23:01:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას?
xedosდრო: ხუთშაბათი, 14.05.2009, 04:14:58 | შეტყობინება # 151
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია, ჩვენს პირობებში სწორი არჩევანია. მე მასე ვფიქრობ 167
 
Maverickდრო: ხუთშაბათი, 14.05.2009, 11:29:16 | შეტყობინება # 152
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქარავანში იარაღის ახალი პარტია შემოიტანეს, ტოზ120 800 ლარიდან, იჟ 27 900 ლარიდან
 
landiaდრო: ხუთშაბათი, 14.05.2009, 13:42:49 | შეტყობინება # 153
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მავერიკ 800 სიდან ზემოთო?და რითი განისაზღვრება ფასი?ყველაზე ძვირი რა ღირდა?
 
Maverickდრო: ხუთშაბათი, 14.05.2009, 15:07:47 | შეტყობინება # 154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე ძვირი რა ღირს არ ვიცი, მაგრამ ფასი იწევს ტექნიკური მახასიათებლების და დიზიანის ხარჯზე, მაგალითან წიფელის კონდახის ფასი განსხვავდება კაკლის კონდახისგან და ა.შ.
მე დამირეკეს და მითხრეს რომ მიიღეს, მისვლით ჯერ ვერ მივედი
 
landiaდრო: ხუთშაბათი, 14.05.2009, 16:53:39 | შეტყობინება # 155
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია,გაიხარე.

დამატებულია (14.05.2009, 15:53:39)
---------------------------------------------
ტოზ 34 ტი რაღირს ხოარიცით?

 
gogita12დრო: პარასკევი, 15.05.2009, 00:49:21 | შეტყობინება # 156
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, ასე გამოდის რომ იჟ-27 ჯობს ? მაინც ლიდერია?

დამატებულია (14.05.2009, 23:49:21)
---------------------------------------------
ფასიდან გამომდინარე?

 
krimanjuliდრო: პარასკევი, 15.05.2009, 02:18:14 | შეტყობინება # 157
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტოზ 120ის წინამორბედად ტოზ 91 გვევლინება რომელიც სტარუხინის ხელმძღვანელობით შეიქმნა .2000წლიდან გამოდის და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა პსტსაბჭოთა ცივრცეში...ჩვენთან ასე თუ ისე მაინც ნაკლებად ცნობილია.ტოზ 34 მონადირეთა წრეებში ყავდათ მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც..მის პლიუსად ლულებს მიიჩნევდნენ და მინუსად მთლიან სისტემას ჩამკეტს,დამრტყმელ დამრტყმელ დამშვებ სისტემას ,,ხშირად ტყდებოდა ჩახმახის მომჭიმავი ...თითქმის არ შემხვედრია ტოზი ეგ რო არ ჰქონოდა განატეხი..აგრეთვე მისი ცოტა უცნაური ნახევარწრიული მშვილდები ხშირად ვარდებოდა ბუდიდან და რამოდენიმე გასროლის შემდეგ ’’ასეჩკას’’აძლევდა..ეგ მექანიზმი ტავიდანვე სეიქმნა რო თოფი ყოფილიყოადვილიად ასაჭყობი და დასაშლელი..ამის ხარჯზე რო ცივიო ანუ ლულის ყბა ბოლტით იყო მიმაგრებული ლულაზე.მისი მდგრადობის საფუძველს იძლეოდა..კიდევ ამ მდგრადიბის ხარჯზე..ცივიოს ხე დათხელდა და უფრო დახვეწილ ფორმაში იყო წარმოდგენილი..რაც ტავის დროზე მართლაც ახალი სიტყვა იყო რუსულ იარაღწარმოებაში...მტლიანობაში თოფმა დროის გამოცთას ვერ გაუძლო..მისმა ერთადერთმა რუსულმა კონკურენტმა თამამად შეიძლება ითქვას ჩაძირა..რუსებმა წარსულის გონივრული ანალიზი გააკეთეს და მთლიანად შეცვალეს თოფის კონსტრუქცია.ისე რო გარეგანი მახასიათებელი, დიზაინის ელემენტები შეინარჩუნეს..ლულა მოთავსთა უკვე მდგრად კალაპოტში..ანუ ამით მტავარი მინუსი გაანადგურეს..ამას ცუდი ის მოყვა რო ცივიო მოსახსნელ კონსთრუქციაზე გადააწყვეს და მდგრადობის მიზნით გაამსხვილეს(ერტი მინუსის გამოსწორებით ერტი პლიუსი გააბათილეს)
 
xedosდრო: პარასკევი, 15.05.2009, 02:21:37 | შეტყობინება # 158
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენიმე თვის წინ ტოზ 200 ვნახე, თუ არ ვცდები "დიანა"_ში და 2000 ღირდა. ფასში ამხელა განსხვავება რატოა?
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 15.05.2009, 04:07:58 | შეტყობინება # 159
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალი ტოზ120 ერთერთ პრიორიტეტად მისიცალფეხიანი დამრტყმელგამშვები სისთემა გვევლინება.ეხლა უკვე სეგიძლია ახალი მექანიზმის წყალობით თავად აკონტროლო რომელი ლულიდან გსურს გასროლა,ეს ნამდვილად კარგია,
ახალი ლულები ორ სტანდარტად დაიყო--710მმ და 750მმ.ორივე ლულა და საგილზეები ქრომირებულიაქვს.ლულის ჩოკური სევიწროვებები შეიძლება იყოს0,0მმ 0.25მმ 0.5მმ 0.75მმ 1.0მმ
გამოდის როგორც ცალფეხიანი , ასევე ორიანიც,დახურულ ჩახმახებს გააჩნიათ აგრეთვე ჩიდა დამცველი მექანიზმები რაც მის შემთხვევითი გასროლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.გასროლის შემდეგ გილზებს იჟექტორი ამოისვრის, თოფის მთლიანი სიგრძე 1180მმშეადგენს.წონა3,4კილოგრამს. კონდახი დაცივიო მზადდემა როგორც კაკლიდან ასევე წიფლიდან.მომავლისთვის დაგეგმილია თოფის მოდერნიზებული სასტენდო ვარიანტების გამოშვება.კიდევ თუ კარგად მახსოვს სადღაც ამოვიკითხე ეჟექტორებთან დაკავშირებით რო თუ გილძმა დაკრა ანუ არ გავარდა, ეჟექტორი მას არ ამოისვრის.მოქმედებაში მხოლოდ გასროლის შემთხვევაში მოდის...ისე ეგ სისტემა დასავლეთელ კონსთრუქტორებს კარგა ხანია აქვთ დანერგილი და საკმაოდ წარმატებითაც ,,მაგრამ მებადება კითხვა რატო უნდა დაკრას?(ესეთ რაღაცას იმიტომ იგონებ რო საკუთარი იარაღის იმედი არ გაქვს კაცს)რავიცი ვინმეს თუ უფრო კონკრეტულად აინტერესებს რაიმე შევეცდები გავცე პასუხი..

დამატებულია (15.05.2009, 02:43:17)
---------------------------------------------
ფასში ამხელა განსხვავება რატოა ნამდვილად ვერ გეტყვი მაგრამ მცრე მიმოხილვას გაგაცმობ , მანამდე ჩემ აზრს მოგახსენებთ..საერთოდ ცნობილი იარაღის ფირმები და მეიარაღეები ახალ მოდელზე გადასვლამდე გარდამავალ მოდელს ქმნიან, ეგ იმიტო რო ნახონ და დაადგინონ მიდიან თუ არა სწორი ხაზით ,,გააკეთონ ანალიზი. დახვეწონ ახალ მოდელში წარმქმნილი მინუსები და რაღაც ჩავარდნა და სუსტი წერტილი გააუმჯობესონ..ამას მიმართავს იგივე იჟმეხიც კი.ეხლა რაც შეეხება ტოზ200.გარეთა დიზაინი აშკარად უფრო ელეგანტური და სოლიდური გახდა,,.პირველად რო ვნახე სურათსი ვიფიქრე ჭკვიან კაცს უმუშავიაო ,, მაკლები შვერილები აქვს თობს რაც მის პრაქტიკულობასე უსვამდა ხაზს..ზედმეტი არაფერი გავიფიქრე პირველად მაგეამ რამდენადაც გარეთა კონსტრუქციაზე იმუშავეს იმდენად შიგნით ჩაისვარეს(მაგ სიტყვის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე) დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არამც თუ ტოზ120 არამედ ისევ ძველი34 დააყენეს(!!!) ცივიო თუ ტოზ 34 გარეთა ბოლტებით ტუ ჭანჭიკებით ქონდა ლულაზე მომაგრებული, ამატმა ქვემოდან მიაშურუპეს...და ისევ ძველ სისულელეზე გაამახვილეს ყურადღება რო გადაიხსნას თოფი ცივიოს მოუძრობლად. და უფრო სულელურიო მექანიზმი გამოიდონეს, სურათებსაჩ დავდებ და თავად დარწმუნდებით,,,როგორ კონსრუქტორების აზრები წავიკითხე -თოფები სპორთული ნადირობის მყვარულებისთვის და სდენდავიკებისთვის მზადდებაო..მივხვდი რო მაგრა უბერავენ,ამას ინით ასაბუთებენ რო სტენდზე მისული მსროლელი ამ თოფს უფრო მალე ააცყობს ისეთი კონსტრუქციააქვსო..ერტი სიტყვით მმე ეგეთი შტაბეჭდილება მრჩება როცივიოს მოსახცნელი მექანიზმი არც აციეს , არც აცხელეს და პირდაპირ თოფის კალაპტზე დაამაგრეს,ლულასე კი რაღაც გაუგებარი პეტლი ჩამოკიდეს,,ეს თოფისულაც არ მიტოვებს მე მდგრადობის და გამძლეობის შეგრძნებას,,თან კიდეუარესი მხოლოდ მაგნიუმებს უშვებენ..თოფის განვითარება გამიგია..ჩავარდნები მაგას კი არა ბრაუნინგს ქონდა მაგრან გურულების არ იყოს ამფერი აფერი არ გამიგია

დამატებულია (15.05.2009, 03:00:39)
---------------------------------------------
თან იმდენად მაგნიუმი გახადეს რო მთელი ერთი მილიმეტრი წაუმატეს საგილზეში75 მაგივრად 76ია.რავიცი ეგ მხოლოდ ჩემი აზრია.რო ეგ თოფი ტოზის სირცხვილია,ან მაგის კონსტრუქტორია ქარხნის დირექტორის ბიძაშვილი
[img][/img]

[img][/img]

[img][/img]

დამატებულია (15.05.2009, 03:05:52)
---------------------------------------------
ეხლა ვკითხულობდი თავად რუსების აზრს რუსულ ფორუმზე და ერთი წერს---თოფში მთავარია საიმედოობა,ხარისხი, ბალისთიკური მონაცემები .მყარი კონსთრუქცია და ბალანსირება---აი ესენი კი კონკრეტული პრობლემებია ტოზ200ის---ამაზე კარგად რაღა შევაფასო

დამატებულია (15.05.2009, 03:07:58)
---------------------------------------------
მე დავიღალე..წავედი დავიძინე s0524 2

 
landiaდრო: პარასკევი, 15.05.2009, 14:48:52 | შეტყობინება # 160
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაპერსჰი გეტანხმები კრიმანჭული,მაგრად ჩაისვარეს 200 გამოშვებასში მხოლოდ დიზაინიაქ ლამაზი ისე ნაგავია სუფთა.ყველაზე 120 სულ სხვაა მართლა კარგი თოფია ეგ მეშევაფასე 1 წლის წინ:)))34 ხო მაგარია და მაგარი")ერთი ნაკლი აქ რო მშვილდები უყენია და უტყდებათ,ჩემი თოფი 23 წლისაა და ჯერ არაპერი დამართია ახალივითაა მთლიანად ფუიფუი ფუი თვალი არეცეს:))სამაგიეროთ ლულა აქ უმაგრესი.
 
gogita12დრო: შაბათი, 16.05.2009, 15:18:57 | შეტყობინება # 161
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ე. ი. საცვლელი ჩოკებით იჟ-27?
 
krimanjuliდრო: კვირა, 17.05.2009, 00:13:30 | შეტყობინება # 162
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
19491954წლებში იჟევსკის მექანიკური ქარხანა უშვებდა თავის დროზე პოპულარულ იჟ49 რაომელიც თავის დროზე იგივე საუერიდან გადმოამღერეს რუსებმა.საკმაოდ კარგი თოფიც გამოვიდა ან ცუდი რატო უნდა ყოფილიყო ....1951 წლიდან ქარხანამ ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა და 1954წელს მზის შუგზე ახალი მოდელი იჟ 54 გამოვიდა,,ციფრებს თუ დააკვირდებით მიხვედებით რომ გამოშვების წლებს მიუთითებს.
ჰორიზონტალურად განლაგებული ლულების სიგრძე თავიდან 750მმ დამოდიოდა, შემდეგში 730მმ.საგილზე 70 მმ.ჩოკური შევიწროება მარჯვენა ლულისთვის იყო 0.5+-0.05მმ და მარცხენასი1.0+-0.05 ანუ ჩვეულებრივი ჩოკი და ნახევარჩოკი.
გარეთა ლულის დაფარვისთვის გამოიყენეს შავი ნიკელი(ესეთი რამე მეც პირველად მესმის მაგრამ რუსებს ეგრე უწერიათчерным никелем;)ლულა შიგნიდან საგილზეებიანად ჰრომით არის დაფარული.იჟ 54 ის შიდა მექნიზმების განხილვით თავს არ მოგაბეზრებთ და ისევ მცირე მიმოხილვას გავაგრძელებ...54 გამოდიოდა ეჟექტორების გარეშე.ჩახმახები თოფის გადახსნისას ყენდება ფეხზე..ამ მოდელში დაინერგა დამჩველის-კნოპკის ისეთი მოქმედება როდესაჩ თოფი იხსნება კნოპკა ავტომატურად იკეტება რაც თოფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს..იმდენად კარგი კონსტრუქცია აქვს დამცავ სისტემნას რო კონდახით რაიმეზე ძლიერი დარტყმაც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თოფის გავარდნისა..კონდახი ჩვეულებრივად კაკლისგან და წიფლისგან მზადდებოდა.კონდახის ფორმა გამოდიოდა პირდაპირიც და ფისტალეტურიც.თოფი საშუალოდ 3.2-3.6 კილოს იწონიდაქარხნული გარანტია 7500გასროლა იყო..იქნებ საინტერესო იყოს ეგ ინფორმაციაც....მაღაზიაში სამი სახით იყიდებოდა,პირველი ანუ რიგითი თოფის ფასი იყო90 მანეთი.გაუმჯობესებული ვერსიისთვის 120 მანეთი უნდა გადაგეხადა, აგრეთვე იყო იშვიათ მოდელებად წოდებული თოფები( რომლებსაც საექსპორტო თოფებად ხშირად მოიხსენიებდნენ და ამას ჩემი აზრით მხოლოდ პიარის ხასიათი ქონდა)მასში მონდომებულ მონადირეს 170-250 მანეთი უნდა გაემეტებინა.
54 გამოდიოდა თხუთმეთი წლის განმავლობაში.როგორც ჩემი მოპოვებულ ინფორმაციაში ამოვიკითხე თავის ისტორიაში ნახევარი მილიონი იჟ 54 გამოუშვოათ.აქედან 70 000საზღვარგარეთ გააგზავნეს ექსპორტზე.
იჟ 45 იყო პირველი რუსული სამამულო წარმოების თოფი რომელიც შიდა ჩახმახებზე გამოუშვეს საბჭოთა კავშირში, და ესეთი მაშტაბურ წარმოებაში ჩაუშვეს.მან დიდი მოწონება დაიმსახურა მაშინდელ მონადირეებში და პრინციპში სხვაგვარად არც შეიძლებოდა. უცხოურ თოფს აქ ვინ შემოიტანდა და მონადირეს რისთვის უნდა შეედარებინა 54?

დამატებულია (16.05.2009, 23:13:30)
---------------------------------------------
[img][/img]
აბ კიდე ვის რა გაინტერესებთ?

 
giorgparkauliდრო: ორშაბათი, 18.05.2009, 10:58:41 | შეტყობინება # 163
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mymarket-ze

დამატებულია (18.05.2009, 09:58:41)
---------------------------------------------
mymarket ze ჰოლანდი რო დევს პიზიკურად ვინმეს ხო არ გინახიათ?? ძაან მომეწონა!!! 167

 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 19.05.2009, 00:13:23 | შეტყობინება # 164
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟების ისტორიაში გამოდიოდა ხოლმე ისვიატი მოდელები რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ აგრძელებდნენ არსებობას ეგეტივე მოდელად შეიძლება მივიჩნიოთ იჟ 47 რომელიც შეიძლება ბევრს განაგონიც არ ქონდეს არადა ამ დროს ერთერთი კველაზე ძვირად ღირებული თოფი იყო დამზადების მხრივ , ის მაღალხარისხიან დანადგარებს მოითხოვდა და ხარისხის ოდნავი დაცემაც თოფის ავტომატურ დაბრაკვას გნაპირობებდა. მისი წარმოებიდან მოხსნაც საბოლლოოდ სწორედ მაგან განაპირობა,ახალი გზები დაინერგა რაც ახალი სისტენის რომელიც იჟ 54 მოდერნიზებული ვარიანტის სექმნას გულისხმობდა.ამავე დროს შეიქმნა იჟ 26 და საბოოლოოდ იჟ 58 ზე შეჩერდნენ თუმცა იჟ 26 და იჟ 54 კიდევ კარგა ხანს გამოდიოდა, მოკლედ მაგათზე სხვა დროს , იჟ 57 1957წელს გამოვიდა და მხოლოდ ორი წელი გამოდიოდა მხოლოდ 16 კალიბრის,(მე პირადად ეგ თოფი არ მინახავს იმდენად იშვიათია)ის იჟ 54 ბაზაზე აეწყო.ჩამკეტი სისტემა გრინერის კონსტრუქციაზე დაყრდნობიტ გააკეტეს. ჩახმახის დამრტყმელი სისტემაც გადაკეთდა.გამოდიოდა სტანდარტული ჩოკური სევიწროიებით, ჩოკი და ნახევარჩოკი.თოფის წონა 3-3.25 კილოს შეადგენდა.როგორც იჟ 54 მასაც 7500გასროლა ქონდა საგარანტიო მონაცემში..იყო იშვიათად 10000 გასროლის გარანტიით.მონადირეებში კარგი თოფის სახელი დაიმკვიდრა , აწარმოებდნენ სერიულად,

დამატებულია (18.05.2009, 23:13:23)
---------------------------------------------
[img][/img]
[img][/img]

 
giorgparkauliდრო: სამშაბათი, 19.05.2009, 20:29:46 | შეტყობინება # 165
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი რა რუსების ქალების მეტი არაპერი არ ვარგა, cvd- magaria, გლუვლულიანი ...........პას........

დამატებულია (19.05.2009, 19:27:40)
---------------------------------------------
23

დამატებულია (19.05.2009, 19:28:47)
---------------------------------------------
შენ არაპერ შუაში ხარ, საერტოდ ვიძახი რ მეგობარო 39

დამატებულია (19.05.2009, 19:29:46)
---------------------------------------------
72k

 
gogita12დრო: სამშაბათი, 19.05.2009, 23:03:23 | შეტყობინება # 166
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე იარაღი ყველა კარგია რომელიც გაქვს............ 23
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 11:01:50 | შეტყობინება # 167
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსების გლუვლულიანებს ჩემზე მეტი მტერი თუ ყავთ არ მგონია, ჩემი კომენტარები წაიკითხე წინა გვერდებზე და ნახავ,,, რუსულ თოფებზე უბრალოდ ვწერ.. ბოლობოლო 70% მაგით ნადირობს.ეგ თოფების ისტორიაა და მეტი არაფერი..მამაჩემის და ბაბუაჩემის თაობას შენ ვერ გააგებინებ რო უკეთესი იარაღი არსებობს ვიდრე რუსულია, ხოდა მაგათვის ვწერ... პრინციპში ჩვენთვისაც, იმითო რო თუ არ იცი კაცმა რუსული თოფის ისტორია, მისი პლიუსები და მინუსები,, მასინ საიდან უნდა მიხვდე ან სეადარო სხვა ტოფებს და გამოიტანო დასკვნა ეს სჯობია თუ ის.. ხო ხედავ პროცენტულად ფორუმზე ახალგაზრდები ლიდერობენ , რომლებსაც ჯერ საკუთარი თოფი არ შეუძენიათ მოდი მომეხმარე წერაში და ავუხსნათ რატომ სჯობია რუსულს უცხოური და იმ ზოგიერთ უცხოურს რუსული..
ქალებში გეთანხმები 166

დამატებულია (20.05.2009, 09:51:27)
---------------------------------------------
[img][/img]
ეს რო იჟს სჯობია ყველამ იცის...მაგრამ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით30% ვერ აგიხსნის რატო...
[img][/img]

დამატებულია (20.05.2009, 10:00:52)
---------------------------------------------
77GOGA77, ახალ გამოშვება ტოზებში რას გულისხმობ ,უფრო კონკრეტულად . ტოზ 120ებს?..ეგ მოდელი 2008დან გამოდის და წლევანდელ მოდელებს რა ხარისხი აქვს და როგორი მარკის ფოლადი მაგას ვერ გეტყვი..მაღაზია ქრავანს მიაკითხე. მანდ მიიღეს ახლები და ლაივში უფრო კარგად გაერკვევი ვითარებაში. რაც შეეხება მექანიზმებს და ენერგოკონსტრუქციას მაგაზე ზემოთ წერია...

დამატებულია (20.05.2009, 10:01:50)
---------------------------------------------
2008 დან კი არ გამოდის შემეშალა- 2000 იდან გამოდის.

 
giorgparkauliდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 12:12:58 | შეტყობინება # 168
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰოლანდ-ჰოლანდის ვიდეო ვიცი რო გექნება ნანახი,იარაღის გაკეთებაზე როა ქარხანაში, აი მადას ვაყურებინოთ 167 და მანდ დამთავრდება ყველაფერი 39
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 14:12:18 | შეტყობინება # 169
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოკითხვაში რომ რუსულ იარაღს რომ პირველი ადგილი უკავია რა ხდება ნეტავი?დავიჯერო ერთ მხარეს რომ ჯეიმს პერდე ან ჰოლანდ-ჰოლანდი ან მერკელი და მეორე მხარეს რომ იჟი ან ტოზი იყოს ასარჩევად,მაინც რუსულს აირჩევენ? 25
 
gogita12დრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 21:40:14 | შეტყობინება # 170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, მე ჩეხური თოფი მაქვს J. NOWOTNY A PRAGUE. ნოვოტნი იყო ჩეხი იარაღმწარმოებელი, არცისე ურიგო, ჩემი თოფი უკვე 5 წელიწადში საუკუნის გახდება. ბაბუაჩემის დატოვებულია და კარგად მოვლილიც არის მის ასაკთან. უბრალოდ მეცოდება ამ თოფით მასიური ნადირობა და მიტომ მინდა ახალი თოფის ყიდვა. მეც ვიცი რომ რუსულ თოფს დანარჩენი ყველა ჯობია მაგრამ ჩვენს მაღაზიებში მეტს ვერ იყიდი.. არის რაღაც თურქულები ბენელის ბაზაზე აწყობილიო, პერაზის ბაზაზეო და ეგეთები. არ ვარგა არცერთი. გერმანიაში სპეციალურად აქ სამინისტროში აღებული ცნობებით ვიყავი წასული, ესენში ზაუერის მაღაზიაში მინდოდა თოფის ყიდვა მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ჰორიზონტალური ლულებით 2000 ევრო დააფასა პლიუს გამოგზავნის გარეშე არ შეიძლებოდა წამოღება, მერე განბაჟებაც რომ დაუმატო კი ადიოდა 4000 ევრომდე,.

იტალიაში პერაზის მაღაზიაშიც იგივენაირი ფასები იყო......

ასე რომ არ არი გასაკვირი საქართველოში კაი თოფი ერთეულები იყოს.

 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 22:22:07 | შეტყობინება # 171
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, ესეა საქართველოში სიტუაციის ბრალია თორე ხალხს რო აუხსნი და დაუსაბუთებ რა გგონია კარგს და ცუდს ვერ გაარჩევენ,უბრალოდ სიიაფის გამოოა რუსული თოფი ჩვენში პოპულარული..მე ელიტაზე რო არ გავიქაჩო და უბრალოდ მაღალი კლასის დაბალხარისხიანი თოფი ვიყიდო , მაგალითად MERKEL 2002ის უგრავირებო მაგრამ სპეციალური ფერადი გალვანიკური ფაქტურის 4700 ევრო მიჯდება ყველაფრიანად, მაგრამ ეგ ფული რო მქონდეს . ერთ უბრალო თოფს( ტოზ 120)ერთ უბრალო ჯიპს( სუზუკი ვიტარა 1.6იანი)და ტყვიაწამალსაც ვიყიდდი კაი სეტერპოინტერიანად.საშვალოდ კარგი თოფი 5000ევრო ჯდება.მანდ უკვე გემოვნების ამბავია.BERETA- PERACCI-BRAUNINGI- MERKELI-ZAUERI-BENELI-WINCHESTERIმოგდის მაგ ფასში.ინდივიდუალურ დაკვეთებს არ ვგულისხმობ...მეტნაკლები ხარისხი მოგივა რა.მე ამ თოფებში და ამ ფასში მერკელს ავარჩევდი..თუმცა ვიცი რო იტალიელებს უფრო დახვეწილი და ბალანსირებულიდიზაინ კონსტრუქცია აქვს. მე მერკელში ის რაღაც მახასიატებლები ტუნდაც რაღაც მომენტში უხეში ფორმები და საოცარი მდგრადობა და პრაქტიკულობა მომცონს. გერმანული საფანტის გაშლის სტილი(ცენტრში მეტი საფანტის შემჭიდროვება) და ასე შემდეგ .სხვას იტალიური ან ამერიკული.მისი დახვეწილი დიზაინის და გრავირების გამო,მაგალითად შეილება პერაცი მარტო მექანიზმის ამოუწურავი რესურსის გამო მოგეწონოს და ასე შემდეგ.როგორც სახლში დატენილი ვერ შეედრება მაღალხარისხიან ფაბრიჩნს ისე ვერ შეედრება1000ლარიანი რუსული თოფი 5000თუნდაც ლარიან კარგ თოფს...(ინგლისელები კი არ გამომრჩა უბრალოდ აღარ ვახსენე თუნდაც ფასის გამო)გავაკეტოთ თუ გინდათ ეგეტი სედარება --მერკელით ვისროლოთ SCHONEBEQის 5მარკიანი გილზი და იჟ 27 სახლში საუკეთესოდ დატენიული გილზი....აღარ გავაგრძელებ შედეგს ყველა კარგად მიხვდება...ამიტო ის იაფიანებიც კარგად უნდა ვიცოდეთ რო ცუდში უფრო ცუდი არ ვიყიდოთ...ყველამ დაწერეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით...მგონი აქტუალური თემაა
 
Maverickდრო: ოთხშაბათი, 20.05.2009, 23:34:33 | შეტყობინება # 172
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vato, გვჯერა მეგობარო, თხოვნა გვაქვს წერე ქართულად
 
gogita12დრო: ხუთშაბათი, 21.05.2009, 00:04:14 | შეტყობინება # 173
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, იყიდება საქართველოში ორიგინალი უცხოური თოფები?
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 21.05.2009, 00:18:26 | შეტყობინება # 174
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი როგორ არ იყიდება..დიანაში, მაგნიუმში,ქარავანში.....თითქმის ყველა სერიოზული მაღაზია ყიდის .მაგათსაც ყავს თავიანთი მომხმარებელი.თან შეგიძლია მიხვიდე მაღაზიაში გადაშალო კატალოგი , აირჩიო, მოდელი,მარკა, დაიანგარიშო ტავიდან ბოლომდე იქ რა ღირს-- გზა--განბაჟება--გაფორმება,,შენ რო ჩამოიტანო უფრო ძვირი გიჯდება, უკვე სამინისტროდან გინდა ნებართვები, ამიტო მაღაზია კარგი საშუალებაა მაგ მხრივ,მას ეგ პრობლამა მოგვარებული აქვს, ვადასაც გამოგითვლიან როდის ჩამოგივა თოფი აქ და ასე შემდეგ,თანხას გადაიხდი წინასწარ.მგონიმახევარზეც თანახმანი არიან ბეს ვარიანტში...განვადება და ასე შემდეგ, შენ ოღონდ ეგ უთხარი ფული მაქვს და თოფის ყიდვა მინდაო და დანარჩენზე არ შეგაწუხებენ, აბა რისი მაღაზიაა ეგ თუ არ გააკეთა , თან ამ კრიზისის ფონზე ხო საერთოდ., შეიძლება სანადიროთაც გამოგყვნენ და გილზები მოგაწოდონ ...
 
gogita12დრო: ხუთშაბათი, 21.05.2009, 00:20:19 | შეტყობინება # 175
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ იცოცხლეთქვა, გილზებს არ დაგაკლებენ........
 
landiaდრო: ხუთშაბათი, 21.05.2009, 12:58:07 | შეტყობინება # 176
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაღაზია გლოკი " ხოიცი გოგიტა ?დინამოს ცენტრალური შესასვლელის წინაა.ბენელი ახლოდან მანდ ვნახე:)))))))))))))))))))))) 36_1_69
 
shotkaდრო: პარასკევი, 22.05.2009, 14:41:01 | შეტყობინება # 177
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლობოლო გავრისკე და ტოზ-120 ავიღე. აწი უფრო გვეცოდინება ტოზ-120-ის შესახებ. მედა კრიმანჭულიმ შევარჩიეთ და ახლა გაფორმებას ველოდები. აქ სტენდი არის სადმე რომ შევამოწმო?
 
Maverickდრო: პარასკევი, 22.05.2009, 15:02:24 | შეტყობინება # 178
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავ shotka, მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა, სტენდი შესამოწმებლად თბილისის ზღვაზე
 
Adminდრო: პარასკევი, 22.05.2009, 15:14:01 | შეტყობინება # 179
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე თბილიში კარგი სტენდი გაქვთ (დღევანდელობის პირობაზე).ინსტრუქტორიც უძლიერესია,ერთხელ მოვხვდი მანდ შემთხვევით და ძალიან მომეწონა.ერთი თეფში 50 თეთრი ღირს.თუ ვინმეს დაგაინტერესებთ,შემიძლია კორდინატების დადგენაც.(პირად შეტყობინებაში მომწერეთ)
 
landiaდრო: პარასკევი, 22.05.2009, 17:38:30 | შეტყობინება # 180
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავ ძმაო შოთიკო მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა.ბევრი ნადირ ფრინველი მოგებადირებინოს 166 კარგი არჩევანია
 
shotkaდრო: პარასკევი, 22.05.2009, 17:56:48 | შეტყობინება # 181
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარეთ ბიჭებო,დიდი მადლობა მოლოცვისთვის და თქვენთვისაც მალე მომელოცოს ისეთი თოფები,როგორიც თქვენს გულს უხარია. მე მერკელის ფანი ვარ და თუ ცხოვრებაში მომეცემა შანსი,რომ ვიფიქრო ჩემი ოცნების თოფის შეძენაზე, მერკელზე ერთი წამითაც არ დავფიქრდები. (რათქმაუნდა ახალზე) loony1 loony1
 
gogita12დრო: პარასკევი, 22.05.2009, 19:44:12 | შეტყობინება # 182
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka, გილოცავ ძმაო. წარმატებულად გამოიყენე ნადირობისას.....
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 26.05.2009, 01:03:00 | შეტყობინება # 183
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Flagman, ჯერ ქართულად წერე, მერე სურათი დააგდე რო შევხედოთ და შეგიფასოთ, და მერე გაგიმარჯოს....... კიდევ მიზეზზია საინტერესო : რატომ ყიდი?
 
gogita12დრო: ოთხშაბათი, 27.05.2009, 00:23:22 | შეტყობინება # 184
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, [img][/img] ამ თოფზე რას იტყვი ცუდს? მგონი არ უნდა გაეფუჩებინა ხარისხი......
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 27.05.2009, 02:10:20 | შეტყობინება # 185
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს რა თობია??? გერმანული სტილის ჩამკეტი უჩანს ზედა პალეცი. მოსხსნელი გვერდითი დაბფებით.ესეთივე მერკელსაც აქვს გამონაშვები, ისე ზაუერის ერთ მოდელს ჩამოგავს.თუმცა კალაპოტის ქვედა ჩამკეტი ენსონ-დილეისას მიუგავს კონდახიც ინგლისურ სტილში პირდაპირი აქვს...ხელით ნაკეთი როა ფაქტია. ხის ხარისხი ხო უმაღლესი ზედაპირს ეგრე ინგლისელები ამუშავებდნენ.აქედან რაც სჩანს ოსტატის ხელმოწერის ალამიც არის.. გრავირება არარელიეფურია თუმცა ორფერი რითაც იტალიელები გამოირჩევიან , მაგარი არეული და ნაზავი თოფია. გვერდითა დაფაზე რაღაც გადამრთველი მოსჩანს , ესეთი რაღაც ზაუერისა და მერკელის ტრაინიკებში(სამლულიანი)შემხვედრია ძირითადად და მისი დანიშნულებაა ქვედა მესამე ლულის მუშა მდგომარეობაში მოყვანა,კარგი თოფია , უბრალოდ კალაპოტისა და კონდახის გადამბმა არ მომწონს. დიზაინის ამბავში.რავიცი მე მაინც გერმანული მგონია ეგ... ჰეე ეხლა გვითხარი რა თოფია. რაც შეეხება ცუდის თქმას , რომც ვთქვა ვინ დამიჯერებს.....
 
Flagmanდრო: ოთხშაბათი, 27.05.2009, 13:09:42 | შეტყობინება # 186
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატომ ვყიდი და ფული მჭირდება, უმუშევარი დავრჩი და ოჯახი მყავს, სხვა რა გითხრათ.... სურათი როგორ დავდო მითხარით და მაგასაც ვიზავ, გული კი მწყდება მაგრად მარა რას იზავ, ჩემიც ქარავანშია ნაყიდი ისე ოგონდ 7 წლის წინ, თუმცა ახალ წელს ვისვრი ხოლმე და რამდენიმეჯერ მწყერზე ვიყავი. მოვლით კი მაგრად ვუვლი.
 
giorgparkauliდრო: ხუთშაბათი, 28.05.2009, 01:05:45 | შეტყობინება # 187
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს J.P. Sauer & Sohn. meisterwerkfine 12 ყალიბის, პერდეს ჩარჩო, გრინერის ზედა საკეტი,,ვესტლი რიჩარდსი მექანიზმი 167

დამატებულია (28.05.2009, 00:03:58)
---------------------------------------------
ჩემნაირია თითქმის 23

დამატებულია (28.05.2009, 00:05:45)
---------------------------------------------
ეს J.P. Sauer & Sohn. meisterwerkfine 12 ყალიბის, პერდეს ჩარჩო, გრინერის ზედა საკეტი,,ვესტლი რიჩარდსი მექანიზმი 167 166

 
gogita12დრო: პარასკევი, 29.05.2009, 19:44:06 | შეტყობინება # 188
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, კი გერმანული ზაუერია... ეს მოდელი უნდა მეყიდა ესსენში მაღაზიაში და 2600 ევრო დამიფასა. ყველა საბუთი მქონდა წაღებული მაგრამ მერე უმანქანოდ ვრჩებოდი. ზაუერია 2008წლის მოდელი

მაინც ვიყიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

 
giorgparkauliდრო: პარასკევი, 29.05.2009, 23:33:14 | შეტყობინება # 189
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაღაზიას რო შეუკვეთოს კაცმა ვერ შეძლებს ჩამოტანას???????? ან რამდენი დაჯდება ნეტა gogita12, ?????? სულ

დამატებულია (29.05.2009, 22:31:13)
---------------------------------------------
მაგარი ხირიმია ეს ოხერი 166

დამატებულია (29.05.2009, 22:33:14)
---------------------------------------------
რა საბუტები უნდა იქნებ დაწერო ყველა კაცურად!! 2600+.........................

 
gogita12დრო: შაბათი, 30.05.2009, 17:02:35 | შეტყობინება # 190
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgparkauli, წასვლას თუ აპირებ მიდი თბილიში იარაღებს სადაც იფორმებენ საბურთალოზე და იქედან უნდა დაიწყო. ისინო რო საბუთს მოგცემენ მერე სამინისტროში თარგმანთან ერთად უნდა დაამოწმებინო რომ შენ შეგიძლია საზღვარგარეთ სანადირო თოფის შეძენა. და იყიდე რომელ ქვეყანაშიც გინდა ოღონდ გაერკვიე ის ქვეყანა ეხლანდელი მდგომარეობით თუ მოგყიდის შენ საქართველოს მოქალაქეს ? რუსების აკრძალვა ხო არ ეხება?

აქ თუ ყიდულობ მაშინ მაღაზია ჩამოგიტანს და აქვე გააფორმებ ჩვეულებრივად

 
giorgparkauliდრო: კვირა, 31.05.2009, 10:26:01 | შეტყობინება # 191
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, ანუ თუ აქაც სჰეიძლება ყიდვა მაგაზიის მხრიდან, წასვლა რაღა საჭიროა? რაც გინდა ხო იმას ჩამოგიტანენ? ისეთს და იმნაირს? 23
 
gogita12დრო: ორშაბათი, 01.06.2009, 00:40:10 | შეტყობინება # 192
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი უნდა შეძლონ ჩამოტანა ..... მეც ვჩალიჩობ ეგრე მინდა ვიყიდო ახალი თოფი.... რუსულზე ფიქრი შევწყვიტე
 
shotkaდრო: ორშაბათი, 01.06.2009, 01:34:15 | შეტყობინება # 193
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gogita12, მომწონს შენი გადაწყვეტილება 166 , ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
 
gogita12დრო: სამშაბათი, 02.06.2009, 23:44:11 | შეტყობინება # 194
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უბრალოდ უნდა გენახათ როგორი დახვეწილი ნაკეთები იყო.......... ეგეთი საქართველოში მაღაზიაში ჯერ არ მინ ახავს ეგზემპლიარი................................................. ხარისხი ეტყობა რა შედევრს
 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 04.06.2009, 23:34:30 | შეტყობინება # 195
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხო ჰეკლერ კოხზე რა აზრის ხართ ძალიან მაინტერესებს, იმედია დაპოსტავთ თქვენ მოსაზრებებს, მე სიმართლე გითხრათ მაგაზე გამძლე სანადირო კუთხვილლულიანი ვინტოვკები და საერთოდ იარაღები არ ვიცი, თან ჩემი საყვარელი ბრენდია. 166 166 166 166 166 166 166 48 48 48 48
 
giorgparkauliდრო: ხუთშაბათი, 04.06.2009, 23:53:59 | შეტყობინება # 196
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
My WebPage

დამატებულია (04.06.2009, 22:53:59)
---------------------------------------------
ჩემთვის მეტი არ არსებობს, რავიცი რა ვიცი???!!!! 23

 
Flagmanდრო: ხუთშაბათი, 04.06.2009, 23:54:21 | შეტყობინება # 197
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძმა მე ლეგენდებძე და ხელოვნების ნიმუშებზე არ მაქვს საუბარი, როგორც უნივერსალურ ბრენდზე ისე გეკითხები? 167 მაუზერი დღეს შტურმავოი ვინტებს, სანადიროს და ტქტიკურ საბრძოლო პისტოლეტებს არ უშვებს თუ არ ვცდები, და ესეთი სოლიდური როგორც კოხი მემგონი არცერთია!
 
giorgparkauliდრო: პარასკევი, 05.06.2009, 00:03:30 | შეტყობინება # 198
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Flagman)
მე სიმართლე გითხრათ მაგაზე გამძლე სანადირო კუთხვილლულიანი ვინტოვკები

Quote (Flagman)
და საერთოდ იარაღები არ ვიცი

ამაზე გიპასუხე ჯიგარო! უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია 167
 
Flagmanდრო: პარასკევი, 05.06.2009, 00:08:57 | შეტყობინება # 199
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაზეა საუბარი, მაუსერ მაუსერია, ხო მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა უნივერსალურობის კუთხით. ისე კაი გალერეაა ვნახე ის სურათები, შედევრია, მაგას ბიძაშვილს თუ ვესვრი თორე სხვისთვის რავა გავიმეტებ 069
 
Adminდრო: პარასკევი, 05.06.2009, 20:33:39 | შეტყობინება # 200
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი რაღაც გამაგებიეთ ხალხო,გამოკითხვაში მე ვერ დავსვი სწორად შეკითხვა თუ რა ხდება რუსულ იარაღს რომ ანიჭებს ხალხი უპირატესობას?შევეცადე ისე დამესვა შეკითხვა რომ ფულზე და იაფზე რომ არ ეფიქრა ხალხს და პირიქით ხარისხზე და ოცნების იარაღად რას მიიჩნევდნენ იმ ქვეყნისთვის მიეცათ ხმა.თუ მე ვერ დავსვი შეკითხვა სწორად რა ჯობია მაგას და თუ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს რომ რუსები სანადირო იარაღებში უძლიერესნი არიან .............. მალადეც რუსებს. 25
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика