13:40:34
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იარაღები (რჩეული, სანადირო, საბრძოლო იარაღები)
იარაღები
DRIVERდრო: ხუთშაბათი, 05.08.2010, 04:45:55 | შეტყობინება # 451
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომ ვერ მეტყვიტ სვტ-ს რით სჯობს სკს
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 05.08.2010, 14:12:22 | შეტყობინება # 452
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
DRIVER, სკს-ს თემაში გადადი და იქ ნახავ
 
ვულფდრო: პარასკევი, 06.08.2010, 16:42:27 | შეტყობინება # 453
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქვს ჩურჩილი ინგლისელების დაკვეთით თურქეთში დამზადებული, როგორც იაფფასიანი პრაკტიკულად მოსახმარი სანადირო თოფი არც ტყვიის მიტანაში და არც დაწყვილებაში ტოლი არ დაუდო არცერთ თოფს რომელსაც შევადარეთ. 24გ დან 50გ მდე უწერია პასპორტში, სამი ნასადკით ჩოკი პოლჩოკი და ედინიცა მაგნუმის ლულით 1+5

შეტყობინება დაამუშავა ვულფ - პარასკევი, 06.08.2010, 16:45:32
 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 23.08.2010, 22:57:15 | შეტყობინება # 454
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაა არის ეს რას გავს ,, სულ დამეჩაგრა იარაღების თემა , სადღაც ბოლოსკენაა ჩაძირული, მძიმე ტყვიანი ნემსკავივით, რომელზეც არც თევზი მოდის და როგორც გურიაში ვამბობთ--არც ჭაყელა იკვარანჩხება ზედ..,, ესე არ შეიძლება,, სეზონიც კარგია, სანადირო ადგილების ძებნა, გადაძახილი , ვახტანგური, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენი გაზრდა მაინც ვთლი რო ჩვენივე ინფორმირობულობით და ამ სფეროში ერუდიციით შეიძლება, ეს კიდევ მგონი სწორედაც რო სანადირო საშუალებებზე, მანერებზე, ეთიკასა და კულტურაზე ''სჯა ბაასით''--აა შესაძლებელი..მორალს კი არავის ვუკითხავ, მაგას აქეთ უნდა მიკითხავდეს ვინმე,, უბრალოდ მინდა რო ამ თემასაც ერთი ორი სიტყვა შევაწიოთ ხოლმე,, ხანდახან რო ვკითხულობ თქვენს დებატებს, ამათუ იმ იარაღთან დაკავშირებით, იცით როგორი ამაყი ვარ, ხოდა უფრო საამაყო მინდა რო იყოს...(ხომ ლამაზია ეს საქართველო , მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა) ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები გამოთქმას: ''არცოდნა:არცოდვააოო'' არა რამდენი ან რომელი ერთი შემთხვევა გავიხსენო უცოდინარობისგან ტრაგედიები რო დატრიალებულა,, ხოდა ასეთი ფაქტების შესამცირებლადაც(გარკვეულ წილად სიკეთის კეთებაც ქვია მაგას) რაიმე დავწეროთ ხოლმე იარაღებზე.......
.
კარგი ვეცდები რაიმე ახალი დავწერო რომელიმე იარაღზე, რო საბაბი მოგცეთ თემის გაგრძელებისა...'' მასტერ რუჟიოში''ივნისის ნომერში ერთ არცისე ჩვენთვის ნაცნობ , მაგრამ ევროპაში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილ სანადირო თოფების მწარმოებელ ფირმა ''fair tecni-mec-ს წავაწყდი. ხოდა შევეცდები მწირი ინფორმაცია მაინც შემოგთავაზოთ ამ თოფზე...... ფირმა1971 წელს შეიქმნა იტალიაში და'' ისიდორი რიზინის'' გაგრძელებად მოიაზრება.. როგორც უმეტესი იტალიური თოფებისა, ეგ ფირმაც ქალაქ ბრეშიდან იღებს სათავეს, რომელიც მსოფლიოშია სახელგანთქმული სპორტულ-სანადირო იარაღების წარმოებით, მაგალითად როგორც გერმანიაში ქალაქი ზული.. ფაირის წარმატების ფორმულად(ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვისთვისაა წარმატებული და ვისთვის წარუმატებელი)მისი უმაღლესი რანგის ოსტატების ხელით მუშაობა და თანამედროვე ტექნელოგიები გვევლინება...ევროპაში უკვე საკმაოდ პოპულარული ხდება კომპიუტერული პროგრამა-სისტემები რომლებიც ერთმანეთისგან არცთუ ისე განსხვავდებიან , ამ შემთხვევაში უახლესი სისტემით ხელმძღვანელობს ფირმა'' ფაირი'' რომელსაც CAD-CAM-ს უწოდებენ ჩადებული აქვს ის რომ, ყოველ დეტალს მოდელირების დროს ,აანალიზებს, მის ფიზიკურ, ქიმიურ და ენერგო მაჩვენებლებს''ტესტავს'' ყოველ ახალ ეტაპზე უდიდეს გადამოწმებას და გამოთვლას უტარებს.აკეტებს, ტექნიკურ ანალიზს, ხარისხის პროცენტულობასაც კი აჩვენებს, ანუ აქედან პროექტორებს შეუძლიათ გაიგონ თობის რომელი დეტალი სუსტია, რომელი სად მოითხოვს დახვეწას და ასე სემდეგ, თოფი სუფტა იტალიურ სტილშია , და საერთოდ იტალიელებმა თავიანთი მომდომებით ასეთუ ისე დაამკვიდრეს გამოთქმა '' იტალუირი სტილის თოფი'' სერიოზული დიზაინერები ყავთ , სის ხალხი და თავიანთ საქმეს აკეტებს. ეგ სისტემა არამარტო ცალკეულ დეტალებს ამუშავებს, არამედ ტელატების ურთიერთ კომბინაციასაც და თან მთელი თეხანალიზით... იარაღის სექმნის დროს, მის ყოველ ეტაპზე ხდება მისი ტესტირება, ასე რო საბოლოოდ ხარისხი გარანტირებულია. საბოლოოდ უკვე აწყობილი თოფის გამოცდა ხდება ეროვნულ შესამოწმებელ ცენტრში''ვალ ტრამპიატოში''სადაც გასროლისას წარმოქმნილი გაზის წნევა 1200 ბარს აღემატება, რაც როგორც წერენ უფრო მეტია, ვიდრე სუპერმაგნუმიდან გასროლილი '''ფოლადის'''' წყვიისას.. თავის თოფებზე ''ფაირი'' ხუთ ჩოკს აყენებს1/4, 1/2, 3/4 სრულს და ცილინდრულს. ძირითადად სხვადასხვა მოდელების წონა 2,7დან 3,1 კილოგრამანდე მერყეობს ასე რო წონის საქმეც კარგადააქვთ დარეგულირებული, საკონდახე მასალად სიახლე აღარარის იტალიელებისთვის რო უმაღლეს კაკალს იყენებენ, თოფებში ორეი მიმართულება აქვთ, სპორტული და სანადირო,, მოიკლედ თითეულის თექნიკური მაჩვენებლები რო არ ჩამოვთვალო არის რამოდენიმე ძირითადი მოდელი რომელიც არცთუ ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, დამრტყმელ დამცავი სისტემები თითქმის იდენტურია, ჩამკეტ ბერკეტზეც იგივე შეიძლება ითქვა, მოდელები ძირითადად დახურული სისტემისაა, მაგრამ აქვს სრულ საკეტებიანი სისტემაც მაგ:ჟUBILE 900. აქვს ჰორიზონტალური ვარიანტი ''იმპერიალი'' სპორტული ვარიანტი''სკეტ, სპორტინგი'' 12,20,28.410 კალიბრების ნაირფეროვანი არცევანიც გააჩნია , მის ფასებზე ალბათ ვერ ვისაუბრე რადგანაც სადაც კი შევეცადე ზოგადი ფასი გამეგო ყველგან ეგეთი შეფასება დამხვდა''ფასი-ხარისხი'', ჩვენს ბაზარზე ჯერ ფაირის დრო არ დამდგარა, მაგრამ საკმაოდ კარგი ტემპით იზრდება რუსეთის და უკრაინის ბაზარზე მისი შემოტანა, ასე რო შეიძლება მომავალში ჩვენტანაც გამოჩნდეს...
.

.

.
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 24.08.2010, 14:47:23 | შეტყობინება # 455
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აგერ ფასებიც რუსულ ბაზარზე: http://www.miroh.ru/assortiment/gladkostvolnoe-oruzhie/fair
 
a11201დრო: სამშაბათი, 24.08.2010, 18:42:09 | შეტყობინება # 456
ჯგუფი: წაშლილები





გამარჯობათ, იქნებ მითხრათ იჟ-58 16-კალიბრის ლულები სად შეიძლება რო ვიყიდო ან საერთოდ თუ შეიძლება.......
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 27.08.2010, 17:56:54 | შეტყობინება # 457
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ზუსტად ეს ჭირდებოდა ერთ ახლობელს და დასავლეთში ვერ ვიშოვეთ. დადე მაიმარკეტში იარაღებში განცხადება და იქნებ იშოვო. ისე, ძაან ნუ დაიხარჯები მაგაზე:ჯერ გაფორმების პრობლემა გექნება ცოტა და ასე აწყობილი თოფი მალე მოიშლება-მოირყევა, მაქვს ცოტა გამოცდილება.

დამატებულია (27.08.2010, 16:56:54)
---------------------------------------------
შეკითხვა მაქვს: ხომ არ გეგულებათ რომელიმე იარაღის მაღაზიაში ტოზ-34 ახალი, მეგობარს უნდა,ან თბილისში ან ქუთაისში.

 
მგელიდრო: პარასკევი, 27.08.2010, 23:02:40 | შეტყობინება # 458
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო როგორ ხართ.............
 
a11201დრო: ორშაბათი, 30.08.2010, 09:42:51 | შეტყობინება # 459
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, გაფორმებაზე პრობლემა არ მექნება, მთავარია ძებნაზე არ იყოს თოფი..... ისე დიდი მადლობა რჩევისთვის, თოფი თუ მოირყა გინდა მქონია გინდა არა, კაი კაცი ხარ დიდი მადლობა
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 30.08.2010, 18:22:03 | შეტყობინება # 460
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიღმის ბაზართან იყოო იარაღის ნაწილების "ბარახოლკა", რაღაც ასე მახსოვს და გადაამოწმე მაინც... თუ იშოვე, ჯერ არ იყიდო, მორგება ცადე და თუ გაძნელდა აწყობა-დაკეტვა, ეს აჯობებს. რაც იოლად აიწყობა, მით მალე მოირყევა.
 
a11201დრო: ორშაბათი, 30.08.2010, 18:46:10 | შეტყობინება # 461
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, დიდი მადლობა
 
მგელიდრო: სამშაბათი, 31.08.2010, 15:20:15 | შეტყობინება # 462
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
12კალიბრიანი თფის ყიდვა მინდა რომელი ვიყიდო 1500დან2000 მირჩიეთ ცინასცარ დიდი მადლობა.............
 
a11201დრო: სამშაბათი, 31.08.2010, 15:31:01 | შეტყობინება # 463
ჯგუფი: წაშლილები





მგელი, ჩემი აზრით ფაბარმი კარგი თოფია,
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 31.08.2010, 18:10:31 | შეტყობინება # 464
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფაბარმი(თუ დაამატებ) ან ფაუსტი სტეფანო ელეგანტ სტანდარტი( 2300ლ). არის კარგი ვარიანტიც mymarket.ge-ში ნახე, იყიდება უხმარი ტოზ-34 "შტუჩნი" კარგი თოფი, შეევაჭრე და 1500 ლარად თუ მოგცა, იყიდე, ღირს.
 
a11201დრო: სამშაბათი, 31.08.2010, 18:13:21 | შეტყობინება # 465
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, გაუმარჯოს 1500 ლარი ტოზ-34 სთვის ძვირი არ არის?
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 31.08.2010, 19:01:15 | შეტყობინება # 466
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაგიმარჯოს! წერს პატრონი, რომ შრუჩნია, ე.ი. საუკეთესოა თავის "ძმებში". ჯერ ნახე, მოგეწონება(მაგრამ არის 2 ნიუანსი: უწერია რომ ლულები ცილინდრებია და 71 სმ, რაც მეეჭვება რო ასეა და კარგად შესაკითხია, შეიძლება არც იცის. და შეიძლება არცაა შტუჩნი, არამედ ორნამენტიანია.საერთოდ ეს თოფები გამოდის რიგითი და "არარიგითი":у გაუმჯობესებული,о ორნამენტირებული,с სასუვენირო და ш ცალობითი("შტუჩნი"), ამას მიხვდები ასოთი თოფის ნომრის წინ, მაგ.: ш40715 )

დამატებულია (31.08.2010, 18:01:15)
---------------------------------------------
ამ თოფების პლიუსია კარგი წონა(3 3,1კგ.), კარგი ბალანსი, კარგი ჭრა.მინუსი: ვერ იტანს ვირულ მუშაობას

 
simoniდრო: სამშაბათი, 31.08.2010, 20:02:29 | შეტყობინება # 467
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ტურქულ თოფებზეც დაწერე რამე ტუ იცი რა?? 23
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 31.08.2010, 20:39:01 | შეტყობინება # 468
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni, krimanjuli გურულია და თურქულ თოფებზე კაის არაფერს დაწერს რაც არ უნდა თხოვო. 069

დამატებულია (31.08.2010, 19:39:01)
---------------------------------------------
mymarket-ში ნანახი ტოზ-34-ს შტუჩნი არ უწერია, შემშლია,საერთოდ არ უწერია რა ხარისხია, შესაკითხია და თუ მართლა შტუჩნია, ღირს 1500ლარი, თუ დაგიკლო

 
medvujonokდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:33:51 | შეტყობინება # 469
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას... ჟაკანზე გათვლილი ორ ლულიანი თოფის ყიდვა მინდა.საიმედო რო იყოს და რესურსიც დიდი რო ქონდეს. გთხოვთ მირჩიეთ რამე...
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 16:34:37 | შეტყობინება # 470
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ-27-მმ ორი წყვილი ლულით, მოკლე 68სმ-იანი არის ცილინდრები და კარგია ჟაკნისთვის. ან იჟ-27მმ ცვლადი ჩოკებით(ჟაკანზე დააყენე ცილინდრი და 1/4ჩოკი) უფრო იაფია. გირჩევ 2 სასხლეტიანს, რახან ცხოველზე გინდა, უფრო საიმედოა. ჟაკანზე გათვლილი ერთიანია იჟ-18მმ, სამიზნე პლანკით და გაზგანმტვირთავი ნასვრეტებით ლულის ბოლოში, მგონი 400-500ლ ღირს, ყველაზე სტაბილური და ზუსტი მოხვედრა აქვს
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 16:42:09 | შეტყობინება # 471
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, იჟ-18 ერთ ლულიანია ხო?
მრ-153-ზე იქნებ რამე მითხრა? ყიდვას ვაპირებ
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 17:55:44 | შეტყობინება # 472
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.caravani.ge/sanadiro_tofebi.php?modeli=%D0%B8%D0%B6-18 ეს ერთლულიანი. რაც შეეხება მრ-153-ს, თუ რუსული გეხერხება, შედი guns.ru-ს ფორუმში და იქ აირჩიე "რუჟიო გლაზამი ვლადელცა", ჩამოყევი და იქ ძალიან ბევრი წერია ამ თოფზე და შედარებულია ამგვარ თოფებსაც. ჩემს ნაცნობს აქვს 3 წელია 1500-ად ნაყიდი და კარგია, კიდე მაქვს შენახვედრი 3 ცალი და ისე რა თოფებია(მე ნუ მენდობი, მე ნადირობაში ინგლისური, კონსერვატიული სტილის მიმდევარი ვარ და ავტომატები დიდად "არ მეხატება გულზე")
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 17:59:48 | შეტყობინება # 473
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, ძალინ ბევრმა მიქო ეს თოფი და შენს დამიდასტურე მაგის სიკარგე...... შევალ მაგ საიტზე და გავიღრმავებ თოფებთან დაკავშირებით ცოდნას..... დიდი მადლობა
 
medvujonokდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 18:13:33 | შეტყობინება # 474
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე დიდი მადლობა მაგრამ, უცხოური ორლულიანი თოფებიდან რომელს მირჩევვდი( პედიატრ ) ?ასე 4000ს ლარამდე რო ღირდეს.

დამატებულია (01.09.2010, 17:13:33)
---------------------------------------------
4000სამდე. ამ ფასად ნახევრად ავტომატური ჯაკანზე გათვლილი გლუვლულიანი თოფი საიმედო მექანიზმით წყალს, მტვერს და ყინვებს რო უძლებდეს. მოკლედ საიმედო რომ იყოს ნებისმიერ პირობებში საათივით რო მუშაობდეს. ძალიან გთხოვთ მიერჩიეთ რამე ამხელა თანხას რო მიცემ უნდა ღირდეს

 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 18:34:49 | შეტყობინება # 475
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რახან ნადირზე გინდა, ჯობია 2 სასხლეტიანი, უფრო საიმედოა. თან ლულას ცვლადი ჩოკები უნდა მოყვებოდეს რომ ცილინდრები დააყენო, რაც ჟაკნისთვის კარგია. ასეთი "ფირმადან" ვიცი ფაუსტი სტეფანოები, რომლებიც 3000-მდეა. ასევე ბერეტა სილვერ პიგეონ 2, ესეც 2 სასხლეტიანია, მაგრამ კიდე 1000ლარის დამატება მოგიწევს. შენ ქუთაისელი ყოფილხარ, იქ გრიშაშვილზე "ვესტერნში" აქვთ თურქული თოფი ჰუგლუ 104ა, ცვლადი ჩოკებით, კაი წონით ჟაკნისთვის(3,3-3,4კგ), ღირს 1100ლარი.ესეც გამოდგება, ეჟექტორიანები ჯობია. ავტომატურებს ვერ გირჩევ.
 
medvujonokდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 18:44:51 | შეტყობინება # 476
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე, თოფის გულისთვის თბილსსაც გავცილდები ოღონდ კაი ვიყიდო. 4000 კი მქონდა გაანგარიშებული და ბარემ 1000საც დავამატებ და ბერეტას პიგეონსა და ბრაუნინგ სინერგის შორის რომელს მირჩევდი? ხარისხი ორივეს კაი აქ. ფასები ცოტა გაბერილი კია არის მაგრამ რას ვიზამთ...
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 18:58:39 | შეტყობინება # 477
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე.გე ფორუმზე წავიკითხე რო მრ-153 ჯობია თურქული ატა და სტოგერი...........
ესეიგი რამდენ ადამინსაც შეეკითხები იმდენ განსხვავებულ აზრს გაიგებ
მონადირეებო იქნებ თქვენი აზრი გამოთქვათ ამ თოფების შესახებ? ჯობია თურქულები რუსულ ბაიკალს?
 
medvujonokდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 19:13:24 | შეტყობინება # 478
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად სტოგერს გირჩევდი. რუსულები აგარაა ის ხარისხი ადრე რო იყო. ყველას თავისი აზრი აქვს გდაახარისხე და პროცენტები რომელს უფრო მეტი ექნება ის აიღე. გული რომლისკენაც გაგიწევს
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 21:34:19 | შეტყობინება # 479
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზუსტად, რომელიც გულს გაგიხარებს, ხელში მოგივა, მოგეწონება, ის იყიდე. ბერეტა პიგეონ 2 არის 2 სასხლეტიანი და ზედა ჩაკეტვის გამო, ვიწრო-დაბალი კალოდკა აქვს. ამით ჯობია სინერგის და თან ფასითაც იაფია.
 
medvujonokდრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 22:51:43 | შეტყობინება # 480
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაგახარა ღმერთმა კარგი და ძმური რჩევისთვის 23_30_126
 
a11201დრო: პარასკევი, 03.09.2010, 13:09:23 | შეტყობინება # 481
ჯგუფი: წაშლილები





medvujonok, ხარისხზე თუ ვისაუბრებთ 100 კაციდან 90 თურქულ თოფს ხარისხს უწუნებს..... მოკლედ მაგარ განსაცდელში ვარ
ნახევრად ავტომატური თოფი მინდა და ვერ ვარჩევ ვერაფერს......... 23
 
მგელიდრო: პარასკევი, 03.09.2010, 19:31:11 | შეტყობინება # 482
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, დიდი მადლობა მეგობარო 23_30_126
 
medvujonokდრო: პარასკევი, 03.09.2010, 19:45:25 | შეტყობინება # 483
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ დაგეთანხმები მაგაში თურქულს სახელი ქონდა გავარდნილი ცუდი და მიტოა მასე, პრაკტიკა ცოტას თუ ქონია თურქულ თოფებთან, სხვის ნათქვამსაც იმეორებს ზოგი. სტოგერი 2000 რომელი ქარხანაც უშვებს ის ქარხანა ბერეტასია და ხარისხი რატო უნდა იყოს ცუდი, თურქეთში ბერვრი უცხოური ქარხანა არის ასე რომ თურქული ყველაპერი ცუდი არ არის. რაც შეეხება რუსებს აქ პირიქითაა ისწავლეს ეშმაკობა და ხარისხიც დაუვარდათ. ნივასაც ვეგარ უშვებენ ისეთ გამძლეს ვიდრე ძველებია. ასე რომ ორივე თოფი დაიკავე ხელში და რომელიც მოგეწონება ის აიღე. და ერთს გეტყვი კიდე მერსედესი ხარისხიანიცაა და უხარისხოც მთავარია უნდა გამოგადგეს.

დამატებულია (03.09.2010, 18:45:25)
---------------------------------------------
პედიატრ შენ მოგმართავ ეღთი შეკითხვით. ბერეტა პიგეონ 2 სილვერი ჯობია თუ გოლდი? სილვერი არის მაგნიუმზე და სუპერს მაგნიუმიზე გათვილილი და გოლდი ფოლადის ტყვიებზე. ფოლადს თუ ისვრის გოლდი მაგნიუმს ვერ გაუძლებს? ალბათ ვერ უძლებს თორე რატო დაყოფდა ქარხანა. გამარკვიე რა ზუსტად გთხოვ.

 
პედიატრიდრო: პარასკევი, 03.09.2010, 23:42:50 | შეტყობინება # 484
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ თოფს აწერია, რო მუშა დასაშვები წნევაა 1050 ბარი( მოწმდება 1350 მაქსიმალურ წნევაზე), სავაზნე 76 ან 89-ა, ასეთი თოფით შეიძლება 42-52გ( 60გ ) ტყვიის და ( რათქმაუნდა ნაკლები წონის) ფოლადის საფანტის სროლა, მაგრამ!!! ყველა შემთხვევაში, სავაზნეზე გრძელი არ უნდა იყოს გაშლილი ვაზნა. და!!! ფოლადის საფანტით არ შეიძლება ნახევარჩოკზე უფრო ძლიერი შევიწროების ლულით სროლა. ესეიგი, თუ სავაზნე 76 ან 89-ა, ორივეთი შეგიძლია ისროლო, მხოლოდ ეს 2 "მაგრამ" გაითვალისწინე აუცილებლად, სხვა პრობლემა არაა, თოფის მოდელს არა აქვს მნიშვნელობა(მითუმეტეს თანამედროვე თოფებში). ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგცა და შეკითხვაც, აქედან გამომდინარე, არამართებულია, ასეთი დაყოფა არ არსებობს. სხვა სხვაობა 2 სასხლეტისა და ვიზუალურ-დეკორაციულის გარდა, თუ აქვს რაიმე, არც ვიცი, ალბათ არცაა.
 
medvujonokდრო: შაბათი, 04.09.2010, 12:16:47 | შეტყობინება # 485
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის 23_30_126

დამატებულია (04.09.2010, 11:16:47)
---------------------------------------------
შეგაწუხე და გკითხავ კიდე. MC სა და ჩოკს შორის რა განსხვავება? გამომდგარი და გამძლე რომელია სისტემაა? პიგეონ 2 სა 3სა 4ს შორის რა განსხვავებებია??? მეცოდინება ბარემ პიგეონზე ყველაფერი შენი დამსახურებით.

 
პედიატრიდრო: შაბათი, 04.09.2010, 20:43:06 | შეტყობინება # 486
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
medvujonok, ძმაო, ჩოკი არის ლულის ბოლოს შევიწროება და ის არის რასტრუბიდან(როცა ლულა ბოლოში უფრო გაშლილია, მეტი დიამეტრი აქვს და ახლოში შლის საფანტს) დაწყებული და 1,25-ით დამთავრებული( როცა ლულის ბოლო 1,25მმ-ით უფრო ვიწროა, ვიდრე ლულის დასაწყისი, და შორს შლის საფანტს), არის ასევე mc ანუ მობილ ჩოკები, როცა შევიწროება იცვლება სროლის შემდეგ( თუმცა ამან გამოყენება ვერ ნახა) და არის ცვლადი ჩოკები, რომლებიც უნდა ჩახრახნო ხოლმე, შენი სურვილით, თუ რა მანძილზე გინდა რო თოფმა გაშალოს საფანტი.ყველაზე გამომდგარია 2 სასხლეტიანი და მუდმივჩოკიანი თოფები, ჩემი შეხედულებით 71სმ ლულით(არის 68სმ და 76 სმ ლულითაც).მე გირჩევ ბერეტა სილვერ პიგეონ 2-ს, რადგან მე ასე უფრო მომწონს და ამის ახსნას ერთი თაბახი არ ეყოფა. თუმცა ამასაც არ დავიზარებდი, მაგრამ აქაც მთავარი ისაა, რომ ამაში სუბიექტური ვიქნები. ანუ, მე მომწონს ცოტა პუტკუნია ქალები და შენ შეიძლება სუსტები, ცოტა გემოვნების ამბავიცაა, ხო სწორად გამიგე. ერთ რამეს გირჩევ სწორად, თოფი შენს გულს უნდა ახარებდეს, შენ უნდა "გევასებოდეს"(ბოდიში სლენგისთვის).
 
medvujonokდრო: შაბათი, 04.09.2010, 21:06:18 | შეტყობინება # 487
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე... პირადი აზრი და მოწონება ერთია და როცა ასე ზუსტად და რეალურად აფასებ ეს მეორე. ობიექტური არის შენი სუბიექტური. საუკეთესო გინდა და მოგწონს შენთვის და ასევე მირჩიე მეც, ეს კიდე დიდი სიკეთეა ადამიანს სწორ არჩევანში რო ეხმარები. ძალიან კარგად ერკვევი ამ საქმეში იცი კიდევაც. არ გეზარება სხვას რო გაუზიარო. დიდი მადლობის მეტი რა მეთქმის ისე კარგად და დამაჯერებლად გამარკვიე. მადლობა და გაიხარე პედიატრ
 
პედიატრიდრო: კვირა, 05.09.2010, 12:44:52 | შეტყობინება # 488
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არაფრის, გაიხარე! როგორც ბერგი იტყოდა: ვსეგდო პოჟოლუსტო. არ დაგავიწყდეს და krimanjuli-საც დაეკითხე, იგი ჩემზე მეტად ერკვევა თოფებში( ბოლობოლო გურულია და...)
 
medvujonokდრო: კვირა, 05.09.2010, 14:26:14 | შეტყობინება # 489
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli გამიზიარე შენი აზრი და გამოცდილება თუ რამეს დაამატებ გადახედე ჩემ პოსტებს გთხოვ...
 
Giorgi0678დრო: კვირა, 05.09.2010, 18:08:58 | შეტყობინება # 490
ჯგუფი: წაშლილები





გამარჯობა ყველას, ეხლა დავრეგისტრირდი თქვენს საიტზე, მონადირეც ახალბედა ვარ, ახლახან ვიყიდე იჟ-27 და ბევრ რამეს ეხლა ვარკვევ, თქვენი დახმარების იმედი მაქვს ხალხო, თქვენიანი უნდა გავხდე მეც 39 39
 
პედიატრიდრო: კვირა, 05.09.2010, 18:39:48 | შეტყობინება # 491
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაგიმარჯოს გიორგი! გადაიკითხე შენთვის საინტერესო თემები( მაგალითად, რჩევები დამწყებ მონადირეს) და თუ რამე კითხვები გექნა, შეგვეხმიანე
 
მგელიდრო: კვირა, 05.09.2010, 21:51:10 | შეტყობინება # 492
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 174
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კეთილო მონადირეებო გამარჯობათ. ერთი სათხოვარი მაქ თქვენთან მეგობარმა მთხოვა მნიშვნელობა არ აქ რამე თოფი მაყიდინეო ცალიანის გარდა თუ სადმე რამე, არ დაიზაროთ გამაგებუნეთ.................. 23_30_126
 
a11201დრო: ორშაბათი, 06.09.2010, 11:03:40 | შეტყობინება # 493
ჯგუფი: წაშლილები





MP -153 ისე ძაან მინდა რო ალბათ სხვა თოფს ვეღარ გავეკარები..... თქვენ არ გქონიათ ასეთი მომენტი?
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 06.09.2010, 16:29:13 | შეტყობინება # 494
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი, მახსოვს სიჭაბუკეში მინდოდა 32კ ვერტიკალი, 16 და 12 "ტრუბად" მიმაჩნდა, მაგრამ ბოლოს მაინც12კ-მდე მივედი პრაქტიკული გამოცდილებით. თუ ძაან გინდა, მაგნუმში 950 ლარად ქონიათ ახლები, მაგრამ 1-2 კაცი წაიყოლე, ვინც იარაღის შემოწმებაში დაგეხმარება
 
a11201დრო: ორშაბათი, 06.09.2010, 16:37:47 | შეტყობინება # 495
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, დააგდეს ფასები მაგნუმმაც და ქარავანმაც...... მაკაროვს ვყიდი იმისთვის რო დავამატო და ეგ თოფი ვიყიდოოო :(

დამატებულია (06.09.2010, 15:37:47)
---------------------------------------------
ძაან მაგარი მაკაროვი მაქვს... მაგრად მენანება მაგრა იმ თოფის ისეთი მუღამი მაქვს რო შეველევი

 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 06.09.2010, 20:27:57 | შეტყობინება # 496
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც შეეხება, კონკრეტულად ტყვიის სასროლად განკუთვნილ გლუვლულიანებს ამ საკითხში ცოტა ჩემებურ შეხედულებებს დავამატებ, მობილ ჩოკები ანუ საცვლელი შევიწროვებები,ტყვიისთვის სასროლად ცოტა გაუმარტლებლად მეჩვენება, ტყვიის სასროლად ნულოვან ანუ ცილინდრულ შევიწროვებას აყენებენ, მაგრამ გასროლისას ლულაში მაინც არის ძლიერი შეხება ლულის ზედაპირთან, რაც რამოდენიმე გასროლის შემდეგ აზიანებს საცვლელი ჩოკის ხრახნს, შევიწროებაზე ხო ეს მაჩვენებელი უფრო მატულობს, მაგალითად იმას მოგიყვან რო შარშანწინ სუფსაში იხვზე ნადირობისას თოფებს ვამოწმებდით, იჟ -27 გასროლილ ჟაკანს ჩოკიც უკან გაყვა უკვალოდ, რა თქმა უნდა თოფს ხრახნიც გაუფუჯდა და ის ლულაც გამოუსადეგარი გახდა,, შეგიძლია მითხრათ სად იჟი და სად ბერეტა ან ბრაუნინგიო?კი ბატონო ხარისხი 10ჯერ მეტი კი აქვთ მაგრამ მაგალითებიც ყურადსარებია, და საერთოდაც ექსპერტებიც გაუმართლებლად მიიჩნევენ ტყვიის სასროლად ჩოკურ შევიწროვებებს(ცილინდრს0.00-ს)საფანტი ზომის სივიწროვესთან ერთად უფრო მარტივად დასამუშავებელია ნებისმიერი თოფისთვის, იმიტომ რომ ფიზიკური კანონზომიერების მიხედვით ე,წ,''წვრილი საფანტი ერთობლიობის სიმკვრივეს, ზომის სიმცირის გამო ვერ ქმნის, ანუ ლულის ''ნაგრუსკაც'' საფანტის ზომის ზრდასთან ერთად იზრდება...მოკლედ ჩემი აზრით სასურველია საერთოდ არ იყოს საცვლელი ჩოკები.რაც შეეხება ბერეტა საერთოდ ერთერთი უდიდესი იარაღია, უდიდეს იარარებს შორის. მაგრამ მაინც თუკი გადავხედავთ მის ისტორიის საწყისებს, ის არის რო თავიდანვე ამ თოფში ჩადებული იყო საფანტის სროლა და მთლიანად მაგაზე იყო აქცენტი(სამტრედო თოფი--ანუ მტრედებზე სანადიროო)თოფის შემქმნელები მისგან მოითხოვდნენ, რო გაშლის ბადე ყოფილიყო (საფანტის დაჯგუფება)წრიული და თანაბარდაშორებითი, ყოფილიყო კომპაქტური, მჩატე, საუკეტესო ბალანსით, რაც მისი სწრაფი სროლის გამოყენებას ყველა სხვა იარაღთან შედარებით შეძლებდა.. ასე რო ის ლეგენდარული დაბალი კალაპოტი და ჩამკეტი მეაგნიზმი რომელიც ყოველივე ამის საწინდარია, სწორედაც რო ფრინველზე და სტენდზე სროლაზეა გათვლილი . ამ შემთხვევაში მანდ ძლიერი მუხტის გილზები არ გამოიყენება. რასაც ტყვიის სროლის დროს ნამდვილად ვერ ვიტყვით, ტყვიის სროლისას,მუხტისგან წარმოქმნილი წნევა 5 მაგი დაწოლით მოქმედებს ჭურჭლის ზედაპირზე(აფეთქების კამერა)რასაც ვფიქრობ რო ბერეტას კალაპოტისთვის ცოტა ზედმეტი იქნება.. თუმცა ეგ მხოლოდ ჩემი აზრია,, თან ტყვია ხო ძირითადად ნადირზე უნდა ისროლო და მანდ კიდევ არამგონია, კალაპოტის სიმაღლე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ფრინველზე ნადირობისას.სინერჯის კალაპოტიც არ მომწონს დიდად, რო ვუყურებ გადასახსნელ ''პეტლს'' აშკარად ახლოსაა და დიზაინის მხრივ უფროა გათვლილი ვიდრე პრაქტიკულობის მხრივ.ტყვიის სასროლად საერთოდ მიღებულია ან მოკლე ცილინდრი ლულები , ან გრძელი ეგრეთწოდებული ნასვრეტებიანი. მოკლეში გაფრენილ ტყვიას უკნიდან მუხტისას წარმოქმნილი გაზი ვერ ეწევა ლულის სიმოკლის გამო და გრძელ ლულაში ის დაწეული გაზი ნასვრეტებში გადის, ტყვიის ფრენის ხარისხი გრძელი ლულიდან უკეთესია, მაგრამ მოკლე ლულას ჯერ სიმჩატე ახლავს თან და უფრო კომპაქტურია, სატარებლადაც და დასამიზნებლადაც, ჯაგნარშიც ადვილად მოიხმარ(ტახზე) ფაუსტი სტეფანო, ფაბარმი და ფრენჩი განიხილეთ? რაც შეეხება თურექულ თოფებს ერთი ნაღდია, ტყვია და თურქული თოფი ერთმანეთთან არ უნდა ახსენო, საფანტი კიბატონო....
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 07.09.2010, 08:58:03 | შეტყობინება # 497
ჯგუფი: წაშლილები





ხალხო სტოგერ 2000 ის ყიდვა მინდა 76 სმ-იანი ლულიტ და ვერსად ვერ ვნახე ხოარ გეგულებათ რომელიმე მაგაზიაში? დავიღალე ძებნით. ქარავანმა თვის ბოლოს გვექნება ახალი პარტიაო მარა ან ექნებატ და ან არა 76 იანი ლულით ეგ ყველას არ შემოაქ. მადლობთ წინასწარ.
 
nikorcminda1დრო: სამშაბათი, 07.09.2010, 13:19:24 | შეტყობინება # 498
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო, კარგი ხელოსანი ხომ არ იცით თოფის თუ ვინმემ იცით მომწერეთ კორდინატები რა
 
guramiiდრო: ხუთშაბათი, 09.09.2010, 01:04:24 | შეტყობინება # 499
ჯგუფი: წაშლილები





თოფის გამოცვლა მინდა და რას მირჩევთ რომ ვიყიდო დაახლოებით 600-800 ლარის ფარგლებში
 
giga_rachaდრო: ხუთშაბათი, 09.09.2010, 02:46:53 | შეტყობინება # 500
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ბიჭებს ცალპირა თოფი 12 კალიბრიანი მიახლოებიტ რა ეღირება ხომ ვერ მეტყვიტ?
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იარაღები (რჩეული, სანადირო, საბრძოლო იარაღები)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика