01:31:06
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას?
lebardeდრო: პარასკევი, 24.04.2015, 21:53:15 | შეტყობინება # 2451
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფი რკინაა და რკინას გარანტია არააქვს გინდა ბენელი იყოს და გინდა ზაუერი. გარანტიას რო იძლევა მწარმოებელი, იმას ნიშნავს რო დასაშვებად მიიჩნევს რო რამემ უმტყუნოს. 4200 ლარი გადახდილი ბენელიში( მოდელი არ ვიცი ვერ ვიმახსოვრებ ეგეთ რაღაცეებს) წელს იხვზე ჭედა და ჭედა 34 გრამიანები და ეს იმის ფონზე რო დაღლილი ემერი ყველაფერს ჭამდა რასაც ჩაუდებდი ხახაში. ბენელი იმიტომაა კარგი რო ბენელია და დახვეწილია ბევრად ვიდრე სხვა იაფიანი თოფები. თუ გიფიქრიათ რა უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის ფოლადით დამზადებული თიფის თვითღირებულება? თავს ვერ დავდებ სიზუსტეზე მაგრამ გახიე გაწელე ჰა ჰა 400 დოლარი. მერე რა მოდის? დეტალების დამუშავება სიზუსტეზე, ეგეც თუ რაღაც ძაან ამჩემფეხებურად არ გაკეთდა, იშვიათი იქნება ბრაკი, ხოლო თუ რაიმე პატარა გადახრაა მაგას ხელები უკუღმა თუ არ გაბია კაცს, თვალითაც ნახავ და მიქლიბ მოქლიბავ. თოფი არაა მანქანა ან კომპიუტერი რო უამრავი დეტალი ქონდეს, თითზე ჩამოსათვლელი დეტალი აქვს. თუ კაი ხარისხის ფოლადია, თუ გაი გეომეტრიული გათვლებითაა გაკეთებული( თუნდაც კოპია) მითხარით რის ხარჯზე უნდა აჯობოს ბენელიმ ატას როგორც ცეცხლ სასროლ იარაღს და არა როგორც ნივითს

saburtalo77
 
solomonდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:18:55 | შეტყობინება # 2452
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote lebarde ()
ოფი ა

Quote lebarde ()
ემერი ყველაფერს ჭამდა რასაც ჩაუდებდი ხახაში
10 069 მრ მაინც დაუღლელი ძაღლია და არ იდავოს ვინემ ამაზე! 069
თან მეშინია არ გავთვალო.. )))


შეტყობინება დაამუშავა solomon - პარასკევი, 24.04.2015, 22:19:53
 
le-444-osდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:18:56 | შეტყობინება # 2453
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, ეხლა თუ დაიჟანგა გაჭედავს აბა რასიზამს ძამია gimili

მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
 
vajaevichდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:21:14 | შეტყობინება # 2454
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, besarion, ჩვენც გავტესტეთ ატა სი და ფენომა შედეგს უკეთესს ველოდი დაჯგუფებაში და ჭრაში,არსმანი მაინტერტესებს რას იზამს.მეც მინდა თოფის შეძეზენა არჩევანი ვერ გამიკეთებია ATA, ARMSANI თუ MP155–ტი, რას მირჩევთ მეგობრებო.
 
lebardeდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:31:20 | შეტყობინება # 2455
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
le-444-os, დაიჟანგა და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული ბენელი იყოთქო არ მითქვამს, 4200 თხლიშა, დაატარებს კეისით

დამატებულია (24.04.2015, 21:31:20)
---------------------------------------------
vajaevich, ძნელია რჩევა, მე მიჭირს. შემიძლია მე რას ვიყიდიდი ეგ გითხრა. 1 თოფი თუ უნდა მქონდეს მაგ კლასის, მაშინ ემერს. ძვირიანი არცერთი თოფი არ მაქვს და არც მქონია, ჰუგლუ, ემერი, ჩეზე, ტოზი, ატა მიხმარია და ეხლაც მაქვს რამოდენიმე მათგანი. მე რაც ვიხმარე ის ემერი ძალიან ამტანი და უპრეტენზიო რამეა, თუმცა ოდნავ მარცხნივ მიაქვს:) არადა ჩეზე მაქვს მემგონი შეცდომაა რაღაცა ბურღვაში, ესეთი საშინელი დაჯგუფება მაგას რო აქვს მემგონი არ უნდა ქონდეს თოფს, საფანტი ვერ გავაშლევინე ვერცერთი ჩოკით. 1 კვირიან იხვის ნადირობაზე რო წავიდე ტყეში და თოფი რთულ პირობებში უნდა ვატარო, არც დავფიქრდები, ემერს წავიყვან, მაგრამ თუ მანქანიდან უნდა გადავიდე, ვინადირო და ისევ სახლში მოვიდე, მაშინ ატა ან ჩეზეს წავიღებ


saburtalo77
 
solomonდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:31:39 | შეტყობინება # 2456
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vajaevich, რავი ძმაო რაგითხრა, 98 % აძაგებს მრ-ს აქ, მე მაქვს 155 და შემარგო გასული სეზონი, მე კმაყოფილი ვარ თან ძალიან, "ატკაზი" არ ქონია და სუ 8 ნომრებით ვკალი კვატები და თან არც ისე ცოტა..
 
akson777დრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:34:41 | შეტყობინება # 2457
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vajaevich, მე არმსან ფენომას გირჩევ თუ მოგაჯდება კარგად მეგობარო. სროლით ყველაზე კარგად არმსანი ისვრის შენი ჩამოთვილთანგან. ისე რომელიც უფრო მოგაჯდება ის უნდა იყიდო.კი არმსანი რეალურად სჯობს მაგრამ მაინც მოირგე მაღაზიაში, მიიდგი ფენომა და თუ კარგად არ მოგაჯდა არ იყიდო მეგობარო.

მე მაგალითად არ მომაჯდა ფენომა და იმიტო გავაკეთე არჩევანი ata arms cy silver red-ზე რომელიც იდეალურად მომაჯდა. ვიცოდი რომ სროლით ფენომა ჯობს მაგრამ მაიც ატა არმსი ვიყიდე იმიტომ რომ უფრო გემრიელად მაჯდებოდა მხარზე და უფრო მსუბუქიც იყო 2.9 კგ 300 გრამით მსუბუქი არის ფენომაზე cy silver red-ი. მოკლედ მთავარი მიმაჩნია ის თუ როგორ მოგერგება თოფი და მერე სროლის შედეგი და ა.შ.


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
le-444-osდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:37:58 | შეტყობინება # 2458
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ჟაკანზე მოსინჯე? თუ მიაქვს ზუსტად ლულას გახედე გარედან კარგად რაიმეს თუ შეამჩნევ ტალღებს gimili ღმერთმა მოგახმაროს წარმატებულ ნადირობაში gimili

მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
 
solomonდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:48:58 | შეტყობინება # 2459
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vajaevich, რეკლამას არცერთს არ ვუკეთებ უფრო კომპეტენტურ ხალხსაც დაეკითხე, მე გამოცდილებიდან გეუბნები რო მრ-155 ზე კალაპოტი გამეცრიცა 1 სეზონზე, მაგრამ ვიხმარე რასაც ქვია, კატერი ბალაგანი 3 დღე სველი და ასე შემდეგ.. მაგრამ "ჩეპე" არ მქონია საერთოდ. დანარჩენს შენს ჩამოთვლილთან პირადი შეხება არ მქონია და თავსაც ვერ გამოვიდებ..

დამატებულია (24.04.2015, 21:48:58)
---------------------------------------------
le-444-os, გაიხარე! ორად ორჯერ ვისროლე ჟაკანი, საერთოდ არ მჭირდება ცხოველზე არ ვნადირობ ან რაზე უნდა ინადირო დასავლეთში.. 80 მეტრში მოვარტყი ორივე ხის მორს, სიზუსტეზე ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ ავიღე და ვესროლე ვნახე მერე ორივე მოხვედრილი ქონდა 5-6 სმ დაშორებით, თან სრული ჩოკით ვისროლე და მერე როგორც გავარკვიე არ შეიძლება.. არანაირი ტალღები გარედან, 1 000 მდე გავისროლე ამ სეზონზე წერტილი არააქვს ლულაში. დიდი წმენდითაც არ გამომიდია თავი.


შეტყობინება დაამუშავა solomon - პარასკევი, 24.04.2015, 22:51:02
 
lebardeდრო: პარასკევი, 24.04.2015, 22:59:09 | შეტყობინება # 2460
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ძალიან სწორი რჩევა- ის უნდა იყიდოს რომელიც მოაჯდება 166

saburtalo77
 
minchaninდრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:07:47 | შეტყობინება # 2461
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოჰო! უკვე საინტერესო საუბარი წავიდა. უკვე ვაკეთებთ შედარებებს არა თუ - "მაგარი ჭრა და მაგარი მიტანა აქვსო", არამედ ციფრებსაც მოვიშველიებთ. და ეს, ჩემი აზრით ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. რადგან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს "მაგარზე". ადრე მეც დავდე თოფების შეჯიბრების შედეგები. სადაც ყველას იჟ 26 -მა აჯობა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა თოფი სხვა და სხვა ნაირად ამუშავებს ვაზნებს. ის ვაზნა, რომელიც ერთში კარგია, მეორეში შეიძლება მიუღებელი იყოს. მაგალითად, რუსეთში ორი ძირითადი მწარმოებელია იჟ- ი და ტოზ -ი. და ორი სხვა და სხვა ზომა ერთი და იგივე კალიბრის (მხედველობაში მაქვს 12 კალიბრი) 18,2 მმ და 18,5 მმ. 0,3 მმ. საკმაოდ დიდი სხვაობაა. და, თუ

გავითვალისწინებთ, რომ ნომინალში ლულის პარამეტრები ხშირად არ ჯდება. და, ხდება მათი , ზოგჯერ ორჯერ "გადალიფოვკებაც" კი, სრულიად მოსალოდნელია ნახსენები ნომინალებიდან სერიოზული გადახრებიც. და, ეს არა მერტო რუსულ თოფებში გვხვდება. ზაუერებსა, და ზიმსონებშიც ბევრია ასეთი შემთხვევები. თურქულებიც არაა გამინაკლისი. ამას ჩემი პრაქტიკიდან ვლაპარაკობ. და,

თუ ერთში პიჟი, მჭიდროდ გავა, და გაზებს საფანტამდე არ გაატარებს, მეორეში კი პიჟი ტავისუფლად გაივლის, და, შეიძლება "იქეთ-აქეთ ყანყალიტაც", და ამ დროს მოხდება გაზების შერევა საფანტში, და, ბადეც, მოხვეფრის პროცენტიც, და ჭრაც უარესი იქნება. ამიტომ ყველა თოფს თავისი ვაზნა ჭირდება.
ასეთია ჩმა.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - პარასკევი, 24.04.2015, 23:09:24
 
vajaevichდრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:34:20 | შეტყობინება # 2462
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარეთ რჩევისთვის მადლობელი ვარ, mp155 ვიცი რაც არის, თურქულებთან ცოტა შორს ვარ.

შეტყობინება დაამუშავა vajaevich - პარასკევი, 24.04.2015, 23:34:32
 
lebardeდრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:43:52 | შეტყობინება # 2463
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თეორია ასე თუ ისე კი ვიცი მარა ამ ბოლო დროს იმდენი ჯიშის თოფებია, ვეღარ ვხდები რომელი რისი მაქნისია, ათასი აზრია და ათასი მაგალითი. ადრე იყო ტოზი იჟი ხმარებაში და ზაურეი ზიმსონი მაღალ კლასში. ეხლა მივედი იმ დასკვნამდე რო დიდ ფულს თოფში არ გადავიხდი, არადა იარაღი არავიზე ნაკლებად არ მიყვარს( ფანატიზმამდე არ ვარ მისული) უამრავი მეგობარი მყავს ბენელებით ბერეტებით ბაუნინგებით და ასე შემდეგ, რეალურად გარდა სახელისა მე საქმეში გამოკვეთილი განსხვავებები ვერ ვნახე, ზოგს ვარანენიე ექუცება ზოგი ჭედავს და ასე შემდეგ, ანუ იმის თქმა მინდა რო სეზონიდან სეზონამდე ამ თოფიან პადდელნიკებთან ერთად რო ვნადირობ, სურვილი იმისა რო მეყიდა ბენელი ან ბერეტა , კაირ მომემატა, არამედ შემიმცირდა. ეხლა 2 სასხლეტიანი ჰუგლუ 104 მინდა და გივის( ჩემი ძმაკაცი) ბერეტა( პერენიეო თუ რაღაც ეგეთი) თუ არ გავაწითლო მე მოვკვდე. იჟ 58-მმა ხო შეარცხვინა, ვარანენიე ხო ლაქებადღა შემორჩა. სანემსეებთან ხო აიტკიცა 2 სეზონში და მიდი და მიეცი მაგაში 5000 ლარი. რატო? 1 მიზეზია რატომაც, გაქვს ზედმეტი ფული და სიამოვნებას განიჭებს ის მომენტი როცა ყიდულობ და გაქვს ეს თოფი, გისწორდება. კარგია კაი სათამაშოები:) ეს თემა მუდამ იქნება, სტალონე უფრო მაგარია თუ შვარცნეგერი:)) ის თოფია კარგი რომელსაც კარგად ისვრი. ეხლა ბევრი კაი თოფებია 1000 ლარის ფარგლებში + - 200 ლარი. აარჩევ ხოშიანს და თუ მონადირე ხარ მაგრადაც ინადირებ

saburtalo77
 
chale88დრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:48:55 | შეტყობინება # 2464
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, მეც მრ155 მაქვს და მშვენიერი მუშა თოფია მიტანაც ნორმალური აქვს და მუშაობითაც კარგად მუშაობს. არასოდეს არ გაუჭედია წონაც ნორმალური აქვს. ისე ვარ შეჩვეული ამ თოფს რო დამიზნებაც აღარ მჭირდება ისე ვესვრი gimili ერთადერთი რაც არ მომწონს კონდახის რეზინაა რომელიც ცოტა ზედმეტად გრძელი აქვს ამ თოფებს. წინა მოდელთან შედარებით უფრო მაღალი სამიზნე პლანკა აქვს უკეთესი დასამიზნებელია ვიდრე მრ153.

ბ.თოთაძე
 
vajaevichდრო: შაბათი, 25.04.2015, 00:18:22 | შეტყობინება # 2465
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde გეთანხმები 1OO%-ით, 28 წელია გერმანული და ბელგიური თოფებით ვნადირობ ახლა ზაუერი შემომრჩა,საოცარი მომენტები მაჩუქა ამ თოფებმა, 12ОО ლარად აარჩევ საშუალო დონის თოფს და ისისმოვნებს კაცი რა.

შეტყობინება დაამუშავა vajaevich - შაბათი, 25.04.2015, 01:11:41
 
iakaniiakaniდრო: შაბათი, 25.04.2015, 00:48:54 | შეტყობინება # 2466
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ-54 მაქვს და მომწონს.ესვრის კაცურად,მანადირებს ჯიგრულად:)

დამატებულია (24.04.2015, 23:48:54)
---------------------------------------------
იჟ-18ნმ,თუ ვინმემ იცით რამე ამ ცალლულიანი შტუცერის შესახებ,ან სად შეიძინოს კაცმა ან რა სროლა აქვს.


იმედა მაისურძე
 
kucuna1დრო: შაბათი, 25.04.2015, 10:58:07 | შეტყობინება # 2467
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote lebarde ()
თოფი რკინაა და რკინას გარანტია არააქვს გინდა ბენელი იყოს და გინდა ზაუერი. გარანტიას რო იძლევა მწარმოებელი, იმას ნიშნავს რო დასაშვებად მიიჩნევს რო რამემ უმტყუნოს. 4200 ლარი გადახდილი ბენელიში( მოდელი არ ვიცი ვერ ვიმახსოვრებ ეგეთ რაღაცეებს) წელს იხვზე ჭედა და ჭედა 34 გრამიანები და ეს იმის ფონზე რო დაღლილი ემერი ყველაფერს ჭამდა რასაც ჩაუდებდი ხახაში. ბენელი იმიტომაა კარგი რო ბენელია და დახვეწილია ბევრად ვიდრე სხვა იაფიანი თოფები. თუ გიფიქრიათ რა უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის ფოლადით დამზადებული თიფის თვითღირებულება? თავს ვერ დავდებ სიზუსტეზე მაგრამ გახიე გაწელე ჰა ჰა 400 დოლარი. მერე რა მოდის? დეტალების დამუშავება სიზუსტეზე, ეგეც თუ რაღაც ძაან ამჩემფეხებურად არ გაკეთდა, იშვიათი იქნება ბრაკი, ხოლო თუ რაიმე პატარა გადახრაა მაგას ხელები უკუღმა თუ არ გაბია კაცს, თვალითაც ნახავ და მიქლიბ მოქლიბავ. თოფი არაა მანქანა ან კომპიუტერი რო უამრავი დეტალი ქონდეს, თითზე ჩამოსათვლელი დეტალი აქვს. თუ კაი ხარისხის ფოლადია, თუ გაი გეომეტრიული გათვლებითაა გაკეთებული( თუნდაც კოპია) მითხარით რის ხარჯზე უნდა აჯობოს ბენელიმ ატას როგორც ცეცხლ სასროლ იარაღს და არა როგორც ნივითს

ძალიან არ მინდა რომ სცდებოდე,ვინაიდან მეც მაგ აზრზე ვარ.ნადირს თოფი კი არა მონადირე კლავს.კი კარგია რომ უძვირფასესი ხელით დამუშვებული იარაღი გაქვს მაგრამ,იარაღში 5000$ გადახდას,მირჩევნია 1000 ლარი გადავიხადო და დანარჩენი წანწალში მოვიხმარო.არ ვარ წინააღმდეგი უძვირფასესი იარაღი მქონდეს და არც ტარებას ვიკლებდე მაგრამ.არა მაქვს მაგოდონა ფული და მამკალით კაცი ჰაა 48 48 48


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
chale88დრო: შაბათი, 25.04.2015, 15:55:39 | შეტყობინება # 2468
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iakaniiakani, ქარავანში აქვთ მრ18 ტყვიის სასროლი. kucuna1, 300ლარიანი ტიზიც კლავს ნადირ ფრინველს უპრობლემოდ. მაგრამ საქმე იმაშია რომ კაცს რო უნდა იარაღი უფრო დახვეწილი ქონდეს უფრო გამძლე და კარგი იმიტო იხდის მეტ თანხას. მე პირადად არ მაქვს ბრაუნინგის შეძენის საშუალება, რო გავიჭირვო და ვიყიდო ბრაუნინგი სანადიროდ წასაღებად დამენანება. სადმე ტოტებში რო დამეჩხაპნოს ხო გადავირევი კიდეც. gimili ამიტომ მირჩევნია ჩემი ემერი არ მენანება ტოტებში სატარებლად გემრიელად ვიყენებ. 166

ბ.თოთაძე
 
vajaevichდრო: შაბათი, 25.04.2015, 18:24:44 | შეტყობინება # 2469
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion მეგობარო ფენომა სად იყიდეთ და რამდენად
 
tarxanaდრო: შაბათი, 25.04.2015, 20:45:27 | შეტყობინება # 2470
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ახალ იჟ27 18.4 აქვს ძველს 18.2

დამატებულია (25.04.2015, 19:45:27)
---------------------------------------------
რო არ ჩავერიო არ შეიძლება უბრალოდ ბერეტას უპირატესობა სტენდზე ჩანს როცა წელიწადში 50000 ვაზნას ისვრის აქ ნახსენები იჟები და ტოზები ნახევარ წელს ვერ გაძლებენ ბერეტა კი ერგალის კალაპოტით ისვრის 100 000 მეტ ვაზნას და ეგ უპირატესობა სტენდზე ძაან აშკარაა ეხლა რაც შეეხება ნადირობას მანდ დიდი მნიშვნელობა არ აქვს თოფს მთავარია მონადირეს მოსწონდეს თავად ერთ ციტატას მოვიყვან " მონადირეები ამბობენ - ნებისმიერი თოფი ისვრის პატრონზე უკეთ, ხოლო სტენდავიჯები ამბობენ - შეცდომის უფლება მხოლოდ მსროლელს აქვს - თოფი და ვაზნა იდეალური უნდა იყოს!" აქედან გამომდინარე ყველაფერი გასაგებია ისიც რომ სტენდზე 200 თეფშიდან ერთიც რომ არ გატეხო თოფის გამო შეიძლება წააგო ოლიმპიადა და რაც შეეხება მონადირეს ხო შეიძლება ბენელიც დაჟანგდეს ან გაჭედოს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - შაბათი, 25.04.2015, 20:48:52
 
lebardeდრო: შაბათი, 25.04.2015, 22:24:40 | შეტყობინება # 2471
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სტენდავიკი რო ვიყო ალბათ იჭს და ტოზს არც მე დავიკავებდი ხელში და რაც შეეხება ბევრი ტყვიის სროლას მე რამდენადაც ვიცი მც მაგ ამბავში ძალიან წინაა

saburtalo77
 
tarxanaდრო: შაბათი, 25.04.2015, 23:12:55 | შეტყობინება # 2472
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, ხო მარა მც არც იჟია და არც ტოზი

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
lebardeდრო: შაბათი, 25.04.2015, 23:17:34 | შეტყობინება # 2473
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოდა ჩემმა მტერმა იარა მაგით სანადიროდ:)

saburtalo77
 
akson777დრო: შაბათი, 25.04.2015, 23:21:46 | შეტყობინება # 2474
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde,
Quote lebarde ()
ხოდა ჩემმა მტერმა იარა მაგით სანადიროდ

გეთამხმები ეხლა მსუბუქ თოფებზე მიჩვეულს სანადიროდ ამსიმძიმე 3.7 კილოგრამიანი მც 21-12 რომ დამაკავო ვერ ვივლი , ადგილზე ვიბუქსავებ 069 :069: 069


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - შაბათი, 25.04.2015, 23:22:26
 
lebardeდრო: შაბათი, 25.04.2015, 23:31:05 | შეტყობინება # 2475
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ისედაც სტენდის თოფები მძიმეა და ძვირი ღირს. ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენის ადამიანმა ბევრი რამე უნდა მოიკლოს რომ 5000 იანი თოფი იყიდოს, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ არ ღირს ამ შემთხვევაში თანხის ესე ხარჯვა. ნორმალური თოფი 7-8 წელიწადი ინტენსიურად რო ინადირო, თავს არ აიტკივებს და ბევრად მეტსაც გაქაჩავს. არის თოფები რომელთა ფასი 50 000 ებს უკაკუნებს და მაშინ მე რომ ვთქვა უპირატესობას მათ ვანიჭებთქო ვერც ვერავინ იტყვის არაა ეგ კაი თოფები და ატა ჯობიაო. დღევანდელ დღეს საქართველოში უპირატესობა ენიჭება ხარისხის და ფასის კაი შეხამებას. მე მონადირეებზე ვლაპარაკობ და არა კოლექციონერებზე, ვისთვისაც თოფი სანადირო საშუალება კიარა, სულ; სხვა განზომილებაა. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავი მონადირეები, იმას ვირჩევთ რაც გავდგება. გული თუ გამისკდა ყოველი თოფის ძირს დავარდნაზე ან გაჩხაპნაზე ეგეთი ნადირობის დედაც ვატირე:) ამ თემას ქვია ვინ რომელ იარაღს ანიჭებს უპირატესობასო ხოდა მე დარწმუნებული ვარ უმრავლესობა იმას ანიჭებს რომელიც მას ანიჭებს სიამოვნებას და ადგება ზედმეტი გულის ფრიალების, ოჯახის ბიუჯეტის დაზიანების გარეშე. ეგეთები დღეს რუსული, თურქული და დაბალ ბიუჯეტიანი სხვა თოფებია. თორე ვიტყვი მეც ჰა, პერდეს ნანიჭებ უპირატესობასთქო. თუნდაც მოხდეს სასწაული და მაჩუქოს ვინმემ პერდე, რა ვუყო მერე მაგას?:))) კატერში მივაგდო კუთხეში გაღმა რო გადავალ თუ საბარგულში ვუკრა თავი გაზის ბალონთან საბრახუნოდ?:)) ხო დავიტანჯე მაგი რო ვატარო. უნდა დავკიდო კედელზე. ამიტომ ვამბობ რო უპირატესობა მონადირის მხრიდან ენიჭება იმას რასაც გულიანად იხმარს ზედმეტი ფოე ფოეს გარეშე, თორე მილიონები თუ გაყრია კაცს თავზე იმ პერდესაც უკრავ თავს ტალახში

saburtalo77
 
solomonდრო: შაბათი, 25.04.2015, 23:40:06 | შეტყობინება # 2476
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მც 8 ზეა მგონი საუბარი ხო? ეგ არი სპორტული როგორც ვიცი.

ისე akson777, მთელი ბავშვობა ჩიფსანით ვნადირობდი 3.9 არის წონა, მარა მერე რო ნორმალური თოფი და უფრო მსუბუქი რო დავიჭირე ხელში დავქროდი მინდორში, ჩიფსანმა ჩამომიგდო გვედები 069
 
lebardeდრო: შაბათი, 25.04.2015, 23:43:42 | შეტყობინება # 2477
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, 8, 6 ყველა მზიმეებია ეგენი

saburtalo77
 
besarionდრო: ორშაბათი, 27.04.2015, 15:10:34 | შეტყობინება # 2478
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, ვაზნა იყო 33 გრამიანი.ზუბერი.

დამატებულია (27.04.2015, 14:10:34)
---------------------------------------------
vajaevich, 1220 ლარად ვიყიდე მაგნუმში

 
akson777დრო: ორშაბათი, 27.04.2015, 22:03:39 | შეტყობინება # 2479
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ეს ბერეტა გავგიჟდი ისე მომეწონა! Beretta So6 EELL Izumi ქვია და პროსტა რა გრავირება აქვს შეხედეთ!






"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
tyupi007დრო: ორშაბათი, 27.04.2015, 23:01:49 | შეტყობინება # 2480
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ამაში რო ფულის გადახდა დაენანება კაცს 069 :069: gimili

დამატებულია (27.04.2015, 22:01:49)
---------------------------------------------
რა ღირს? 23 069


bazieri.ge

შეტყობინება დაამუშავა tyupi007 - ორშაბათი, 27.04.2015, 23:02:18
 
dato75დრო: ორშაბათი, 27.04.2015, 23:21:39 | შეტყობინება # 2481
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მუხლში ძალა უნდა გქონდეს, კარგი ძაღლი უნდა გყავდეს და თოფი ცალპირა რო გქონდეს მაინც მოკლავ ნადირს თუ ნადირობა სისხლში გაქვს გამჯდარი.
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 27.04.2015, 23:25:49 | შეტყობინება # 2482
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მესამე წელია მაქვს ჰუგლი იგლი აი ეს გასულუ წლეები სულ რუსული იჯ 58 ვნადირობდი.მწყერზე და ქათამზე ასიამოვნობს კაც ეგ მოდელი მსუბუქია მხარზე კარგად ზის და ეგრევე ღებულობ სამიზნეს.

monadire
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 00:01:22 | შეტყობინება # 2483
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, მომწონს ეგ თოფი 2.700 ხო?
 
vanoarchiდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 11:27:39 | შეტყობინება # 2484
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, მეც გეთანხმები მაგ საკითხში; ვის არ უნდა ხარისხიანი და „ძვირფასი“ თოფი ჰქონდეს, მეორე მხრივ პრაქტიკულობიდან გამომდინარე დაბალბიუჯეტიანი კარგად მორგებული თოფი ნადირობისთვის (მითუმეტეს ჩემნაირი მოყვარულისთვის) მგონი საკმარისია. თავის საქმე აკეთოს და რო არ დაზოგავ იმას ვგულისხმობ. ამას წინათ ჯაგებში წავიქეცი და ზედ დავეცი ჩემ ჰუგლუს, არც არაფერი მოსვლია და არც დამნანებია, ბერეტათი რომ წაიქცე კაცი ... 210e

HUGLU 103-C
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 11:37:33 | შეტყობინება # 2485
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე იჟ27 დავიწყე ნადირობა ძაან მიყვარდა ძაან უვლიდი გრავურებიც გავაკეთებინე და 5 წელი ვინადირე იმ თოფით მერე დავრეგისტრირდი ბაზიერზე დავიწყე რაღაცეების წაკითხვა და წავიდაა თურქულები მერე იტალიურები მარა თოფი მთავარია მოგწონდეს და გიყვარდეს აი ის იჟ27 ხო გავყიდე მარა ეხლაც მიყვარს ეგ თოფი რო ვნახო ვინმეს ხელში ისევ მოვეფერები და რაღაც ეხლა გული დამწყდა პირველი თოფი პირველი თოფია მაინც ძაან მომწონდა და ეხლაც მომწონს ასე რო არ აქვს მნიშვნელობა რა გიკავია ხელში ბერეტა თუ იჟი მთავარია მოუარო და არ გააბანძო რო სულ ლამაზი და კარგი იყოს ))

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - სამშაბათი, 28.04.2015, 11:37:41
 
besarionდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 13:07:48 | შეტყობინება # 2486
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი თოფი ბაბუის ნაქონი ცალპირიანი იყო და ეხლაც გაწმენდილ გაპრიალებული და ვალმოხდილი დევს კარადაში gimili და არასოდეს არ შეველევი.ჰუგლუებს რაც შეეხება მართლა კარგი თოფებია მაგრამ.ახალ შემოტანილებს რო 2000 ლარი დააბრეხვეს ფასი.სიმართლე გითხრათ მაგ თანხის ვერაფერი დავინახე მაგ თოფებში gimili
 
sulxaniდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 13:23:38 | შეტყობინება # 2487
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, კი ეგრეა.2.7

monadire
 
lebardeდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 14:31:49 | შეტყობინება # 2488
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, 2700 გახდა???? 1220 ად ვიყიდე 2 წლის წინ

დამატებულია (28.04.2015, 13:26:28)
---------------------------------------------
ააა წონა?:)))) წონა ხო, ეგაა

დამატებულია (28.04.2015, 13:28:56)
---------------------------------------------
დოლარმა რო მოიმატა, ეგრევე ავარდა ფასებიც, რუსულებს რატომღაც იმდენად არ დაეტყო და თურქულებმა მოიმატა ხოშიანად

დამატებულია (28.04.2015, 13:31:17)
---------------------------------------------
ჰუგლუ 104 მქონდა, სეზონამდე ვიყიდე, სეზონზე ბიძაჩემს გადავუფორმე ისე რო მე არც მინადირია და მერე ერთი ორჯერ ვიხმარე ეგ თოფი, ძალიან მომწონს და მინდა ჩემთვისაც, უკან ვეღარ წავართმევ და გამიხდა საყიდელი თავიდან:)

დამატებულია (28.04.2015, 13:31:49)
---------------------------------------------
რას გვიშვება ეს დოლარი 069


saburtalo77
 
solomonდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 14:35:19 | შეტყობინება # 2489
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი თოფი მაგარი თემაა:) ტულკით ვისვრიდი შაშვებზე.. მერე იყო მამაჩემის იჯ 43 რომლლითაც აქამდე ნადირობს მამა, უკვე ისე ვიყავით რო თოფს ვეღარ ვიყოფდით და აწ გარდაცვლილმა ბიძამ მაჩუქა ჩიფსანი 555, რომლითან 12-13 წელი ვინადირე, ჩემთვის უძვირფასესია ჯერ იმიტო რო გარდაცვლილი ბიძის ნაჩუქარია და მერე იმიტო რო ძალინ ბევრი გვაქვს ერთად გავლილი 166 ბევრი ნანადირევი და ბევრი მოსაგონარი.. ვერაფერში ვერ გავცვლი ყოველთვის ჩემთან იქნება! შარშან ძალიან მაგარი კონდახი გავაკეთებინე და რო მომენატრება ეხლაც დამაქვს სანადიროდ.

დამატებულია (28.04.2015, 13:35:19)
---------------------------------------------
lebarde, გილზებზე (ტყვია წამალი) რახდება ხოარ იცი? მოიმატა ფასები?

 
lebardeდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 14:43:04 | შეტყობინება # 2490
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, არ დამიხედია რო არ მოგატყუო მაგრამ მოუმატებენ აბა რას იზავენ, ძაან გაიზარდა დოლარი და ყველა პონტში მოემატება ცოტა

დამატებულია (28.04.2015, 13:43:04)
---------------------------------------------
ტულკა იყო ჩემი პირველი თოფიც და ნაბოზარმა ომონელმა ამახია პატარა ბავშვი ვიყავი ჭალადიდში მე მაგის დდდდდდ!!!!!!


saburtalo77
 
solomonდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 14:56:47 | შეტყობინება # 2491
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, ხო უეჭველი მომატებული იქნება.
იჯ 12 წაიღეს ეგრე ჩემი ზროსლი მეგობრის, დღესაც მისტირის.. სადღაც სამეგრელოში დაახიეს სად ზუსტად არ ვიცი.
 
lebardeდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 15:02:00 | შეტყობინება # 2492
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეჰ რაც მაგით ბატები მყავდა ნახოცი, რა კაი სანადირო იყო ადრე

saburtalo77
 
akson777დრო: სამშაბათი, 28.04.2015, 18:25:03 | შეტყობინება # 2493
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, 200 000 დოლარი ღირს მეგობარო. მე რომ მქონდეს მაგდენი ნამდვილად არ დამენანებოდა ამ თოფისთვის 166 069

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
beqaaდრო: სამშაბათი, 05.05.2015, 22:25:43 | შეტყობინება # 2494
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10

B.Berashvili
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 06.05.2015, 01:04:13 | შეტყობინება # 2495
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
beqaa, ნუ პოსტავ მხოლოდ სმაილბით მიიღებ გაფრთხილებას
 
besarionდრო: ხუთშაბათი, 07.05.2015, 19:10:45 | შეტყობინება # 2496
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ მეგობრებო ამ ახალ შემოტანილ ჰუგლუებს ფასები ხიეს.თვით თურქები დარჩნენ გაკვირვებულები ნუთუ მართლა ასეთი კარგი თოფები გავაკეთეთო 36_1_69 .ვაი მაგათ პატრონს..რა აქვს მაგ თოფებს 2000ლარის..ალბათ ის რომ კალაპოტზე ორი ცალი ფლამენგოს თავიანი იხვებიაქვს მიჯღაბნილი 069

დამატებულია (07.05.2015, 18:10:12)
---------------------------------------------
რაშობა მოკლედ ეს დოლარი და ზოგი გურჯის გაუმაძღარი გული!

დამატებულია (07.05.2015, 18:10:45)
---------------------------------------------
თუ მუცელი

 
akson777დრო: ხუთშაბათი, 07.05.2015, 22:27:38 | შეტყობინება # 2497
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion, სურათი დადე, რომელ მოდელზე ამბობ ? gimili

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
besarionდრო: ხუთშაბათი, 07.05.2015, 22:52:06 | შეტყობინება # 2498
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, შედი ძამა ვესტერნის საიტზე და სურათიც ბევრია და გაბერილი ფასიც.მე ხელში მეკავა ვატრიალე აქეთ იქეთ მარა 2000 ლარის ვერაფერი ვუპოვე gimili

დამატებულია (07.05.2015, 21:49:28)
---------------------------------------------
როგორც გავიგე ეგ თოფები თურქეთში ათასი ლირა ღირსო..ეხლა წარმოიდგინე რამდენი აქვს აქ ზედმეტი მირახუნებული gimili

დამატებულია (07.05.2015, 21:52:06)
---------------------------------------------
ეჰ სამომავლოდ მემგონი მართლაც სსრ ის თოფს დავუწყებ ძებნას თუ ვნახე კარგ მდგომარეობაში სადმე..მარა მაგასაც აუწევენ გვარიანად ფასებს ალბათ gimili

 
stoeger1დრო: ხუთშაბათი, 07.05.2015, 23:01:46 | შეტყობინება # 2499
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო აქ ვალტერის ფირმის თოფი არავისააქ ზოგი აქებს ზოგი აძაგებსს
 
besarionდრო: პარასკევი, 08.05.2015, 00:00:25 | შეტყობინება # 2500
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[b]stoeger1[არგირჩევ ჩემს ახლობელს ჰქონდა და დატანჯა.ძალიან ხშირად ჭედავდა ვაზნებს

დამატებულია (07.05.2015, 23:00:25)
---------------------------------------------
[b]stoeger1[არგირჩევ ჩემს ახლობელს ჰქონდა და დატანჯა.ძალიან ხშირად ჭედავდა ვაზნებს

 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика