05:39:55
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას?
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 14:50:06 | შეტყობინება # 1151
ჯგუფი: წაშლილები





lasha79, რავი სიმართლე გითხრა არცერთი არმომწონს ეს მოდელი კი ბატონო. ბევრად დახვეწილი მეჩვენება ვიდრე ეგენი. ვნახოთ დრო წინაა ჯერ გღეს და ხვალ ხოარ ვყიდულობ. ჩაუსაფრდი 687 პიგეონ 3 მოდელს და ტუიქნება სადმე მაცნობე 23_30_126 :23_30_126:


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ხუთშაბათი, 05.07.2012, 15:04:33
 
artemi63დრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 21:16:53 | შეტყობინება # 1152
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadireartemi63, მე შვილო იმას კი არ ვამბობ რუსული სანადირო თოფი ჯობია ცნობილი იტალიურ და ინგლისურ თოფებსთქო. მე ის მიკვირს რატომ აგინებთ რუსულ თოფებს, რომლითაც თითქმის ერთი საუკინეა თქვენი წინაპრები ნადირობენ. ეს უპატივცემულობაა ძველი თაობის მონადირეების. მე იქ დავწერე _ შენ შემისწორე თითქოს მე წელიწადში 10 ვაზნას ვისვრი და ამიტომ შემენახა იჟ-27. არადა ჩემმა საყვარელმა იარაღმა 10 000 ვაზნაზე ბევრად მეტი გასროლა განახორციელა ბიძაჩემის, მამაჩემის და ჩემს ხელში. და დარწმუნებული ვარ კიდევ კარგახანს იმუშავებს. მონადირე თუ ყოველი ნადირობის შემდეგ წმენდს თავის იარაღს _ სანამ თავის თავს მოიწესრიგებს, საკვებს მიიღებს და დილამდე დაიძინებს, მას ნებისმიერი (კარგი, ნორმალური) იარაღი შეუნარჩუნდება, თუ არადა ისევე მოსპობს ბერეტას, როგორც იჟს. ღმერთმა წარმატებულ ნადირობაში მოახმაროს ყველას ვისაც რომელი სანადირო თოფი ურჩევნია.

ნუგზარ,გენაცვალე საიდან აიღეთ რომ რუსულ იარაღებს ვლანძრავ? მე მგონი თქვენ ვერ მიხვდით რაზე არის ხალხი ამჟამათ ესე ნეგატიურატ განწყობილი ახალი რუსული თოფების მიმართ,მიზეზი ერთია 60-70% ამათი თოფების როგორც წესი ბრაკია,ეგ ჩემი მოგონილი კი არარის ეგ ფაკტია რომლის აღიარება ბევრს უჭირს.
მე 30წელია რაც ვნადირობ,არ ვიტყვი რომ ყველანაერი თოფი მქონია მაგრამ იჟ-ს კარგათ ვიცნობ,ბოლო 3-4წელია რაც თურქებზე გადავედი.რაც შეეხება რესურს,10000ეგ კარხნული გარანტიაა და არა თოფის რეალური რესურსი,მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ტოზ და იჟ მუდმივი თოფებია და რესურსი ამოუწურავი აქვს,რისი წარმოდგენას თქვენ ცდილობთ. რეალურად 25000-30000 დავიჭერებ მაგრამ მეტი ეგ ზღაპარია იმიტომ რომ ეგ მოდელები არა სპორტულებია,მაშასადამე დიდ რესურსზე როგორც წესი არარის გათვლილი.ისე,მორყეული თოფითაც მინადირია მაგრამ ეგ თოფი როგორც წესი მკვდარია,თუ ხელოსანმა კაპიტალკა არ გაუკეთა, ისიც არამგონია რომ რემონტის მერე დიდხანს გაძლოს.
ერთხელ ჩემ ახლობელთან ერთად მიახლოვებით დავთვალეთ მისი იჟ-58 გასროლილი ვაზნების რაოდენობა,საშვალოდ ავიღეთ წელიწადში(სეზონზე) 500ვაზნა, 40წლის თოფი აქვს შედარებიტ კარგათ შენახული თუ არ ჩავთვლით წინწკლებს და რამდენიმე არამნიშნელოვან რაკოვინებს,ხოდა 40გავამრავლოდ 500=20000,ჰა ჯანდაბას დავამატოდ კიდევაც 5000,კი ბატონო სერიოზული რესურსია მაგრამ,დამანახა ეგ თოფი კიდევ 10000 მერე.


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - ხუთშაბათი, 05.07.2012, 21:29:05
 
ktx-100დრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 22:05:32 | შეტყობინება # 1153
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63,
Quote (artemi63)
10000ეგ კარხნული გარანტია

უკაცრავად, ეს რომელ თოფებს გულისხმობთ? თურქულებს?


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
fshaveloდრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 22:09:04 | შეტყობინება # 1154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ktx-100, არა რუსულს

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
giainterstar1დრო: პარასკევი, 06.07.2012, 00:44:35 | შეტყობინება # 1155
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესარის ჰემი პირადი ტოფი მაგნიუმის ლულიტ რესურსი ლულაზე 15 000 გასროლიტ, არს დატვზე და არს გორზე არმეჰინია მაგიტ მაგალ ზარიადზე ჯაკანის სროლა, რას ნახევარავტომატებზე საეჰვოა-ტურკულზე კი სარისკო!
მედა საზმაკასომ ერტად ჰევიზინეტ და არანაირი პრობლემა არკონია არანაირი დუპლეტის სროლა, ზველს ატასგერ ჯობს მარტო მაგნიუმის გამო , ზველი ოკროა კარგი!!!და გვინო 069

ვიდეოს ატვირტვა არვისი მაპატიეტ მარტო ლინკს დავდებ! გირჰევტ ახალის ჰეზენას ტუ რუსულ იარაგს გადასკვეტტ

http://www.youtube.com/watch?v=qXEwAoD-VnA 10 39 AllSmail133

დამატებულია (05.07.2012, 23:44:35)
---------------------------------------------
მაგარი ჰუკურტმებია http://www.prikladi.dimovengraving.com/ მე მომსონს!


55555
 
roko2092დრო: პარასკევი, 06.07.2012, 01:29:22 | შეტყობინება # 1156
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 158
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, არ გეწყინოს ძმაო მარა რა მაინტერესებს შენ ხო არ შემოგაქ იჟ-27 ები საქართველოში???

ა.ლაცაბიძე
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 06.07.2012, 11:27:28 | შეტყობინება # 1157
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, მეგობარო ვერ გავიგე რას ნიშნავს თითქოს მე ვერ ვხვდები რას წერენ ამ ფორუმში ან რას ნიშნავს რუსული თოფი საუკეთესო მხრით წარმოჩინებას ვლამობ. მე მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობ და ჩემს პირად პრაქტიკაზე. 30 წელი თუ ნადირობ რუსული იარაღით შენ მაინც უნდა იცნობდე მას. არც მე მომწონს რუსების ახალი წარმოებული სანადირო გლუვლულიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის უხარისხო სანადირო თოფებს აწარმოებდნენ. 26 გვერდი სულ ერთსა და იგივეზე ხომ არ უნდა ვისაუბროთ. ვიღაც გამოვა იტყვის რუსულით ვნადირობ, მეორე ადება და ულანძღავს თოფის მარკას _ რად გინდა, მოიშორე, არ ვარგა თურქული ჯობია ა.შ. მე მგონი ფორუმის თემა სულ სხვა შინაარსისაა და ჯობია მხოლოდ ჩვენს იარაღებზე და მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ვწეროთ.

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
თედოდრო: პარასკევი, 06.07.2012, 13:26:46 | შეტყობინება # 1158
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მემგონი ეს ადამიანი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ახალ რუსულებს ამჯობინებს ძველებს

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
ktx-100დრო: პარასკევი, 06.07.2012, 14:13:45 | შეტყობინება # 1159
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და მაინც, რომელი ჯობია? ახალი თურქული თუ ძველი რუსული? 23

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
fshaveloდრო: პარასკევი, 06.07.2012, 14:40:19 | შეტყობინება # 1160
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ktx-100, ახალი სჯობს რა თქმა უნდა, რესურსი აქვს მეტი... და მაინც ახალი იარაღია რა...

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
ktx-100დრო: პარასკევი, 06.07.2012, 15:20:31 | შეტყობინება # 1161
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, კი, მაგრამ ამ ოპასუხზე უმეტესი და უხშირესი პასუხი რა არის ხომ იცით? "კარგით რა, თირქულია ბოლობოლო" "თურქები ბავშვებს ვერ აკეთებენ წესიერს და თოფს გააკეთებენ?" და ასე შემდეგ 36_1_69

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
fshaveloდრო: პარასკევი, 06.07.2012, 15:34:18 | შეტყობინება # 1162
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ktx-100, შენი გადასაწყვეტია, უკვე იმდენს ფიქრობ რომ შენ თვითOნ აიჭერი, რომლისკენაც გული გაგიწევს და რომელიც ხელში გაჯდება ის აიღე და დაისვენებ ))

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
ktx-100დრო: პარასკევი, 06.07.2012, 17:32:18 | შეტყობინება # 1163
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, ალბათ მართალი ხარ, თუმცა მაინც ვფიქრობ ბევრს, მეშინია არ შევცდე 25

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
zazaaaaaდრო: პარასკევი, 06.07.2012, 17:55:10 | შეტყობინება # 1164
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ზიმსონი მაქვს და მაგარია ძალიან

დამატებულია (06.07.2012, 16:54:47)
---------------------------------------------
ჩემი აზრით ბრაუნინგს მერკელი ჯობია

დამატებულია (06.07.2012, 16:55:07)
---------------------------------------------
ჩემი აზრით ბრაუნინგს მერკელი ჯობია

დამატებულია (06.07.2012, 16:55:10)
---------------------------------------------
ჩემი აზრით ბრაუნინგს მერკელი ჯობია


me var monadire
 
bichi2009დრო: პარასკევი, 06.07.2012, 18:26:49 | შეტყობინება # 1165
ჯგუფი: წაშლილები





ხალხო მიეძალეთ ევროპულებს თუ არცერთი არ მოგწონთ ან რა მოსაწონია უფულობას რა უთხარი თორე. მე პირადად ვიტყვი რო 50 წლის იჯ 58 მაქ და დროს ვერ გაუძლო მოირყა და რაკოვინები როაქ ნეტა იმდენი დოლარიანი მომცა 069 :069: . რუსული თოფი გამოადგა ერთეულებს ისიც ცოტა რუჩნაია რაბოტა რომელიც იყო ან არ ნადირობდა და შესაბამისად ვერც მოშალა. 90 იანი წლების მერე ხალხი ვეღარ შოულობდა წამალს და რეებს ტენიდნენ კაცმა არ იცის სნარიადები კი იშოვებოდა ბლომად 069 :069: მოკლედ შევეშვათ ამ თემას და დაღეჭილი ლუკმის თავიდან ღეჭვას თორე ყველა თემაში ამაზეა საუბარი..
.
ვისაც რუსული ურჩევნია ევროპულს გაუმარჯოს თავის არჩევანში
.
ვისაც თურქული ურჩევნია იმასაც გაუმარჯოს
.
ვისაც ევროპულები მოსწონს იმას ხომ გაუმარჯოს და გაუმარჯოს.
.
.
ანუ არის ხალხი რომელსაც კაი შეკრული აძინაცატი მირჩევნია მერსედესსო რო იძახის 069 :069: ოღონდ ახალიო 069 ყველას მოგვცეს ღმერთმა იმის საშუალება რო ბერეტა ბრაუნინგის ავკარგიანობაზე გვედავოს ძმებო.

დამატებულია (06.07.2012, 17:26:49)
---------------------------------------------
zazaaaaa, რატო ჯობია დაასაბუთე თორე წაშლის მოდერატორები. თუ ეს შენი პირადი აზრია? 23


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - პარასკევი, 06.07.2012, 18:28:05
 
zazaaaaaდრო: პარასკევი, 06.07.2012, 18:36:01 | შეტყობინება # 1166
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა,რა თქმა უნდა ჩემი აზრია შეიძლება სხვაც ფიქრობდეს ასე,ყველას თავისი მოსაზრება აქვს,ზოგი რუსულს აქებს,ზოგს რუსული ეჯავრება,მე მაგალითად გერმანული ყველა თოფი მიყვარს

me var monadire
 
bichi2009დრო: კვირა, 08.07.2012, 15:21:56 | შეტყობინება # 1167
ჯგუფი: წაშლილები







როგორია ძმებო? აბა თითო დავირიგოთ სეზონის წინ 166
 
alekoდრო: კვირა, 08.07.2012, 15:28:24 | შეტყობინება # 1168
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
აბა თითო დავირიგოთ სეზონის წინ

სად მოვიდე, სად არიგებენ?? 069 ერთლულიანია 23


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 08.07.2012, 15:43:04
 
bichi2009დრო: კვირა, 08.07.2012, 15:42:11 | შეტყობინება # 1169
ჯგუფი: წაშლილები





ქვედა მხარემ ისე მომხიბლა ზევით არ ამიხედია სპორტული ცალლულიანია ეს არ გამოგვადგება 069 თუმცა კომბო მოდელია და 2 ლულიანიც მოყვება აღარ წავშლი იყოს

შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 08.07.2012, 15:45:13
 
alekoდრო: კვირა, 08.07.2012, 15:47:24 | შეტყობინება # 1170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
ქვედა მხარემ ისე მომხიბლა ზევით არ ამიხედია სპორტული ცალლულიანია ეს არ გამოგვადგება

მართლაც შესაშური გარეგნობა აქვს და ზოგს რომ ჰგონია, ერტსასხლეტიანებს არ ვენდობიო, აი ეს თოიფია ბრწყინვალე მაგალითი,ტავიდან ბოლომდე სანდოა. რაც ექსტერიერია, 2 იმდენი ინტერიერია 167 სენ მიდი აბა ორლულიანი დაზებნე, მარტალი მწყერზე ვერ წავა 069 :069: არა არ წასალო, იდოს!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 08.07.2012, 15:49:22
 
bichi2009დრო: კვირა, 08.07.2012, 16:10:35 | შეტყობინება # 1171
ჯგუფი: წაშლილები






ესმოდელია წყვილი ლულით ასე რომ მეორე ლულა წავა მაინც სანადიროდ გული როარ გავიტეხოთ. ტრაპ ცომბო ვერსიაა ისე ეხლა ვნახე

დამატებულია (08.07.2012, 15:10:35)
---------------------------------------------


მოკლედ ბევრი ფიქრის მერე მაინც თავი შევიკავე ამ ეტაპზე ვინჩის ყიდვისგან და მაინც ბოკფლინტი მირჩევნია და და ეს არჩევანი გავაკეთე ვიცი რომელიც არუნდა იყოს არჩევანში არშევცდები იმიტომ რო ორივე მაღალი დონის სანადირო იარაღია მაგრამ 2 ლულიანს სანადიროდ არაფერი შეედრება თან ასეთი მარკა თუარის.


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 08.07.2012, 16:14:33
 
alekoდრო: კვირა, 08.07.2012, 16:12:35 | შეტყობინება # 1172
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
2 ლულიანს სანადიროდ არაფერი შეედრება თან ასეთი მარკა თუარის.

+100000000 ჩემი საოცნებო იარაღია ბერეტა... 210e


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ktx-100დრო: კვირა, 08.07.2012, 17:14:32 | შეტყობინება # 1173
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინა მოდელისა რა გითხრათ და აი ბერეტა მართლაც კარგი რამეა 166

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
IKAHUNTERდრო: კვირა, 08.07.2012, 18:48:11 | შეტყობინება # 1174
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009 გადასარევი არჩევანია ნამდვილად 10 10
 
DatuNikoდრო: კვირა, 08.07.2012, 21:47:34 | შეტყობინება # 1175
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თემა ,,ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას?“ ყველაზე დამაინტრიგებელი და საკამათო აღმოჩდა. 1300-ვე შეტყობინება გადავიკითხე და დავრწმუნდი, რომ მონაწილეთა ზოგიერთ შეტყობინებებს, პასუხს ცემენ თავიანთი რეპუტაციისა და მითუფრო კომპეტეტურობის გაუთვალისწინებლად.
krimanjuli; -BERG- nugomonadire- ს გაზიარებებს, რომ არ მიაქცევ ყურადღებას; ჯიუტად, რომ ამტკიცებ შენ მიერ მოწონებულ იარაღის უპირატესობას და უსაფუძვლოდ აქებ ან ამცირებ იარაღის მწარმოებელს - კითხვისქვეშ დააყენებს შენს ცოდნასაც და გამოცდილებებსაც.
უმეტესად ,,გაჯიუტებული“ ბატონები აშკარად P.R.-ის გამოუცდელი ან უნებლიე მონაწილეები არიან.
თქვენ კი პედიატრი; fshavelo; artemi 63 ბუნების სიყვარულის ისეთი გრძნობით ახსნისათვის, რომელიც ამ თემის შეტყობინებებში წაგვაკითხეთ დიდ მადლობას გიხდით და უდიდეს მადლობას, თვით ბუნება გაგრძნობიებთ.
+ დიდება უფალს!


ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი.
მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე.
პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი


შეტყობინება დაამუშავა DatuNiko - ორშაბათი, 09.07.2012, 13:06:46
 
gigilo-408დრო: კვირა, 08.07.2012, 22:20:24 | შეტყობინება # 1176
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
DatuNiko, 100% -იანი ბრძანდებით ბატონო დავით 39 39
 
artemi63დრო: ორშაბათი, 09.07.2012, 17:32:31 | შეტყობინება # 1177
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1 ესარის ჰემი პირადი ტოფი მაგნიუმის ლულიტ რესურსი ლულაზე 15 000 გასროლიტ, არს დატვზე და არს გორზე არმეჰინია მაგიტ მაგალ ზარიადზე ჯაკანის სროლა, რას ნახევარავტომატებზე საეჰვოა-ტურკულზე კი სარისკო!
მედა საზმაკასომ ერტად ჰევიზინეტ და არანაირი პრობლემა არკონია არანაირი დუპლეტის სროლა, ზველს ატასგერ ჯობს მარტო მაგნიუმის გამო , ზველი ოკროა კარგი!!!და გვინო


შენ მეგობარო იმ 30-40%იღბლიან მფლობელებს ეკუთნი ვისაც გაუმართლა,გადაიკითხე ეგერ რუსული საიტები და მიხვდები რომ მთლად სახარბიელო სიტუაცია არარის როგორც შენ იძახი.ერთ რამეში გეთანხმები რომ ახალი ძველს მაინც ჭობია,ეგ ბრაკები თუ არა იჟ-27(მრ-27)კარგი თოფია თავის ფასში.
რაც ისევ და ისევ თურქულებს შეეხება,თუ არ მოქწონს ეგ შენი არჩევანია,ოღონდ არგვინდა რა აქ ჭქუის დარიგება,შენ გუშინ იყიდე ეგ იჯ-27 და უკვე შედარებებს აკეთებ იმასთან რაზეც შეხებაც არ ქონია,და მეორე რაც ნაყიდი გაქვს მაგის დასახელება მაინც უნდა იცოდე,რომ ეგ მაგნიუმი კი არ არის არამეტ მაგნუმია.დათვის და ღორის არც მე შემეშინდება იმიტომ რომ მე ჩემ თოფებში 100% დარწმუნებული ვარ.
ოქრო ეხლაც კარგია ბაჯაღლოს თუ გულისხმობ,ღვინოზე გეთანხმები.

nugomonadireartemi63, მეგობარო ვერ გავიგე რას ნიშნავს თითქოს მე ვერ ვხვდები რას წერენ ამ ფორუმში ან რას ნიშნავს რუსული თოფი საუკეთესო მხრით წარმოჩინებას ვლამობ. მე მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობ და ჩემს პირად პრაქტიკაზე. 30 წელი თუ ნადირობ რუსული იარაღით შენ მაინც უნდა იცნობდე მას. არც მე მომწონს რუსების ახალი წარმოებული სანადირო გლუვლულიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის უხარისხო სანადირო თოფებს აწარმოებდნენ. 26 გვერდი სულ ერთსა და იგივეზე ხომ არ უნდა ვისაუბროთ. ვიღაც გამოვა იტყვის რუსულით ვნადირობ, მეორე ადება და ულანძღავს თოფის მარკას _ რად გინდა, მოიშორე, არ ვარგა თურქული ჯობია ა.შ. მე მგონი ფორუმის თემა სულ სხვა შინაარსისაა და ჯობია მხოლოდ ჩვენს იარაღებზე და მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ვწეროთ.

ეტყობა ნუგზარ მე არ მისმენთ,თვენ თქვენი ლაპარაკით ხართ გართული,მე არავის თოფს არ ულანძრავ,ვისაც უნდა რითიც უნდა ინადიროს ეგ ჩემი გადასაწყვეტი არარის.მაგრამ,როცა მეკითხებიან რჩევას აქ მე ურჩევ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და არა ვიღაცის ნათქვამზე.
ახალ რუსულზე მე მგონი საერთო აზრის ვართ. რაც შეეხება ძველ რუსულს ანუ საფჭოურს,იჟები საერთოდ გამორჩეულები იყვნენ თავისი სტაბილური კარგი ხარისხით რაზეც არ ვიტყოდი ტოზის მიერ წარმოებულ თოფებზე. რა გვაქვს ეხლა,ვთქვათ მე ახალგაზრდა მონადირე ვარ და მსურს შევიძინო თოფი,ხელზე მაქვს სიტყვაზე 1000ლარი რა უნდა მირჩიოთ,ძველი რუსული რომელს როგორც მინიმუმი ნახევარზე მეტი რესურსი აქვს გავლილი და კაცმა არიცის როდის მოირყევა ნადირობისას(გამონაკლისი კარგათ შენახული თოფია რისი შოვნა თითქმის შეუძლებელია),თუ ახალი რუსული რომლის ნდობა შეუძლებელია? ამ სიტუაციაში დარჩა ერთადერთი გამოსავალი (კიდევ კარგი რომ ეს მაინც არის)თურქული თოფები,რომლები მოგწონთ თუ არა ნელ ნელა "იმყრობს" პოისტსაფჭოურ სიფრცეს და ხარისხით მე არ შემეშინდება ამ სიტყვების,ძველ რუსულ თოფებს უტოლდება.რათქმაუნდა თუ ბევრი ფული გაქვთ ამ ორისკენ არც გამოიხედები, მაგრამ როცა ფინანსიურად შეზღუდული ხარ ეგეც კარგი გამოსავალია. 167


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - ორშაბათი, 09.07.2012, 17:41:06
 
iulomiaდრო: ორშაბათი, 09.07.2012, 18:09:13 | შეტყობინება # 1178
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MP-153ტზე რას იტყვით? მე მაგრად მომეწონა და ვიყიდე კიდეც მაგრამ ჯერ ვერ დავამუგამე :(

MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
 
artemi63დრო: ორშაბათი, 09.07.2012, 19:22:53 | შეტყობინება # 1179
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1არს დატვზე და არს გორზე არმეჰინია
ამ "ხლამით" როგორ მოკლეს საინტერესოა ამხელა ღორები,ნეტავ არ შეეშინდათ? 23 ააა მიხვდი,ალბათ გაუმართლა,სხვა ვარიანტი არარსებობს!!! 069




შეტყობინება დაამუშავა artemi63 - ორშაბათი, 09.07.2012, 19:28:20
 
bacho1987დრო: პარასკევი, 13.07.2012, 00:17:19 | შეტყობინება # 1180
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც MP 153 მაქ და დიდად მასიამოვნებს ყველა სეზონს აკმაყოფილებს მთაშიც და ბარშიც...მე მაგ თოფს ვიყენებ..
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 13.07.2012, 01:16:12 | შეტყობინება # 1181
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე იტალიურები რო 1500 ლარამდე დააბალანსონ ფასიი მართლაც რო კარგი იქნება, არა თუ გინდათ 500 იყოს მაგრამ სადარის, ხოდა რაც გადავხედე ეხლა მე ფაბარმის იაფიან მოდელებს და საბაზრო ღირებულებებს თითქოს შესაძლებელია მაგ ღირებულებაზე დაყვანა, ამიტომ არც რუსები და არც თურქები რო აღარ გავაბრაზოთ იტალიურს მივაწვეთ 39
თურქებს ააქვთ კარგი მიმართულება: ასლები !!
რუსებს ააქვთ ცუდი მიმართულება: არააქვთ ნოვაციები და ერთ ადგილს ჭეჭყავენ, 30 წლის უკან შეწყვიტეს მაგათმა ''შემოქმედება''
თურქებს ეტყობათ ევროპის გავლენა, მაგრამ თურქულ ხარისხსაც გავუსვამდი ხაზს მე პირადად( ანუ უხარისხობა, განსაკუთრებით ცვეთის ადგილებში)
რუსებს ეტყობათ 30 წლის უკანდელ მოდელზე ფულის შოვნის იმედი ხარისხის დავარდნის ხარჯზე.
ვნახე თურქული ძვირფასი თოფები მაგრამ ძვირია ძვირი, უფრო ძვირი ვიდრე სახელი თურქული ძვირფასი თოფი
ვნახე რუსული ძვირფასი თოფები, შედარება არ შეიძლება თურქულთან არც ფასით(სიძვირით) და არც ხარისხით( ორივეში ერთად 2-ით0-ი რუსეთის სასარგებლოდ)
თურქულის და რეუსულის ფასში მე ბელგიას , გერმანიას, ინგლის და იტალიას ავკინძავდი. 166
 
bacho1987დრო: პარასკევი, 13.07.2012, 01:39:47 | შეტყობინება # 1182
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეექ ჩემო ძმობილო გემოვნებაზე არ დაობენ მეც ვიცი კარგი რაცააა მარა როარარი ეგარი...მოვა დრო და ჩვენც გვექნება გულს ნუ გაიტეხ..

დამატებულია (13.07.2012, 00:39:47)
---------------------------------------------
39 39

 
თედოდრო: პარასკევი, 13.07.2012, 01:52:13 | შეტყობინება # 1183
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (artemi63)
giainterstar1არს დატვზე და არს გორზე არმეჰინია
ამ "ხლამით" როგორ მოკლეს საინტერესოა ამხელა ღორები,ნეტავ არ შეეშინდათ? ააა მიხვდი,ალბათ გაუმართლა,სხვა ვარიანტი არარსებობს!!!


069 069

არა ესენი მრ 153-ია გადაცმულები .

giainterstar1

სად კლავ ერთი დათვებს და ღორებს, წაგვიყვანე ჩვენც და ვნახოთ, თუ შემეშინდება. 100% დარწმუნებული ვარ ჩემი თოფის საიმედოობაში, ტავისი რესურსის ფარგლებში რათქმაუნდა.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
bichi2009დრო: პარასკევი, 13.07.2012, 12:46:49 | შეტყობინება # 1184
ჯგუფი: წაშლილები





აი 2400 ლარიანი ფაბარმი ამდენი ნორმალური იჯ 27კი ღირს და რომელი ჯობია ეხლა? სერიოზული იარაღია განსაკუთრებით ამას გრძნობ რუსულთან შედარებით ნუ თურქული არ მქონია და არვიცი. მიტანა უმაგრასი აქვს აქ არის სტოგერის თემაში ატა და სტოგერის შედარება 32 გრამიანი ვაზნით და 1მმ იანი ჩოკიდან 35 მეტრზე 7 ნომერით ატამ 126 მარცვალი მიიტანა და სტოგერმა147. მე 34 გრამიანი ვისროლე ნუ 2 გრამით მეტი რაუნდაიყოს ასეთი დაახლოებით 15-20 მარცვალით მეტი და 34 გრამი 7 ნომ 35 მეტრზე 270 მარცვალი მიიტანა და ყველაზეკარგი გადანაწილება იყო. მოკლედ თოფიც არ ჩამომიდია არაფერზე დასკვნა თქვენთვის მომინდია. მე აღფრთოვანებული ვარ ამ იარაღით. :166:დაახლოებით 1 წელში ბერეტას ბოკფლინტიც მექნება ეს გადაწყვეტილი ამბავია და უნდა შევადარო ერთმანეთს ოღონდ 710 მმ იანი ლულით მინდა ფაბარმი 760 იანია და მეორე იგივე ზომით აღარმინდა.
.
.
რაც შეეხება 760 იანი ლულით მწყერზე ნადირობას ვინადირე 1/4 და 1/2 ჩოკებით მარტივად რო ვთქვათ 0.25 და 0.5 მმ ჩოკებიდან ცილინდრი არ შემიძენია. ნუ რა შეიძლება ითქვას ამ ლულით და ამ ჩოკებით 28 გრ ცოტა ბევრი აღმოჩნდა 10 მეტრამდე დისტანციაზე ბევრი ხვდებოდა და გაივსო მინდორი ბუმბულით სამაგიეროდ 30 მეტრზე სხვის გაქცეულ მწყერს შანსს არ ვუტოვებდი. 25 გრამზე დავტენე და უკეთესი გამოდგა. გასროლილის 81 % ავიყვანე. მიუხედავად იმისა რო გრძელი ტოფი ქვია ლულის გამო მაინც ძალიან ადვილად მანევრირებადია ყველანაირად მოვირგე ერთადერთი რასაც ვემდური არის კონდახის ამორტიზატორი აქვს დაბალი და შესაბამისად მაღალ ზარიადზე მხარი მატკინა ოდნავ. არის ვნახე მაღალი ამორტიზატორი ფაბარმის და მაღალ ზარიადზე იმას დავაბნევ. დანარჩენის მიმართ არანაირი პრეტენზია არმაქ ოდნავ ლულას წინ ქაჩავს თითზე რო დაიდებ ეს მოსალოდნელიცაა იმიტომ რო არასტანდარტული ლულაა და გრძელ ლულიანი თოფი ითხოვს უკანა ნაწილის დამძიმებას რო დაბალანსდეს მაგრამ არავინ არ აკეთებს იმიტომ რო თოფი მძიმდება შესაბამისად. 2 ხელით რო გიკავია ვერც გრძნობამას. მოკლედ დადებითი აქვს ბევრი და ხარისხი რასაც იხდი იმაზე მაგარია. სხვა საკითხავია როა ფაბარმის ძვირიანი მოდელები 4500 ლარამდე ღირს თუარა ამდენის გადახდა? მე ვიტყოდი რო არა და ფაბარმში პირადად მე მაქსიმუმ 3500 ლარამდე თუ გავიმეტებ იმიტომ რო 4500 ცოტას დაამატებ და უფრო მაღალ კლასს იყიდის კაცი beretta brownings


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ორშაბათი, 16.07.2012, 11:48:25
 
krimanjuliდრო: შაბათი, 14.07.2012, 00:25:44 | შეტყობინება # 1185
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, მომეწონე შენი დახასიათება, კარგად და გარკვევით ახსენი რაც უნდა აგეხსნა... 166 10 ფაბარმი 100% იანი ''მეიდინ ინ იტალი-''ააა
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 24.07.2012, 12:47:27 | შეტყობინება # 1186
ჯგუფი: წაშლილები





ძალიან კარგად შევისწავლე ეს იარაღი და ვიცი უკვე ყველა მისი დადებითი თვისება. რაზეც არ უნდა ინადირო მისი მიტანიდან გამომდინარე მშვიდად ვგრძნობ თავს და ვიცი რო დიდ ტერიტორიას ვფარავ და დიდ ზონას ვაკონტროლებ მე პირადად გეფიცებით ასეთი შეგრძნება მაქვს. 2 სეზონი ვიხმარე და კმაყოფილების ბევრი მომენტი მქონდა.მარტო ნადირობის დროს არა არამედ ტესტირემის დროს როცა მიტანაზე გავტესტეთ მე და ძმაკაცმა. ეს არის თოფი რომელიც ყველაზე ცუდ ვაზნას კარგ ვაზნად გადაგიქცევთ და კარგ ვაზნას საუკეთესოდ ეს მისი ყველაზე დიდი თვისებაა და არა როგორც ზოგიერთებს გონიათ რო იმიტომ ვაქებ რო ჩემია. არა მობრძანდით ბატონო ვისაც გაინტერესებთ ჰა ბურთი და ჰა მოედანი და თავად დარწმუნდებით. ასჯერ გაგონილს ხო ერთხელ ნანახი სჯობს. არმინდა ზედმეტები ვილაპარაკო. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არი რო ცალსასხლეტიანი ვერ ავიღე მაგრამ არაუშავს მომდევნო ცალ სასხლეტიანია მიზანში 39
 
zaza123დრო: შაბათი, 28.07.2012, 16:18:01 | შეტყობინება # 1187
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ზიმსონი და იჯ-54 მირჩჰევნია ცადა ქვეყანას 12 კალიბრი

me var monadire
 
nikutamuდრო: შაბათი, 28.07.2012, 17:31:42 | შეტყობინება # 1188
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ტოზ 34 ვნადირობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. და მც რაც შეეხება ჩემი აზრით უმაგრესია იხვის პერელიოტზე.


n kaxashvili
 
zaza123დრო: შაბათი, 04.08.2012, 10:57:06 | შეტყობინება # 1189
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფაბარმი მართლაც ჯობია იჯ-27-ს,ტან ბევრად,ნამდვილად ღირს 2400 ლარი

me var monadire
 
მონადირედრო: შაბათი, 04.08.2012, 18:59:28 | შეტყობინება # 1190
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორლულიან თოფებში ბალანსის გასასწორებლად კონდახის დამძიმება, როდესაც იარაღი წინ იხრება, არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ბალანსი მიღწეულ უნდა იქნას სანადირო თოფის კალაპოტის არეში ძირითადი მასის მოთავსებით და არა ლულებისა და კონდახის გაწონასწორებით.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.

შეტყობინება დაამუშავა მონადირე - შაბათი, 04.08.2012, 19:01:34
 
bichi2009დრო: შაბათი, 04.08.2012, 19:41:58 | შეტყობინება # 1191
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, გეთანხმები მაგრამ ზოგი ზოგი მწარმოებელი ასწორებს ბალანსს 66 სმ სიგრძის ლულაზე და ზოგი 71ზე. ერთიდაიგივე მოდელზე რომელსაც ბალანსი დაცულიაქვს 71 სმ იან ლულაზე და მოდიფიკაციებში აქვს 76 სმ ლულიანი მოდიფიკაციაც რათქმაუნდა არ ხდება არც კონდახის და არც კალაპოტის დამძიმება. იდეალურად დაბალანსებული თოფი არნიშავს რომ თოფი იდეალურია. ანუ ბალანსის მისაღწევად ზოგ მწარმოებელს რაღაც რაღაცეებზე თვაალის დახუჭვა უწევთ ესყველამ კარგად იცის. მე თოფში ვაფასებ ერგონომიკას და არა ბალანსს, ბალანსი ჩემთვის მეორეხარისხოვან 23_30_126 თოფი არც ერთ თითზე დადებული დამაქვს და არც ტითზე დადებული ვისვრი. 2 ხელით მიკავია. მე მონადირე ვარ და არა მსროლელი ასე რომ ბალანსი არმაწუხებს მე პირადად. ასევე ვიტყოდი რო გააჩნია მოდელს კალოდკის სისქეს, სიმაღლეს და მექანიზმის რა სისტემაა გამოყენებული ასე რომ ბევრ ცნობილ მოდელზე და ბევრ ცნობილ ბრენდზე ბალანსი არაა დაცული მაგრამ ეს იმიტომ რო თოფი გამოსულიყო ისეთი როგორიც ჩაიფიქრეს. მაგალითისთვის ავიღებდი ჩემ თოფს ოდნავ წინ ქაჩავს მაგრამ კალოდკის დაგრძელებით ან გასქელებით არავის შეუწუხებია თავი ასე რომ გრძელ ლულიანია და ცოტა რამ უნდა დათმო. გინდა ბალანსი??? აიღე 71 სმ იანი ლულით და მორჩა.

შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - შაბათი, 04.08.2012, 19:56:12
 
მონადირედრო: შაბათი, 04.08.2012, 20:17:20 | შეტყობინება # 1192
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, რა თქმა უნდა, იმის გულისათვის, რომ იგივე მოდელზე ლულას 5 სმ სიგრძეში მოუმატეს, კალაპოტს არ გაასქელებდნენ, და არც კონდახი დაუმძიმებინათ. ეგრეც უნდა მოქცეულიყვნენ. ჩვენგან არ ესწავლებათ!
აი, საერთოდ ბალანსს რაც შეეხება, მაგაში ვერ დაგეთანხმები. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სროლისას და ყველა პრესტიჟული მწარმოებელი სწორედ საუკეთესო ბალანსის მქონე ორლულიანი თოფების დამზადებას ცდილობს მიუხედავად დიზაინში შეტანილი ცვლილებებისა!


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.

შეტყობინება დაამუშავა მონადირე - შაბათი, 04.08.2012, 20:29:49
 
ზურა333დრო: შაბათი, 04.08.2012, 21:23:23 | შეტყობინება # 1193
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეს დავეთანხმები, ერგონომიკა როგორიც აქვს თოფს ისეთს მიეჩვევი დროთაგანმავლობაში და დისკომფორს ვეღარ იგრძნობ, აი ბალანსი კი ყოველთვის იქონიებს გავლენას სროლის დროს.
 
პედიატრიდრო: შაბათი, 04.08.2012, 22:54:29 | შეტყობინება # 1194
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერგონომიულია თოფი, როცა გასროლის დროს თოფის დამიზნების ხაზიდან გადახრა მინიმალურია და ამ დროს ორ კარგ გასროლას აკეთებ(ამისთვის კარგია დაბალი კალაპოტი და სიმძიმის ცენტრის დამთხვევა იმ ადგილზე, საიდანაც ჭურვი იღებს სტარტს, დაახლოებით 4,5 5სმ სავაზნიდან). ბალანსი კი ნიშნავს, რომ თოფის სიმძიმის ცენტრი ორხელს შორის შუაშია და არცერთი ხელი არ იძაბება გადაჭარბებით(სხვათაშორის, ამიტომაცაა რეკომენდებული ტანის მოძრაობა და არა ხელების, როცა გასწვრივ მოძრავ მიზანს ვესვრით), კარგია როცა თოფი ისე გაქვს მორგებული, რომ თოფის სიმძიმის ცენტრი ემთხვევა შენ რომ ორი ხელით მიჭირავს, იმის შუა ნაწილს,ეს კი ინდივიდუალურია. ამიტომაა, რომ კაი თოფი მხოლოდ შეკვეთით, "დაზმანებებით" (როგორც მკერავთან) კეთდება და ძვირიც ღირს. მოკლედ, ამაზე ძაან ნუ გაამახვილებთ ყურადღებას (მითუმეტეს კარსმომდგარი სეზონის წინ), თორემ ისე შეიძლება დაგემართოთ, როგორც ანეგდოტშია: ასფეხას კითხეს, როცა 23-ე ფეხს მიწაზე დგამ იმ მომენტში 57-ე ფეხი რა მდგომარეობაშიაო და ასფეხას ფეხი აერია და წაიქცა. სხვათაშორის, ამ თემას ეხება და ვიტყვი: იჟ-27-ს მაღალი კალაპოტის გამო უფრო ახასიათებს აქნევა გასროლის დროს, ვიდრე ჰუგლუს, ხოლო ტოს-34-ს ამათზე უფრო ნაკლებად, თუმცა მცირე წონის გამო მხარში მეტად იგრძნობა დარტყმა და დამიზნების კომფორტს ზოგი ვერ ამჩნევს.(ამიტომაც ტოზების მფლობელებს კიდევ ერთხელ რჩევა, არ ისროლოთ 32გრამზე მეტი მუხტის ვაზნები)
 
SNAIPERდრო: კვირა, 05.08.2012, 13:31:14 | შეტყობინება # 1195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ვეთანხმები შენს მოსაზრებას,ასფურცელა კაი მაგალითი იყო,ვიცინე რამდენი,თოფის შემთხვევაში როგორ ხდება,ბალანსზე რო იფიქროს გასროლის წინ კაცმა ან საერთოდ ვეღარ ისვრის იმიტო რპო კაი ხნის ჩავლილი იქნება სასროლი ობიექტი,ან ორივეს ერთად ისვრი? 17
 
ENUQICHIდრო: კვირა, 05.08.2012, 14:50:30 | შეტყობინება # 1196
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი ვიცი რო Fაბარმი როცა გიკავია თითქოს ბეჭზე და ხელზე ერთი და იგივე სიმძიმე გადევს და ბალანსი არის იდეალური, დარწმუნებული ვარ კონდახი აქვს ოდნავ დამძიმებული..სროლისას უმნიშვნელოდ აირევა სამიზნე და წამში ისევ შენ ხელშია! ერთ ფორუმზე პედიატრს უთხარი კომპეტენტური ხარ და შენ ფოსტებს მივადევნებ თვალსთქო. აგერ ბატონო დაგვიწერა ყველაზე ნაყოფიერი ფოსტი თავისი ახსნით, ნათელი მოეფინა ჩემთვის ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს..



მაქვს ფოტოები მინდორში გადაღებული და ტყეში Fაბარმით მაგრამ აქ ჩანს უკეთესად რომელიც ეხლა გადავიღე, როგორ ვჩანვართ არ ვიცი მაგრამ იდეალურად ვგრძნობ თავს ისე მაჯდება მხარზე.
აიტომ სანადიროდ ორ ლულიან 71-მდე ლულით არ ჯობია არაფერი, სისწრაფის, მანევრის, ტარების და სროლის მხრივ!


აქ ჯესიკა როსიმ დაამყარა მარა რა დაამყარა, იარაღი რათქმაუნდა უწყობდა ხელს აბა ჩემი იჟით ამის ნახევარსაც ვერ იზავდა 23
მსროლელებს რაც შეეხება ესპანელი მსროლელი ფერნანდესი მომწონს მაგრად, ძალიან სტაბილურია და კარგი შედეგიანია 2010 წლიდან რასაც უყურებ



★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - კვირა, 05.08.2012, 15:03:37
 
ზურა333დრო: კვირა, 05.08.2012, 18:11:08 | შეტყობინება # 1197
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მართალი ხართ ბატონო გოჩა მართალი 10
SNAIPER, ასფეხა იყო ასფეხა 069
ENUQICHI, ერთ დროს ჩვენც კარგი "სტენდავიკები" გვყავდა, სამწუხაროა ეს სპორტი რომ ვერ ვითარდება საქართველოში...
 
ENUQICHIდრო: კვირა, 05.08.2012, 22:59:17 | შეტყობინება # 1198
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, შენ რო მნახე ეხლახანს და მე რო კაცმა მკითხა რაღაც აი ის კაცი არის სტენდავოი მსროლელი, სხვათაშორის საქართველოს ჩემპიონი და რაღაც-რაღაც მიღწევები.
ამ სპორტს დიდი ფული უნდა და არამგონია შეძლოს ვინმემ, სულ უნდა ისროდე რათა თვალი იყოს სპორტულ ფორმაში! ვერ მოადუმებ ერთი კვირითაც! ნადირობის დროს გვპატიობს ბუნება ხანდახან ნარნარით წამოსულა იხვი როცა ტყვიასავით იცის წამოსვლა..


★ஜ۩۞۩ஜ★
 
-BERG-დრო: კვირა, 05.08.2012, 23:56:14 | შეტყობინება # 1199
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უკვე ვნანობ ამ თემის მოდერატორობაზე რო უარი ვთქვი... 25
 
მონადირედრო: ორშაბათი, 06.08.2012, 10:44:37 | შეტყობინება # 1200
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, მეც! 069 ბალანსი რა არის და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, პროფესიონალებს ჟურნალებსა და წიგბებში აქვთ განხილული და იქ წაიკითხეთ, ვისაც საკუთარი გამოცდილება არ გაქვთ და მხოლოდ საკუთარ აზრებს იზიარებთ!

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას? (დავწეროთ ყველამ)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика