------------------------
რა მნიშვნელობა აქვს იმას საიდან წამოვიდა სახელი როგორც სტოგერი ,მნიშვნელობა იმას ააქ რომ სტოგერი როგორც ფაბრიკა როგორც იარაღის მწარმოებელი ფირმა პირველად თურქეთში აშენდა


v shavisvili
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 02:12:27 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, საქართველოში ფასთან შედარებით კარგ თოფათ ითვლება, რაც ეგ ფასოფს კარგს ვერ იყიდი "გლახას" თუ არა.
 
vladiდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 02:20:26 | შეტყობინება # 56
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giiiivi, გეთანხმები მაგრამ ისიც უხერხულია რომ თოფს იყიდი და შემდეგ უნდა უჩხიკინო რაღაცეებს რო ჭკუაზე მოიყვანო რავიცი ბიჭებო ღმერთმა ყველას მისცეს იმის საშვალება რომ სასურველი პროდუკტი იყიდოს ,

v shavisvili
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 02:40:04 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, გეთანხმები მაგრამ საუკეთესო რომ იყიდო ყველაფერი უნდა მოიკლო და ამჯობინებენ ისევ საშუალო ფენის ყიდვას.
Quote (vladi)
ღმერთმა ყველას მისცეს იმის საშვალება რომ სასურველი პროდუკტი იყიდოს ,

39 39 39
 
bizonaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 02:52:29 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად ატასკენ ვიხრები ეს ჩემი სუბიექტური აზრია რაღაცნაირად უფრო დახვეწილად მეჩვენება და ხელშიც კარგად დაჯდა, ერთადერთი რაც მაფიქრებს არის ის რომ რამდენად კარგი იქნება ტყვიაზე (ჟაკანზე) ვინმეს ხოარ გამოგიცდიათ? საფანტზე არავინ უჩივის ამ იარაღს არც მიტანაში არც ჭრაში და არც განლაგებაში, და კიდე მაგნუმებზე თუ ამუშავეთ ვინმემ? ცოტა ნაზი მეჩვენება და რამე ხომარ მოუვა ეს მაშინებს 23 ხო კიდე ინერციული მირჩევნია და იმიტო კიდევ ატა, რაც შეეხება 28 გრ ვაზნებს არც ვიყენებ და 30გრ და ზემოთ არამგონია მაგან რო გაჭედოს, ნუ სისტემატიურად ტორე მასე შეიძლება ყველამ გაგიჭედოს ერთხელ 167 artemi63, ატას დადებით და უარყოფით მხარეებსაც თუ ასევე არგუმენტირებულად წარმოგვიდგენთ მივესალმებით და მადლობელი დაგრჩებით 39

დ.კალანდაძე
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 11:30:48 | შეტყობინება # 59
ჯგუფი: წაშლილები





vladi, შეიძლება რატომაც არა ერთადაც გავალთ სანადიროდ. ერთ რაღაცას ვიტყვი სტოგერთან დაკავშირებით რომ რუსეთი დიდია და ბევრია გამოქლიავებული მონადირე რომელსაც იარაღი არ ესმის. ასევე რუსეთი დიდი ბაზარია და დარწმუნებული ვარ 10 000 ობით სტოგერი იქნება გაყიდული აქედან ყველაზე მეტი გამოქლიავებული რომელიც იყო იმან ვერ მოიხმარა და უაზრო რაღაცეებით აზიანებენ იარაღებს და მერე პროტესტი უჩნდებათ და წერენ ფორუმებზე. ვისაც გამოადგა ის წყნარად ზის და წერაც ეზარება ამიტომ ამოკრებილი ვიდეოები ნაჩხიკინები და ნაფრონტალი სტოგერის შესახებ არაფერს ამტკიცებს და მეტიც ვის უნდა დავუდო ვიდეო სადაც ბრაუნინგ მაქსუსი 24 გრამს ჭედავს და ექსტრაქციასაც ვერ ახორციელებს მაგრამ ამით რა მაქსუსი ცუდია? არა ძმებო რა ცუდია უბრალოდ ნებისმიერ იარაღზე შეიძლება ნახოს იუთუბიზე კაცმა რო ჭედავს და ამით ნურავინ შეაფასებს იარაღს ჯობია იმაზე ვისაუბროთ რო რომელი ჯობია სიმარტივით, წონით, ბალანსით, მექანიზმის მუშაობით და ასე შემდეგ. 24 გრამი თუარ გადამიტენა და არცაა საჭირო მე ასე ვფოქრობ. ბენელლი ვინჩიც მინახია როგორ გაჭედა 24 გრამიანი ვაზნა იმ ლინკის დადებაც შემიძლია. მოკლედ რუსების ბევრი ლაფსუსები აღმოვაჩინე და ბევრ უზუსტობას ვპოულობ და ალბათ ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი წერს და ყველა არ არის სანდო.
 
dima71დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 11:39:35 | შეტყობინება # 60
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
vladi, შეიძლება რატომაც არა ერთადაც გავალთ სანადიროდ. ერთ რაღაცას ვიტყვი სტოგერთან დაკავშირებით რომ რუსეთი დიდია და ბევრია გამოქლიავებული მონადირე რომელსაც იარაღი არ ესმის. ასევე რუსეთი დიდი ბაზარია და დარწმუნებული ვარ 10 000 ობით სტოგერი იქნება გაყიდული აქედან ყველაზე მეტი გამოქლიავებული რომელიც იყო იმან ვერ მოიხმარა და უაზრო რაღაცეებით აზიანებენ იარაღებს და მერე პროტესტი უჩნდებათ და წერენ ფორუმებზე. ვისაც გამოადგა ის წყნარად ზის და წერაც ეზარება ამიტომ ამოკრებილი ვიდეოები ნაჩხიკინები და ნაფრონტალი სტოგერის შესახებ არაფერს ამტკიცებს და მეტიც ვის უნდა დავუდო ვიდეო სადაც ბრაუნინგ მაქსუსი 24 გრამს ჭედავს და ექსტრაქციასაც ვერ ახორციელებს მაგრამ ამით რა მაქსუსი ცუდია? არა ძმებო რა ცუდია უბრალოდ ნებისმიერ იარაღზე შეიძლება ნახოს იუთუბიზე კაცმა რო ჭედავს და ამით ნურავინ შეაფასებს იარაღს ჯობია იმაზე ვისაუბროთ რო რომელი ჯობია სიმარტივით, წონით, ბალანსით, მექანიზმის მუშაობით და ასე შემდეგ. 24 გრამი თუარ გადამიტენა და არცაა საჭირო მე ასე ვფოქრობ. ბენელლი ვინჩიც მინახია როგორ გაჭედა 24 გრამიანი ვაზნა იმ ლინკის დადებაც შემიძლია. მოკლედ რუსების ბევრი ლაფსუსები აღმოვაჩინე და ბევრ უზუსტობას ვპოულობ და ალბათ ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი წერს და ყველა არ არის სანდო.

1000000000%


d.machavariani
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:45:13 | შეტყობინება # 61
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, 100%-ით გეთანხმები.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:06:44 | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც ატა ნეო 12 ის მფლობელმა, მინდა დავიცვა მისი სახელი ) ჯერ მეგობრის ხელში ვაკვირდებოდი, ახლა ჩემი ხელით მოვიხმარ და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, რამე მინუსი არ შემინიშნავს.
davidvendeta, ვიდეო რომ გიდევს "ატას მინუსებზე", მოუსმინე მაგ კაცს? მანდ საუბრობს თავისი დატენილი ტყვიების გაჭედვეაზე და ეგ კაცი როგორ ტენის ტყვიებს მანდ არ ჩანს. ერთში დარწმუნებული ვარ რომ, ეგ რუსი მალე გამოიყვანს წყობიდან თავის იარაღს )
გუშინ დადო ერთმა ჩვენმა წევრმა კიდე ვიდეო, ატას მინუსი დააწერა, სადაც სხვა თოფის ბრაკი ზატვორი ჩადო კაცმა თავის ატაში და სროლისას გაუჭედა.
თხოვნა მაქვს, ჯერ კარგად ვნახოთ და მოვუსმინოთ ვიდეოს და მერე დავდოთ შესაბამისი სათაურით და აღწერით.
ჩვენს გვერდზე გახსნილი მაქვს თემა ATA NEO 12 –ზე, სადაც გარკვეული ინფორმაცია წერია, ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს.
http://www.bazieri.ge/forum/16-758-1

 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:11:46 | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე-2 სეზონია მე სტოგერ 2000 ვნადირობ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა ამ იარაღზე. მწყერზეც ვინადირე, ქათამზეც და იხვზე ეხლაც ვნადირობ. ერთხელ არ გაუჭედავს და პირიქით საათივით მუშაობს... gimili

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:20:07 | შეტყობინება # 64
ჯგუფი: წაშლილები





ზურა333, გეთანხმები ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია იდება და დაუზუსტებელი. ბევრმაც არ იცის რუსული და მარტო გაჭედვას ხედავს. მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსულ ფორუმებზე რაც ხდება 70 % არაფროფესიონალები წერენ მე ასეთი აზრი გამოვიტანე.
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:23:48 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, 166 არც ერთი არის ბენელი და არც მეორე ბერეტა, ორივე ბედკრული თურქეთის შვილები არიან 069
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:36:27 | შეტყობინება # 66
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, 2 წლის წინ როდესაც გადავწყვიტე ნახევრად ავტომატური იარაღი შემეძინა საშუალება მომეცა ამ ორ ეგზემპლიარს შორის არჩევანის გაკეთების. შენ იცი ასე თუ ისე იარაღებს ვიცნობ და ვმეგობრობ მათთან 167 შემდეგ დავიწყე ძიება-გამოკვლევა. საბოლოო ჯამში კი სტოგერ 2000 კამოზე(გამოშვების წელი 2008 წ.) გავაკეთე ჩემი არჩევანი. ანუ ჩემი სუბიექტური შეხედულებით და მრავალმხრივი კოლეგა მონადირეების რჩევებით გადავდგი ეს ნაბიჯი. 2010 წლიდან წარმოებულ სტოგერებზე ვერ დავდებ თავს, არ აქებენ არც საქართველოში და არც რუსეთ-უკრაინაში. როგორც გავიგე იტალიელებმა გაწყვიტეს თურქებთან თანამშრომლობა ამ ფირმის იარაღის წარმოების 2010 წელს. ეს ინფორმაცია ვესტერნის ბიჭებმა მომაწოდეს, რომლებიც არიან დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი იმპორტიორი ტურქული იარაღის. ჩემო ზურა გისურვენ ატას არასოდეს ემტყუნოს შენთვის gimili

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:58:58 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, დიდი მადლობა მამაო 23_30_126 მეც იგივეს გისურვებ, სასიამოვნო და წარმატებულ ნადირობასთან ერთად! 39
მეც ბევრი ვარჩიე, საბოლოოდ ბალანსმა, სიმარტივემ, პრაქტიკულობამ და ღირებულებამ გამაკეთებინა არჩევანი. მთავარია კაცს იარაღი გამოადგეს რა მოდელიც არ უნდა იყოს და თვითონ დარჩეს კმაყოფილი.
 
davidvendetaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 14:26:52 | შეტყობინება # 68
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ზურა333)
თხოვნა მაქვს, ჯერ კარგად ვნახოთ და მოვუსმინოთ ვიდეოს და მერე დავდოთ შესაბამისი სათაურით და აღწერით.

რა შუაშია თვითდატენილი ვაზნები, რაც არ უნდა თვითდატენილი ვაზნა დაბალმუხტიანი იყოს მაინც არ უნდა აკეთებდეს ამას? მთავარი მაქ ის არის, რომ ჩამკეტის ექსტრაქტორის კბილის ვაზნის გამოწეულ კიდემდე მისვლას ასწრებს მჭიდის ჩამკეტის კიდე, რომელიც ჭედავს ვაზნას. ეს არის მაგ ვიდეოს კარგად ნახვის და მოსმენის შედეგად ჩემს მიერ გამოტანილი აზრი. gimili

დამატებულია (16.01.2013, 13:26:52)
---------------------------------------------
Quote (bichi2009)
ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია იდება და დაუზუსტებელი. ბევრმაც არ იცის რუსული და მარტო გაჭედვას ხედავს.


მადლობა ინტელექტუალური პოტენციალის შეფასებისათვის 069 . საბედნიეროდ, ბევრისაგან განსხვავებით, რუსულს და არაერთ სხვა უცხო ენას ძალიან კარგად ვფლობ. რაც შეეხება სტოგერის გაჭედვას, თავად ბაზიერელები არიან მომსწრენი და მათ შორის მეც 2011 წელს 25 ივნისს ჩატარებულ სასტენდე სროლაში შიდა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მონაწილეს არ გადაუტენა სტოგერმა (თუ არ ვცდები ბერგს). მართალია ეს ერთჯერადად მოხდა და სროლაც დაბალ მუხტიანებით - 24 გრამიანებით მიმდინარეობდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.


davidvendeta

შეტყობინება დაამუშავა davidvendeta - ოთხშაბათი, 16.01.2013, 14:27:25
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:03:37 | შეტყობინება # 69
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მოგახსენებთ რომ დიდი ხანი არარის რაც ვნადირობ ნახევრად ავტომათიდ ვერნეი კორონ ვ12ნ იციან აკ ბევრმა რომ არჩევანი გავაკეტე სახელის გამო განვიხილავდი ასევე სტოგერს ატა ნეოს და ფენომას არის კიდე სიბერგანი და ასე შემდეგ მაგატზე არ გამიმახვილებია ყურადგება და არც ჰატსანზე ხო საბოლოოდ ამის წინას რჩევა მტხოვა ტანამშრომელმა და პრაკტიკიდან გამომდინარე ტუ არ ჩავთვლიტ იმას რომ რაკი აცერია ვერნეი კორონი თოფს ის უკეთესია ვიდრე არმსან 612 ა და თუ თოფის გაწმენდის პროცესიც არ გვეზარება ვგულისხმობ აირგადამტენ სისტემას რეალურად და პრაკტიკიდან გამომდინარე არმსან ფენომას ვანიჩებ უპირატესობას კატ ოფფ გამო არ ვიცოდი უფრო სწორეთ არ უყურადგებოთ წავიკიტხე ეგ დანიშნულება რუსულ საიტზე და მეგონა რომ არის ვაზნების ჩამოყრა გადატენვის გარეშე აგმოჩნდა სულ სხვა და მეტად საჩირო რამ ბევჯერ გამახსენდა უკვე და ვინანე რომ არ აქვს ჩემს თოფს ეგ სისტემა სწრაფი გამოცვლა ვაზნის კი ძაან და ბევჯერ დამჭირდა და იმის შედეგად რომ არ მკონდა მაგის საშუალება პირ დაგებული უყურებდი მაგის გამო გაშვებულ ფრინველს და ნადირს ვიტყვი იმასაც რომ ჩოკებიც უფრო გძელი აქვს მარა ეგ ნაკლებად მადარდებს იმიტომ რომ რეალური უპირატესობა არ ვიცი და არის თუ არა ეგ კიდე საკიტხავია ასე რო დასკვნა ჩემთვის გავაკეტე და აწი თქვენთვის მომინდია ფენომა მხოლოდ კატ ოფფის გამო დანარჩენი ყველას მზგავსი მონაცემები უნდა ჰქონდეს და უკვე გემოვნების ამბავია

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:10:50
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:09:36 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
davidvendeta, ჰო და თუ კარგად მოუსმინე იმასაც გაიგებდი, როგორ ამბობს - "ქარხნულ ვაზნებზე არანაირი პრობლემა არ აქვსო, ყველა ქარხნული ვაზნა რომელიც მე გამოვიყენე უპრობლემოდ დაამუშავაო". ესეიგი პირდაპირ შუაში ყოფილა ხელით დატენილი ვაზნები. კიდევ ერთხელ გირჩევ ყურებას და მოსმენას, გამეორება ცოდნის დედაა ხომ იცი 167

შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - ოთხშაბათი, 16.01.2013, 16:00:34
 
baronდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:46:30 | შეტყობინება # 71
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, რამდენად რთული საწმენდია?
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:58:58 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baron, რეალურად 4 დეტალია გასაცმენდი მე მჩირდება 20- 25 წუთი გულიანად რომ გავწმინდო

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
baronდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 16:27:36 | შეტყობინება # 73
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, რა ზეთს ხმარობ? ქარხნულ ვაზნებს ისვრი?
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 16:36:45 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baron, კი მხოლოდ კარხნულს და ზეტი ბალისტოლი

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
zorbegaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 17:19:37 | შეტყობინება # 75
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 116
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, იმაზეც ვიფიქროტ მამაო რო გაჩედვამ ბევრი არსება სიკვდილს გადაარჩინა ნეტა მდედრებზე სულ გაიჩედოს ჩემი ჰუგლუ 401 39 39 39 39

,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 17:29:18 | შეტყობინება # 76
ჯგუფი: წაშლილები





davidvendeta, შენ არ მყავდი მეგობარო მხედველობაში ადრინდელი ფაქტი ვიგულისხმე და შენ რა შუაში ხარ? არც ინტელექტუალურად გაფასებ და არც სხვანაირად რა ვიცი მე შენი ინტელექტის შესახებ ერთხელ გნახე სულ და არც გვისაუბრია ასე რომ საწყენად ნუ მიიღებ ის ვთქვი რო ბევრმა არიცის თქო და ამაში სამარცხვინო არაფერია. გასაკვირია პირდაპირ 23
 
baronდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 17:30:02 | შეტყობინება # 77
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, გაიხარე
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 17:34:26 | შეტყობინება # 78
ჯგუფი: წაშლილები





davidvendeta, სტენდზე მეც ვიყავი და ვიცი რაც მოხდა უბრალოდ გეტყვი რო ვაზნები იყო მეორადი და იმის ბრალიც იყო ასევე გიგილოს თოფი იყო დაუმუშავებელი პირველი გასროლები გააკეთა. არ გახსოვს ზოგი რა ცუდად ვარდებოდა? ის ვაზნები ვერ მისცემდა მაგ თოფს უკუცემისთვის საჭირო ენერგიას
 
davidvendetaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 18:23:09 | შეტყობინება # 79
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
შენ არ მყავდი მეგობარო მხედველობაში ადრინდელი ფაქტი ვიგულისხმე და შენ რა შუაში ხარ? არც ინტელექტუალურად გაფასებ და არც სხვანაირად რა ვიცი მე შენი ინტელექტის შესახებ ერთხელ გნახე სულ და არც გვისაუბრია ასე რომ საწყენად ნუ მიიღებ ის ვთქვი რო ბევრმა არიცის თქო და ამაში სამარცხვინო არაფერია. გასაკვირია პირდაპირ


გასაგებია მეგობარო. gimili


davidvendeta
 
zaza1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 18:52:54 | შეტყობინება # 80
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატანეო რაც გამოვიდა იქედან აქვს ჩემს მეზობელს და სრული დატვირტვიტ ხმარობს მიტანა და ჯრა აქვს სასტიკი, არ გაუჯედია არასოდეს, ჯანგის ნასახს ვერ უპოვის კაცი, კომფურტული სახმარია და მცყერზეც ატა ნეოტი ნადირობს მუსაობს საატივიტ სეზონზე მინიმუმ 500 ტყვიას ისვრის 4 ცელია რაც აქვს და მეტი რაგა უნდა გააკეტოს აამ ტოფმა კაცურად ემსახურება, სტოგერი ხომ გამარტლებულია და ეს ყველამ ვიციტ, დანარჩენს მომავალი გვანახებს, რუსული რა ყველა კაი გამოდიოდა? ჩემი აზრიტ დასანდური არაფერი არ აქვს ამ ფაშსი იდელური ტოფებია და მეტი ხარისხიც არის რუსულისგან განსხვავებიტ, ტუ მოუვლი არასოდეს გიმტყუნებს
 
artemi63დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 19:34:09 | შეტყობინება # 81
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (vladi)
artemi63, ჩემს გამოცდილებას რომ დაანებო თავი სადაც არ უნდა იკითხო ევროპაში და ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანასთან მაქ შეხება ჩემი სამუშაოს გამო ყველგან იგივეს გეთყვიან რაც მე დავაფიქსირე თქვენ საიდან მოიტანეთ ამ ორი მარკი წარმატება არ ვიცი მაგრამ იმას გეთყვი რომ ვერნეი კარონი და ფრენჩი სტოგერის გვერზე დევს, და არ მგონია ისეთი გამოცდილი ევროპელი რომელმაც ეგ მარკები იყიდოს და რაიმე საამაყო ქონდეს , უბრალოდ საიტებზე რომ შეხვიდე ორივეთოფებს ნახავ 4-5 თვის თოფებს ნახევარ ფასში ყიდიან ოღონდ მოიცილონ თავიდან და ფას აღარ უყურებენ ასერომ მე მაგალითად წარმატებულ მარკას უფრო სტოგერს დავარქმევდი ვიდრე დანარჩენს.


ევროპაში რო დადიხარ ეგ არაფერს ნიშნავს,ევროპული სტატისტიკა არა მგონია რომ იცოდე.რომელ იარარს ანიჭებენ უპირატესობას ევროპელი მონადირეები,რა თქმა უნდა ევროპულს მაგაში მე მგონი ორი აზრი არ არსსებობს ბერეტტა,ბრაუნინგის,აია,პერდე და ა.შ ქვეყნებში ვერც რუსი და ვერც თურქი ვერ გაიხარებს ფაკტია. რაც შეეხება სტოეგერს2000 ზევით მე არგუმენტები მოვიყვანე იმ მინუსების რაც არც ისე ხშირად მაგრამ ადგილი აქვს ამ მოდელს,სხვათაშორის ახალ მოდელში 3500 ეგ ყველაფერი გათვალისწინებულია და როგორც ვიცი ამერიკაში დიდი შეფასება დაიმსახურა.

Quote (vladi)
რა მნიშვნელობა აქვს იმას საიდან წამოვიდა სახელი როგორც სტოგერი ,მნიშვნელობა იმას ააქ რომ სტოგერი როგორც ფაბრიკა როგორც იარაღის მწარმოებელი ფირმა პირველად თურქეთში აშენდა

აშენებული იყიდეს თან იმ დროს ეგ "ვურსანი"-ს ქარხანა თურქეთში არანაკლებ წარმატებული იყო.

Quote (bichi2009)
vladi, შეიძლება რატომაც არა ერთადაც გავალთ სანადიროდ. ერთ რაღაცას ვიტყვი სტოგერთან დაკავშირებით რომ რუსეთი დიდია და ბევრია გამოქლიავებული მონადირე რომელსაც იარაღი არ ესმის. ასევე რუსეთი დიდი ბაზარია და დარწმუნებული ვარ 10 000 ობით სტოგერი იქნება გაყიდული აქედან ყველაზე მეტი გამოქლიავებული რომელიც იყო იმან ვერ მოიხმარა და უაზრო რაღაცეებით აზიანებენ იარაღებს და მერე პროტესტი უჩნდებათ და წერენ ფორუმებზე. ვისაც გამოადგა ის წყნარად ზის და წერაც ეზარება ამიტომ ამოკრებილი ვიდეოები ნაჩხიკინები და ნაფრონტალი სტოგერის შესახებ არაფერს ამტკიცებს და მეტიც ვის უნდა დავუდო ვიდეო სადაც ბრაუნინგ მაქსუსი 24 გრამს ჭედავს და ექსტრაქციასაც ვერ ახორციელებს მაგრამ ამით რა მაქსუსი ცუდია? არა ძმებო რა ცუდია უბრალოდ ნებისმიერ იარაღზე შეიძლება ნახოს იუთუბიზე კაცმა რო ჭედავს და ამით ნურავინ შეაფასებს იარაღს ჯობია იმაზე ვისაუბროთ რო რომელი ჯობია სიმარტივით, წონით, ბალანსით, მექანიზმის მუშაობით და ასე შემდეგ. 24 გრამი თუარ გადამიტენა და არცაა საჭირო მე ასე ვფოქრობ. ბენელლი ვინჩიც მინახია როგორ გაჭედა 24 გრამიანი ვაზნა იმ ლინკის დადებაც შემიძლია. მოკლედ რუსების ბევრი ლაფსუსები აღმოვაჩინე და ბევრ უზუსტობას ვპოულობ და ალბათ ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი წერს და ყველა არ არის სანდო.


ეჰ არაქცოდნია შენ ძმობილო რისი მაქნისია რუსი,მითუმეტეს რომ ბევრი სტოეგერი გაიყიდა რუსეთში აქედან გამომდინარე ბევრი გამოცდილება შეგროვდა,ხო და ამ გამოცდილიდან რეალურმა მფლობელებმა ურიგებენ რჩევებს.იუტუბს ტავი დავანებოტ აგერ არის ყველაზე მსხვილი საიტი მთელ პოსტსაფჭოულ ქვეყნებში guns.ru აქ არის უამრავი ინფო სტოეგერზე და არა მართო,ობიეკტური და არა ზედაპირული. ა ბატონო აქ არის სტოეგერ2000 +და - ვისაც აინტერესებს გადაიკითხეთ http://forum.guns.ru/forummessage/60/400902.html

Quote (nugomonadire)
მე-2 სეზონია მე სტოგერ 2000 ვნადირობ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა ამ იარაღზე. მწყერზეც ვინადირე, ქათამზეც და იხვზე ეხლაც ვნადირობ. ერთხელ არ გაუჭედავს და პირიქით საათივით მუშაობს...


მეზობლად ერტი მონადირე ცხოვრობს "ჩივსანის"ორლულიანი აქვს უკვე 18წელია ხოშიანატ მუშაობს მაგრამ ჭამში როგორც ეგ იარაღები კაპიკათ არ ვარგოდა.სტოეგერი პროცენტულად კარგია მაგრამ,არის არც ისე პატარა პროცენტი მინუსების რისი დანახვა ბევრს არ უნდა.

რაც ეხება ატა ნეოს,ველოდე ველოდე მაგრამ არავინ მითხრა რატომ 4-5წლის განმავლობაში 4ჭერ განიცადა მოდერნიზაციას,თუ თავიდან როგორც ამბობენ კარგი იყო?
 
bizonaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 20:13:24 | შეტყობინება # 82
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, ზუსტად ეგ გკითხე რომ ასევე დაგვისაბუთე ატას დადებითი და უარყოფითი მხარეები თუ შეგიძლია და მადლობელი დაგრჩებითთქო 39 ახალ ატა ნეოზე რისი თქმა შეგიძლია?

დ.კალანდაძე
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 20:37:14 | შეტყობინება # 83
ჯგუფი: წაშლილები





artemi63, 39 :39: გაიხარე კაი კაცი ხარ.

შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ოთხშაბათი, 16.01.2013, 20:37:45
 
dima71დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 21:01:25 | შეტყობინება # 84
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana,artemi63 ლოთიანად თუ ძმა ხარ ეს ყბადაღებული პორშინი რისთვისაა და რისი მაქნისია , ან ეს ორი რა საჭიროა(ორი ხო? თუ კიდევაა?)პ.ს.ფენომას ვგულისხმობ!

d.machavariani

შეტყობინება დაამუშავა dima71 - ოთხშაბათი, 16.01.2013, 21:02:47
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 21:31:21 | შეტყობინება # 85
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატა ნეოზე რუსების აზრი ვისაც აინტერესებს, აგერ მათი თემების ლინკები:

http://forum.guns.ru/forummessage/60/532768.html

http://forum.ihunter.ru/index.php?showtopic=8067&st=0
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 21:48:01 | შეტყობინება # 86
ჯგუფი: წაშლილები





dima71, პრშინი აირგადამტენი სისტემის მამოძრავებელი ძალაა პორშინზე ზემოქმედებს სწორედ აირები და შემდეგ გადაადგილდება უკუმიმართულებით. წნევა აწვება პორშინს პორშინი კი მექანიზმს
 
vladiდრო: ხუთშაბათი, 17.01.2013, 01:06:36 | შეტყობინება # 87
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, კარგი ვერნეი კარონს და რუსულს შევეშვათ ფრენჩი ხომ ევროპულია რატომ არ სცემენ პატივ ? მე გაგცემ პასუხს უარგისი არ მოსწონთ , სტატისტიკის უცოდინარობა ხელს არ მიშლი ცუდი და კარგის გარკვევაში და ევროპაში სიარულით უპრო მეტ ცოდნას ვიძენ ჩემთვის სასარგებლო თემაზე, მე ეგრე მაქ წანაკითხი რომ ბერეტამ იყიდა ვერსანის ფაბრიკა დაანგრია და ტერიტორიაზე ააშენა ახალი ფაბრიკა სტოგერის სახელით რაშიც ბენელი დაეხმარა დანადგარებით .

v shavisvili
 
dima71დრო: ხუთშაბათი, 17.01.2013, 11:49:01 | შეტყობინება # 88
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, gimili ეგ კი ვიცი მაგრამ, ეს ორი თუ კიდევ მეტი ,,სათაური" რათ უნდა?სხვა აირგადამტენებს ხომ ერთი აქვს?ვითომ რა.. რაღაც მარკტინგული სვლაა? ერთი არ ყოფნის? ეს მაგნუმისთვისო, მეორე 32 გრამიანისთვისო(ვხუმრობ რა თქმა უნდა) და ა.შ. gimili

დამატებულია (17.01.2013, 10:49:01)
---------------------------------------------

Quote (vladi)
ბერეტამ იყიდა ვერსანის ფაბრიკა დაანგრია და ტერიტორიაზე ააშენა ახალი ფაბრიკა სტოგერის სახელით რაშიც ბენელი დაეხმარა დანადგარებით .


100%( ყოველშემთხვევაში ინტერნეტში ასეთი ინფირმაციაა!)


d.machavariani
 
baronდრო: ხუთშაბათი, 17.01.2013, 20:17:07 | შეტყობინება # 89
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dima71, წითელი პორშინი არის მხოლოდ მაგნუმებისთვის, მეორე 24დან36გრამამდე ვაზნებისთვის
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 17.01.2013, 20:40:24 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi,
Quote (vladi)
მე ეგრე მაქ წანაკითხი რომ ბერეტამ იყიდა ვერსანის ფაბრიკა დაანგრია და ტერიტორიაზე ააშენა ახალი ფაბრიკა სტოგერის სახელით რაშიც ბენელი დაეხმარა დანადგარებით

მაინტერესებს სად წაიკითხეთ ეგ ინფორმაცია, ცოტა მეეჭვება კონკურენტი ფირმები ერთმანეთს დანადგარებით ეხმარებოდნენ.


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - ხუთშაბათი, 17.01.2013, 20:42:14
 
avtandilდრო: ხუთშაბათი, 17.01.2013, 21:12:11 | შეტყობინება # 91
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატა 12 ის ფასი ხომ არ იცით ვინმემ 76 მიანი ლულით??

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - ხუთშაბათი, 17.01.2013, 23:08:33
 
vladiდრო: პარასკევი, 18.01.2013, 01:48:59 | შეტყობინება # 92
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333მაღაზია გორდას საიტზე შეხვალთ სტოგერის თოფს დააკლიკებ და იქ არის იმფორმაცია საკმაოდ ვრვცლად.

v shavisvili
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 18.01.2013, 10:28:32 | შეტყობინება # 93
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ სანადიროდ ერთი კაცი ვნახე, სტროგერი ეჭირა პლასტიკის. ზატვორზე რიჩაგი მომიტყდაო დანარჩენი არვარო უკმაყოფილო ჯერჯერობით. 1 თვეაო რაც ვიყიდეო... 1 თვეში ჩემს არმსანს რომ რამე მოტყდეს ეგრევე გავყიდი!
სტროგერზე რომ გარანტიას ბერეტა აწესებს ერ არის უმაგრესი რეკლამნი ხოდ ი ვსიო. კარგით რა. მაშინ დაბრმავებულა ბერეტა, რით ვერ გამოსწორეს სტროგრზე ეგ დეფექტები.


შეტყობინება დაამუშავა smekosmeko - პარასკევი, 18.01.2013, 10:30:01
 
მონადირედრო: პარასკევი, 18.01.2013, 11:27:40 | შეტყობინება # 94
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, გააჩნია შესრულებას, პლასტიკშია, ხეში თუ... ა.შ.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
მონადირედრო: პარასკევი, 18.01.2013, 11:31:01 | შეტყობინება # 95
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, მაგ "ზატვორზე" "რიჩაგის" მოტეხვა მონადირის ბრალია, სხვებსაც დაემართათ ეგ. მოხსნილ ლულაზე ინერციით რომ გაუშვებ "ზატვორს", "რიჩაგი" პირდაპირ რკინას ეჯახება დიდი ძალით.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
xmiadasvili99დრო: პარასკევი, 18.01.2013, 17:55:51 | შეტყობინება # 96
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი ვიფიქრე და შტოგერი გადავწყვიტე უბრალოდ ერთი მირჩიეთ ხის კონდახი ძალიან მომწონს მაგრამ მე მაინტერესებს გამძლეობა და კაი ამიტომ ძმურად მირჩიეთ ხის ვიყიდო ტუ პლასმასის??მადლობა წინასწარ

l.xmiadashvili
 
zrichilaდრო: პარასკევი, 18.01.2013, 21:19:51 | შეტყობინება # 97
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xmiadasvili99, თუ სატარებლად გინდა ექსტრემალურ პირობებში პლასტმასი არ ფუჭდება და თუ გინდა ვიდზე იყოს და ვიზუალი გაინტერესებს მაშინ ხე. პლასტმასს უფრო კარგად მოიხმარ და შენს ხერხზე მოირგებ, რავი მე პლასტმასს ავიღებდი და შენ როგორც გინდა გადაწყვიტე

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
xmiadasvili99დრო: შაბათი, 19.01.2013, 02:13:56 | შეტყობინება # 98
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო მართალი ხარ მაგრამ ვიზუალურად მაგრად მომწონს ხე მარტო თუ ეგ განსხვავებაა რაც შენ მიტხარი ეგ არა 166 ფერი მადლობა დიდი 166

დამატებულია (19.01.2013, 01:13:56)
---------------------------------------------
ეხლაც 950 გირს ხო ტუარ ვცდები?და გაპორმება რა ჯდება თუ იცით?


l.xmiadashvili
 
bichi2009დრო: შაბათი, 19.01.2013, 06:05:10 | შეტყობინება # 99
ჯგუფი: წაშლილები





ზურა333, ბერეტტა და ბენელლი დიდი ხანია თანამშრომლობენ ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერია. სტოგერს კი მათ კონკურენტად საერთოდ არ მივიჩნევ ალბათ ისევე როგორც ყველა თქვენთაგანი
 
smekosmekoდრო: შაბათი, 19.01.2013, 10:36:06 | შეტყობინება # 100
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xmiadasvili99, არც ხის კონდახს მოუვა რაიმე კაცო. მართლა ესე მალე კი არ ფუჭდება ხის კონდახები. უბრალოდ პლასტიკი უფრო კომფორტულია და ალბათ გამძლეობაც 15%-ით მეტია.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ARMSAN, ATA NEO, STOEGER, HATSAN–ის ნახევარავტომატები (ვინ რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика